IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გოჩა კელენჯერიძე – ემიგრანტებს

• ს. ე. გ. მ.

 

გოჩა კელენჯერიძე – ემიგრანტებს

 

kelenjeridzeგახრიოკებულ და უდაბნოდ გადაქცეულ სამშობლოში დაბრუნდით ყველა მამულიშვილი და ერთად ავაშენოთო ჩვენი ქვეყანაო – ასე მიმართა დიდმა დავით ბენ გურიონმა მსოფლიოში მიმოფანტულ ისრაელის შვილებს, რომელთაც დათმეს უცხოობა, დაბრუნდნენ ისრაელში, აიღეს ხელში წერაქვი და ნიჩაბი და აღაშენეს კვლავ თვისი სამშობლო – ნაცვლად იმ დივერსიული იდიოტიზმისა, რაც დღეს გრძელდება საქართველოში, რომ – ემიგრაციის დასაბრუნებლად ჯერ ეკონომიკა უნდა ავაღორძინოთ და სამუშაო ადგილები შევქმნათო.. თქვენ ხელი არ გაანძრიოთ ხალხო და ამ მთავრობამ თუ ვერ შეძლო, მას რომ შეცვლის ის გიშველით – ის გააკეთებს თქვენს ანუ მთელი ერის გასაკეთებელ საქმესო…
ეს ნიჰილისტური სატყუარა კი სინამდვილეში საქართველოში დარჩენილი ქართველობისა და ქართული ემიგრაციის გაწირვა და მოტყუებაა და თუ ასე გაგრძელდა, თუ თავად ემიგრაციამ არ აღიმაღლა ხმა და ხელი არ მოკიდა მის წილ ქართულ საქმეს – აქ, ამ უცხოობაში გაგვანადგურებენ და მოგვიღებენ ბოლოს თითოეულ ჩვენთაგანს. ხალხის გარეშე, როგორ უნდა ააღორძინოს ქვეყანა 200 მდე ინდივიდმა, რომელიც ხელისუფლებას ირქმევს?!.


მეორე მსოფლიო ომში დანგრეული გერმანიაც ხალხმა ააღორძინა – მშრომელთა ეროვნულმა რაზმებმა. ისინი ერთი ნაჭერი პურისა და წყლის სანაცვლოდ მუშაობდნენ თავდაუზოგავად და ერთურთის მხარდამხარ და ეს არის ის სახალხო პოლიტიკა, რომელსაც თავად ხალხი ქმნის და არა ხალხისგან სხვა განზომილებაში მყოფი მთავრობები. გადახედეთ უმუშევრად დარჩენილ საქართველოს და იმ ემიგრაციას სულს რომ ღაფავს უკვე. გადახედეთ გაყიდულ და დაუმუშავებელ ქართულ მიწებს, მიუსაფარ და მოძმის დახმარების გარეშე დარჩენილ განწირულ ქართველობას, ქართველებო .


..ყველა უბნიდან მინიმუმ 100 ქართველი შეიკრიბება, რომელნიც მარტო თბილისის მასშტაბით სულ მცირე 10 000კაციან მხვნელ მთესველთა რაზმებს შეკრებენ. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს საქართველოს ყველა სოფლებსა და ქალაქებში და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ჩვენი მიწის და თავის – სამშობლოსა და ერთმანეთის მოვლის უფლება. ამ გზით არის შესაძლებელი მხოლოდ გაწამებული და განწირული ქართველი ემიგრაციის საკუთარ მიწაზე დაბრუნება, რომელიც მათ ეკუთვნით და სადაც ისევ ჩვენი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ გახლეჩილი, დაბანგული, გაწამებულ და გაძარცვული ქართველობის გამთლიანება და ამისათვის, თითოეული ქართველის გასაგონად და გულისყურისთვის ვწერ და მოგიწოდებთ გაძლიერებას – ერთი ქართველი, ერთი პოლიტიკური დევნილი საქართველოდან – ერთი მსახური თქვენი .


კვლავ აყვავდება ფიქრის გორაზე ნუში ახლა და კვლავ მოელის ჩუმი ცრემლის ბღავილით ქართული მიწა ქართველების დაკოჟრილ ხელებს – ეს სასიცოცხლოა, ვალია მამულისშვილთა და შეგვიძლია ..

10 თებერვალი, 2015

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: