IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გულიკო გიგიბერია – არა “ძალადობას და უსამართლობას”!!!

  ს. ე. გ. მ.

 

***

10601034_865039693521367_1953784795_n

08.08.2014-ში, მოხდა ის, რომ ბანდა, ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი ხერხემალში გადაიტეხა !!!

 (2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუქტთან მომხდარი მკვლელობის საქმე. სადახლოზე მომხდარი  სროლის შედეგად 21 წლის გიორგი ფირანიშვილი და მერაბ კალანდაძე გარდაიცვალნენ, დილარ მუკბანიანი კი დაიჭრა)

დღეს,  08. 08. 2014 წელს, შედგა სასამართლო,-რომელმაც ყველა ბრალდებულს,  19. 109-მ, მ–3 ნაწ. გასამართლებულებს, 17- 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა !!!

 

ადვოკატებმა, თითქმის ცხრა თვეა, მცირეოდენი არგუმენტიც ვერ მოიტანეს, თუნდაც მოსმენილის სახით  – რაც მათი დაცვის ქვეშ  მყოფ, ოთხ ბრალდებულს – არჩილ გოგიშვილს, ე.წ.“სიჩოს“, გიორგი ნავერიანს, ე.წ. „სვანჩიკას“, შოთა ჭელიძეს, ანუ „ჭელოს“ და „კუხალას“, ანუ ზურაბ კუხალაშვილს – ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ბრალს…

mkvlelebi

 

თვით ბრალდებაწაყენებულებმა კი, უდანაშაულობის დამტკიცების  მიზნით – დუმილი გადაწყვიტეს… და მხოლოდ სასამართლოს ბოლო სხდომაზე გამოვიდნენ „საბოლოო სიტყვით“.

საბოლოო სიტყვა იმდენად უსუსური იყო…

მომხდარ ფაქტს მათ გვერდი აუარეს და მათი მონაყოლი  (ოთხივესი) იწყებოდა და ეხებოდა იმ მონაკვეთს, როდესაც ადგილზე აყვანილი დაპატიმრებულები, მიიყვანეს სამხარეო პოლიციის შენობაში, სადაც მათ სათითაოდ „კერავდნენ“ ორი ადამიანის მკვლელობა აეღოთ თავის თავზე………..

 

maka-gvelesianiმოსამართლე მაკა გველესიანმა  არ გაითვალისწინა დამნაშავე-მკვლელების მონაყოლი და სამართლიანი განაჩენი გამოუტანა ოთხივეს, 17- 17 წელი.

სამართლიანობა მოითხოვს, დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, მით უფრო, როდესაც ადგილი აქვს უმძიმეს დანაშაულს – ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას, განზრახ მკვლელობას!!!

ეს რომ ასე არ დამთავრებულიყო, რისი დიდი ალბათობაც არსებობდა – დაუსჯელობა შექმნიდა პრეცენდენტებს, მისცემდა დამნაშავეებს ყველაფრის შემძლეობის განცდას, მერე უნდა გენახათ მათი აღვირახსნილობა და დანაშაულებები…

შეგახსენებთ, ადგილზე აყვანილებიდან, იმ დღესვე გაუშვეს 3 თანამონაწილე, 4 თვეში გაუშვეს ამ ჯგუფის თავკაცი – ნოდარ დობორჯგინიძე და მისი „ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი, შემსრულებელი“ ანტონ ისაკაძე… დარჩელი 4, ემზადებოდა 17 აპრილისათვის გამოსასვლელად (გიორგი დემეტრაძე ანუ თავმჯდომარის სახელს არ დავასახელებ), მაგარი მფარველის მეშვეობით…

10354220_865050376853632_279071989008858208_n

სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ჩვენში უნდობლობა, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ….

ოჯახი ჩავერთეთ და ავურიეთ რამსები…

ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრებაც კი აგრესიას იწვევდა დამნაშავეებში, მათ ახლობლებში და ადვოკატებშიც კი…

ბოლო სასამართლოს წინა დღეს, ჩემი შეშინება სცადეს. ვიღაც ახალგაზრდამ მირჩია, იქნებ ამ ბოლო სხდომას არ დავსწრებულიყავი (ეს მოხდა, 07.08.2014წ. 12:25 იუსტიციის სახლში), რაც შევატყობინე პროკურორს და მან ჩემი დაცვის მიზნით  ოპერატიული ზომები მიიღო)…

08. 08.2014-ში, მოხდა ის, რომ ბანდა, ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი ხერხემალში გადაიტეხა!!! იმედი გამიჩნდა – რაკი ესენი სცნეს დამნაშავედ, რაც ლოგიკური, სამართლიანი და არგუმენტირებულია – თავისთავად, დანარჩენებიც ვინც მონაწილეობდა ამ საზარელ დევნა, თავდასხმა, მკვლელობაში -მათივე „ძმების“ ბედს გაიზიარებენ !!!

 

***

 

04.05. 2014. ეს შენც გეხება !!!

არა “ძალადობას და უსამართლობას” !!!

ვამხილოთ  ყველა, ვინც მკვლელებს და კრიმინალებს მფარველობს…!!!

 

04.05. 2014

guliko-gigiberia

 

ულიკო გიგიბერია,

სადახლოზე მოკლული  21 წლის გიორგი ფირანიშვილის ბებია

 

ეს საქმე ტესტია დღევანდელი ხელისუფლებისათვის –  “ძალადობა და უსამართლობა “, თუ სამართლიანობის აღდგენა !!!

მივმართავ სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხოელ პარტნიორებსაც – გამოიჩინეთ მაქსიმალური დაინტერესება ამ საქმის მიმართ !!!

 

14 აპრილს ჩატარებულმა 18 წუთიანმა პრესკონფერენციამ დიდი რეზონანსი ჰპოვა მედიასივრცეში….ყველა ტელევიზიამ, საინფორმაციოებში, საკმაოდ ვრცლად გააშუქა ჩემი პრესკონფერენცია, კურიერმაც….

მინდა ვირწმუნო, რომ ეს სიგნალი აუცილებლად მივა უფლებადამცველ მაღალჩინოსნებთან და თვით, ქვეყნის პირველ პირთან – ირაკლი ღარიბაშვილთან

უნდა დამთავრდეს მკვლელებისა და კრიმინალების დამცველთა მაღალ ეშელონებში თანამდებობებზე ჯდომა….

6 მაისს 12;00 სთ. – რუსთავის საოლქო სასამართლოში იწყება სადახლოზე მომხდარი მკვლელობებში დამნაშავე ჯგუფის წევრების სასამართლო პროცესი…

გულიკო გიგიბერია, გარდაცვლილი 21 წლის გიორგი ფირანიშვილის ბებია – ვამხელ ყველას ვინც საქმის გაყალბებას შეუწყო ხელი – 8-ს, ადგილზე დაკავებულიდაბ, ბრალი ვერ(არ) წაუყენეს და ოთხი გამოუშვეს…

დანარჩენ ოთხსაც, სავარაუდოთ გაანთავისუფლებენ……

 

თავს არ დავზოგავ… !!!!!!!!!!!!!!!!

ჩემი გიორგის და მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფისათვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ “მკვლელობის იარაღი”(ქილერების ბანდა) – რომელიც, ხელიდან ხელში გადადის, ვისაც კი დასჭირდებიან, ვინც გადაუხდის მათია … ნაცებიდან ქოცებში გადმოლაგდნენ, კარგი შემსრულებლები არიან – გარანტადაც მაღალი რანგის მფარველები ჰყავთ, რომლებისგანაც ხელშეუხებლობის იმუნიტეტი აქვთ მიღებული …!!! – სამუდამოდ მოსცილდენ საზოგადოებას და კანონის შესაბამისად დაისაჯონ…!!!

“კრიშებსაც” ვამხელ აუცილებლად……..!!!

საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს !!!

სამართლიანობის აღდგენა…??????

სასაცილოა…!!!

როდემდის…???

მანამდის – ვიდრე შეგნებულად გაღატაკებული, მართული ხალხი, ბრბოდან ისევ მოაზროვნე, ღირსეულ ადამიანებად არ გადაიქცევა …!!!

რომელ სამართლიანობაზე და სამართალზე შეიძლება საუბარი (თუ ჩემი ისტორია იცით?) – ფაქტზე აყვანილი, ჯგუფური მკვლელობის  8 მონაწილედან 4 უკვე გაანთავისუფლეს – სასამართლო ჯერაც არ შემდგარა…”ფაქტების, ვადებში არ მოპოვების გამო…” -ო (ეს ციტირებაა………..) -პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ვინმე დოლიძე.

საქართველოში მკვლელობა გახშირდა და ამის მიზეზი არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ყველასთვის 18 წლის ზემოთ ხელმისაწვდომია. აი რა უნდა აკრძალოს მთავრობამ და რა უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ: აიკრძალოს იარაღი საქართველოში!!!!!!!!!!!

P. S. – გავეცანი საქმის მასალებს…  აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი ან უარესი, შიში და მონური მორჩილება „პატრონების“ მიმართ…

ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა – ადგილზე მყოფი 25 თვითმხილველისა, ორივე მხარის მონაწილეები მყავს მხედველობაში – გამოკვეთონ, ვინ ესროლა გიორგის ერთი მომაკვდინებელი ტყვია, სად გაქრა გულა….

დანარჩენებს, სხვა დაზარალებულებმა მიხედონ…

მე მხოლოდ გიორგის მკვლელის სამართლებრივ დასჯას ვითხოვ !!!

 

***

სადახლოს საბაჟოზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობაში ეჭვმიტანილების მფარველებზე საუბრობს

გულიკო გიგიბერიას ბრიფინგი. 15 აპრილი 2014

2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოკლული გიორგი ფირანიშვილის ბებია, გულიკო გიგიბერია ხელისუფლებას მოუწოდებს, მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირები არ გაათავისუფლონ.

როგორც გულიკო გიგიბერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი ფირანიშვილის მკვლელობის ფაქტზე რვა პირი დააკავეს, რომელთაგან სამართალდამცავებმა ორი მაშინვე გაათავისუფლეს, ნოდარ დობორჯგინიძე და ანტონ ისაკაძე 13 აპრილს, გირაოთი გაუშვეს, ოთხი პირი კი წინასწარ პატიმრობაში რჩება. გულიკო გიგიბერიას ინფორმაციით, გიორგი ფირანიშვილის საქმეში დაკავებული პირები არაერთ სხვა საქმეშიც ფიგურირებენ. გიგიბერიას განცხადებით, აღნიშნულ დაჯგუფებას მაღალჩინოსნები მფარველობენ.

***

“გიორგი სხვისთვის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა” – სადახლოზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

"გიორგი სხვისთვის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა" - სადახლოზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს
11-12-2013

25 ნოემბერს, სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თავდამსხმელებმა “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირანიშვილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავეები მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირანიშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალნენ, მძიმედ დაჭრილი დილარ მუკბანიანი კი, როგორც ამბობენ, ამჟამად ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ფირანიშვილსა და დილარ მუკბანიანს, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაკეში დაპირისპირება მოუხდათ დაკავებულ პირებთან, რა დროსაც მკვლელობაში მონაწილე 6 პირიდან, ერთ-ერთის ძმა დაიჭრა. როგორც ითქვა, მოკლული ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე ახალგაზრდებს სომხეთში გადასვლაში ეხმარებოდა. ჩასაფრებული თავდამსხმელები მერაბ კალანდაძეს ორი მანქანით აედევნენ და სადახლოში მისულ ფირანიშვილს, მუკბანიანსა და კალანდაძეს ცეცხლი გაუხსნეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 6 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

“ყველა სიახლე” გიორგი ფირანიშვილის ბებიას, გულიკო გიგიბერიას ესაუბრა.

– ქალბატონო გულიკო, გვიამბეთ გიორგის შესახებ…

– გიორგი 21 წლის იყო… მას არასოდეს არავისთვის უწყენინებია, კეთილშობილი, მოსიყვარულე, ზრდილი, სამართლიანი და ნამდვილი ვაჟკაცი იყო. იგი მეგობარს გადაეფარა და სხვისთვის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა… გიორგის არასოდეს ჰქონია საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებთან, არ ეწეოდა, არ სვამდა, სპორტსმენი იყო, წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 6 წლიდან ვარჯიშობდა და მიღებული აქვს უამრავი ჯილდო.

– ვინ და რატომ გაიმეტა გიორგი მოსაკლავად?

– რა ვთქვა? –ნაძირალებმა მოგვიკლეს გიორგი. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო და მოვლენებს დავასწრო. ჩვენ ჯერ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, მხოლოდ იმას, რასაც მედია ავრცელებს.

– იმ საბედისწერო დღეს სად მიდიოდა გიორგი?

– არც ვიცოდით, სადმე თუ მიდიოდა – წიგნებით და რვეულებით ხელში წავიდა ინგლისურზე. ვერ გეტყვით, შემდეგ რა მოხდა. გიორგი დილარ მუკბანიანთან მეგობრობდა. რაც ეხება მერაბ კალანდაძეს, მას არც ვიცნობდით.

– როგორ აღმოჩნდა იმ დღეს გიორგი სადახლოსთან, ან რატომ უნდა გასულიყო საქართველოდან, რა ვერსია გაქვთ ოჯახს?

– ვიცით, რომ ბავშვი წავიდა ინგლისურზე. როგორ მოხვდა გიორგი სადახლოზე, ან თუ საქართველოდან გასვლას აპირებდა, არც ამის შესახებ ვიცით რამე. ეს არის მთავარი კითხვა, რაც ჩვენც გვაინტერესებს. რა ვერსია უნდა გვქონდეს, როცა ამ ამბავში მონაწილეებიდან არავინ გვინახავს და არც გავსაუბრებივართ. ვიცით მხოლოდ ის, რაც მედიაში გავრცელდა. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას. თანაც, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ორმოცი დღე მიცვალებულის სულზე ზრუნვაში უნდა გავატაროთ, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავი   მასზე ლოცვაა.

“კვირის პალიტრა”
http://www.kvirispalitra.ge/justice/19847-qgiorgi-skhvisthvis-nasrolma-tyviam-imskhverplaq-sadakhloze-mokluli-akhalgazrdis-ojakhi-damnashaveebis-dasjas-ithkhovs.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: