IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ჯაჯანიძე- კრიზისის დაძლევის გზა

               

 

საქართველოს რესპუბლიკაში პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისის დაძლევის სამართლებლივი მშვიდობიანი გზა

                                                                               

 „სწორი გზის პოვნა და მასზედ სვლა ნახევრად გამარჯვებაა“.

                                                                                                    წმიდა ილია მართალი

 

საქართველოს რესპუბლიკაში პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისი 1992 წლის 6 იანვრის ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალებიდან იღებს სათავეს და დღემდე სახელმწიფოს დამანგრეველ უწყვეტ პროცესად გრძელდება, რომელიც მანამ არ დასრულდება, სანამ კანონიერი ხელისუფლება არ აღგდება და განსაზღვრული შე­მამზა­დებელი პერიოდის შემდეგ მის მიერ საყოველთაო სახალხო არჩევნები არ დაინიშნება. სამართლიანობის პრინციპებიდან და შექმნილი ვითარებიდან გამომ­დინარე, ეს არის ერთადერთი პოლიტიკური გზა, რომელიც ბოლოს მოუღებს აღნიშ­ნუ­ლი გადატრიალების შემდგომ საქართველოში დამკვიდრებულ პოლიტიკურ ბაკქანალიას და საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი განვითარების კალაპოტში დააბრუნებს. მხოლოდ ამ გზით აღსდგება საქართველოში სახელისუფ­ლებო სამართალმემკვიდრეობა და დაიძლევა ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისი. საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა – საქართველოს რესპუბლიკაში პოლიტიკური სტაბილიზაციის, საყოველ­თაო თანხმობისა და ფუნდამენტური სამოქალაქო მშვიდობის უმთავრეს გარანტად იქცევა.

კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და მის მიერ საყოველთაო სახალხო არჩევნების დანიშვნა მეტად მრავლის-მომცველი პოლიტიკური პროცესია, რომელიც საჭიროებს წინასწარი შემამზადებელი გარემოების შექმნას, რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი პოლიტიკურ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება:

  1. იურიდიულად დღემდე არსებული კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოები დანაწევრებული, უმოქმედო და ზოგიერთ პლანში დუბლირებული არიან. ეთხოვოს კანონიერი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებს სათანადოდ გააცნობიერონ თავიანთი როგორც პოლიტიკური, ისე ზნეობრივი პასუხისმგებლობა ღვთისა და ქართველი ერის წინაშე და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელონ შეკრება, ურთერთ-შორის მორიგება და ქმედითი პოლიტიკური ფუნქციონირების ღდგენა.
  2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და წმიდა სინოდს ეთხოვოს მხარი დაუჭიროს საქართველოში კანონიერი ეროვნული ხელისუფლების აღდგენას. უშუალოდ ჩაერთოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების შეკრების ორგანიზებაში, ურთიერთ-შორის მორიგებისა და პოლიტიკური ფუნქციონირების აღდგენის პროცესში.
  3. ქართულ საზოგადოებას განემარტოს, რომ 1991-1992 წლების ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალებიდან დღემდე საქართველოს რესპუბლიკაში დარღვეულია სახელისუფლებო სამართალ-მემკვიდრეობა და ამ პერიოდში ჩატარებული ყველა არ ჩევნები არის არაკანონიერი, ვინაიდან მოკლებულია იურიდიულ-სამართლებრივ ბაზისს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული საზოგადოება იმყოფება უზურპაციული მონაცვლე რეჟიმების არაკანონიერი მმართველობის გარემოში.
  4. საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე ამჟამად  წარმოდგენილ ოპოზიციურ ორგანიზაციებს განემარტოთ, რომ მათ მიერ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არის პოლიტიკურად და ზნეობრივად არამართლზომიერი, ვინაიდან, გინდაც მატ მიაღწიონ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ეს არჩევნებიც და მისი შედეგებიც ისეთივე უკანონო იქნება, როგორც  შევარდნაძე-სააკაშვილის უზურპაციული მმართველობის პერიოდში გამართული ყველა არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად მიღებული იურიდიულად არასამართლებრივი რეჟიმები, რამეთუ კანონიერი ხელისუფლება იურიდიულად დღემდე არსებობს და მხოლოდ იგია უფლებამოსილი იურიდიულად სამართლებრივი არჩევნების დანიშვნისა და ჩატარებისა.

გავამახვილებთ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა თავისთავად (ავტომატურად) გამოიწვევს სააკაშვილის უკანონო რაჟიმის მშვიდობიან დამონტაჟს და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას; ამავე დროს, საქართველოს რესპუბლიკაში სახელისუფლებო სამართალმემკვიდრეობის აღდგენას და საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი განვითარების დინებაში დაბრუნებას, რაც უმთავრესი საწინდარია ჩვენს ქვეყანაში ფუნდამენტური სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისა.

  1. საქართველოს ამჟამინდელ ფაქტობრივად მმართველ რეჟიმს განემარტოს, რომ იგი შევარდნაძის უკანონო უზურპაციული რეჟიმის მემკვიდრეა და ამდენად თავათაც უკანონოდ ფლობს სამთავრობო ძალაუფლებას. იგი იურიდიულად არასამართლებრივია, ვინაიდან კანონიერი ხელისუფლება იურიდიულად დღემდე არსებობს და მხოლოდ მისი ფაქტობრივი აღდგენაა საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი კანონიერი მშვიდობიანი შესაძლებლობა, რაშიც თავათაც უნდა იყოს დაინტერესებული, თუ მას საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობიანი სამართლებრივი გზით განვითარება სურს.
  2. შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ ორგანიზაციებს განემარტოთ, რომ 1992 წლის 6 იანვრის ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალებიდან დღემდე საქართველოს რესპუბლიკაში უკანონო უზურპაციული  რეჟიმები მონაცვლეობენ, რომელთა არსებობას იურიდიულ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან დღემდე იურიდიულად არსებობს კანონიერი ხელისუფლება, რომლის ფაქტობრივი აღდგენა არის ერთადერთი სამართლებრივი საწინდარი საქართველოს რესპუბლიკაში პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისის  აღმოფხვრისა და ფუნდამენტური სტაბილური მდგომარეობის დამკვიდრებისა, რაშიც უცილოდ საერთაშორისო სამართალიც არის დაინტერესებული.

 ძირითადი ნაწილი

  1. საქართველოს რესპუბლიკაში საყოველთაო სახალხო არჩევნების ჩატარების, სახელისუფლო სამართალმემკვიდრეობის აღდგენის და საქართველოს რესპუბლიკაში ფუნდამენტური სამოქალაქო მშვიდობის დამყრების მიზნით გაიმართოს ფართო წარმომადგენლობითი ეროვნული ყრილობა, რომელიც აირჩევს 49 პიროვნებისაგან შემდგარ საყოველთაო სახალხო არჩევნების მაორგანიზებელ ეროვნულ საბჭოს, რომლის შემადგენლობაში თანაბარ-პროპორციული წესით შევლენ:

I.     კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები (25 % – 12 პიროვნება);

II.   საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები (25% – 12 პიროვნება);

III.  ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები (25% – 12 პიროვნება);

IV.   დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები (25% – 12 პიროვნება).

   ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

  ეროვნულმა საბჭომ დააკომპლექტოს ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები. იმავე შემადგენლობითი პროპორციით და უზრუნველყოს საყოველთაო სახალხო არჩევნების სამართლებრივი ჩატარება საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციაში ამჟამად დე-ფაქტო არსებულ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

 ეროვნული საბჭოს მიერ მოწვეულ იქნენ საერთაშორისო სამართლებლივი ორგანიზაციების დამკვირვებლები ფართო წარმომადგენლობით, რომელთაც თვალყური უნდა ადევნონ საქართველოში საყოველთაო სახალხო არჩევნების მოსამზადებელ და წარმმართველ პროცესს.

 გავიმეორებთ, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი საქართველოს რესპუბლიკაში 1991-1992 წლაბის ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალებიდან დღემდე არსებული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისის მშვიდობიანი აღმოფხვრა და სამართლებრივ-კანონონიერი სახელმწიფო სისტემის შექმნა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს რესპუბლიკაში სოციალურ-პილიტიკური სტაბილიზაციის, საყოველთაო თანხმობისა და ფუნდამენტური სამოქალაქო მშვიდობის გარანტად იქცევა.

 უფალი შეგვეწიოს მართებული და გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში. ამინ.

 

                                                         

 იოსებ (სოსო) ჯაჯანიძე                         

 ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის

ქართველ მართლმადიდებელთა მამულიშვილური მოძრაობის თავმჯდომარე

                               

2009 წლის 10 მაისი

 

 

                                  

2 Responses to “• ჯაჯანიძე- კრიზისის დაძლევის გზა”

  1. კარგი სურვილია! ოცნებას წააგავს, მაგრამ … საოკუპაციო მმართველობასთან ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია! მიშიკა სიცილით მოკვდება ამ შეთავაზებაზე, ოპოზიცია კი … საოკუპაციო ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის არსებობა თეორიულადაც შეუძლებელია! არსებობს მხოლოდ ”ოპოზიცია”, რომელიც ასრულებს მტრის გამთეთრებელ ფუნქციას, თითქოს ის არის ნამდვილი ხელისუფლება, ანუ მისი ერთი ძირითადი საყრდენია!
    არარეალური გზაა ეს!!!

  2. ნინო said

    “‘საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა – საქართველოს რესპუბლიკაში პოლიტიკური სტაბილიზაციის, საყოველ­თაო თანხმობისა და ფუნდამენტური სამოქალაქო მშვიდობის უმთავრეს გარანტად იქცევა””—სრული ჭეშმარიტებაა!!!.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: