IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გამსახურდიას გვარის გენეალოგია

♥ ზვიად გამსახურდია

ბაჩო ალვანელი

ბატონ ზვიად გამსახურდიას გვარის გენეალოგიის შესახებ

(I ნაწილი)

 

ქართველი ხალხის ეროვნული სიამაყის, დიდებისა და სიქადულის – ბატონ ზვიად გამსახურდიას ძირძველი ქართული და საამაყო გვარის შესახებ ჩვენი საუკუნის 90-იან წლებში ქართველმა მკვლევარებმა, რომელთა შორის ამ სტრიქონების ავტორიც არის, მრავალი საარქივო მასალა გამოავლინეს. მიგნებული ისტორიული საბუთებიდან თვალნათლივ ჩანს, თუ რაოდენ ახლოს იდგნენ ქართული მწერლობის დიდოსტატის ბატონ კონსტანტინესა და ბატონ ზვიადის წინაპრები ქართლის სამეფო კართან და ოდიშის მთავრებთან. პირველი ასეთი საბუთი მკვლევარ დ. ხანანაშვილის მიერ გამოვლენილ იქნა ქუთაისის მთავარ საისტორიო არქივში (ფონდი 1, საქმე 4008; ფონდი 28, საქმე 5050), რის საფუძველზეც მან 1993 წლის ვარდობის თვის 20-ს გაზეთ “ქუთაისში” გამოაქვეყნა წერილი სათაურით “ოდიშელ გამსახურდიათა წინაპარი”. რა საბუთია ეს? ესაა ოდიშის მთავრის გიორგი IV-ის (ლიპარტიანის) სიგელი, რომელიც მას თბილისის მიტროპოლიტ პავლე ტფილელის (გამსახურდიას) და მისი ძმისწულის გიორგი მამუკას ძე გამსახურდიასათვის უბოძებია. აქვე შევნიშნავთ, რომ გიორგი IV თავის ვაჟიშვილთან – კაცია I-თან ერთად ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლად იქცა.

გიორგი IV-ის მიერ გაცემულ სიგელს თარიღი არ უზის. მკვლევარ დ. ხანანაშვილის აზრით: “სიგელი უნდა დათარიღდეს 1803-1804 წლებით, რადგან იგი გაცემულია მანამ, სანამ კაცია გახდებოდა დადიანი, ე.ი. 1804 წლამდე”… რომ სიგელში მოხსენიებული პავლე გამსახურდია “თბილისის მიტროპოლიტი უნდა ყოფილიყო 1803 თუ 1804 წლიდან”. ჩემს მიერ საქართველოს მთავარ საისტორიო არქივში გამოვლენილი ისტორიული საბუთებიდან დგინდება როგორც გიორგი IV-ის სიგელის გაცემის, ისე პავლე გამსახურდიას ტფილელად დანიშვნის თარიღი – 1803 წელი.

განვაგრძოთ საუბარი უშუალოდ პავლე ტფილელის (გამსახურდიას) შესახებ. 1803 წელს თბილისის მთავარეპისკოპოსელ (მიტროპოლიტად) იგი კათალიკოს პატრიარქთან ერთად ვახტანგ VI-ემ დაადგინა. ეს აიხსნება პავლე გამსახურდიას ქართლის სამეფო კართან დიდი სიახლოვით და სათანადო დამსახურება-გავლენით. ამ სიახლოვეს ადასტურებს დიდი კონსტანტინეს ცნობაც იმის შესახებ, რომ გამსახურდიების გვარის ერთი შტო 1824 წელს სამშობლოდან ლტოლვილ მეფეს თან გაჰყოლია რუსეთში. ამასთან დაკავშირებით 1906 წლის ღვინობისთვეში (#32) გაზეთ “კოლხური კოშკის” ფურცლებზე ვწერდი: “ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვახტანგ VI-ს თან გაჰყვნენ სწორედ პავლე ტფილელის (გამსახურდიას) უახლოესი ნათესავები, რომლებიც, ცხადია, სამეფო კართან თბილისის მიტროპოლიტის წყალობით იქნებოდნენ დაახლოებულნი”. გამოხდა ხანი და სულმნათ კონსტანტინე გამსახურდიას ზემოაღნიშნული ცნობა სრულიად დადასტურდა, ჩემს მიერ 1999 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავარი საისტორიო არქივის #1461 ფონდის მასალებში (საქმე 118, ფურცელი 12) მიკვლეული ისტორიული საბუთით, რომლის შესახებაც ქვემოთ სათანადო ადგილზე ვისაუბრებ.

ახლა კი კვლავ დავუბრუნდეთ გიორგი IV-ის მიერ პავლე ტფილელისა და მისი ძმისწულის გიორგი მამუკას ძე გამსახურდიასათვის 1803 წელს ბოძებულ სიგელს, რომელიც სულ მალე დაადასტურა მისმა მემკვიდრემ კაცია I-მა. მართალია სიგელიდან არ ჩანს, როდიდან არიან გამსახურდიები აზნაურები, მაგრამ თვით შინაარსიდან ცხადზე ცხადია, რომ პავლე გამსახურდია და მისი ძმისწული გიორგი აზნაურები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოდიშის მთავარი პავლე ტფილელსა და გიორგი გამსახურდიას აბაშაში, ნოსირსა და ნოქალაქევში ვერ უწყალობებდა მამულებსა და რვა კომლს ყმა გლეხებად (სიგელში ყველა კომლი სახელდებითაა ჩამოთვლილი).

ამას ადასტურებს შემდეგი გარემოებაც. ფეოდალურ საქართველოში დიდი მღვდელმთავრების (კათალიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსის) თანამდებობაზე თავადაზნაურობის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ. დავასახელებ საგულისხმო მაგალითს: პლ. იოსელიანის, ი. დოლიძის, პ. რატიანისა და ჩემს მიერ ისტორიული საბუთების საფუძველზე დადგენილ იქნა 9 გვარი – ანდრონიკაშვილი, ამილახვარი (ზევდგინიძე), დიასამიძე, ჩოლოყაშვილი, ჩერქეზიშვილი, ორბელიშვილი (ორბელიანი), ჯანდიერი, ქვაბულისძე და ჯორჯაძე (ხაზგასმული გვარები დადგენილია ჩემს მიერ), რომელთა წარმომადგენლებიც საუკუნეთა მანძილზე ინიშნებოდნენ რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს ხელმძღვანელებად – რუსთაველებად. როგორც ვხედავთ, ცხრავე გვარი მთელს საქართველოში კარგად ცნობილი თავადური გვარებია, მათ შორის ექვსი კახეთიდან (ანდრონიკაშვილი, ჩოლოყაშვილი, ჩერქეზიშვილი, ჯანდიერი, ქვაბულისძე და ჯორჯაძე), ორი ქართლიდან (ამილახვარი და ორბელიანი), ერთი მესხეთიდან (დიასამიძე). თუ კახეთის მეფეები რუსთაველებად მხოლოდ თავადებს ნიშნავდნენ, ცხადია ქართლის მეფეები ტფილელებად აზნაურზე ნაკლები წოდების პიროვნებას არ დანიშნავდნენ.

დავუბრუნდეთ ისევ გიორგი IV-ის მიერ გაცემულ სიგელს. აბაშელ მანუჩარ გამსახურდიას და ნოსირელ მერაბ გამსახურდიას სხვა საბუთებთან ერთად სწორედ ეს სიგელი წარუდგენიათ რუსეთის ხელისუფლებისათვის 1960 წელს აზნაურის წოდების დასამტკიცებლად.

XVII საუკუნიდან არიან გამსახურდიები აზნაურები, თუ წინა საუკუნეებიდან, ალბათ, ისტორიული საბუთებით ოდესმე ეს საკითხიც გაირკვევა, ეს არაა გადამწყვეტი. მთავარი ისაა, რომ ქართველი მეფეები თავადის ან აზნაურის წოდებას თავიანთ ქვეშევრდომებს მეფისა და სამშობლოს წინაშე დიდი თავდადებისათვის ანიჭებდნენ. მეფე და მამული კი ჩვენი წინაპრებისათვის სინონიმებად იყო გადაქცეული, მეფისათვის თავგანწირვა მამულისათვის თავგანწირვას ნიშნავდა. გავიხსენოთ ღვთივბოძებული შოთას უკვდავი სიტყვები:

“ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან”.

პირადად ჩემთვის პავლე ტფილელის (გამსახურდიას), მისი ძმის მამუკასა და ძმისწულის გიორგი გამსახურდიების წინაპრების დამსახურება მეფისა და მამულის წინაშე ცხადზე ცხადია. ამით აიხსნება მათი დიდი დაფასება ქართლში, კახეთში და ოდიშში. ისტორიული საბუთებიდან ირკვევა აგრეთვე გამსახურდიების განსაცვიფრებელი ერთგულება მამა-პაპათა ღვთაებრივი სარწმუნოებისადმი – მართლმადიდებლობისადმი. ამაზე მიუთითებს თუნდაც პავლე ტფილელის (გამსახურდიას) როგორც მღვდელმთავარის მოღვაწეობა და XVII საუკუნეში კახეთში დამკვიდრებული დემეტრე გამსახურდიას (ქართლ-კახეთში გამსახურდაშვილად წოდებულის) მაგალითი.

ახლა უფრო ვრცლად შევეხოთ ოდიშელ გამსახურდიათა იმ შტოს, რომელიც ისტორიული ქარტეხილების გამო კახეთში დამკვიდრდა. საქართველოს მთავარ საისტორიო არქივში სათანადო მასალებზე მუშაობისას მივაკვლიე ერთ უძვირფასეს ისტორიულ საბუთს, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის გამო მომყავს მთლიანად. საბუთის სახელწოდება ასეთია: “მამულისა და სითარხნის წყალობის წიგნი ნიკოლოზ ალავერდელისა დემეტრე გამსახურდაშვილს (გამსახურდიას)”. მასში ნათქვამია:

“ნებითა და შეწევნითა ღვთისათა, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველმყოფელის ჯვარისათა, თავლებობითა და შუამდგომლობითა წმიდათა ზეცისა ძალთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, თავდებობითა და შუამდგომლობითა ღვაწლისა მძლისა შვიდწილ უძლეველის ახოვნისა და კიდით კიდემდე სასწაულთმოქმედისა მთავარმოწამისა წმიდისა გიორგისითა და ყოველთა წმინდანთა დასითა ზეცისა და ქუეყნისაითა, ხორციელთა და უხორცოთა, ამათთა მოწმობითა და შუამდგომლობითა ჩუენ ქრისტეს ღ-სა მიერ კურთხეულმან ამბა ალავერდელმან ანდრონიკაშვილმა ნკზ (ნიკოლოზ – ა.მ.) უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მიზეზდაუდებელი, მტკიცე და უცვალებელი საბოლოო წიგნი და სიგელი გიბოძეთ შენ გამსახურდაშვილს დემეტრეს (ხაზგასმა საბუთითაა – ა.მ.), შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა ამა პირსა ზედან ქართლიდამე ჩამოხვედით, წმიდის გიორგის შემოეწირენით და ………..ენით და ჩუენც შევიტყევით რომ, საყდრის გამოსადეგნი კაცნი იყვენით და მისი სანუქფო წყალობა გიყავით. მამულის წყალობასა და აზადობის დაგვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და გიბოძეთ კენჭაძის ნაქონი მამული, ვენახი, მთელი საკუამლო მისის სასახლითა, ქვევრ-მარნითა, შესავლითა და გამოსავლით, წყლითა და წისქვილითა, მთითა და ბარითა და ყოვლის მისის სახნავითა და უხნავითა და გასადევარითა და მისი სამართლიანისა სამძღვრითა. აგრეთვე აზადობის დაგვეაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და გაგააზადეთ, რომ მსახურობის მეტი არა გეთხოებოდეს რა: არა კულუხი, არა ბეგარა, არა კოდის პური, არა სხვა სამოყალნეო გამოსაღები, არა გეთხოებოდეს რა თვინიერ საბატონოს (სამეფოს – ა.მ.) საურისა და ლაშქარ-ნადირობის გარდა. ამრიგად გაგვიაზადებიხართ სულ საბოლოოდ, არარას ალავერდელის ჟამში ეს ჩუენგან წყალობა და აზადობა არ მოგეშალოს არა ჩუენგან, არა შემდგომად სხვათა მეპატრონეთა ალავერდელთაგან არ მოგეშალოს.
პირადად ჩემთვის პავლე ტფილელის (გამსახურდიას), მისი ძმის მამუკასა და ძმისწულის გიორგი გამსახურდიების წინაპრების დამსახურება მეფისა და მამულის წინაშე ცხადზე ცხადია. ამით აიხსნება მათი დიდი დაფასება ქართლში, კახეთში და ოდიშში. ისტორიული საბუთებიდან ირკვევა აგრეთვე გამსახურდიების განსაცვიფრებელი ერთგულება მამა-პაპათა ღვთაებრივი სარწმუნოებისადმი – მართლმადიდებლობისადმი. ამაზე მიუთითებს თუნდაც პავლე ტფილელის (გამსახურდიას) როგორც მღვდელმთავარის მოღვაწეობა და XVII საუკუნეში კახეთში დამკვიდრებული დემეტრე გამსახურდიას (ქართლ-კახეთში გამსახურდაშვილად წოდებულის) მაგალითი.

ახლა უფრო ვრცლად შევეხოთ ოდიშელ გამსახურდიათა იმ შტოს, რომელიც ისტორიული ქარტეხილების გამო კახეთში დამკვიდრდა. საქართველოს მთავარ საისტორიო არქივში სათანადო მასალებზე მუშაობისას მივაკვლიე ერთ უძვირფასეს ისტორიულ საბუთს, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის გამო მომყავს მთლიანად. საბუთის სახელწოდება ასეთია: “მამულისა და სითარხნის წყალობის წიგნი ნიკოლოზ ალავერდელისა დემეტრე გამსახურდაშვილს (გამსახურდიას)”. მასში ნათქვამია:

“ნებითა და შეწევნითა ღვთისათა, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველმყოფელის ჯვარისათა, თავლებობითა და შუამდგომლობითა წმიდათა ზეცისა ძალთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, თავდებობითა და შუამდგომლობითა ღვაწლისა მძლისა შვიდწილ უძლეველის ახოვნისა და კიდით კიდემდე სასწაულთმოქმედისა მთავარმოწამისა წმიდისა გიორგისითა და ყოველთა წმინდანთა დასითა ზეცისა და ქუეყნისაითა, ხორციელთა და უხორცოთა, ამათთა მოწმობითა და შუამდგომლობითა ჩუენ ქრისტეს ღ-სა მიერ კურთხეულმან ამბა ალავერდელმან ანდრონიკაშვილმა ნკზ (ნიკოლოზ – ა.მ.) უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მიზეზდაუდებელი, მტკიცე და უცვალებელი საბოლოო წიგნი და სიგელი გიბოძეთ შენ გამსახურდაშვილს დემეტრეს (ხაზგასმა საბუთითაა – ა.მ.), შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა ამა პირსა ზედან ქართლიდამე ჩამოხვედით, წმიდის გიორგის შემოეწირენით და ეყმენით და ჩუენც შევიტყევით რომ, საყდრის გამოსადეგნი კაცნი იყვენით და მისი სანუქფო წყალობა გიყავით. მამულის წყალობასა და აზადობის დაგვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და გიბოძეთ კენჭაძის ნაქონი მამული, ვენახი, მთელი საკუამლო მისის სასახლითა, ქვევრ-მარნითა, შესავლითა და გამოსავლით, წყლითა და წისქვილითა, მთითა და ბარითა და ყოვლის მისის სახნავითა და უხნავითა და გასადევარითა და მისი სამართლიანისა სამძღვრითა. აგრეთვე აზადობის დაგვეაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და გაგააზადეთ, რომ მსახურობის მეტი არა გეთხოებოდეს რა: არა კულუხი, არა ბეგარა, არა კოდის პური, არა სხვა სამოყალნეო გამოსაღები, არა გეთხოებოდეს რა თვინიერ საბატონოს (სამეფოს – ა.მ.) საურისა და ლაშქარ-ნადირობის გარდა. ამრიგად გაგვიაზადებიხართ სულ საბოლოოდ, არარას ალავერდელის ჟამში ეს ჩუენგან წყალობა და აზადობა არ მოგეშალოს არა ჩუენგან, არა შემდგომად სხვათა მეპატრონეთა ალავერდელთაგან არ მოგეშალოს.

