IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გვარდიის ვეტერანთა კავშირის პრესცენტრის განცხადება. 10.03.2019

 ♥ ს.ე.გ.მ.

 

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის პრესცენტრის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის მიერ „ჩვენი მიზნებისა და ამოცანების“ გამოქვეყნების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო მას მრავლად „გამოუჩნდა“ ქართველების ერთიანობის იდეას მოწინააღმდეგე. ცხადია ჩვენ შეგნებულად არ ვცემთ პასუხს არავის, რადგან ნებით თუ უნებლიედ ამით ისინი თვითლუსტრაციას ახდენენ.

მაგრამ, ამჯერად ვუშვებთ იშვიათ გამონაკლისს, რადგან ასეთ კომენტართა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვინმე სოსო ნატროშვილის გაცხადებული აზრი. არ ვიცით ვინაა ეს პიროვნება, მაგრამ უფალს ვთხოვთ შეუნდოს ყოველივე!

ძალაუნებურად იფიქრებ სისხლიანი, კრიმინალური გადატრიალების აქტიური მონაწილე თუ არა მისი დიდი მეხოტბე მაინც იქნებაო (ძალიან გვინდა ვცდებოდეთ ამაში). ამასთან მისთვის პატრიოტობა (მამულიშვილობა, ერისკაცობა) და განათლება ერთად სამხედრო სფეროში, შეუთავსებელი ცნებები ყოფილა.

იმისათვის, რომ შემთხვევით ვინმემ მართლა არ გაიფიქროს ასეთი მცნებების შეუსაბამობის დაშვებაც კი განვმარტავთ:

„პატრიოტული გა-ნათ-ლება“ ეს სულისმიერია და იგი არის წარსულის ცოდნა, აწყმოში თავგანწირული ღვაწლი და მომავლისთვის ზრუნვა. ეს ყოველივე კი გენით, ანუ ჯიში და ჯილაგით გადაეცემა და ამისთვის სულაც არაა საჭირო საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა (მითუმეტეს, რომ იქ ამას მაინც არ გასწავლიან)!

ასე, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიაში ასეთი „პატრიოტული განათლების“ მქონე მამულიშვილების მოძებნა უფლის მადლით არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს!!!

ცხადია იმ „პატრიოტებისათვის“, რომლებიც ბალტინის ტანკებს ამოფარებულნი იპყრობდნენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, რაღა თქმა უნდა მითუმეტეს მათ სულიერი მხარდამჭერებისათვის „ჩვენი მიზნები და ამოცანები“ მისაღები ვერ იქნება. ამიტომაც ცხადია ისინი ყველაფერს იკადრებენ რათა ქართველთა გაერთიანება არ შედგეს.

ხოლო თუ ვცდებით და ჩვენს თანამებრძოლებშიც მოიძებნებიან ძმები, რომლებიც ქართველების ერთად დგომის აუცილებლობას სხვა კუთხით აღითქვავს, ყველას გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ სად ამოიკითხეთ მოწოდება, რომ ქვეყნის მტრების მიმართ შურისძიება დანაშაულია? ხოლო ვინც ფიქრობთ, რომ 1991-1993 წლებში, ჩვენთან დაპირისპირებულ ძალებში მყოფნი ყველა ჩვენი მტერია და გასანადგურებელია, იქნებ გვითხრათ ამ კუთხით, საერთოდ თუ გაგიკეთებიათ რამე? ეს 25 წელია ჯერჯერობით თქვენი ასეთი შურისძიება არავის გაუგია. უფრო მეტიც ასეთ მოწოდებებს ავრცელებენ ისინი ვინც სიტყვიერადაც კი არასდროს შეკამათებიან მათ პირისპირ.

ბოლოს, თურმე ასეთი ადამიანები ჩვენს მრავალათასიან თანამებრძოლებში ეძებენ თავისნაირ ათიოდე პატრიოტს. მიზანი ალბათ აღასრულონ შურისძიება. საინტერესოა, თუ იპოვით ჩვენც გაგვაგებინეთ. დაე მთელმა საქართველომ იცოდეს თავისი გმირების შესახებ. მითუმეთეს თუ ახსნიან, რატომ იბრძოდნენ პრეზიდენტის გვერდით და რატომ ასრულეებდნენ მის ბრძანებას, რომ მაქსიმალურად თავი აერიდებინათ გზაშეცდენილი ძმების განადგურებისაგან (თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად), რათა შემდგომში მათთან ერთად გავერთიანებულიყავით, როგორც 9 აპრილის დღეებში საქართველოს ერთიანობისა და საბოლოო გაბრწყინებისთვის!

დიახ თქვენგან განსხვავებით ჩვენი მიზანი ჩვენი პრეზიდენტის ოცნებების და მოწოდებების ასრულებაა!!!

დიდება უფალს!
ქართველებო ერთად,საქართველოს გამარჯვებისა და გაბრწყინებისაკენ!!!
ამ-ენით, ამინ!

10.03.2019

 
%d bloggers like this: