IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ირაკლი კაკაბაძე – არა ფარისევლობას!

♥ სეგმ

 

kakabadze

ირაკლი კაკაბაძე

არა ფარისევლობას!

დღეს საპროტესტო აქციაზე გამოვცხადდი დაბარებულ დროს საღამოს 7 საათზე. ტრიბუნასთან შევნიშნე ჩემი ძველი მეგობარი შოთა გაგარინი, რომელსაც აქცია უნდა წაეყვანა და მივედი მასთან, ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ გამოვუხატე სოლიდარობა საპროტესტო აქციის სამივე მოთხოვნას:
1. გათავისუფლდნენ დაჭერილი ახალგაზრდები, უკლებლივ ყველა;
2. შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა დანაშაულზე და გადადგეს;
3. დაინიშნოს პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რაც პირდაპირ დემოკრატიას კიდევ უფრო დაგვაახლოვებს.

შოთა ცოტა არ იყოს დაიბნა ჩემს დანახვაზე და მითხრა, რომ რეალურად აქციის წაყვანა ჩემზე კი არ არისო – მიშა მშვილდაძეს უნდა ჰკითხო სიტყვის წარმოთქმა თუ გინდაო. ამ დროს მოვიდა თვით მიშა მშვილდაძეც და მან უკვე მითხრა, რომ (ირონიულად) ‘დირექციის’ გადასაწყვეტია ვინ გამოვა და ვინ არაო, და მე ყველაფერს ვიზამ, რომ შენნაირი უპარტიო და მიუკერძოებელი გამომსვლელები გამოვიდნენო.

მე ორივე ამ ადამიანის მჯერა, რომ მათ გულწრფელად უნდათ ბევრი უპარტიო და დამოუკიდებელი ადამიანის გამოსვლა ამ აქციაზე, რაც მას კიდევ უფრო დემოკრატიულად აქცევს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შანსს გაზრდის. მაგრამ, სამწუხაროდ, მიტინგის ‘დირექცია’ როგორც ეტყობა ეგრე არ ფიქრობს. მიტინგის პირველი რიგები სავსე იყო ძირითადად ნაცისტი აქტივისტებით და პარლამენტის წევრებით. ეს თავისთავად არაძალადობის მომხრეებისათვის უკვე ძალიან რთულად ასატანია. მაგრამ თუ ამ აქციის ‘დირექცია’ და მმართველი ძალა სწორედ ეს ბატონები და ქალბატონები არიან – ეს უკვე სრულიად მიუღებელია და შეურაცხყოფაა ყველა იმ პატიოსანი ქართველი მოქალაქის და ახალგაზრდის, რომელიც ახლა ძალადობას აპროტესტებს.

11
1992 წლის 6 იანვრის შემდეგ საქართველოში დამყარდა ნეოლიბერალური ძალადობის სისტემა – ამ სისტემის ავტორია ქართული ნეოლიბერალიზმის მამა – ყოფილი კომპარტიის პირველი მდივანი – უარდ შევარდნაძე – და შემდეგ მისი გზა უკვე ერთგულად გააგრძელეს მისმა კომკავშირლებმა – მიხეილ სააკაშვილმა ნაც-მოძრაობის სახით და ქართულმა ოცნებამ. ყველა ეს პარტია ემსახურება ოლიგარქიულ ნეოლიბერალურ სისტემას – ისინი თვითონ მილიონრები ან მილიარდერები არიან და მხოლოდ თავის ქონებას იცავენ მოსახლეობის 90 პროცენტისაგან. 21 ივნისის ‘გავრილოვის ღამეც’ სწორედ პუტინის ნეოლიბერალურ დიქტატურასთან კავშირის შედეგია. მაგრამ, საოცარია, რომ აქციაზე 4 დღის განმავლობაში არ გაჟღერებულა ნეოლიბერალური, ოლიგარქიული სისტემის კრიტიკა – როცა ვამბობთ ‘სისტემა უნდა დაინგრეს’ – სწორედაც რომ ნეოლიბერალური ოლიგარქიის სისტემა უნდა დაინგრეს – არა მხოლოდ ერთი ოლიგარქი – არამედ ოლიგარქიის სისტემა. რა თქმა უნდა მშვიდობიანად. მაჰათმა განდის გზით. მაგრამ, ამაზე დღეს ლიბერალებს ცენზურა აქვთ დაწესებული, რომელიც კომუნისტურ ცენზურაზე უარესია – თავისი ‘ბლექლისტებით’ – რომელშიაც არ აჭაჭანებენ ადამიანებს, ვინც ამ სისტემას პირდაპირ უტევს.

დიახ, ჩვენ ვებრძვით ქართული ოცნების ძალადობრივ სისტემას, რომელიც მოქალაქეთა კავშირის და ნაციონალური მოძრაობის სისტემების ლოგიკური გამგრძელებელია და ზუსტად ისევე იმეტებს ხალხს, როგორც მისი წინამორბედები.

დღეს საქართველოში ნეოლიბერალური ოლიგარქიული დიქტატურაა, რომელიც პუტინისგან არაფრით განსხვავდება და რომელიც იკვებება იარაღისა და ნარკოტიკების ვაჭრობის ფულით. და ამაში ნაცები არანაკლებ დამნაშავეები არიან, ვიდრე ქოცები. ისინი ერთი შემადგენელი ნაწილია – ისინი მოქალაქეთა კავშირი არიან, რომელიც ქართველი ერის და მისი პირველი პრეზიდენტის სისხლზე დგას.

ძალადობის წინააღმდეგ აქციები პირველად ჩვენ წამოვიწყეთ ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის წინ (შევარდნაძის ძალადობის წინააღმდეგ) და შემდეგ (სააკაშვილის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ) და ახლაც იგივე აზრზე ვართ. მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ რომ ვიყოთ მართულები ამ ძალების მიერ, რომელთაც დიდძალი სისხლი აქვთ დაღვრილი საკუთარი ქონების გაზრდისათვის. იმისათვის რომ ქვეყანაში იყოს ნამდვილი დემოკრატია – ამ აქციას უნდა მართავდეს ხალხი და არა ეს სისხლიანი პარტიები – არც ფორმალურად და არც არაფორმალურად. არანაირი ‘დირექცია’ არ გვჭირდება ამ ნეოლიბერალურ რეჟიმში და არანაირი ცენზურა და აკრძალვები. ძალაუფლება ხალხს უნდა გადაეცეს – და არა ‘მოქალაქეთა კავშირის” ნარჩენებს. უკვე 27 წელია მათ ვუყურებთ და როგორი ‘დამოუკიდებელი საქართველოც’ ააშენეს – კარგად ვხედავთ.

მე, ისევე როგორც ნებისმიერი პატიოსანი ქართველი, რომელიც ეწინააღმდეგება ძალადობას არ დავდგები აქციაზე მოძალადეებთან და ქართველი ერის სისხლის მსმელებთან ერთად. და არც ისეთ აქციაზე ყოფნა მინდა რომელსაც ნაცები ან ქოცები მართავენ იარაღის ნავაჭრი არალეგალური ‘აბშიაკის’ ფულებით და ფარისევლურად გვატყუებენ რომ ‘ეს ჩვენ არა ვართ’ – თქვენ თვითონ გამოხვედითო. ჩვენ კი თვითონ გამოვედით და გამოვალთ ყოველთვის – მაგრამ ქალბატონო სანდრა და ყველა სისხლში გასვრილო ნაცებო – თქვენი ადგილი აქ არ არის – თქვენ გაა@ვით!

გვეყო თქვენი ფარისევლობა და ძალადობა. დროა მორჩეს მოქალაქეთა კავშირის ძალადობა 27 წლის შემდეგ!

24.06.2019

***

ძალა ერთობაშია! მკვლელების და მოძალადეების გარეშე!

1988 წლიდან მეტნაკლებად ჩართული ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შევარდნაძის დროს 1992-2000 წლებში პოლიტიკური დევნილი გახლდით ამერიკაში, შემდეგ შევარდნაძის ‘მოქალაქეთა კავშირის’ სამართალმემკვიდრე ორივე პარტიამ დამაპატიმრა და სინდისის პატიმრად მაქცია – სააკაშვილმა 2006 წელს გირგვლიანის საქმეზე და ქართულმა ოცნებამ 2015 წელს მურუსიძის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.

ზვიად გამსახურდიას დამხობის მერე, საქართველოს მუდმივად მოძალადე ნეოლიბერალური და ოლიგარქიული ძალები მართავენ. ისინი ყველანი მოქალაქეთა დანაშაულებრივი კავშირის წევრები და უკანონო შვილები არიან. ახლა ვნახეთ ‘მოქალაქეთა კავშირის’ მიერ მოწყობილი მორიგი ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ . “გავრილოვის ღამემ” მთელი ქართველი ხალხი გადარია. ხალხი გამოვიდა. მათს შორის მეც. მაგრამ, აღმოჩნდა რომ მიკროფონებს ნაცისტური პარტიის წევრები აკონტროლებენ – ანუ ისევ იგივე წრეში ვართ – ქოცები და ნაცები – და ერთად ‘მოქალაქეთა კავშირი’.

საზოგადოებრივი ერთობა ძალადობის წინააღმდეგ აუცილებელია – და ეს ერთობა მოიცავს საქართველოს მოსახლეობის 99 პროცენტს – გარდა სისხლიანი პარტიების – მოქალაქეთა კავშირის ნაბიჭვრებისა – ნაცების და ქოცებისა. და მათი სატელიტი პარტიებისა. ხალხი ერთად უნდა დადგეს სოლიდარობის ნიშნად. ვინ არიან ეს ადამიანები? მე პირადად ბევრს ვიცნობ ასეთს: გაგა ნახუცრიშვილს არავინ მოუკლავს, დათო ქაცარავას და ლაშა ბერულავას არავინ მოუკლავს. რატი ამაღლობელს არავინ მოუკლავს, ირაკლი გოგიას არავინ მოუკლავს, ზურა რთველიაშვილს არავინ მოუკლავს, ლევან ლორთქიფანიძეს არავინ მოუკლავს, შოთა დიღმელაშვილს არავინ მოუკლავს – და არც ერთ მათგანს არ უდიდებია მკვლელების პარტია. პოლიტიკაშიც არიან პატიოსანი ადამიანები. პატიოსანი მოქალაქეების რიცხვი დღეს საქართველოში მილიონებია. მხოლოდ 1000 ადამიანამდე იქნება ისეთი, რომელიც მოქალაქეთა კავშირის და მისი ნაბიჭვარი პარტიების – ნაც-ქოცების აპოლოგეტია და შემსრულებელი. აი, ეს ერთობა ამ მკვლელების გარეშე უნდა შედგეს – არც ერთი ნაცი და ქოცი და მათი სატელიტი პარტია არ უნდა იყოს დაშვებული აქციებზე. მაჩალიკაშვილს მთელი ქართველი ერი უჭერს მხარს – ყველა ძალადობის მსხვერპლს მხარში ვუდგავართ – მაგრამ მათს მკვლელებთან ერთად არა – სანდროს მკვლელებთან ერთად არა. თუ უნდათ ამ ადამიანებს რომ მოინანიონ, თავი ჩაქინდრონ და პოლიტიკიდან წავიდნენ და თავისი პროფესიებით დაკავდნენ, როგორც ამას პატიოსანი პოლიტიკოსები აკეთებენ. და პატიოსანი ადამიანები.

ძალა ერთობაშია მკვლელების გარეშე! სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლებს მკვლელების გარეშე! არა ძალადობას! არა ნაც და ქოც მკვლელებს! არა ოკუპაციას!

24.06.2019

 
%d bloggers like this: