IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული გვარდიის წევრებს. 26.08.2019

• ს.ე.გ.მ.

 

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებს

 

სამშობლოსა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთგულ, ფიცგაუტეხელ, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის, მებრძოლებსა და მათი ოჯახის წევრებს გილოცავთ საქართველოს პირველი სამხედრო შენაერთის დაარსების 28 წლისთავს. გისურვებთ სულ მალე აღდგენილიყოს, გაერთიანებულიყოს და გაძლიერებულიყოს თქვენი საოცნებო სამშობლო!

ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი ჩვენი თანამოაზრე, გაუთვითცნობიერად, ადვილად ეგება კრიმინალური გადატრიალების ორგანიზატორთა მიერ დაწყებულ დემაგოგიას. ამიტომაც ერთმანეთში აიგივებენ სამხედრო შენაერთ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის – ეროვნულ გვარდიას. საქართველოში პირველი სამხედრო შენაერთი შეიქმნა ბ-ნი პრეზიდენტის, 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე (იხ. უზენაესი საბჭოს უწყებანი N8-10, 1991).

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მომავალმა თაობამ (ისტორიამ) იცოდეს რა არის სამშობლოს უერთგულესი შეიარაღებული ძალა და ვინ არიან მისი ღირსეული წევრები.

ამ მიზნით თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვაქვეყნებთ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის თითოეული წევრის შესახებ ინფორმაციას: ავტობიოგრაფიული მონაცემებით, გარკვეული საბრძოლო ოპერაციების ეპიზოდებით, საინტერესო ოჯახური ეპიზოდის გახსენებით და ა. შ.

ამიტომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ნაწილების მეთაურებს და შტაბის უფროსებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ასეთი ინფორმაციები თავიანთი მებრძოლების შესახებ. განსაკუთრებით კი ვთხოვთ პირველ რიგში მოგვაწოდონ ინფორმაცია ამჟამად ზეცაში აღვლენილი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების შესახებ.

ასეთი ინფორმაციები, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლიდან და შტაბის მეთაურიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე, აუცილებლად გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე! ველით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების აქტიურ მხარდაჭერას.

სამშობლოს ერთგულო, დღემდე უღალატო, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს!!!
ჩვენ გავიმარჯვებთ!
გფარავდეთ ღმერთი!!!
ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს პრესსამსახური

26.08.2019

 
%d bloggers like this: