IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გულიკო გიგიბერია- “რეფორმები” ჯანდაცვაში

• ს. ე. გ. მ.

 

ნინო ჭელიძე – ჯანდაცვის სამინისტროს

გულიკო გიგიბერია – მაფიოზ, კორუმპირებულ ამირან გამყრელიძეს რომ ჩააბარეს სისტემას -სხვას რას უნდა ელოდო !!!

ამირან გამყრელიძის სახელს უკავშირდება: 100 მილიონის გაყინული პენსიები, გაუცემელი ხელფასები, ძვირადღირებული ვიზიტები და დანგრეული საავადმყოფოები

1 სექტემბრიდან მედიკამენტების ნაწილი რეცეპტით გაიყიდება. ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან

 

***

ნინო ჭელიძე
ჯანდაცვის სამინისტროს

Nino-chelidze,,მედიკამენტების თემას რომ მივუბრუნდეთ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება იმ წამლების რაოდენობა, რომლების ყიდვაც თავისუფლად შეიძლება. და მაშინაც კი, როდესაც თავისუფალ გაყიდვაშია, პაციენტი ამჯობინებს, რომ ექიმის რჩევით შეიძინოს პრეპარატი, რაც მის ინტერსებში შედის, რადგან ხშირი მოხმარების გამო ადმიანის ორგანიზმს გარკვეულ მედიკამენტზე უმუშავდება რეზისტენტულობა და მისი მიღება მიზანშეწონილი არ არის”.,,

-აბსურდზე კიდევ ერთ აბსურდს ნუ უმატებთ კოლეგებო! როცა თავად ამბობთ, რომ ორგანიზმს უმუშავდება რეზისტენტობა, ცოტა უხერხული ხომ არ არის ,,ერთწლიან რეცეპტებზე ,,საუბარი? თქვენ მოგყავთ ევროპული პრაქტიკის მაგალითები, მე კი, ევროპაში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ექიმი გეუბნებით ქართულ ენაზე: არც ერთმა ჩემმა პაციენტმა არ იცის რა ღირს აფთიაქში წამალი პარაცეტამოლის გარდა, არც ერთმა ჩემმა პაციენტმა არ იცის რა ღირს ექიმთან ვიზიტი, არც ამბოლატორიულად და არც სტაციონარში, არც ერთმა ჩემმა პაციენტმა არ იცის რა ღირს ოპერაცია, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, არც ერთი ჩემი პაციენტის ოჯახის ექიმის სამუშაო ადგილი არ მდებარეობს მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან ხუთას მეტრზე შორს, არც ერთ ჩემს პაციენტს არ სჭირდება განმეორებითი რეცეპტისთვის ექიმთან სირბილი, ის უკავშირდება ტელეფონით სპეციალისტს ან ოჯახის ექიმს და ექიმი ავტომატურად აგზავნის რეცეპტს აფთიაქში, იქ მიდის პაციენტი და იღებს წამალს!

ნებისმიერი სპეციალისტი ან ოჯახის ექიმი ნიშნავს შემდეგ შეხვედრას პაციენტთან მინიმუმ სამ კვირაში და მაქსიმუმ 6 თვეში! ვის ელაპარაკებით თქვენ ევროპულ ნორმებზე და პროტოკოლებზე? სანამ ის ყველაფერი,რაც ზემოთ ჩამოვთვალე, არ იქნება რეგულირებული როგორც საჭიროა, რა უფლება გაქვთ ასე ხელაღებით ილაპარაკოთ ევროპის ქვეყნებზე? გარდა იმისა, რომ ტურისტად ბრძანებულხართ რომელიმე ასეთ ქვეყანაში, რა იცით თქვენ აქაური ჯანმრთელობის დაცვის შინაგანაწესის შესახებ? გისწავლიათ ამ სისტემაში? გიმუშავიათ? ერთი თვალით მაინც ჩაგიხედიათ სავალდებულო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის კანონში? ჩემი კოლეგიალური თხოვნა იქნება, ნუ აიგდებთ თავს მასხრად ევრო-სტანდარტების მოხსენიებით, უხერხულია, სხვა თუ არაფერი! ამ ყველაფერს ევროპაში მცხოვრები ხალხიც კითხულობს და მაინცა და მაინც სასაცილოდაც არაა საქმე!

ვინ გირევთ ტვინს ბატონო დავით, ის მაინც გვითხარით, თუ არა და გვიხმეთ და ჩვენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე ქართველი ექიმები აგიწყობთ საათივით დაზღვევის საქმესაც და წამლების მაფიის პრევენციასაც ჩვენვე მივხედავთ თქვენი ხელმძღვანელობით! რატომ გვიკეტავთ კარებს? ვის ეშინია ასე ჩვენი? ჩვენ კონკურენტები არა ვართ, კოლეგები ვართ და მზად ვართ ჩვენი გამოცდილება ჩვენს ხალხს გავუზიაროთ! სიცრუეს და ხალხის მოტყუებას კი უკაცრავად, თვალს ვერ დავუხუჭავ!

ჰააგა

16 აგვისტო, 2014

***

მაფიოზ, კორუმპირებულ ამირან გამყრელიძეს რომ ჩააბარეს სისტემას -სხვას რას უნდა ელოდო !!!

დღეს პირადად დავრწმუნდი, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული ბალაგანია და ეს სისეტემა, ფაქტობრივად, მიცვალებულია! დეტალებს ორშაბათს გაზეთიდან მოგახსენებთ!

ჯაბა ხუბუა “ასავალ-დასავალი”

გულიკო გიგიბერია: “სწორედ ეს ბალაგანი გახდება საბაბი სოციალური აფეთქებისა……… მაფიოზ, კორუმპირებულ ამირან გამყრელიძეს რომ ჩააბარეს სისტემას -სხვას რას ელოდით………… კაცმა ღია თამაშზე უარი განაცხადა – ინტერესთა კომფლიქტი მექნება საკუთარ “მაკლერ” შვილთანო……და ისე მოუვიდათ – მელას ქათმების ფერმა ჩააბარესოოო…. გაყვლიფეს მამა-შვილმა ბიუჯეტი, ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანით – პატრონი კი არსად სჩანს……….

“ატკატების უსტაბაში”…

მიშამ, სწორედ გამყრელიძის სისტემიდან მოცილებით და რამდენიმე სეგმენტის გაააქტიურებით მოიპოვა პირველ არცევნებზე ხალხის მხარდაჭერა,,,,,,,,,, ძალიან კარგად ვიცი ეს, ამიტომაც ვწერ თამამად – მე ვხელმძღვანელობდი კორუმპირებული მაფიოზის მხელას და გადაგდებას…….. ხელისუფლება ან ბრიყვია, ან  მართლაც მიშას დაბრუნებას უწყობს ხელს ყველა ძალებით……… ბოდიში ბატონო მიხეილ – თქვენი ადგილი შემთხვევით დავიკავეთო.. ? “

 

***

ნომერი 1 – ამირან გამყრელიძის სახელს უკავშირდება: 100 მილიონის გაყინული პენსიები, გაუცემელი ხელფასები, ძვირადღირებული ვიზიტები და დანგრეული საავადმყოფოები

gamkrelidzeექიმები ბუნტისთვის ემზადებიან. ისინი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ამირან გამყრელიძის კანდიდატურას და მისი მინისტრობის ძველ ისტორიებს ერთდროულად აპროტესტებენ.

გამყრელიძე შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ყველაზე წარუმატებელ მინისტრად ითვლებოდა. სწორედ მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება ეგრეთწოდებული „ატკატები“,  პროფესიული განვითარების კრედიტ-ქულების გაყიდვა და სამედიცინო ინსტიტუტში საგამოცდო ნიშნების სანაცვლოდ თანხების აღება.  ექიმების მხრიდან ისმის ლოგიკური კითხვა: გულუბრყვილო იქნება  ვიფიქროთ, რომ ამ უკანონობას სჩადიოდნენ მხოლოდ გამყრელიძის ქვეშევრდომები და მან არ იცოდა, რა ხდებოდა მის ქვემოთ.

1999-2004 წლის ჩათვლით ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობა ეკავა. ეს ის პერიოდია, როდესაც მთავრობის ყველაზე მტკივნეულ საკითხად გაყინული პენსიები ითვლებოდა, რომლის ჯამმაც ლამის 100 მილიონს მიაღწია, ასევე ექიმებისთვის დაურიგებელი სახელფასო დავალიანება. სხვათა შორის, მინისტრობის დროს ამირან გამყრელიძემ ექიმების ერთ-ერთ შეხვედრაზე ხელფასების ვერდარიგება ასე ახსნა:  თქვენ ექიმები შავ ფულს ატრიალებთ და სახელმწიფომ პოლისის ფულები რატომ უნდა გადმოგირიცხოთო…

ზუსტად რვა წლის შემდეგ იგივე ამირან გამყრელიძე ქვეყნის ნომერ პირველ საკითხად საკუთარი გადმოსახედიდან სწორედ პენსიების საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ასახელებს და უმუშევრების კომპენსაციის დაწესებას გეგმავს. რამდენად გამოუვა ბიძინა ივანიშვილს საკუთარი დაპირებების შესრულება გამყრელიძის ხელით, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან სამედიცინო სფეროში წინასწარვე გარანტირებულად უკმაყოფილო პოზიციები ფიქსირდება.

შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტების წევრებს განსაკუთრებით უყვარდათ მივლინებებში სიარული და მაშინ, როცა მათი ხელფასი, ვთქვათ, სულ ხუთას ლარამდე იყო, თითოეულ მივლინებაში ისინი საშუალოდ 3 ათას ლარს ხარჯავდნენ.

ამ მხრივ გამყრელიძე ნამდვილად გამონაკლისია, ოღონდ არა კარგი გაგებით. მაგალითად, 2001 წელს, როდესაც ის ჯერ მხოლოდ მინისტრის მოადგილე იყო, ერთი წლის განმავლობაში ათი ვიზიტით ისარგებლა და ჯამში სამინისტრომ მოადგილის მოგზაურობებში 34 436 ლარი დახარჯა. აქედან ერთ-ერთი ვიზიტის – ნიდერლანდების ხარჯთაღრიცხვა უცნობია. მსგავსი ვიზიტები 1999 წლიდან „წარმატებით“ ხორციელდებოდა 2004 წლის ჩათვლით.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომ ყველანაირი მონოპოლია მოისპობა, როგორც ჩანს, შეუსრულებელი რჩება. ამირან გამყრელიძის შვილი ნიკა გამყრელიძე სადაზღვევო სფეროს მონოპოლისტად ითვლება. მით უფრო მას შემდეგ, როდესაც „ალდაგი ბისიაიმ“ „იმედი ელი“ შეიერთა. თავის დროზე ამ ორი სადაზღვევოს გაერთიანებას ექსპერტები შემდეგნაირად აფასებდნენ: „ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე უმსხვილესი გარიგების შედეგად, „ალდაგი ბისიაი“ ჯანდაცვის ბიზნესში მონოპოლისტი გახდება“… არსებული ინფორმაციით „ალდაგი ბისიაი“ უკვე ფლობს „იმედი ელის“ აქციათა 85%-ს და, როგორც მხარეები აცხადებენ, დანარჩენ 15% -ზეც კომპანიებს შორის მოლაპარაკებები იმართება. თავად „ალდაგი ბისიაის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გამყრელიძის განცხადებით, გაერთიანების შედეგად მნიშვნელოვნად გამსხვილდება მისი კომპანიის  მფლობელობაში მყოფი ჯანდაცვის ბიზნესი, რის შედეგადაც „ალდაგი ბისიაის“ ჰოსპიტალების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 26-ს მიაღწევს. გარდა ამისა, სწორედ  „ალდაგი ბისიაის“ სახელს უკავშირდება ექიმების მასობრივი გათავისუფლება სხვადასხვა რაიონის საავადმყოფოებიდან, რასაც ისინი რესტრუქტურიზაციით ხსნიდნენ. თავის დროზე გათავისუფლებულმა ექიმებმა არაერთხელ მოაწყვეს საპროტესტო აქციები და გამოხატეს საკუთარი უკმაყოფილება აღნიშნული რეფორმის მიმართ.

თავად მინისტრობის კანდიდატი შვილის საქმიანობაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

ამირან გამყრელიძე, „ქართული ოცნების“ მინისტრობის კანდიდატი:

–  ჩემი შვილი არის „ალდაგი ბისიაის“ დირექტორი. საავადმყოფოების გაერთიანებასთან არაფერ შუაშია. ეს პროექტი არსებობდა მაშინ, როცა მე გახლდით სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ეს გახლავთ „საავადმყოფოები და რესტრუქტურიზაციის“ პროექტი. ეს გარდაუვალი პროექტია. მოგეხსენებათ, ვითარდება მედიცინა. ეს რეფორმა, ოპტიმიზაცია და რესტრუქტურიზაცია უნდა განხორციელდეს სწორედ ისე, რომ ადამიანები იყვნენ სოციალურად დაცულები. ამიტომ, აქ წამყვანი ძალა და მმართველი უნდა იყოს სახელმწიფო, რათა მან იზრუნოს. როდესაც არის საჭიროება იმისა, რომ შეერთების, რესტრუქტურიზაციის პერიოდში გამოთავისუფლდეს პერსონალი, მათ უნდა ჰქონდეთ ადექვატური სოციალური დაცვა, ადექვატური კომპენსაცია, გადამზადების შესაძლებლობა და დასაქმდნენ სხვა სამსახურებში. ამ შემთხვევაში ამიტომ ჰქვია ამ სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჩვენ ვზრუნავთ არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ იმაზეც, რომ ეს ადამიანები სოციალურად იყვნენ დაცულები და უზრუნველყოფილები.

ივანიშვილამდე ინფორმაციის მიტანის მცდელობა ჯერ კიდევ არის. ამისთვის ექიმები `ოცნების~ ლიდერის „facebook“-ის პირად გვერდს იყენებენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ კოალიციის ლიდერს საკუთარი მოსაზრება ღიად გაუზიარა: „ბატონო ბიძინა! ვენდობით თქვენს მინისტრთა კაბინეტს, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომაა ამირან გამყრელიძის კანდიდატურის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დამტკიცება. იმედია, ხალხის აზრს გაითვალისწინებთ. ამირან გამყრელიძე შევარდნაძის დროის ყველაზე სუსტი მინისტრი იყო საქართველოში და ასევე ყველაზე მთავარი მიზეზი მისი მინისტრის პოსტზე არდამტკიცების, გახლავთ ის, რომ მისი ვაჟი, ნიკა გამყრელიძე გახლავთ მონოპოლიური სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბისიაის“ გენერალური დირექტორი, კომპანიის, რომელმაც უამრავი სადაზღვევოები შთანთქა და ყველაფერი მიითვისა, „შეიძინა“, ხალხს მონურ პირობებში ამუშავებს ან კიდე უამრავ ადამიანს სამსახურის გარეშე ტოვებს, უსახსროდ. ეგეთი კომპანიის ხელმძღვანელის მამა მინისტრად არ უნდა ინიშნებოდეს, ბატონო ბიძინა, ეს ნიშნავს „ალდაგის“ კლანის და მონოპოლიის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას. გთხოვთ, სხვა კანდიდატურა, რომელიც ნათესაურ კავშირებში არ იქნება სადაზღვევოებთან ან კერძო ბიზნესთან, განიხილოთ“.

 

გაზეთი “პრაიმტაიმი”

http://ptpress.ge/index.php?year=2120&magazine_id=-1&topic_id=7284#.U_T7LJccQy5

 

***

 

1 სექტემბრიდან მედიკამენტების ნაწილი რეცეპტით გაიყიდება.

ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან

 

“რეცეპტებზე გადასვლა გარდამავალი გეგმა გათვლილი იქნა 1 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხორციელდებოდა და ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი და მივმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3300–ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი. იგივე ეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საზოგადოების აზრს და არ შემიძლია განცვიფრება არ გამოვხატო ჩემი ადამიანების ჯგუფიდან მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი. ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისათვის.”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: