IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული გვარდია – ჩვენი მიზნები და ამოცანები

♥ ს.ე.გ.მ.

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

ჩვენი მიზნები და ამოცანები

„სახელმწიფოებრიობის ძირითადი დასაყრდენი
სამართლიანობაა!“ /პასკელი/
,,ერი რომელიც არ იბრძვის სამართლიანობისათვის დაკარგავს თვითმყოფადობას!’’ /აბრამ ლინკონი/

ჭეშმარიტი ეროვნულ–პატრიოტული ძალები, რომლებსაც საკუთარ კეთილდღეობაზე არასდროს გაუცვლიათ სამშობლოს სიყვარული, მივედით იმ დასკვნამდე, რომ დრო დადგა გავამჟღავნოთ ჩვენი მიზნები, შესაძლებლობები, მოქმედების გზები და გადავიდეთ აქტიურ უაღრესად მშვიდობიან მოქმედებებზე.

ფაქტია: 1991 წლის ბოლოს დაიწყო კრიმინალური გადატრიალება, რომელიც გაგრძელდა უცხო ქვეყნის ჯარების შემოყვანით (ინტერვენციით) დამთავრდა კანონიერი ხელისუფლების დამხობით– პრეზიდენტის მოკვლით.

პრეზიდენტის „ანდერძისამებრ“ (სურვილისამებრ) მოხერხდა და თვითლიკვიდაცია არ გამოაცხადა საქართველოს უზენაესმა საბჭომ. ამიტომაც დღემდე იგი ითვლება ერთადერთ კანონიერ ორგანოდ. ასევე მთლიანად შენარჩუნებული იქნა საქართველოს კანონიერი სამხედრო ძალებისა და ეროვნული გვარდიის სტრუქტურები. კანონიერება ეს არის ერთადერთი მთავარი ბერკეტი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის!!!

ამ 27 წლის განვმალობაში ქართველ ხალხს ვერ დაავიწყეს კანონიერებაზე და სამშობლოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ოცნება. ისინი, უკლებლივ ყველა, ეროვნული მოძრაობის ღირსეული ჯარისკაცები არიან! ჭეშმარიტი ეროვნული სული კი არასდროს ეგუებოდა და არც შეეგუება ამ ყოველივეს, რადგან სჯერა უფლის, რომელიც:

„არ შედრკება და არ მოეშვება ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს“ /ესაია 42. 3,4/
„სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოქცეულნი – სიმართლით“ /ესაია 1.27/
„…დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია.“ /2 ეზრა 4.35/
„ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა , ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო.“ /2 ეზრა 4.36/

ჭეშმარიტება კი ერთია, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ტყვეობიდან დახსნილი თავისუფალი საქართველო, როგორც ისტორიული მოვლენა და მისი პირველი და უკანასკნელი ლეგიტიმური ხელისუფალი, რომელსაც დღესდღეობით სამართალმემკვიდრე არ გააჩნია, რომლის იურდიული კანონიერება არავის გაუუქმებია და ცოცხალია დღესაც!!!

აუცილებელია „განუდგეს უსამართლობას ყველა ვინც აღიარებს უფლის სახელს.“ /2 ტიმოთე 2.19/

მითუმეტეს, რომ „გვირგვინს ვერ მიიღებ თუ უკანონოდ იბრძოლებ“/2ტიმოთე 2.19/

ყოველივე ამიდან გამომდინარე, ვაცხადებთ: ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კანონიერება და ქართველი ხალხის თანადგომა! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რათა ჩვენს თანამოაზრეებთან და თვით ჩვენთან დაპირისპირებულ ძალებთან გაერთიანებით, ერთად ვაიძულოთ დე-ფაქტო ხელისუფლება ჩაატაროს ამჯერად უკვე ლეგიტიმური არჩევნები, სადაც მხარს დავუჭერთ ჭეშმარიტად პატრიოტულ ძალას. ეს მოხდება მას შემდეგ რაც დე ფაქტო პარლამენტი შეაფასებს 91–93 წლების მოვლენებს კრიმინალურ გადატრიალებად და უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიად, უზენაესი საბჭო და დე ფაქტო პარლამენტი ერთობლივად დანიშნავს ახალ არჩევნებს! ეს მისცემს მომავალ პარლამენტს აბსოლუტურ ლეგიტიმურობას და მთელ ქართველ ერს დარაზმავს მის ირგვლივ!

ბუნებრივია, ეს არც ისე მარტივი მისაღწევია, მაგრამ შესაძლებელია, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვას– ამის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელებისთვის საჭიროა ამ საქმეს სათავეში ჩაუდგეს ორივე (დაპირისპირებული) მხრისთვის მისაღები, ერში პოპულარობით მოსარგებლე ადამიანი – რომელიც ისტორიაში შევა როგორც გამაერთიანებელი!

ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს პიროვნება რომელსაც არა აქვს სახემწიფო გადატრიალების ორგანიზატორებთან კავშირი. ადამიანი, რომელიც დაპირისპირებულ ერს გაამთლიანებს. ჩვენთვის ასეთი პიროვნება სანთლით საძებარია, მაგრამ იმედია ვიპოვოთ, თუნდაც ზეციდან გვექნეს ჩამოსაყვანი.

ცხადია ასეთი შესაძლებლობა საქმეს ძალიან გაამარტივებს. ამიტომაც დესტრუქციული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველაფერს გააკეთებენ ასეთი შესაძლებლობის განხორციელების ჩასაშლელად!

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია მტკიცედ ვიაროთ ერის გადარჩენისა და წინსვლის იმ გზით, რომელიც დაგვისახა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ – ესაა ქართველების ერთად დგომის აუცილებლობის გზა!!!

ჩვენი მიზანია ქართველი ერის ერთიანობა, რაც ქართული სულის აღორძინებაა – ეს კი საქართველოს გაბრწყინებაა!!!

ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს ქართველები შურისძიებისთვის არ ვერთიანდებით, არამედ ვერთიანდებით ერთმანეთის სიყვარულით და იმის გაცნობიერებით, რომ ამ ერთობის გარეშე ქართველ ერს გადაშენება უწერია.

დავძლიოთ შური, ბოღმა, ერთმანეთისადმი სიძულვილი, დავდგეთ ერთად კანონიერების გზაზე სასიარულოდ! ჩვენი ერთად დგომა გამოიწვევს იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მოკალათებული რენეგატი ძალა იძულებული გახდება გარკვეულ დათმობებზე წამოვიდეს. რაზეც ჩვენ უნდა შევაგებოთ ჩვენი მტკიცე რწმენა, რომ იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს 1991 წლის ბოლოდან განვითარებული საშინელებები ჩვენი შთამომავლების თავზე. ამისთვის საჭიროა:

1.ერთხელდასამუდამოდ მკაცრად დაიგმოს 1991-1993 წლებისა და შემდგომი მოვლენები, რაც იქნება სრული პრევენცია იმისა, რომ „შორეულ პრესპექტივაში“ აზრადაც კი აღარავინ გაივლოს მსგავსი მოვლენების განმეორება;

2.შეფასდეს 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენები, როგორც კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის აგრესია;

3.დღევანდელმა დე-ფაქტო პარლამენტმა ლეგიტიმურად ცნოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო! გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი (თუნდაც დე-ფაქტო პარლამენტის სრული საარჩევნო ციკლის ამოწურვის ბოლომდე). ამ პერიოდში ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში იფუნქციონეროს ორივე ორგანომ, რათა მომზადდეს და განხორციელდეს სამართლებრივი ნორმები ხელისუფლების კანონის ჩარჩოებში დაბრუნებისთვის და ახალი უკვე კანონიერი არჩევნების ჩატარებისთვის.

ჩვენ გვერდში დავუდგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ასეთ გზას მტკიცედ ადგას!

ერთად დგომა – ქართველი ერის გაერთიანება, ნიშნავს თვით ჩვენს ყოფილ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებას. ანუ მონანიებას, ურთიერთმიტევებას და შემდგომ ერთად დგომას! რათა ერთხელდასამუდამოდ დაიგმოს 1991-1993 წლების კრიმინალური გადატრიალება, რომ ჩვენს მომავალ თაობებს (თვით გადატრიალების განმხორციელებელი ძალების შთამომავლებს) აღარასოდეს მოუწიოთ საქართველოში ის კოშმარი რომელიც ჩვენ გავიარეთ ამ 27 წლის განმავლობაში!

დიახ, ჩვენს ყოფილ მოწინააღმდეგეთა რიგებში, დღეს ბევრია ისეთი ვინც გულწრფელად ინანიებს დაშვებულ შეცდომებს და დიდი სურვილც აქვს მისი გამოსწორების,

ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. მზად ვართ გავუძლოთ სიბინძურის და ცილისწამების ნიაღვარს, არ შევდრკეთ და ბოლომდე მივყვეთ აღებულ გეზს! ჩვენ არ გვსურს ხელისუფლებაში მოსვლა, არ გვაქვს პრეტენზია თანამდებობებზე მაგრამ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულისა!!! ამიტომაც მზად ვართ მთელი ჩვენი რესურსი დავხარჯოთ ჭემარიტი ქართული ძალის ხელისუფლებაში მოყვანისთვის!

ამ მიზნით ვერთიანდებით სამშობლოს ერთიანობისთვის კანონიერების სადარაჯოზე მყოფი გაუყიდველი მეომრები და ეროვნული მოძრაობის რიგითი ჯარისკაცები. ჭეშმარიტი ძმობის ხელს ვუწვდით ყველას ვისთვისაც მთავარია სამშობლოს კეთილდღეობა და აყვავება! ჩვენი დევიზია : „საქართველო შენ სად გყავს შვილი დასაკარგავი!“

თუ არ მოხდა პატრიოტული ძალების გაერთიანება და ქართული სულიერი მისიის წინ წამოწევა, მომავალ არჩევნებში იმედგაცრუებულ ხალხს არ ექნება სათანადო მუხტი არჩევნებზე მისვლისთვის. იგი გამოიყენებს ღვთითკურთხეულ უფლებას ჩუმი პროტესტისა რაც გამოიხატება არჩევნებზე არმისვლით. ეს კი მხოლოდ დესტრუქციული ძალების წისქვილზე დაასხავს წყალს!

ამიტომ მთელს ქვეყანაში ვაყალიბებთ რა სათანადო სტრუქტურებს ვიწყებთ – ფართო აგიტაცია-პროპაგანდას კანონიერების აღდგენისა და ქვეყნის სათავეში ჭეშმარიტი ეროვნული ძალების მოსვლის მიზნით!

შედეგად მივიღებთ:

  • ერის გაერთიანებას!
  • კანონის უზენაესობას!
  • ვიწროპარტიული აზროვნებისა და ურთიერთდაპირისპირების მოშლას!
  • ერის სანუკვარი მიზან-ოცნებების აღსრულებას!

ეს ყოველივე კი ნიშანია ჩვენი ქვეყნის გარდაუვალი აღდგომისა და გაბრწყინებისა!!!

გფარავდეთ ღმერთი! ამ-ენით, ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი

———————-

P.S. ვინც ეთანხმება ასეთ გზას,  სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ორგანიზაციულად და პიროვნულადაც შემოგვიერთდნენ და დაადასტურონ დოკუმენტზე ხელმოწერა

 
%d bloggers like this: