IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის განცხადება. 04.03.2019

♥ ს.ე.გ.მ.

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

უზენაესი საბჭოს, მრგვალ მაგიდაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებსა და ეროვნული მოძრაობის წევრებს, ჩვენ და თავად გვარდიის სარდლმა არაერთხელ მივმართეთ (და ეს მიმართვა PKTV-ის ეთერიდანაც არაერთხელ გაჟღერდა), რათა შეკრებილიყვნენ, დაებარებინათ გვარდიის ხელმძღვანელობა და მოეთხოვად ანგარიში, თუ რა მოხდა 1991-1993 წლებში, გაერკვიად „მათი აზრით“ დაშვებული შეცდომების, არსი და მოეთხოვათ პასუხი, თუ რა მიზეზებით არ მოხდა ჩვვენი გამარჯვება იმ დროს. რათა ამით ერთხელდასამუდამოდ გარკვეულიყო ამა თუ იმ პირის ბრალეულობა თუ დამსახურება!

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი პირად საუბარში აღფრთოვანებას გამოხატავდა ასეთი იდეისადმი და აღნიშნავდა (და აბსოლიტურად ვეთანხმებოდით ასეთ შეფასებაში), რომ „ეს თუ მოხდა აბა გავერთიანებულვართ და გაგვიმარჯვიაო!“ გაბრუნდებოდა უკან და ჩვენგან დღემდე გაურკვეველი მიზეზებით, დაპირების მიუხედავად 5-10 კაცის შეკრებაც კი ვერ ხერხდებოდა.

თვითვეულ მათგანს ჩვენ ვთვლით ღირსეულ პიროვნებად და იმედი გვაქვს ადრე თუ გვიან ეს ნაბიჯი გადაიდგმება, მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი თავს ოფიციალურ პერსონად განიხილავს და ზუსტადაც ესაა მათი მოვალეობა, დაიბარონ უზენაეს საბჭოში, ასევე ოფიციალური სტრუქტურის, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა და ანგარიში მოსთხოვონ, შემდგომ შეაფასონ და ქვეყანას გააგებინონ შედეგების შესახებ!

რაც მთავარია, ამით ერთხელდასამუდამოდ წერტილი დაესმება ათასი ჭორ-მართალის შეგნებულად ერთმანეთში აღრევას და განიწმინდება ეროვნული მოძრაობა, ერთ მუჭად შეიკვრება და საბოლოო გამარჯვებამდე არც არაფერი დარჩება!!!

სადაც მტერი გვთიშავს – იქ ჩვენ უნდა შევაერთოთ!

სადაც მტერი თესავს შუღლს – იქ ჩვენ სიყვარული უნდა დავთესოთ!

სადაც მტერი სიძულვილს თესავს – იქ ჩვენ ურთიერთგაგება უნდა აღვადგინოთ!

აი ჩვენი მიზანი მეგობრებო!!!

რადგან „გარკვეულ“ მიზეზთა გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება ასეთი კომისიის შექმნა, არა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველების ერთად დგომა, მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავს თვლის კანონიერების აღდგენის მომხრე მებრძოლ პატრიოტად, რათა გამოაგზავნოთ (მოიტანოთ) თქვენში არსებული შეკითხვები (ბრალდებები) საქართვეელოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირში შემდეგი სახით:

1. ქართული შრიფტით დაწერილი;

2. ანონიმური წერილები არ მიიღება;

3. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული კითხვები;

4. კითხვები სადაც ნახმარი იქნება ტერმინები: „ამბობენ“, „ლაპარაკობენ“ და ა.შ. არ მიიღება;

5. თვითოეულ პუნქტში არ იყოს რამოდენიმე კითხვა ერთად არეული;

6. კითხვები, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ ავტორებს წარმოდგენაც კი არა აქვთ სამხედრო სტრუქტურაზე და რიგითი ჯარისკაცის უფლება მოვალეობები ვერ განუსხვავებიათ მაღალი ჩინის ოფიცრის უფლება მოვალეობისაგან ასევე არ მიიღება;

7. ასევე კითხვები, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ ავტორებს წარმოდგენაც კი არა აქვთ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და კონსტიტუციაზე, არ მიიღება.

ამ პუნქტების გათვალისწინებით შედგენილ ყველა წერილში არსებულ კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი.

გთხოვთ მობრძანდეთ და მოგვიტანოთ კითხვები, ან გამოაგზავნოთ წერილები მისამართზე: თბილისი, თორნიკე ერისთავის N2, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი.

ასევე შეიძლება წერილები გადმოაგზავნოთ ჩვენს სოციალურ  გვერდზე (https://www.facebook.com/erovnuli.gvardia/), საკუთარი ვინაობისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.

ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა ერთად!

თითოეულ თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს ფარავდეს წმინდა გიორგი, და გაამარჯვებინოს მისმა  ძალამ და მადლმა!

ამ-ენით, ამინ!!!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის

ვეტერანთა კავშირის პრესცენტრი

04.03.2019


ისილეთ აგრეთვე

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი – ჩვენი მიზნები და ამოცანები. 28.02.2019

ეროვნული გვარდიის პრესცენტრი: კანონი და უკანონობა – ცეცხლი და წყალი ერთად?. 27.02.2019

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის განცხადება. 27.12.2017

Advertisements
 
%d bloggers like this: