IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გურამ ლაკია- თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

 • სეგმ

ლაკია

გურამ ლაკია

თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

დღეს მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორც ჩვენ ვართ დიდი საფრთხის შემცველია!

ა.შ.შ-ს მიერ თავმოხვეული ე.წ გლობალიზაცია ანუ მსოფლიო ბატონობა არახალია!

ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ა.შ.შ-ს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში (დიდიბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ა.შ) მსოფლიოს სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის!

ა.შ.შ-ს ლტოლვა და ჩვენი ვაიპოლიტიკოსების კახპური პოლიტიკა საქართველოს N A T O-ში ჩასათრევად ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობით.

საქართველოს ტერიტორია და შავი ზღვის აკვატორია N A T O-ს სჭირდება სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად, ვინაიდან ამ შემთხვევაში N A T O რუსეთის ტერიტორიას უახლოვდება სამხრეთ-დასავლეთიდან საბრძოლო ზემოქმედების 3-5 წუთიან მანძილზე. საქართველო ამ შემთხვევაში ასრულებს წყალქვეშა ნავის და ავიამზიდის ფუნქციას!

N A T O-სთან დაპირისპირებული მხარე რუსეთი ვერ და არ დაუშვებს მოწინააღმდეგე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიერ ამ უპირატესობის მოპოვებას.

საქართველო ექცევა ორი ბირთვული ზესახელმწიფოს გრდემლისა და უროს შუაში!

გამოსავალი იმაშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ფინეთმა, შვედეთმა, ავსტრიამ და შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.

ჩვენმა ქვეყნამ უნდა შეიმნარჩუნოს დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდეს როგორც უბლოკო სტატუსის მატარებელი ეროვნული სახელმწიფო.

მსოფლიოს და მეზობელ ქვეყნებთან დაამყაროს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და კეთილმეზობლური კავშირები.

დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებებით, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში არაფერი იღონა ქვეყნაში სამართლიანობის აღდგენისათვის და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის. ის დარჩა ხუნტის მემკვიდრედ!

დე-ფაქტო ხელისუფლებამ უგულველყო ჭეშმარიტება – დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია!

ეს ბადებს დიდ საშიშროებას, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შესაძლებელია უცხო ქვეყნების მხარდაჭერით ე.წ ოპოზიციამ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიმართოს ძალადობას, განუკითხაობას და მორიგ სისხლისღვრას!

1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო მრავალპარტიული, მშვიდობიანი არჩევნების გზიტ მოსული ხელისუფლება კანონიერია. მან საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით აღადგინა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. სწორედ ამის საფუძველზეა მიღებული საქართველო გ ა ე რ ო-ს სრულფასოვან წევრ ქვეყნად.

დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტი 2005 წლის მარტში იძულებული გახდა მიეღო დადგენილება და ეღიარებინა 1990-1992 წლის ხელისუფლების კანონიერება. კანონიერი ხელისუფლების ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მათ შორის კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალა-ეროვნული გვარდია კანონიერია!

აღიარა, მაგრამ ამ დადგენილების შესასრულებლად არაფერი იღონა!

დღეს ისინი, ვინც დამნაშავენი არიან კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში, ასიათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად და უპოვრად ქცევაში, ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ განადგურებაში მოსახლეობის გაუბედურებაში და ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გადახვეწაში ჩინ-მედლებით თავს იწონებენ უხვად ფინანსდებიან სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტიდან, გვმოძღრავენ და ზეობენ!

ისინი, ვინც იბრძოდა ქვეყნაში კანონიერების აღდგენისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის-რეპრესირებულები, უგულვებელყოფილები  და დავიწყებულები არიან!

საქარველოს რესპუბლიკის კანონიერი შეიარაღებული ძალა-ეროვნული გვარდია (იხ. საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებანი №8 და №10-1991წ.წ) უგულვებელყოფილია, თითქოსდა ის არ არსებობდა!

ისმის კითხვა: მაშინ ვის წინააღმდეგ მოუხმო ე.შევარდნაძემ რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადმირალი ბალტინის მეთეურობით?!

ამ საკითხების სამართლებრივად განხილვის და ქვეყნაში სამართლიანობის აღდგენისათვის მე მივმართე ა.წ 17 იანვარს წერილობით დე-ფაქტო ხელისუფლებას:

-პრეზიდენტს;

-პარლამენტის თავჯდომარეს;

-პრემიერ მინისტრს;

-იუსტიციის მინისტრს;

-მთავარ პროკურორს;

-პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეს.

იწურება 2017 წელი. არავითარი რეაგირება და პასუხი ჩემთვის არავის გაუცია!

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება ამორფული და ფიქტიურია. ისინი იამართებიან ე.წ დასავლეთის მეათეხარისხოვანი ჩინოვნიკების მიერ და ასრულებენ მხოლოდ მათ დაკვეთას.

ქართველი საზოგადოება 25 წლის განმავლობაში უნდა დარწმუნებულიყო თუ ვინ არიან დე-ფაქტო ხელისუფლებაში და ვის ნიშნავენ ადამიანების უფლებების დამცველად, რომელიც დაყვანილია მხოლოდ ლგბტ-ს წარმომადგენლების უფლებების დაცვამდე!

გავიხსენოთ ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის სიტყვები: “არც ისე ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსო, იყო სოფელში და სოფლისათვის არაიზრუნო.”

ბისმარკი ამბობდა: “სიბრიყვე ღმერთის მიერ ბოძებული საჩუქარია, მაგრამ არ შეიძლება ამით ზედმეტად სარგებლობაო!”

პატივისცემით!

გურამ ლაკია

პოლკოვნიკი, საქართველოს რესპუბლიკის გენშტაბის უფროსი

29 ნოემბერი, 2017

 
%d bloggers like this: