IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის განცხადება. 27.12.2017

 ♥ ს.ე.გ.მ.

 

სატანის ბოლო ჟამი

ანუ

რატომ ხდება ფსევდოინფორმაციებისინფორმატორთა მაქსიმალური მობილიზაცია

 

 

საქართველოს ისტორიაში, ქუჯის და ფარნავაზის ეპოქიდან მოყოლებული, ქართველების ერთად დგომის აუცილებლობაში ერთ-ერთ მთავარ როლს სამეგრელო ასრულებდა. ახლაც „ქართველი“ მანქურთების ხელით არაერთხელ აწიოკების მიუხედავად ეს იდეა ისევ და ისევ მძლავრად იწყებს ხორცშესხმას საქართველოს ამ შესანიშნავი რეგიონიდან. ცხადია ასეთი ერთობის სათავეში კანონიერების დამცველთა დიდი წვლილი იკვეთება.

უკანონობის სამართალმემკვიდრე – დე ფაქტო ხელისუფლება, აგონიაშია. ხედავს რა რომ ვერაფრით ვერ დაასამარა ეს იდეა და ვერც ვერაფრით ვერ ახერხებს თავისი მარიონეტული ძალების ამ იდეით ასეთი გაერთიანების სათავეებთან მიყვანას, მაქსიმალურად ცდილობს დისკრედიტაცია გაუწიოს იმ ძალებს, რომლებიც ამ ერთობის მტკიცედ ჩამოყალიბებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ – ესაა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი.

„უხილავი“ რეჟისორის ხელის მოძრაობაზე დროის მოკლე პერიოდში „ეროვნული ძალების გაერთიანების“ ინიციატორების უხვად გამოჩენასთან ერთად, გახშირდა მიზანმიმართული შეტევები ეროვნული გვარდიისა და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით.

ჯერ      იყო და მრავლად გამოაჩნდნენ სარდლობაზე პრეტენზიის მქონე პიროვნებები, რომლებიც  პრეზიდენტს ისე დაუნიშნია, რომ ეს მათ გარდა არავინ იცოდა, ამასთან თქვენ წარმოიდგინეთ ბრძანების დაწერაც კი „დავიწყნია“ (ჯერჯერობით არვის წარმოუდგენია). აღარაფერს ვამბობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხმრავალ მიტინგებზე თუ ტელევიზიით გაჟღერებულ პრეზიდენტის ბრძანებულებებზე. სიმართლე? სიმართლე არ აინტერესებთ. მათი დევიზიც ხომ ასეთია: მთავარია ითქვას საჯაროდ (გაზეთით), ვიღაცა ხომ დაიჯერებს ე. ი. მიზანი შესრულებულია. დასაბუთებულ პასუხს კი აღარავინ გაგაცემინებს (გეტყვიან არააქტუალურიაო, მაგ. როგორც ეს მოხდა გაზეთ ასავალ დასავალის“ შემთხვევაში).

პარალელურად, როგორც ვვარაუდობდით აღდგომის წინა ღამით, გოგა ხაინდრავას პირით გაჟღერებული მესიჯებს მოჰყვა კიდევაც ახალ-ახალი თავდასხმები გვარდიის სარდლის, ვახტანგ (ლოთი) ქობალიას, წინააღმდეგ. აგორდა ჭორების და ბრალდებების ახალ-ახალი ტალღა: ეს ლოთი ქობალიამ უღალატა პრეზიდენტს; არ შეუშვა პრეზიდენტი საკუთარ სახლში; ეს მან ჩაშალა ჩვენი წინსვლა თბილისისაკენ; უნდოდა საზღვრის გავლება ცხენისწყალზე; არის ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელი და უამრავი სხვა ბრალდებები.

იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო რაიმე ეჭვიც კი რომელიმე საკითხთან მიმართებაში, ამა წლის დასაწყისშივე ბ-ნმა ლოთი ქობალიამ მიმართა უზენაესი საბჭოს წევრებს და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს. ეს მიმართვა წაკითხული იქნა PKTV-ის ეთერითაც. რომელ მიმართვაშიც იგი ითხოვდა, რათა დაინტერესებულ ძალებს შეექმნათ კომისია სადაც ნებისმიერ დასაბუთებულ ბრალდებაზე მოხდებოდა არგუმენტირებული პასუხის გაცემა. რის შემდეგაც კომისიას გამოეტანა კომპეტენტური დასკვნა დანაშაულისა ფაქტის არსებობისა, თუ ცილისწამების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პირადი საუბრისას ყველა „აღფრთოვანებულია“ ასეთი შეთავაზებით, მაინც  ყველანაირად თავს არიდებენ ასეთ შეხვედრებს?! ფაქტია არვის არ უნდა სიმართლის გარკვევა?!

ასეთმა მიდგომამ კი ჭორების ახალი ტალღის აგორება გამოიწვია და ერთ-ერთმა მიამიტმა ქართველმა, რომელსაც სჯეროდა მის ირგვლივ მყოფი ადამიანების თავდადების და პატრიოტობის, მათი საუბრებიდან გამომდინარე საჯაროდ მოღალატედ გამოაცხადა ლოთი ქობალია. ბუნებრივია ამას მოჰყვა გარკვეული დაპირისპირება. მოხდა შეხვედრა და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არც ერთი ფაქტი არ არსებობს ბრალდების დასამტკიცებლად, გარდა ვიღაცის სიტყვიერი მონაყოლისა და რომელიც ახლა არაფრის დიდებით არ თანხმდება ასეთ შეხვედრაზე და ხელს სხვისკენ იშვერს – იმას კითხეთო. შედეგად ეს პიროვნება დარწმუნდა რა ამ ჭორების „სინამდვილეში“, ეყო ვაჟკაცობა და აღიარა: შემაცდინეს და მაპატიეთ, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კაცს ცილი დავწამეო (ეს გამოაქვეყნა კიდევაც თავის fac-გვერდზე).

და მაინც რა ბრალდებებია ასეთი:

  1. პრეზიდენტი არ შეუშვა თავის სახლში?! ვაი საოცრებავ! ამ დროს დაბრუნების დღიდან ბალტინის შემოსვლამდე ამ სახლში ცხოვრობდა პრეზიდენტი. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის დაცვის წევრი (მოდი და ნუ დაიჯერებ), რომელიც როგორც აღმოჩნდა საერთოდ არ ყოფილა ზუგდიდში პრეზიდენტის გვერდით. საქმე იმაშია, რომ ბალტინის ჯარების შემოსვლის შემდეგ, მათთვის მთავარ სამიზნედ ეს სახლი იყო ქცეული და პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით მიღებული იქნა ამ სახლის დატოვების გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ მათ გვერდით მრავლად მოკალათებულ აგენტებს, რომლებიც განუწყვეტელ ინფორმაციას აწვდიდნენ პრეზიდენტის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და „კარგად დაგეგმილი“ ოპერაცია პრეზიდენტის ლიკვიდაციისა იმ მომენტისთვის ჩაეშალად. ცხადია ამას ვერ პატიობენ ლოთი ქობალიას იმ მომენტში იქ მყოფი პრეზიდენტის ერთგულების ნიღაბს ამოფარებული აგენტები და მათგან შესაბამისი რეაქციაც – ლოთი ქობალიას დისკრედიტაციის მცდელობა.
  2. ლოთი ქობალიამ მარტოდ მიატოვა დევნილი პრეზიდენტი და თავად აფხაზების შემწეობით უკრაინას შეაფარა თავი. აი ზუსტად ამიტომაა უზენაესი საბჭოს წევრებისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების შეკრება საჭირო, რათა ყველამ ცალსახად დააფიქსიროს, თუ ვინ და რატომ ჩამოაშორა ლოთი ქობალია პრეზიდენტის ამალას. რატომ უბრძანა პრეზიდენტმა უკან დაბრუნება და გარკვეული ოპერაციის ჩატარება და არ უნდა შეესრულებინა პრეზიდენტის ბრძანება? ან მერე, ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რატომ არ აღმოჩნდა პრეზიდენტის ამალა დათქმულ ადგილს ან რატომ არ იქნა დატოვებული ინფორმაცია სად ეძებნა ისინი? აი კითხვები (ცხადია სხვა მრავალიც) რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებელია და რაც არ უნდა თავი აარიდონ ასეთ შეკრებებს ადრე თუ მალე მაინც მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ასევე ბევრი „ჩვენთაგანი“ აქტიურად ახმოვანებს კრიმინალური გადატრიალების მოსურვეთა და ორგანიზატორთა თეზისებს: შემოუძღვნენ აფხაზებს; ლოთი ქობალია და გურამ ლაკია წინააღმდეგი იყვნეენ ჩვენი ძალების თბილისისკენ წასვლისა; მათ საზღვრის გავლება ცხენისწყალზე უნდოდათ, ამიტომ ცხადია მოღალატეები არიან; ისინი პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ (???!!!) მოლაპარაკებებს მართავდნენ ხუნტის წარმომადგენლებთან. საბუთი გიყვარდეს ქვას გახეთქავს „ლოთი ქობალიას დაკითხვის ოქმი 22 ივლისი, 1994 წელი“ (იხ. გაზეთი „განმათავისუფლებელი“ N55)

საკვირველია პირდაპირ, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელმა როგორ უნდა დაიჯერო „გოგა ხაინდრავეების“ წინასწარგანზრახული დემაგოგიური განცხადებების და მითუმეტეს ანზორ ბალუაშვილისა და ვახტანგ რაზმაძის მიერ შედგენილი დაკითხვის ოქმების??? ოქმების, რომლებიც ერთი ერთზე პირდაპირ ამოკრეფილია 1993-1994 წლებში ხუნტის პრესაში უხვად მიმოფანტული ბრალდებები.

საქმე იმაშია, რომ ე. წ. ხუნტას ნებისმიერ ფასად სჭირდებოდა გარკვეული „მტკიცებულებების“ შექმნა, რათა „დაესაბუთებინათ“ გამსახურდიას „რეჟიმის“ დამხობის აუცილებლობა. ცხადია ქართველ ხალხს ისენი ვერასდროს დააჯერებდნენ ასეთი აბსურდული ბრალდებების რეალობას. ამიტომაც სააშკარაოზე გამოაქვთ წინასწარ შედგენილი დაკითხვის ოქმი. ცხადია მათ პრეზიდენტის ერთგული ძალების დისკრედიტაცია სჭირდებოდათ და სჭირდებათ რათა ამათი ჩირქის მოცხებით, თუნდაც არაპირდაპირი გზით, ჩირქი მოეცხოთ პრეზიდენტისთვის. ამისთვის კი მათ ლოთი ქობალიაზე უკეთესი კანდიდატი ვინ უნდა ენახათ – რომელიც იყო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი. აი ძირითადი მიზეზი თუ რატომ მაინც და მაინც ლოთი ქობალია.

ზუსტად მისი დისკრედიტაციის მცდელობაა აბხაზების შემოყვანის საკითხის აგორება, რომ ეროვნული გვარდია არა თუ იბრძოდა აბხაზეთში საქართველოს გადასარჩენად, არამედ ისინი თურმე აქეთ მოყავდა ქართველების ჩასახოცად. ასეთი დემაგოგიების საწინააღმდეგოდ მოუწია მას „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში დაჯდომა დაპირისპირებულ ძალასთან ერთად, რასაც ახალი ბრალდებები მოჰყვა, ვითომდა კანონიერებისთვის აღდგენისთვის მებრძოლთა მხრიდან. არა და მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მსვლელობისას მას პრაქტიკულად არ მიეცა მინიმალური შესაძლებლობაც კი საუბრისა, ტელემაყურებელი დარწმუნდა, რომ არა თუ იბრძოდნენ აბხაზეთში კანონიერების დამცველები, არამედ, რომ არა მათი თავდადება და გმირობა ტამიშთან ბრძოლაში ეს ადგილი ქართველი ბიჭებისთვის მეორე ქერჩად იქცეოდა. როგორი მოსასმენია როდესაც ყოველივე ამას შენი დაპირისპირებული მხარე აღიარებს?! მაგრამ რას იზამ, ეროვნულ მოძრაობაში მოკალათებული „მჩხრიკავები“ აქაც კი მხოლოდ უარყოფითს ხედავენ?!

ასევე, ხუნტის მესურვეთაგანაა წამოსული ცხენისწყალთან საზღვრის გავლებისა და აბხაზურ-მეგრული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობა, რათა გამსახურდიას ერთგული ძალები სეპარატისტებად და ძალაუფლებას ჩაჭიდებულ ძალად წარმოედგინათ და რომ მათ საქართველოს ერთიანობა იმდენად მნიშვნელოვანი არ მიაჩნდათ თურმე, ოღონდ კი ძალაუფლება შეენარჩუნებინათ, თუნდაც სამეგრელოს რეგიონში??? ხუნტის წარმომადგენლები ყველანაირად უბიძგებდნენ კიდევაც მეგრელებს, რათა ეს საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინათ.

ამ მიზნით მათ:

  • მოაწყვეს 7-ჯერ ეგზეკუაცია ამ მხარეში; ხშირად იმუქრებოდნენ საჯაროდ მეგრელების ამოწყვეტით;
  • „პოპულარულ“ მისამღერადაც კი გააჟღერეს „ყველა ჩემი სამშობლოა სამეგრელოს გარდა“

და აწიოკებულ მოსახლეობას განუწყვეტლივ ასმენინებდნენ ასეთ საზიზღრობებს, რათა მათში რაც შეიძლება მეტი ზიზღი დაეთესად დანარჩენი საქართველოს მიმართ.

მაშინ ამ კუთხის შესანიშნავმა მამულიშვილებმა დროულად აუღეს ალღო ასეთ მზაკვრულ ჩანაფიქრს და შესანიშნავად გაართვეს თავი, როდესაც საფუძველშივე მოისპო ამაზე ლაპარაკიც კი. მადლობა მათ ამისთვის!!!

მაშ რაშია საქმე, რატომ ასეთი საკითხის ხელახლა აგორება ე.წ. ეროვნული ძალების მხრიდან? დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია.

ზუსტად იგივე ზემოაღნიშნული მიზეზებით და იგივე დაკითხვის ოქმებით ლოთი ქობალიას „მოაკვლევინეს“ ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე. არადა, როგორც ფაქტები ღაღადებენ, ამ დროს თავად ლოთი ქობალია იმყოფებოდა რამოდენიმე ათეული კილომეტრით მოშორებით გარკვეულ ოპერაციაზე. მაგრამ ეს უკვე აღარ აინტერესებთ ხუნტის წარმომადგენლებს, მათ უკვე შექმნეს ლეგენდა იმის შესახებ, თუ გამსახურდიას სარდალი როგორ უსწორდება უდანაშაულო ჟურნალისტს და ამის შესახებ მსოფლიოს აცნობეს.