აწ ვინცა და რამანაც კაცმან თუ ალავერდელმან ამისად შლად ხელყოს, თავად რისხავს ღმერთი და მერმე ყოველნი წმინდანი მისნი. არიან ამისი მოწმენი საყდრის აზნაურიშვლები, სახლთუხუცესი კი რაულიძე ზაალ, სულხანისშვილი სულხან, მგალობლისშვილი გიორგი და სულ საყდრიონი აზნაურისშვილები, ხორხელთ ნაცვალი თურქისტანისშვილი შიო და სულ ერთობილ საყდრის (ალავერდის წმინდა გიორგის – ა.მ) ყმანი. მე მგალობლისშვილს იოსებს დამიწერია და მოწმეცა ვარ. დაიწერა წიგნი ესე ქორონიკონს ტოე (1698 წელს – ა.მ.)”.

წყალობის წიგნს ახლავს ხელრთვა ხვეულად – ალავერდელი ნიკოლოზ და ოთხკუთხა ბეჭედი წარწერით – “ალავერდელი ნიკოლოზ” (საქართველოს მთავარი საისტორიო არქივი, ფონდი 1440, საბუთი 1956, ფურც. 1-2).

როგორც დავინახეთ გამსახურდია წყალობის სიგელში გამსახურდაშვილად არის მოხსენიებული, რაც იმით აიხსნება, რომ ქართლ-კახეთში ხშირად ერთმანეთის პარალელურად გვხვდება გვარები – გამსახურდია და გამსახურდაშვილი. მაგალითად, XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლში მცხოვრებ იოანე გამსახურდიას საბუთებში დაბოლოება “შვილის” მიუმატებლად წერდნენ, მის შვილიშვილს – იოანე იორდანეს ძე გამსახურდიას კი გამსახურდაშვილად.

ამ ფრიად საგულისხმო ისტორიულ საბუთებში მრავალი რამ იპყრობს ყურადღებას. დავიწყოთ იმით, რომ სიგელის გამცემი კახეთის უპირველესი მღვდელმთავარი – ალავერდელია. ორიოდე სიტყვა ამის შესახებ. ცნობილია, რომ კახეთის მეფე გიორგი I-მა XV საუკუნის 60-იან წლებში კახეთის მღვდელმთავრებს – ალავერდელს, ბოდბელს, რუსთველსა და ნეკრესელს საეპისკოსოების ხელმძღვანელობასთან ერთად შესაბამის სადროშოთა სარდლობაც დააკისრა. ამიერიდან მათ დაუკითხავად კახეთის მეფეები არც ერთ მნიშვნელოვან საკითხს არ წყვეტდნენ. მათგან მეფის მარჯვენა ხელი და უპირველესი მრჩეველი ალავერდის მიტროპოლიტი იყო. მას მეფის მარჯვნივ უცვლელად პირველი ადგილი ეკავა, ისევე როგორც ერთიანი საქართველოს მეფეს მარჯვნივ პირველ ადგილზე კათალიკოს-პატრიარქი ჰყავდა. აი, როგორი გავლენიანი თანამდებობის პირი იყო ალავერდის ეკლესიის ხელმძღვანელი და სადროშო სარდალი – ალავერდელი. გავიხსენოთ ისიც, რომ სახელდობრ სიგელის გამცემი ნიკოლოზ ალავერდელი (ანდრონიკაშვილი) თეიმურაზ II-ის მცირეწლოვანობის ჟამს მთელ კახეთს განაგებდა. ეს იყო 1800-1815 წლებში.

სიგელის ყოველი სიტყვა, ყოველი სტრიქონი გამსჭვალულია გამსახურდიების (გამსახურდაშვილების) სახელოვანი გვარის მიმართ განსაკუთრებული პატვისცემით, ზრუნვითა და ყურადღებით. ასეთი რამ კი თავისთავად არ მოდის. ვახტანგ VI-ის, გიორგი IV-ისა და ნიკოლოზ ალავერდელის დამოკიდებულება ამ გვარის მიმართ თვალხმიერი გამოძახილია იმ საერთო კეთილი დამოკიდებულებისა, რასაც გამსახურდიების მიმართ იჩენდნენ ქართლში, კახეთსა და ოდიშში.

მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გამსახურდიების დიდ მოწიწებაზე მეტყველებს ისიც, რომ XVII საუკუნის 90-იანი წლების დაძაბული ვითარების გამო (“ავის დროის მიზეზით”) ქართლიდან კახეთში საცხოვრებლად გადასული დემეტრე გამსახურდია (გამსახურდაშვილი) და მისი ძმა გაბრიელი ნებაყოფლობით აცხადებენ თავიანთ თავს ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესიის კუთვნილებად. ამიტომაა, რომ ნიკოლოზ ალავერდელი მათ “საყდრის გამოსადეგ კაცებს” უწოდებს. საგულისხმოა ისიც, რომ ზემოხსენებული იოანე იორდანეს ძე გამსახურდიაც (გამსახურდაშვილი) 1809 წლის თიბათვის 10-ს ეპისკოპოსს იუსტინე მროველისადმი წარდგენილ არზაში თავის თავს რუისის ეკლესიის კუთვნილებად აცხადებს. მამაჩემი – იორადნე გამსახურდია ამ ეკლესიის კუთვნილი იყო და მეც საეკლესიოდ ჩამწერეთო.

სიგელის გაცემის დროისათვის დემეტრე გამსახურდაშვილს (გამსახურდიას) ქართული ეკლესიის წინაშე იმდენი დამსახურება ჰქონია, რომ ნიკოლოზ ალავერდელი ამის სანუქფოდ (სამაგიეროდ) მას აძლევს მთელ საკომლოს, სახლ-კარს, ვენახს, სახნავს და ა.შ. ამასთანავე, ათავისუფლებს მას თითქმის ყველა გადასახადისაგან, გარდა სამეფო საურისა და ლაშქარ-ნადირობაში მონაწილეობისა.

ნიკოლოზ ალავერდელისაგან ეს შეწირულობა დემეტრე და გაბრიელ გამსახურდაშვილებმა (გამსახურდიებმა) მიიღეს სოფელ ალავერდულაში მდინარე ალაზნის ახლოს. შემდგომში, სახელდობრ 1869 წელს, ზენონ ალავერდელმა დემეტრესა და გაბიელის შთამომავლობას სრული ძალით განუახლა ნიკოლოზ ალავერდელის წყალობის სიგელი.

მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გამსახურდიების ასეთი დამოკიდებულება ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი საეკლესიო აზნაურები იყვნენ? ყოველ შემთხვევაში, ასეთ საფუძვლიან ვარაუდს აქვს არსებობის უფლება.
დღეისათვის ერთი რამ სრულიად უდავოა: უკვე გამოვლენილი ისტორიული საბუთებიდან ცხადზე ცხადია, რომ ვახტანგ VI-ის მეფობამდე დიდი ხნით ადრე აზნაურები ყოფილან პავლე ტფილელი (გამსახურდია) და მისი ძმიშვილი გიორგი მამუკას ძე გამსახურდია, რუისის ეკლესიის კუთვნილება ყოფილა იოანე გამსახურდია, რომლის შვილიშვილიც იოანე იორდანეს ძე შემდგომში საკომლო დავთარში გამსახურდიაშვილად ჩაუწერიათ, ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესიის კუთვნილად ნებაყოფლობით ჩაეწერა დემეტრე გამსახურდია (გამსახურდიაშვილი) თავის ოჯახთან და განუყრელ უმცროს ძმასთან – გაბრიელთან ერთად. როგორი საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავათ ამ სახელოვანი და ძირძველი ქართული გვარის სხვა განშტოებათა წარმომადგენლებს, დღეისათვის ამის თქმა ძნელია, ვინაიდან ჯერ-ჯერობით ამის თაობაზე ისტორიული სიურპრიზები კიდევ არაა გამოვლენილი და ამას მომავალი კვლევა-ძიება მოჰფენს ნათელს.

მაგრამ რაც ჩვენი საზოგადოების მთავარ ყურადღებას იპყრობს, ის ხომ სრულიად უდავო და შეუვალი ისტორიული ჭეშმარიტებაა, რომ 1803 წლიდან თავის წინაპართა მშობლიურ კუთხეში – ოდიშში ხელახლა დამკვიდრებული, თბილისის მიტროპოლიტის პავლე ტფილელის (გამსახურდიას) ძმიშვილი გიორგი მამუკას ძე გამსახურდია დიდი ზვიადის წინაპარი იყო. სწორედ გიორგი გამსახურდია იყო ყველა აბაშელი და ნოსირელი გამსახურდიების უშუალო წინაპარი. ამიტომ სრულიად მართებულნი იყვნენ ნოსირელი ძმები გიორგი და პეტრე გამსახურდიები, როცა გიორგი VI-ის მიერ თბილისის მღვდელმთავარ, მიტროპოლიტ პავლე ტფილელისა და გიორგი გამსახურდიასათვის ბოძებული წყალობის სიგელის თაობაზე მოგვიანებით წერდნენ: “იგი ეკუთვნის ჩვენი გვარის ყველა წევრს, რომლებიც ნაწილობრივ ცხოვრობენ ნოსირში, ნაწილობრივ კი აბაშაში, ე.ი. ისინი, ჩვენი გვარის ყველა წევრი, წარმოშობილნი არიან ერთი წინაპრისაგან – გიორგი გამსახურდიასაგან, რომელსაც მის ბიძა მიტროპოლიტ პავლესთან ერთად ებოძა ეს სიგელი”. (დ. ხანანაშვილი, ოდიშელ გამსახურდიათა წინაპარი, გაზ. “ქუთაისი”, 1993წ. 20-V; გაზ. ლიტერატურული საქართველო” 1991წ. 15-XI). უფრო ზუსტად გარკვევით და უკეთ თქმა შეუძლებელია!

მკვლევარი დ. ხანანაშვილი უყურუდღებოდ არ ტოვებს თბილისის მიტროპოლიტ პავლე ტფილელის (გამსახურდიას) ღვაწლს ძმისშვილის გიორგი გამსახურდიას ოდიშში დამკვიდრების საქმეში. იგი წერს: “თვით ტფილელი მიტროპოლიტი პავლე? ვფიქრობთ, თვითონ პავლე ოდიშში არ დარჩენილა (რასაკვირველია, არა! იგი 1803 წლიდან 1824 წლამდე უცვლელად თბილისის მღვდელმთავარი იყო, რის შემდეგაც თურქთაგან ლტოლვილ მეფეს მოსკოვში გაჰყვა – ა.მ.), მისი როლი ამ შემთხვევაში ასე გვესახება: მან ძმისშვილი ოდიშში გადმოიყვანა, სამთავროს კარზე, პატივი და მამული (უნდა იყოს: მამულები და ყმა გლეხები – ა.მ.) მიაღებინა და თვით უკან გაბრუნდა” (იქვე). ჩემს მიერ გაკეთებული შენიშვნების ჩათვლით აქ წარმოდგენილია ზუსტი და სრული სურათი, რაც მოხდა ოდიშში 1803 წელს პავლე ტფილელთან და მის ძმისშვილ გიორგი გამსახურდიასთან დაკავშირებით.

როდის გადმოვიდნენ გამსახურდიების გვარის წარმომადგენლები ოდიშიდან ქართლში და ქართლიდან კახეთში, დღეისათვის დადგენილი არაა, მაგრამ ერთი რამის თქმა გარკვევით და მტკიცედ შეიძლება: ეს უნდა მომხდარიყო ძნელბედობისა და ჟამთა სიავის გამო, რაც ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV საუკუნის 60-იანი წლები) მთელი ჩვენი სამშობლოსა და მისი ცალკეული კუთხეებისათვის უცხო ხილი როდი იყო! ეტყობა გიორგი გამსახურდიას ანდამატივით იზიდავდა თავისი მშობლიური ოდიში და იქ დაბრუნება ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. ეს ოცნება მას სინამდვილედ უქციეს სახელმოხვეჭილმა ბიძამ, პავლე ტფილელმა და ოდიშის მთავარმა გიორგი VI-მ.

ვინაიდან ამ ისტორიულ და კეთილშობილურ საქმეში განუზომელია პავლე ტფილელის (გამსახურდიას) ღვაწლი და ამაგი, საჭიროდ და აუცილებლად მიმაჩნია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დღეისათვის ცნობილ მხარეებზე საუბარი. 1989 წლის თიბათვის 10-ს გაზეთ “სიტყვა ქართულის” ფურცლებზე ვწერდი:

“ამ ბოლო ხანებში საქართველოს მთავარი საისტორიო არქივებისა და ხელნაწერების ისნტიტუტის ფონდებში მივაკვლიე რამდენიმე ისტორიულ საბუთს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ პავლე ტფილელის (გამსახურდიას), დემეტრე გამსახურდიაშვილის (გამსახურდიას) და მის (დემეტრეს) შთამომავალთა ღვაწლს სამშობლოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მხედველობაში მაქვს XVIII საუკუნის 20-იან და 60-იან წლებში შედგენილი საბუთები”.

ამჯერად, სახელდებით ჩემს ყურადღებას იპყრობს თბილისის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ პავლე ტფილელის (გამსახურდიას) დიდებული პიროვნება. მოვიხმოთ 1820 წლის მკათათვის 15-ით დათარიღებული საბუთი, რომელიც აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტშია დაცული. იგი ეკუთვნის პამფილიის მიტროპოლიტ პართენს და მიმართულია პავლე ტფილელისადმი. ვიდრე ამ საბუთის შინაარს შევეხებოდე, საჭიროდ ვთვლი მოკლედ მოგითხროთ პამფილიის ყოფილი ეპარქიის შესახებ.

ისტორიული პამფილია მდებარეობდა სამხრეთ მცირე აზიაში კილიკიასა და ლიკიას შორის. პამფილიის ოლქი დასახლებული იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან შერეული ბერძნებით. ოლქის მიწა-წყალი წარმოადგენდა ცალკე საეპისკოპოსოს (სამწყსოს), რომელიც შედიოდა ანტიოქიის საპატრიარქოში. იგი ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიაა.
ანტიოქიის საპატრიარქო იხსენიება ნიკეის მსოფლიო კრების (325წ.) დადგენილებაში. უკვე V საუკუნეში საპატრიარქო აერთიანებდა 15 ეპარქიას, რომელთა შორის იყო პამფილიის სამწყსოც. შემდგომში ჟამთა სიავის გამო ეპარქიათა რიცხვი მკვეთრად შემცირდა და დღეს ანტიოქიის საპატრიარქო ექვს სამწყსოს აერთიანებს. ანტიოქიის საპატრიარქოს ხელმძღვანელი იწოდება “ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად”.

საქართველოს ძველთაგანვე ანტიოქიის საპატრიარქოსთან დიდი სარწმუნოებრივი და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა. საკმარისია, ითქვას, რომ სწორედ ანტიოქიიდან ჩამოვიდნენ საქართველოში ასურელი მამები იოანე ზედაზნელის მეთაურობით. გავიხსენოთ ისიც, რომ დიდი ქართველი მამულიშვილი და მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II მათ “საქართველოს მეორე განმანათლებლებს” უწოდებდა.

ჯერ არაბთა, შემდეგ თურქ-სელჯუკთა შემოსევებმა მძიმე დაღი დაასვა ანტიოქიის საპატრიარქოს საეკლესიო და სამეურნეო-პოლიტიკურ მდგომარეობას. დაქვეითებული ნივთიერი მდგომარეობის გამოსწორებისა და მართლმადიდებელთა შორის შეწირულობათა შეგროვების მიზნით ანტიოქიის პატრიარქები შუა საუკუნეებში შორეულ ქვეყნებშიც მოგზაურობდნენ. ისინი ჩვენს სამშობლოშიც ჩამოდიოდნენ. მაგალითად, XV საუკუნეში საქართველოში ჩამოვიდა ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი, XVII საუკუნეში კი – პატრიარქი მაკარი.

ახლა სიტყვა მივცეთ ანტიოქიის საპატრიარქოში შემავალი პამფილიის ეპარქიის ხელმძღვანელს – მიტროპოლიტ პართენს. იგი თბილისის მღვდელმთავარს მიტროპოლიტ პავლე ტფილელს (გამსახურდიას) წერდა: “ნებითა ღ-თისათა და შეწევნითა წმიდისა ღვთისმშობლისათა ეს წიგნი მოგართვის ჩუენ მიტროპოლიტმან პართენი თქუენ წმიდასა და უბიწოსა და ბიწშეუცხებელსა წმიდასა და ყოვლად სანატრელსა სიონთა ღ-თისმშობელსა და მისსა ტახტსა ზედა მჯდომარეს ბატონ პავლეს და ყმათა და კრებულთა მისთასა და ამა პირსა ზედა, რომე ჩუენ პამფილიის მიტროპოლიტი ვიყავით და მოვედით საქართველოში (აშკარაა, რომ ეს მოხდა ანტიოქიის პატრიარქის დავალებით – ა.მ.). ყველამ ვინმე ქრისტიანეთა ხელმწიფემა დიდმა და მცირემა, კახმა მიტროპოლიტმა, ეფისკოპოზმა და დარბაისელთა შეგვიწყალეს, და მის რიგად ბოძვარი (საბოძვარი – ა.წ.) გვიბოძეს.

გვინდოდა, რომ ჩუენს ქუეყანას წავსულიყავით, მაგრამ ღ-თის ბრძანება მოხდა და კურთხეული ჩუენი პატრიარქი ანტიოქიისა მიცვლილიყო და მას უკან ჩუენ ვეღარ წავედით იქით. მერმე მოვედით თქუენთან და შემოგეხვეწენით თქუენს სამწყოში მაღლა მთაწმინდას თქუენის ნება დართვით და თქუენის კრებულის ნება დართვით დამდგარიყავით, რადგან თქუენის პატიოსნის საყდრისა და თქუენი სამწყსო იყო. ჩუენ მოვინდომეთ და დავდექით აქ, მთაწმიდას. და რაც ჩუენი ხელიდან გამოვიდეს, იმ ალაგისა და საყდრის გაკეთებასა და აშენებას ვეცადოთ, რაც ჩუენის ხელიდან გამოვიდეს, თქუენ და თქუენ საყდარსა და კრებულს გაამოთ და გემსახუროთ. არც თქუენი საყდრის გარდუვალი საქმე ვქნა და ვინც თქუენ არა გინდოდეს და არ მოინდომოთ, არც მე დავაყენო.

ამისად გასათავებლად მომიცია თავად ღ-თი და ყოველნი წმინდანი ღ-თისანი, კაცთაგან თქუენნი ყმანი და ერთობით კრებულნი” (ხელნაწერების ინსტიტუტი, ფონდი ფვ საბუთი 104).

რა ჩანს ამ პირობის წიგნიდან? ის, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების ღირსეულ წარმომადგენელს, მის ერთგულ დამცველს, მზრუნველსა და ქომაგს, ვახტანგ VI-ის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დიდად დაფასებულ პიროვნებას – პავლე ტფილელს (გამსახურდიას) გულთან ახლოს მიუტანია პამფილიის სამწყსოს ხელმძღვანელისა და მის თანმხლებ სასულიერო პირთა მძიმე მდგომარეობა და მიტროპოლიტი პართენი თავის დაქვემდებარებაში მყოფი მამა დავითის ეკლესიის წინამძღვრად დაუდგენია, ხოლო მისი თანამგზავრნი ამავე ეკლესიის კრებულში განუმწესებია.

ამ საგულისხმო ისტორიული საბუთიდან ჩანს, რომ მიტროპოლიტ პავლე ტფილელს მაშინვე, შეუწყნარებია ერთმორწმუნე პამფილიელთა თხოვნა მათი მთაწმიდაზე, მამა დავითის ეკლესიაში განმწესების შესახებ.

რაც შეეხება მიტროპოლიტ პართენისა და მისი კრებულის პირობის წიგნს, ერთგული სამსახურის შესახებ, იგი დაწერილია არა პავლე ტფილელის (გამსახურდიას) წინადადებით, არამედ მიტროპოლიტ პართენის სრული ნებაყოფლობითა და კეთილი სურვილით, რითაც გამოხატა მადლიერების კეთილშობილური და ამაღლებული გრძნობა თბილისის მღვდელმთავრის მიმართ, რომელმაც ესოდენი დიდსულოვნება და თანაგრძნობა გამოიჩინა ერთმორწმუნე პამფილიელებისადმი.

ზემოთ მე შევეხე ვახტანგ VI-ის მიერ პავლე ტფილელის (გამსახურდიას) დიდი დაფასების საკითხს. ეს დაფასება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიხატა მეფის მიერ პავლე ტფილელისათვის თავადის წოდების მინიჭებაში. რომელ წელს მოხდა პავლე ტფილელის (გამსახურდიას) ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, სამწუხაროდ, ვერ დავადგინე, ვინაიდან დღემდე ვერ მივაკვლიე წყალობის სიგელს (ან მის პირს), რომელიც, შესაძლოა, საქართველოში არც ინახება და თბილისის მღვდელმთავარმა ვახტან VI-სთან რუსეთში გადასახლების დროს, იქნებ, თან წაიღო. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა მომხდარიყო 1803 წლის შემდეგ 1824 წლამდე. რაც შეეხება მისი თავადობის ფაქტს, ეს დასტურდება 1824 წლის ისტორიული საბუთით, რომელსაც ზემოთ მოკლედ შევეხე.

ჩემს მიერ საქართველოს მთავარ საისტორიო არქივში მიგნებული ამ საბუთის საფუძველზე 1009 წლის იგრიკის თვეში (#80) გაზეთ “საქართველოს სამრეკლოს” ფურცლებზე გამოვაქვეყნე წერილი სათაურით: “მიტროპოლიტ პავლე თბილელის (გამსახურდიას) შესახებ”. მომყავს იგი მთლიანად:

“როგორც ცნობილია, 1824 წელს თბილისის მიტროპოლიტი პავლე ტფილელი (გამსახურდია) სხვა ქარველ სასულიერო და საერო პირებთან ერთად თან გაჰყვა რუსეთში ლტოლვილ მეფე ვახტანგ VI-ს.

მის გარდა სასულიერო პირთა შორის იყვნენ: ნიკოლოზ მროველი, არსენ მანგლელი, ნიკოლოზ ურბნელი, არქიეპისკოპოსი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი იოსები, მეფის სულიერი მოძღვარი გერმანე, არქიმანდრიტები ათანასე, არსენი, იოსები, ნიკოლოზი, ქრისტეფორე და სხვები.

მეფე ვახტანგ VI-ის ამალის წევრთა სია, რომელიც რუსულ ენაზეა შედგენილი, თბილისის დეპუტატთა საკრებულოში 1015 წლის 15 ივნისს გადაუწერია ეპისკოპოს ვასილ კარბელაშვილს.

ვამთავრებ რა საუბარს ამ სახელმოხვეჭილი სასულიერო მოღვაწის პავლე ტფილელის (გამსახურდიას) შესახებ, დავძენ, რომ აუცილებელია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საგანგებო წიგნის დაწერა! ამასთანავე ზვიადის ავისმჩხრეკელთა და ავადმახსენებელთა გასაგონად მსურს, აღვნიშნო, რომ VI საუკუნიდან 1200-ზე მეტი წლის მანძილზე თბილისის მღვდელმთავრის – ტფილელის ტახტზე არასოდეს (ხაზგასმით აღვნიშნავ – არასოდეს!) მჯდარა არამართლმადიდებელი და არაქართველი! განა ვინც თავის თავს ქართველს უწოდებს, ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობა არ დაუკარგავს, გული შხამით არა აქვს აღვსებული და გონება დაბინდული, ამ ანბანური ჭეშმარიტების შეხსენება უნდა სჭირდებოდეს?! პასუხი მათი უმეცარი თავებისათვის მიმინდვია.

გამსახურდიების სახელოვან გვართან დაკავშირებით ვიტყვი კიდევ ერთს. XVII-XVIII საუკუნეებში ოდიშიდან ქართლ-კახეთში დამკვიდრებული ამ გვარის განშტოებათა ყველა წარმომადგენელს ბოლომდე მაინც ვერ დაუმკვიდრდა გვარად გამსახურდაშვილი, ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოში დამახასიათებელი ფორმა და აშკარა უპირატესობა ეძლეოდა მის თავდაპირველ, კოლხურ, მეგრულ ფორმას – გამსახურდია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს სახელმოხვეჭილი და მარადელვარე გვარი საბოლოოდ სწორედ ამ სახით დარჩა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქართული მწერლობის კლასიკოსის, დიდი კონსტანტინესა და მისი სასიქადულო ვაჟიშვილის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებაირახტრის, ეროვნული გმირის, საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას წყალობით. ასევე დარჩება ეს გვარი მსოფლიო ისტორიაშიც.

რა სახელებს ატარებდნენ ამ საამაყო და ძირძველი გვარის – გამსახურდიას წარმომადგენლები? მოვიყვანოთ სახელები ისტორიულ საბუთებში მოხსენიებული ამ გვარის წარმომადგენელი მამაკაცებისა – გვარის გამგრძელებლებისა: პავლე, მამუკა, გიორგი, დემეტრე, გაბრიელი, იასე, იოანე, იორდანე, კაცია, სვიმონი, ღირსია, პეტრე, ტოტი, გიგო, ალექსი, კაჟნა, ნიკოლოზი, მერაბი, მანუჩარი, ცოტნე, გრიგოლი, დავითი, კონსტანტინე, ოთარი, გივი და რაც მთავარია ზვიადი. რომელი ქართველი დასდებს წუნს ამ ღვთაებრივ სახელებს?!

დავამთავროთ გამოჩენილი უკრაინელი მწერლის ივანე სტადნიუკის ბრწყინვალე სიტყვებით:

“ისტორიის დიდად საბედნიეროდ უძლეველი არიან ძალები, რომლებიც ჭეშმარიტებას იცავენ”.

2000 წელი, სურწყუნისის 24.

 

 

                                         

One Response to “• გამსახურდიას გვარის გენეალოგია”

  1. gio said

    წლებს რატომ ურევთ ? რაგაც აბდაუბდა გიწერიათ. 1824 წელს რომელი მეფე გაექცა თურქებს რუსეთში ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: