IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ზ. გამსახურდიას შეხედულება დასავლეთზე და რუსეთზე

♥ სეგმ

• ზვიად გამსახურდია

277679942_5203746409685206_4661644567207036798_n

30420227_1925269597497242_5843201282862305919_o

დავით ქობალია:

“ჩემო ძვირფასებო!
ყურადღებით წაიკითხეთ ბატონი ზვიად გამსახურდიას საგანგებოდ საინტერესო ინტერვიუ, სადაც უამრავ, პოლიტიკურად და სოციალურად უმნიშვნელოვანეს კითხვებზეა პასუხი გაცემული, რომლებსაც ევრო-ამერიკული აგენტურა 30 წელია შეგნებულად ამახინჯებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახე და მსოფლმხედველობა დააკნინოს კონკრეტულ მოვლენებზე.
ინტერვიუ პირველად ქვეყნდება ქართულად.”

***

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზ. გამსახურდიას შეხედულება დასავლეთზე და რუსეთზე

,,როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასოს ტიპისას, კაციჭამიობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც ,, ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას”. და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაეროს ჯარებს გზავნიან, მაგრამ, როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობის ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება. იმის გასარკვევად თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულად მოიხსენიებთ, სინამდვილეში კარგახანია განუდგნენ დემოკრატიას, დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად, როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება, და თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, უბრალოდ ამხობენ მას, ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს, დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას, სწორედ ეს მოხდა საქართველოში.

– ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?

კაცობრიობის მტრები – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს, პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისკენ, ზოგადად, მე მას ევროამერიკელ იმპერიალიზმის ვუწოდებდი, მთავარ დამკვრელურ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით. ბეიკეემა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისაკენ საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.

რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?

ჩვენ მივისწრაფოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენ, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად., უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო, დასავლეთს კი მხოლოდ ასეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოთ აღასრულებდა მის ნებას, ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა. მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ჰქონდა ერთი მიზეზი , სახელმწიფო სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპულ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთო ევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებაში და არა ხალხები). ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას, მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით, ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება, დაამყაროს ე.წ. ,,ახალი მსოფლიო წესრიგი”. ახალი მსოფლიო წესრიგის არსია: განადგურება ყელა სახელმწიფოში დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ მოსახლეობისა და საბოლოოდ დამორჩილება მთელი პლანეტის. ძალები რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით, მათი მიზანია, ეს ქვეყნები, თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისთვის საჭირო რაოდენობით, ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზად მყოფს მისი ინტერესების მსახურად. ამ ზრახვათა განხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ, ამიტომაც ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგ. იუგოსლავიის ომი მათი ნამოქმედარია, ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში,, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათშორისი დაძაბულობა, შემდგომში ხან აქ ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემს საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისკენ გაეროს ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში, ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებული იქნა კავკასია და იუგოსლავია.

– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გჰქონდათ ისეთი სახელმწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნულ ინტერესებზე, რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისთვის?

პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთ თანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას, ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით, აუცილებელია გადასვლა სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის,, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ერის უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის, ეს მათი ნაცადი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე, მაგალითად თუ დღეს რუსეთში, ვოლგისპირელმა გერმანელებმა, გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.

– რატომ ქმნიდით მაინცა და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?

_ სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება. ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებებია წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყის მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა, დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან, იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად, დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მაშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.

– რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?

_ საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ, კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულნი, მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ, იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება, ისინი ისე განუყრელად შეზრდილან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია, ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდების, სწორედ ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება, ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ,, ,მაფიოზური გადატრიალება მოხდა.

– რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?

_ ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც, ეს სხვათაშორის მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისთვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისთვის. რუსეთიც კავკასიას განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონზე და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია, მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული ,,ბალკანიზაციის” გარეშე, საკმარისია რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით, მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობარს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან,

_ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ უყურებთ რუსეთს?

_ ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს, მართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისივე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული. ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა, მე მუდამ მივესწრაფვოდი რუსეთთან მჭიდრო კავშირს და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ რუსეთის ხელისუფლებას. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში, შედეგად, ჩვენ ვდგავართ სავსებით რეალური საფრთხის წინაშე, რომ ეს კონფლიქტები დიდ ომში გადაიზარდოს. მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალხების, პირველ რიგში რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა, ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულისკენ. ამ ომში ვერცერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული, მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე. მე მწამს ხალხთა სიბრძნისა, ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

1992 წელი,  “ნაროდნაია პრავდა”  N41

დატოვე კომენტარი