ახლაც, არაერთხელ წამოატივტივებენ ხოლმე „ჟურნალისტის მკვლელობის“ საქმეს. ბოლოს ეს მოხდა ტელესტუდია „იბერიის“ ეთერში (23.12.2017), როდესაც წამყვანი მაკა რაზმაძე, მაქსიმალურად თხოვდა ყველას, არ გადაეხვიათ გადაცემის თემატიკიდან, მაგრამ ლოთი ქობალიას ჩართვისას თავად გადაუხვია ამ თემიდან და საუბარი ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელობაზე საუბრით დაიწყო. ეს კი ახსნა იმით, რომ დათო მისი მეგობარი იყო და სხვანაირად არ შეეძლო. კი ბატონო, მაგრამ თუ როგორც მეგობარს სიმართლე, აინტერესებს იქვე უნდა დათანხმებოდა შეთავაზებას და ეთქვა კი ბატონო ჩამოვალ ამა და ამ დროს, გავიაროთ ერთად ცხონებული დათოს ბოლო გზა, ვნახოთ მოწმეები და ტელევიზიით ყველას ვანახოთ ყოველივე, რადგან მე დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვარ და მართლა მაინტერესებს სიმართლეო?! მაგრამ საქმე იმაშია რომ არავითარი დამოუკიდებელი ჟურნალისტი იგი არაა, და ამის ნებას არც არავინ არ მისცემს. თუმცა ღმერთმა ქნას ვცდებოდეთ! დაველოდოთ მოვლენებს, იქნებ და მართლაც და მოიწადინოს სიმართლის დადგენა. ოღონდ პარალელურად ორი კამერით მოხდეს ყველაფრის ჩაწერა ყოველგვარი მონტაჟის ეჭვის გასაფანტავად! ვნახოთ, დათანხმდება ამ წინადადებას? ძალიან კარგი, ყველა ერთად ვნახავთ მის სიმართლეს, თუ არა ეს იქნება ლუსტრაციის შესანიშნავი მაგალითი.

ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდოდათ და უნდათ ხუნტის თანამდგომ ძალებს ლოთი ქობალიას დისკრედიტაცია. მაშ რატომ აჰყვნენ ფეხის ხმას ეროვნული მოძრაობის წიაღში მოაზრებული პიროვნებები? აქაც მრავალი მიზეზი არსებობს, კერძოდ „გოგა ხაინდრავას მიერ ჩამოწოდებული“ მესიჯების შემდეგ ბევრნი მიხვდნენ, თუ რა კუთხით უნდა წარმართონ მოღვაწეობა, რათა სასურველი დაფინანსებები და ანაზღაურებები მიიღონ!

ამასთან, მთავარი მაინც ჩვენს შორის ამბიციას აყოლილი პიროვნებების სიმრავლეა. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაფარონ თავიაანთი ამბიციები, რათა ყველა დაარწმუნონ თავიაანთ პატიოსნებაში. ამას კი უფრო იოლად მოახერხებენ, თუ გარშემო მყოფებს დააჯერებენ, რომ სხვებმა უღალატეს პრეზიდენტსა და სამშობლოს და ამით იგულისხმება, რომ მათ არ უღალატიათ ე. ი. უფრო მაღლა დგანან. ამიტომაც ასე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებაში. ცხადია ასეთი ხალხი ყველანაირად თავს აარიდებს სიმართლის გასარკვევად ჩატარებულ ნებისმიერ შეკრებას, რადგან არავითარი საბუთი არ გააჩნიათ და როგორც უსაბუთო მბრალდებლები ცილისმწამებლებად გამოჩნდებიან. სიმართლის დადგენით ფარდა აეხდება მათ შენიღბულ მიზან-ოცნებებს, თავისი თავის გაფეტიშებისა და რაც მთავარია ცილისმწამებლისთვის შიშს მართლაც და დიდი თვალები აქვს.

ე. ი. უამრავ ჩვენთაგანს შური და ბოღმა ალაპარაკებს, რატომ ის და მე არაო. ამ შურსა და ბოღმას კი ეროვნულ მოძრაობაში სათავე დაუდო გია ჭანტურიამ. ყველა დეზინფორმაციის და დაუსაბუთებელი ბრალდებების აქტიური გამავრცელებლებიც მისი პარტიის წევრები იყვნენ. ლოთი ქობალიას შესახებ ბრალდებების ჯაჭვი აიკინძა ჯერ კიდევ 1989 წლიდან, როდესაც აზვირთდა ეროვნული მოძრაობა ზუგდიდში, სოხუმის მოვლენების შემდგომ. შეიკრიბა მოძრაობის ბირთვი და მსჯელობის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ეროვნული მოძრაობის გამარჯვებისთვის აუცილებელია ერთი ლიდერის არჩევა და მისი მიყოლა. ხოლო თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ლიდერი გაიმართა კამათი, სადაც ცხონებულ ზაურ ქობალიას არგუმენტები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა და გადაწყდა ლიდერად ბ-ნი ზვიად გამსახურდია წარედგინათ ხალხისთვის. მეორე დღეს ზუგდიდში დანიშნულია მიტინგი. ელოდებიან ბ-ნი ზვიადის ჩამობრძანებას. ტრიბუნაზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, რომ ზვიადი მშიშარაა და იგი ვერ გაბედავს ჩამოსვლას, მდგომარეობა იძაბება. მიტინგის გახსნას 5 წუთი აკლია და მოედანზე ჩერდება ბ-ნ ზვიადის ვოლგა, საიდანაც მთელი მისი ოჯახი გადმოდის!!! ტრიბუნაზე აგრესიულ მოკამათეებში სამარისებული დუმილი ისადგურებს!

საღამოს კი შეკრება, სამომავლო გეგმის დასახვა და ფიცი! ფიცი, რომელიც ბ-ნმა ზვიადმა რამოდენიმე პიროვნებასთან ერთად დადო, რომ არასდროს ეღალატათ არჩეული გზისთვის!!! ერთ-ერთი ფიცის დამდები როგორც ხვდებით ლოთი ქობალია იყო. აი იმ დღიდან მოყოლებული მიმდინარეობს მისი დამცირების და უამრავი ცილისწამების კამპანია მის მიმართ.

ამ კომპანიაში ჩვენდა სამწუხაროდ უკვე ჩართულნი არიან ჩვენი თანამებრძოლნი, მათ კი ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ყველას დაუმტკიცონ რომ პრეზიდენტს მათთან უფრო მტკიცე კავშირი ჰქონდა ვიდრე სხვასთან და რა ქნან ახლა როდესაც ბ-ნ ზვიადს მათთან ერთად ფიცი არ დაუდვია? დარჩათ ერთადერთი: რაც შეიძლება მეტი ჩირქი მოსცხონ ბ-ნ ლოთი ქობალიას?!

კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას ვისაც ჩვენგან განსხვავებული შეხედულებები გაგაჩნიათ აქ განხილულ საკითხებზე: გთხოვთ შევიკრიბოთ, წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტაცია, ვიმსჯელოდ და საჯაროდ ქართველ ერს შეევატყობინოთ ფაქტებზე დაყრდნობილი სინამდვილე. თუ ვინმე ტყუის და მართლაც მის ქმედებას ღალატის კვალიფიკაცია ენიჭება, სათანადო ვერდიქტი გამოვიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ დამბრალებელს ეყო ვაჟკაცობა და საჯაროდ მოინანია თავის ქმედება რა კარგი, თუ არა ქვეყანას ვამცნოთ მის შესახებ.

დიდება უფალს!!! სიმართლე ერთია და ადრე თუ მალე მას ყველა დაინახავს!

ქართველო აღსდექ! საქართველო გაბრწყინდი!

ამ-ენით! ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი

 

27.12.2017

 

***

ვახტანგ (ლოთი) ქობალიას ჩართვა  ტვ  „იბერიის“ ეთერში, 

წამყვანი მაკა რაზმაძე.  (23.12.2017)

 

 
%d bloggers like this: