IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• “თვითმმართველობის კოდექსი”

♥ ს.ე.გ.მ.


ნოდარ ნათაძე

მოხსენებითი ბარათი “თვითმმართველობის კოდექსის” დანაშაულებრივი პროექტის გამო

წინასიტყვაობა

კანონპროექტი სათაურით “საქართველოს ორგანული კანონი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში იხილება და მიღებულია მეორე წაკითხვით, დივერსიულია, ანუ მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესთა წინააღმდეგ, რამდენსამე განზომილებაში. სახელდობრ:

1. იგი მიმართულია ქართული ერთიან-ეროვნული თვითცნობიერების დაშლისაკენ კუთხურ თვითცნობიერებებად (“კახელი”, “მეგრელი”, “იმერელი” და ა.შ.), რაც, მისი დაკანონების შემთხვევაში, შედეგს მოიტანს, სავარაუდოა, ერთი-ორი თაობის მანძილზე.

2. იგი მიმართულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არაქართული ანკლავების მოსახლეობის არაქართული უმრავლესობის წაქეზებისაკენ სეპარატისტული და ირიდენტისტული მიმართულებით და მისთვის სათანადო იურიდიული და პოლიტიკური მექანიზმების შექმნისაკენ, რათა ამ უმრავლესობამ თავისი სახლობის ადგილას გაატაროს რადიკალური ცვლილებები:

ა) სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებისათვის და

ბ) სახელმწიფო ინტერესთა საპირისპიროდ, თავისი ადგილობრივი მიზნების (მათ შორის, მიზანმიმართულად ანტიქართული, სეპარატისტულ-ირიდენტისტული მიზნების, განხორციელებისათვის.

3. იგი მიმართულია, ერთის მხრივ, მაქსიმალური “დეცენტრალიზაციისკენ” სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების (მუნიციპალიტეტების და მათი გაერთიანებების) ურთიერთმიმართებაში, მაგრამ, მეორეს მხრივ, განუკითხავი დიქტატურის პირობათა შექმნისკენ ადგილობრივი დიასპორული ეთნიკური უმრავლესობებისთვის, რითაც ამ უკანასკნელთ საშუალება ეძლევათ, რომ

  • უსაზღვროდ შეავიწროვონ (და ამით ხელოვნურად შეამცირონ) ადგილობრივი ავტოხთონური ქართველი მოსახლეობა და
  • თავის ნებაზე შეუცვალონ იერი ადგილობრივ გეოგრაფიულსა და კულტურულ პეიზაჟს ტოპონიმიკის ცვლით, მეჩეთების არაპროპორციული მშენებლობით, ქართული კულტურის ძეგლთა მიჩქმალვა-განადგურებით, დიასპორული წარმოშობის კულტურულად არაღირსშესანიშნავ ნაგებობათა აფიშირებით, ქართულ ძეგლთა გვერდით ზომით აღმატებული საკუთარი საკულტო ნაგებობების მიზანმიმართული ჩადგმით და ა.შ., რითაც “არგუმენტაცია” მომზადდება მომავალი ირიდენტისტული მოთხოვნების წამოსაყენებლად მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალწინ. (ქართველი მოსახლეობის ამგვარი შეუზღუდველი შევიწროების მაგალითი უკვე პრაქტიკულად გვაქვს წალკის რაიონში, სადაც ბოლო 20 წლის მანძილზე, გარედან მოშველებული სახსრების გამოყენებით, კანონსაწინააღმდეგოდ დაითრგუნა ქართველი ეკომიგრანტი მოსახლეობა და ამ მიწაწყალმა საქართველოდან გასული თურქულენოვანი ბერძნული მოსახლეობის ერთი ნაწილის ადგილზე (მათი ნაწილი საბერძნეთში გადასახლდა), ნაცვლად ქართულისა, სომხური უმრავლესობა მიიღო).

ამ დივერსიული შინაარსის გარდა, კანონპროექტი მიუღებელია მისი გატარების იურიდიული ფორმითაც. სახელდობრ, კანონპროექტი მოიცავს კონსტიტუციურ თემებს, კერძოდ, სახელმწიფო მოწყობის თემებს (ესენია: 1. უფლებამოსილებათა განაწილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივს შორის და 2. საქართველოს ტერიტორიის პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობა), რის გამოც შესაბამისი ფორმულირებების დაკანონება დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციისათვის არსებული პროცედურით: ეს პუნქტები უნდა მიიღებოდნენ საერთო-სახალხო წინასწარი რეფერენდუმის შემდეგ. დღევანდელი მცდელობა პროექტის ამ ფორმულირებათა დაკანონებისა კანონსაწინააღმდეგოა იმითაც, რომ საქართველოს დღევანდელ კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მოწყობა, როგორც კონსტიტუციის თემა, განიხილება მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტერიტორიული მთლიანობის რეალური განხორციელების შემდეგ.

კიდევ ორი გარემოება, რომელთა გამოც პარლამენტში ხსენებული პროექტის გატარების დღევანდელი მცდელობა კანონსაწინააღმდეგოა, შემდეგია:

1. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) და, რაც მთავარია, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობა 1991-92 წლების სახელმწიფო გადატიალების შემდეგ ხელისუფლებაში უმრავლესობად იმყოფებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დიდმასშტაბიანი გაყალბების შედეგად, ხოლო 1995 წლის ოქტომბრიდან _ მხოლოდ ტოტალური საარჩევნო გაყალბების შედეგად, რის გამოც მას არ ჰქონდა მანდატი და უფლება ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისა, რომლითაც მოხდა საქართველოს პოლიტიკური დაქუცმაცება და მის დღევანდელ მდგომარეობამდე მოყვანა (ამ ხელმძღვანელობათა მეთაურები და ლიდერები იყვნენ: შევარდნაძე, რომელმაც უკანონოდ დაყო საქართველო “მხარეებად”, სააკაშვილი, რომელმაც ეს დაყოფა გააღრმავა, ხოლო დღეს არის ივანიშვილი თავისი გუნდითურთ, რომელთაც თავის პროგრამაში საქართველოს მოწყობის ეს დივერსიული გეგმა არ უხსენებიათ და, ამგვარად, მოსახლეობის არანაირი დასტური ამ გეგმისთვის არ მოეპოვებათ.

2. შევარდნაძის ხელისუფლებაც და სააკაშვილის ხელისუფლებაც, პრაქტიკუ-ლად, მხილებულნი არიან საქართველოს მიზანმიმართულ ღალატში უცხო ქვეუნის (რუსეთის) სასარგებლოდ. ასევეა, პრაქტიკულად, ივანიშვილის გუნდიც, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს. ამ შემადგენლობის პარლამენტს _ უცხოეთიდან მართულ უმრავლესობას და მისგანვე მართულ უმცირესობას _ ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის განსაზღვრის უფლება არა აქვთ. მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება (აქტი) ამ მიმართულებით გაბათილებას დაექვემდებარება საქართველოში ერთგული მენტალიტეტისა და დამოუკიდებელი პოზიციის მქონე ხელისუფლების მოსვლისთანავე მომავალში.

ჩემს უფლებად და მოვალეობად მიმაჩნია, განვაცხადო შემდეგიც. არის აზრი, რომ ხსენებული პროექტის შექმნისა და კანონად გატარებისათვის მის ავტორებსა და ლობისტებს ქრთამად აქვთ აღებული თანხები (50 მილიონი დოლარი), რომლებიც უნდა განაწილდეს ავტორთა და პროექტისთვის ხმის მიმცემთა შორის. მე არ მაქვს უფლება ამ თემაზე აზრი გამოვთქვა, ვინაიდან არ გამაჩნია არანაირი საკუთარი ინფორმაცია. შემიძლია მკითხველს ვთხოვო დამიჯეროს მხოლოდ ერთში: პირადად მე, ნოდარ ნათაძე, ამ თემას ვიხილავ და ვითარებას ვაანალიზებ სრული განყენებით (აბსტრაჰირებით) ხსენებული აზრისაგან და ეჭვისაგან, თუნდაც ეს ეჭვი პირწმინდად მეთოდოლოგიური იყოს. (“ყველას ეჭვი ყველას მიმართ”).

აღქმის გაადვილების მიზნით, კანონპროექტის წინამდებარე ანალიზი დაყოფი-ლი გვაქვს პროექტში ჩადებული დივერსიული ჩანაფიქრების (“ნელი მოქმედების ნაღმების”) რომელობის მიხედვით: ცალკეა ქართული ერთიანი ეროვნული ცნობიერების დანაწევრებისკენ მიმართული პუნქტების თემა, ცალკეა სეპარატიზმისა და ირიდენტიზმის კულტივაციის თემა, ცალკეა მუნიციპალიტეტზე დაბლა მდგომი ერთეულებისა და ინდივიდების უფლებათა და ინტერესთა ხელყოფის თემა და ცალკეა ცენტრალური ხელისუფლების მიზანმიმართული რეალური პარალიზა-ციის (“დეცენტრალიზაციის” სახელით) თემა.

შესავალი

საქართველოსთვის დღეს (ხსენებული კანონპროექტის კონტექსტში) არსებული სასიცოცხლო საშიშროებები და გამოწვევები

1. თვალსაჩინოა, რომ საქართველოს სამხედრო საშიშროებები აქვს.

საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისი აგრესია გრძელდება. რუსეთი თანდათანობით წევს მავთულხლართებს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში იმ გამოცხადებული მიზნით, რომ მის მიერ გამოგონილი “ოსეთი” “მთლიანად” მოიცვას, ანუ “ოსეთად” აქციოს ყველა ადგილი (რაიონი), სადაც კი ოსები ცხოვრობენ, თუნდაც რაგინდარა უმნიშვნელო რაოდენობით (იგულისხმება: ცხოვრობენ დიასპორის სახით. ავტოხთონური ოსი კავკასიის სამხრეთით არ არსებობს. იხ. მენთეშაშვილი (А. Ментешашвили. Осетинский сепаратизм в 1918-1921  годах. Сб. „Осетинский вопрос”. Составители  А. Бакрадзе, О. Чубинидзе. Тбилиси, 1994).

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულია ქართველი მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა. რუსეთს აღიარებული აქვს ამ ტერიტორიათა “დამოუკიდებლობა” და მის გადათქმას არ ფიქრობს. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიის გადარჩენის გზა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო ამოცანაა, აგრეთვე ჩვენი შემდგომი დაცვის გზა გადის რუსეთის დამარცხებაზე, კერძოდ, მისი იმპერიული ნების დამარცხებაზე კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. ამ პირობის გარდა (რაც საერთაშორისო ამოცანაა და არა მხოლოდ ქართული) ამ მიზნისათვის აუცილებელი პირობებია ისიც, რომ

  • საქართველოს უნდა ჰქონდეს ის მინიმალური სამხედრო ძალა, რომელიც საჭიროა უმოკლეს დროში (ელვისებურად) სიტუაციის დაუფლებისათვის რუსული ძალის გამორიცხვისთანავე (მისი წასვლისთანავე)
  • საქართველოს ჰქონდეს მსოფლიოს მიერ ის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, რომელიც დღეს აქვს
  • საქართველოს ჰქონდეს მსოფლიოს მიერ აღიარება მისი უპირობო უფლებისა, რომ თავის ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის პრაქტიკული მოქმედება აღადგინოს.

ამ პირობათა რეალიზაციისათვის საქართველოს სჭირდება

  • ყოვლისმომცველი მილიტარული (სამხედრო) ძალისხმევა
  • ყოვლისმომცველი დიპლომატიური ძალისხმევა

მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულსა და კეთილდღიან ქვეყანას, საერთაშორისო-სამართლებრივი და ადამიანის უფლებადაცვითი დოკუმენტების ხელმომწერ არცერთ ქვეყანას ანალოგიური სახელმწიფოებრივი კატასტროფის საშიშროება არ გააჩნია, შესაბამისად, არ გააჩნია არც მსგავსი ტოტალური სამხედრო და დიპლომატიური ძალისხმევის ამოცანა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრობლემათა რეგულირებისათვის (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზების ჩათვლით) ზემოთ დასახელებული ნორმები არ კმარა. ჩვენს პოტენციურ მოკავშირეთა და ჩვენს პარტნერ ქვეყანათა (რეალურად: ჩვენს მიერ ხელმოწერილი კონვენციების ხელმომწერ ქვეყანათა) კონსტიტუციები და კანონმდებლობა ზოგადად არ შეიცავს მრავალ იმგვარ პუნქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოა. სხვა სიტყვით: ზემოხსენებულ დემოკრატიულ ქვეყანათა არც კონსტიტუციური ნორმების მიყოლა ჩვენს კონსტიტუციაში, არც მათი კანონმდებლობის მიყოლა ჩვენს კანონმდებლობაში ზოგადად და არც ურყევი ერთგულება ადამიანის ადამიანურ უფლებათა დაცვის მოძრაობის ნორმებისა (რაც ჩვენი ინტერესიცაა და ჩვენი ხელმომწელური მოვალეობაც) ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს. ჩვენი პრობლემების მოგვარებას სჭირდება, დამატებით, ახალი განსაზღვრებებიც (არსებულთა დამატებით), რათა ჩვენი სახელმწიფოს საარსებოდ აუცილებელ ნაბიჯებს გამჭვირვალე სამართ-ლებრივი ბაზა ჰქონდეს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ კანონმდებლის არაფრით არ დასაბუთებული მისწრაფება მართვის “დეცენტრალიზაციისაკენ” (რასაც პროექტში გაცხადებულად ვხედავთ), ანუ სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციის, შედარებით პარალიზაციისკენ, ობიექტურად მიმართულია მისი სასიცოცხლო ინტერესის წინააღმდეგ.

შენიშვნა I. პროექტის მე-5 მუხლში წერია, რომ “თვითმმართველობის განხორციელების სამათლებრივი საფუძვლები” საქართველოში არის “საქართველოს კონსტიტუცია, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია, (იგულისხმება: (“საქართველოს”) საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები), ეს კოდექსი და “საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები”. ეს შეცდომაა. შესაძლებელია და სავალდებულოა ამ ჩამონათვალში მოიხსენებოდეს აგრეთვე საერთაშორისო სამართალი, როგორც ასეთი, მთლიანობაში (რომელიც იცავს ტერიტორიათა ხელშეუხებლობას), სამართლიანობის მეტაიურიდიული ნორმები მთლიანად (რომლებიც ფართოდ ეხება ერის, როგორც კოლექტიური თვითობის მატარებელი სიმრავლის, საკრალურ უფლებებს), მორალის დაუწერელი საკაცობრიო კოდექსი (კოდექსები) მთლიანად და, სხვათა შორის, იმის კონსტატაციაც, რომ წინამდებარე კოდექსში არ არის არც ერთი დებულება, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს აღნიშნული დოკუმენტების და დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული კანონმდებლობითი ნორმების თუნდაც ერთ დებულებას ან ადამიანის ადამიანურ უფლებათა დაცვის დღეს მოქმედი თეორიისა და პრაქტიკის რომელსამე თეორიულ პრინციპს ან არსებით პრაქტიკულ შტრიხს. მაგრამ ყველა ეს კონსტიტუციები, ერთად აღებული, მაინც არ არის საკმარისი (ამომწურავი) ჩამონათვალი ყველა იმ (თუნდაც მხოლოდ ყველაზე ძირითადი) მოტივებისა, რომლებიც განაპირობებენ (უნდა განაპირობებდნენ!) თვითმმართველობის კოდექსის ტექსტის ჩამოყალიბებას დღეს არსებული საქართველოს პირობებში. ანუ, სხვა სიტყვით: კანონმდებელთა წეღან ციტირებულ ფორმულირებაში არ არის გაცნობიერებული ის ყველაზე ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომელთაგანაც შედგება აქ, დღეს, რეალობის ამ სფეროს (ქართული თვითმმართველობის) რეგულირების მთლიანი ამოცანა. არ არის და ვერც იქნება იმიტომ, რომ წინამდებარე კოდექსის ავტორთა თვალსაწიერში არ ფუგირირებს (არც არსებობს) ის მიზანი, რომ მოცემული ერი და მოცემული ქვეყანა (ამ შემთხვევაში _ საქართველო), მისი მოქალაქეებითა და ამ უკანასკნელთა მომავალი თაობებითურთ, აწ და მარადის, დაცულნი იყონ სიცოცხლისა და საარსებო ბაზის წართმევისაგან, სხვათა მიერ დაპყრობისაგან, ტერიტორიების დაკარგვისაგან, ასიმილაციისაგან, გენოციდისაგან რაგინდარა მასშტაბით, ეთნიკური წმენდისაგან, თავისუფლების ხელყოფისაგან, დემოგრაფიული შევიწროებისაგან, შიმშილობისაგან, ეკონომიკური და კულტურული ჩამორჩენისაგან და ყველა სახის მორალური დაზარალებისაგანაც კი მისი საერთაშორისო არენაზე შეურაცხყოფის სახით. სხვა სიტყვით: პროექტის ავტორთა თვალში არ არსებობს ერი და მისი მომავალი, როგორც თავისთავადი ღირებულებები, და, აქედან გამომდინარე, არც ამ ღირებულებათა დაცვის ამოცანა, როგორც ყოველგვარი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, მათ შორის _ ადგილობრივი თვითმართვის პოლიტიკის და, მით უმეტეს, სახელმწიფო მოწყობის პოლიტიკის დაგეგმვის მიუცილებელი ელემენტი. დღეს არსებული ვითარება, როდესაც სახელმწიფოში გაბატონებულ პოლიტიკურ ჯგუფს და ჯგუფებს (მათ შორის _ ესტაბლიშმენტსა და ოპოზიციას ერთად აღებულსაც) მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რაცხს “ავთვისებიან ლაწირაკებად”, “გენმოდიფიცირებულ გრანტიჭამიებად”, საკრალური სიტყვის “დემოკრატია” შინაარსის დამყვანებად ყველაზე პრიმიტიული მენტალიტეტით მართულ უწყინარ და არაუწყინარ მოხასიათებათა (კაპრიზთა) და მოპრიანებათა დაკმაყოფილების უფლებამდე, ეროვნული მოვალეობის შეგნების ატროფიამდე, საზოგადოებრივი ცხოვრების მენტალობიდან ყოველი ოდნავ მაინც რთული და ოდნავ მაინც ამბიციური ტელეოლოგიის (მიზანთსახვის) ამორიცხვისათვის მზაობამდე, სამწუხაროდ, კარგა ხნის გაგრძელების პერსპექტივა აქვს. ამიტომ წინამდებარე კარიკატურული ტექსტის (წინამდებარე კანონპროექტის) მეტ-ნაკლებად სერიოზულად გამიზნულ ყოველგვარ ანალიზს (განხილვას), საზოგადოების სამარცხვინოდ და სავალალოდ, აუცილებლად უნდა წარემძღვაროს იმ სავსებით რეალურ გამოწვევათა (ნაწილობრივ _ საარსებოდ სახიფათო გამოწვევათა) მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს უდგას, და იმ მიზანთა ჩამონათვალი, რომელთა დასახვა და გულმოდგინე მიყოლა საჭესთან მდგომისათვის (მდგომთათვის) სრულებით შეუვალი იმპერატივია.

თქმულიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ, წინამდებარე პუბლიკაციის მთავარ ნაწილს _ პროექტის ტექსტის ანალიზს _ წავუმძღვაროთ ხსენებულ გამოწვევათა ძალიან მოკლე დახასიათება და დავურთოთ (აგრეთვე ძალიან მოკ-ლედ) შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთა საქმია-ნობის იმ მხარეთა კონსტატაცია, რომლებიც საფუძველს იძლევიან, რომ სამივე ეს ხელისუფლება უცხო ქვეყნის (სახელდობრ, საქართველოს მიმართ აგრესიულ პოზიციაში მდგომი რუსეთის) ინტერესთა მიზანმიმართულ გამტარებლად ჩავთვალოთ და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა უფლებამოსილად და მოვალედ მივიჩნიოთ, რომ ქვეყნის მიმართ მათი ყველაზე დივერსიული ქმედებების შედეგთა მომავალში დეზავუირება (ბათილად ცნობა) მოითხოვოს (ერთი ამ საშიშროებათა და გამოწვევათაგანია ზემოხსენებული სამხედრო საშიშროება).

II. დემოგრაფიული საშიშროება

საზოგადოებისათვის ცნობილია (იხ. ა. თოთაძე და სხვანი, მათ შორის დემოგ-რაფიის ინსტიტუტის კვლევები), რომ საქართველო დემოგრაფიული კრახის (კატასტროფის), ანუ ერის მიმდინარე კლების შედეგად მისი პრაქტიკულად ამოწყვეტის უშუალო საშიშროების წინაშე დგას. კაცობრიობის ძალიან სწრაფი მატების ფონზე ქართველი ერი სწრაფად ილევა. სახელმწიფო ნებას (ანუ საქართველოს მოქალაქეთა მთელი სიმრავლის ნებას, მისი წარმომადგენლობითი უმაღლესი არჩევითი ორგანოს _ პარლამენტის _ მიერ შექმნილი მთავრობის ნებაში განსახიერებულს) შეუძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ კატასტროფის ასაცდენად. შეგვიძლია სრული კატეგორიულობით ვიხმაროთ გამოთქმა, რომ ხელისუფლებას შეუძლია თავისი მოსახლეობა განიხილოს, როგორც ცოცხალ არსებათა სიმრავლე, რომელშიც გამრავლების მიღწევა შეგიძლიათ იმდენადვე მეცნიერული (სოციალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, აქსიოლოგიურად დაფუძნებული იდეოლოგიური და სხვა მეთო-დების გამოყენებით), როგორიც იხმარება ყველა სხვა დიდმასშტაბიან სახელმწიფო ღონისძიებაში _ სიტყვით, არგუმენტაციით და ცნობიერებისმიერი მობილიზაციით ადამიანთა, როგორც გონიერ თავისუფალ არსებათა, მიმართვა იმგვარი ქცევისაკენ (ამ სიტყვის ფართო აზრით. მასში შედის ყველა სახის შრო-მაცა და ყველა სახის სოციალური აქტივობაც საერთოდ), რომელიც საზოგადოე-ბისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ნებას მოემსახურება. ამ ძალიან რთულად გასათვლელ, მაგრამ მაინც გათვლად გზაზე საქართველოს კეთილი ნებით აღჭურვილ ხელისუფლებას გარდუვალად მოუხდება რაღაცა ზომით გადახვევა იმ პრაქტიკისაგან და ზოგადი ტენდენციისაგან, _ სასიცოცხლო ამოცანათა გარკვეული კლასის ვერგათვალისწინებისაგან _ რასაც ევროკავშირის და საერთოდ ცივილიზებული დასავლეთის დღევანდელ დღეში ვხედავთ (უბრალოდ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კეთილდღიანსა და დემოკრატიულ ევროპას ეს პრობლემები არ უდგას. შესაბამისად, არც ეს თემები სჭირდება კანონმდებლობაში). ეს ამოცანა განაპირობებს, ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მმართველობისუნარიანობის გაძლიერების (და არა, პირიქით, დასუსტების) საჭიროებას, მეორეს მხრივ, ადამიანთა ინდივიდუ-ალური სისუსტეებისადმი (მათ მანკთა და თავაშვებულობათა ჩათვლით) დამთმობლობის შემცირებას (და არა, პირიქით, გაზრდას, როგორც ამას, ფაქტობრივად, იქმს ადამიანის ადამიანურ უფლებათა დაცვის თანამედროვე უაღრესად ნაყოფიერი მოძრაობის პრაქტიკა ამ უფლებათა ნუსხის განუხრელი ზრდის (ახალ-ახალ უფლებათა და “უფლებათა” გაცნობიერებისა და კოდიფიკაციის) პროცესში. ზოგადად რომ ვთქვათ: ამ კონკრეტულ დემოგრაფიულ კატასტროფასთან ბრძოლას სჭირდება ლოზუნგები და მოწოდებები, როგორიცაა “გავიჭირვოთ დღეს, რათა ჯანსაღნი ვიყოთ ხვალ”. “გავიღოთ ოფლი ჩვენი მომდევნო თაობებისათვის”, “შემოვიღოთ ყვლასთვის თანასწორად სავალდებულო ეკოსიფხიზლის და ეკოსიმკაცრის რაღაცა მინიმუმი, რათა სამშობლო შევუნარჩუნოთ შვილიშვილებს”და ასე შემდეგ. ამ მიმართულების ლოზუნგები და მოწოდებები დღევანდელი ცივილიზაციის მონაწილე გარკვეულ ძალებს (მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველას და არა უკეთესებს), როგორც იტყვიან, ზოოლოგიური სიძულვილით სძულთ. ამ ტენდენციებთან მეგობრული შეპაექრება (თუნდაც ჭიდაობა, მაგრამ არა ომი) ჩვენს ქვეყანას გარდუვალად დასჭირდება (სხვა თუ არაფერი, იმიტომ მაინც, რომ მოვალენი ვართ, როგორც სათანადო ინტელექტუალური პოტენციის მქონე ერი, ჩვენი წვლილი შეგვქონდეს ადამიანისთვის ღვთისა და ბუნების მიერ მოცემული ახალ-ახალი ფუნდამენტური მოთხოვნილებების გაცნობიერებისა და, შესაბამისად, უფლებათა ფორმულირების და კოდიფიკაციის დღეს ინტენსიურად მიმდინარე პროცესში). ამ ჭიდაობის ტვირთი გარდუვალად უნდა ვიტვირთოთ _ სათანადო ტაქტით, დიპლომატიურობით და, პირველ ყოვლისა, აკადემიური მეცნიერული არგუმენტებით (რომლებიც უმდიდრესია). ამ მრავალმხრივ არგუმენტაციაში, სხვა მრავალთან ერთად, შეგვიძლია ნიმუშად დავასახელოთ შემდეგიც:

“არის ცნობილი პოლიტოლოგის, საფრანგეთის აკადემიის წევრის ანრი ბეზან-სონის ასეთი დებულება: “დემოკრატიას კაცობრიობას დღეს სთავაზობენ, როგორც ღირებულებას. დემოკრატია ღირებულება არ არის. იგი არის მხოლოდ საზოგადოების ორგანიზების ერთ-ერთი ფორმა სხვა ფორმათა შორის”. ჩვენ, საღად და ეროვნული პასუხისმგებლობით აღჭურვილი ქართველი საზოგადოება, ამ სიტყვებს დავძენთ: “დიახ, მართალია. მაგრამ დემოკრატია ორგანიზაციის სხვა ფორმათაგან იმით განსხვავდება, რომ იგი სხვებზე უფრო მეტ შესაძლებლობას მოიცავს ორი აბსოლუტური ანუ არაფრის გამო არ უგულებელყოფადი, სხვა არც ერთზე არ დახურდავებადი) ღირებულების _ თანასწორობისა და თავისუფლების _ პრაქტიკული რეალიზაციისათვის. ამიტომ არის, რომ დემოკრატია გვიღირს არა მარტო მისთვის ხმის მიცემად, არამედ მისთვის თავის დასადებადაც, თუმცა ეს, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს სხვა აბსოლუტურ ღირებულებათა უგულებელყოფის ან დამცრობის ვალდებულებას: სამშობლოს გადარჩენისას, მისი თავისუფლებისას, სიკეთისას, შემწყნარებლობისას, სიყვარულისას, მეგობრობისას და ა.შ.”

ამგვარ ზოგად კონტექსტში _ ჩვენი ერის ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვის კონტექსტში _ გვმართებს და ძალგვიძს შემდეგი გარემოებების ხსოვნა და არგუმენტაციაში გამოყენებაც: “ე.წ. “დასავლური ღირებულებები” (მათ შორის _ ძირითადი დემოკრატიული მცნებებიც) საქართველოში იმპორტირებული არ არის. ეს ჩვენი ტრადიციული ღირებულებებია, რომლებიც ემთხვევა დღეს “დასავლურად” წოდებულს. ამის მიზეზი, ე.წ. თანდაყოლილი ბუნებრივი მენტალური მიდრეკილების გარდა, არის ისიც, რომ

_ ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ღრმა ქრისტიანული ცივილიზაციისა და ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანა, და

_ ოთხ მეხუთედად (სახელდობრ, ბარში) ფეოდალური ისტორიის (და არა დესპოტიურის), ხოლო ერთ მეხუთედად (სახელდობრ, მთაში) ე.წ. “სამხედრო დე-მოკრატიის” (ანუ თემობის) ქვეყანა ვართ და, შესაბამისად, ქრისტეს მოძღვრებიდან ვიცით, რომ ადამიანები ზოგ პარამეტრში (განზომილებაში) უთანასწორონი ვართ (ძალით, ჭკუით, მუყაითობით და სხვ.), მაგრამ ზოგში თანასწორნი ვართ (იმაში, რომ თავისუფალნი ვართ, ცოდვა-მადლის გამრჩევნი, პასუხისმგებელნი ჩვენს მოქმედებაზე და სხვ.) და რომ ჩვენში მთავარია ჩვენ თვისებათა სწორედ ეს ნაწილი, რომელშიც თანასწორნი ვართ.”

სწორედ ამის გათვალსაჩინოებისათვის, თუ რამდენად გარდუვალია საქართვე-ლოს ხელისუფლებისა და საქართველოს ხალხის მხრიდან მეგობრული აკადემი-ური გაპაექრება ჩვენს ბუნებრივ მოკავშირესა და სულის მოზიარე დასავლეთთან, მოგვყავს აქ, წინამდებარე მსჯელობაში მოკლე ნუსხა იმ რამდენიმე სასიკვდილო ხიფათისა, რომელიც გვემუქრება, და რამდენიმე აქედან გამომდინარე თავდასაცავი ნაბიჯისა, რომელიც გვმართებს, რათა ნათელი გახდეს ის, თუ რა შემოდავება გველის და რა პასუხი გვართებს.

შენიშვნა II. ფაქტია, რომ, პრაქტიკულად, საქართველოს მოქალაქეთა შორის მსჯელობაში დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობისა და დასავლეთზე ჩვენი ორიენ-ტაციის თემაზე ჰუმანიტარული (ღირებულებრივი) ასპექტი ძალიან მჭიდროდ უკავშირდება გეოპოლიტიკურს. ამიტომ მუდამ გასათვალისწინებელია შემდეგი.

ბუნებრივია და გამართლებულია საქართველოს მოქალაქეთა იმედი, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებით გაიზრდება რუსეთისაგან საქართველოს დაცულობის პერსპექტივა, ჩვენს რეგიონში მისი იმპერიული ძალის პერსპექტივის რადიკალური დაცემის ჩათვლით. მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ევროკავშირში საქართველოს ყოფნას თავისი სპეციფიკური საშიშროებებიც ახლავს, რომელთაგან წარმატებულ დაცვასაც, გარკვეული აუცილებელი ზომით, ზემოხსენებული ჭიდაობა სჭირდება. მათ შორის არსებითია შემდეგი:

_ ჩვენი წარმოებისათვის შეუზღუდავი კონკურენციის პირობებში მოქცევა, ერთის მხრივ, ძლიერი დადებითი სტიმულია, მეორეს მხრივ კი (პირველ ხანებში მაინც) დიდი დაბრკოლებაა.

_ ევროკავშირის შიგნით მოსახლეობის, პირველ რიგში კი _ მუშახელის თავი-სუფალი ადგილგადანაცვლება შეასუსტებს ჩვენი ერის დემოგრაფიულ პოზიციებს ჩვენსავე ქვეყანაში. იმ ევროპული ქვეყნებისაგან, რომელთა მუშახელის ექსპანსიას უფრთხიან დასავლეთ ევროპის ზეგანვითარებული ქვეყნები (ესაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები), საქართველოს დიდი საშიშროება არ ელის (რადგან მათს თავისუფალ მუშახელს საქართველოსკენ დიდი მისწრაფება, სავარაუდოა, არ ექნება), მაგრამ თურქეთის მხრიდან მას ტოტალური და მიზანმიმართული დემოგრაფიული წალეკვა ელის. ამიტომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო, შესაძლებელია, იძულებული იქნება გამოვიდეს ევროკავშირიდან _ არა თუ გამოვიდეს, გამოვარდეს მისგან, როგორც ცეცხლმოკიდებული სახლიდან, რათა თავი გადაირჩინოს. ამგვარად, ევროკავშირში გაერთიანების შემთხვევაში, რაც საქართველოსთვის, ჯამურად, დიდად მომგებიანია, და მასში თურქეთის არყოფნის შემთხვევაში საქართველოს გარდუვალად უწევს მუდმივ არჩევანში ყოფნა ერთის მხრივ ევროკავშირის მუდმივ მოთხოვნებს შორის, რომლებიც ძალიან მრავალ შემთხვევაში მიმართულია სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, შესაძლებლობათა “შერბილებისკენ” თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში, და ინდივიდის მოთხოვნილება-სურვილ-კაპრიზებისადმი მისი დამთმობლობისა და შემწყნარებლობის გაზრდისკენ, და მეორეს მხრივ საკუთარ სასიცოცხლო ინტერესს შორის, რომელიც ევროკავშირის სტრატეგიულ სივრცეში ყოფნაში მდგომარეობს.

III. მიწის გასხვისების საშიშროება

ეს არის ერის საარსებო ბაზაზე _ მის მიწაწყალზე _ შემოტევის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. მიწის გაყიდვა (სასოფლო-სამეურნეოსიც და არასასოფლო-სამეურნეოსიც) ქვეყნის ეკონომიკაში დაბანდება არ არის. იგი არის ამ ეკონომიკიდან ერთი უბნის და შესაბამისი საწარმოო საშუალების გამორიცხვა (წართმევა) ერთხელ და შეუქცევადად. იგი არის ერის ექსპროპრიაცია მისი უპირველესი და უგარანტირებულესი თავისსარჩენი ბაზისაგან _ იმ ქვეყანაში, რომელიც აგრარულია (აგრარული კი ქვეყანა, რაგინდარა ღატაკი, რჩება მანამდე, სანამ არ განივითარებს თავისი სოფლის მეურნეობის გადამწონ ინდუსტრიას), რეალურად, ეკონომიკისაგან, როგორც წარმოებისაგან, საერთოდ. განსახილველი პროექტის ღერძის დაკანონება არის მიწის განკარგვის (ამ რიცხვში _ გასხვისებისაც) სრული და რადიკალური გამოყვანა მთლიანად მოსახლეობის ნების, სახელმწიფოში განსახიერებულის, კონტროლიდან და ამ უფლებამოსილების მთლიანად გადაცემა ადგილობრივ მოსახლეობათა მცირე ჯგუფებისათვის ადგილობრივ მმართველთა (საკრებულოთა და მერიათა) სახით.

სხვა სიტყვით: საქართველოში არ რჩება, პროექტის თანახმად, უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი თუ არმყოფი მიწის რაოდენობასა და რაგვარობაზე ჯამურად (ანუ იმაზე, ეს ერი ისევ თავის მიწის მესაკუთრეა მთლიანად, მისი 5%-ით თუ ნოლი %-ით. ევროპული ერები და მათი ქვეყნები ამ საშიშროებისაგან დაცულნი არიან ან კანონის მიერ, ან იმით, რომ, იგულისხმება, ეს საშიშროება აქტუალური არ არის, ხოლო თუ იგი აქტუალური გახდება, მაშინ ფხიზელი კანონმდებელი და ადმინისტრატორი დროულად გადადგამს სათანადო ნაბიჯებს ამ შესაძლებლობის დაბლოკვისათვის. ეს დივერსია საქართველოს ერისა და სახელმწიფოს წინააღმ-დეგ კანონპროექტში განსხეულებულია სამ ფაქტორში:

1. სახელმწიფოს მასშტაბით მიწის საკუთრებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის არარსებობაში  (იხ. აქვე ზემოთ).

2. მიწის გასხვისებაზე კანონმდებლური შეზღუდვის არარსებობაში.

3. მიწის გასხვისების შეუზღუდველი უფლებამოსილების მინიჭებაში მოსახლეობის ადგილობრივ მცირე სიმრავლეთათვის (საკრებულოებისა და მერების სახით), რომელთაც ფორმალურად არ ავალიათ იმის გათვალისწინება, რომ მათი პრაქტიკა (ანუ მათ მიერ თავის ხელთ მყოფი მიწის გაყიდვა), მისი ანალოგიით საყოველთაო გავრცელების შემთხვევაში, იწვევს კატასტროფას მთლიანად სახელმწიფოებრივი მასშტაბით.

ვგულისხმობთ (და საზოგადოების დიდი ნაწილიც, უდავოდ, ბუნებრივად იგულისხმებს), რომ კანონპროექტის ავტორთა და წარმომდგენთა მხრიდან მისი ხსენებული კატასტროფული შედეგები განუჭვრეტადი (შეუმჩნეველი) არ არის. მაშასადამე, ბუნებრივია, მათი უთუოდ საგულისხმებელი შერაცხადობის შემთხვევაში, მათ მიმართ ეჭვის აღძვრა სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიული ჩანაფიქრით მოქმედებაში, ანუ სახელმწიფო ღალატში. პრეცედენტი თანამდებობის პირთა მიერ ჯგუფურად “ვერმიხვედრის” სიმულაციისა და ამ “ვერმიხვედრის” შედეგად სახელმწიფოს საწინააღმდეგო აქტის განხორციელებისა საქართველოს სინამდვილეში, ამავე სფეროში (მიწათსაკუთრების სფეროში) უკვე გვაქვს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გააუქმა საქართველოს მიწაზე უცხო მოქალაქეთა საკუთრების შეზღუდვა იმ კონსტიტუციური ჩანაწერის საფუძველზე, რომ ადამიანები “თანასწორნი” ვართ (ანუ ისეთი ლოგიკით, როგორიცაა: “ადამიანები თანასწორნი ვართ. მაშასადამე, პეტრე და ანთიმოზი თანასწორნი არიან თავის უფლებებში პეტრეს თხის მიმართაც, ანთიმოზის ძროხის მიმართაც, პეტრეს მეუღლის მიმართაც და ანთიმოზის მეუღლის მიმართაც”.

IV. სეპარატიზმის და ირიდენტიზმის საშიშროება

დემოკრატიული დასავლეთისათვის სეპარატიზმი (ლოზუნგი “ამ სახელმწიფო-დან გამოყოფა მინდა”) კარგად ნაცნობი მოვლენაა. ირიდენტიზმი (ლოზუნგი “ამ სახელმწიფოსაგან გამოყოფა და სხვა სახელმწიფოსთან შეერთება მინდა”), რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, დემოკრატიულ დასავლეთში გაცხადებული სახით დღეს არ არსებობს ან თითქმის არ არსებობს. საქართველოში მისი აგრესიული მეზობლის _ რუსეთის _ მიერ (რომელსაც ჯერჯერობით არ აუღია ხელი უპერს-პექტივო პრეტენზიაზე, რომ ამ რეგიონის შეიარაღებული მუქარით მარეგულირე-ბელი სუპერძალა იყოს) ყოველი შესაძლებელი სახით მხარდაჭერილი (მეტიც _ ორგანიზებულ-შექმნილი) სეპარატიზმი მრავალ რეგიონში არსებობს და უმეტეს შემთხვევაში მას ირიდენტისტული (“რუსეთთან შეერთება გვინდა”, “სომხეთთან შეერთება გვინდა”, “აზერბაიჯანთან შეერთება გვინდა”, “ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება გვინდა რუსეთის შემადგენლობაში”) სახე აქვს. საქართველოს მიმართ ძირგამომთხრელ ამ პოლიტიკაში ფართოდ გამოიყენება “ერთა მიერ საკუთარი თავის განსაზღვრის” (“თვითგამორკვევის”) ტრადიციული ლოზუნგი, რომელიც, ზედაპირულად თუ მივუდგებით, ხელსაყრელია დემაგოგიური პროპაგანდისათვის იმ ნაკლებწონიანი, თუმცა ტრადიციისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომელნიც იბრძვიან არა მხოლოდ თავისი იურიდიული დამოუკიდებლობისათვის, ანუ საკუთარი ფერისათვის მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, არამედ იმისთვისაც, რომ ტერიტორია, რომლის ავტოხთონური მოსახლენიც არიან, დაიცვან მიტაცებისაგან ან ყოვლად უსაფუძვლო ავტონომიზაციისაგან მხოლოდ იმის გამო, რომ მათი სახელმწიფოს ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილზე დიასპორულმა ახალმა მოსახლეობამ მაღალი პროცენტი (ან: უმრავლესობა) მოიპოვა. ამ კონკრეტულ ისტორიულსა და მორალურ მიმართებებისადმი შეუსაბამოსა და ზერელე მიდგომას _ პარადოქსალურად, მაგრამ რეალურად _ დიდი რეზონანსის პერსპექტივა აქვს (და რეზონანსი აქვს კიდეც) დემოკრატიულ მსოფლიო საზოგადოებრიობის საკმაოდ ფართო წრეებში. ეს სიმპათია დიასპორულ მოსახლეობათა მისწრაფებისადმი ტერიტორიული ავტონომიისკენ ძლიერია მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წამის დაფიქრება სჭირდება იმის გაჭვრეტას, რომ, თუ სტრატეგიული პრინციპი “მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილის მოსახლეობის დემოგრაფიული დინამიკა (რომელი მოსახლეობა რამდენად გამრავლდა თუ შემცირდა) განსაზღვ-რავს ამ ტერიტორიის პოლიტიკურსა და იურიდიულ სტატუსს” დაკანონდება, როგორც პრეცედენტი, იმის განმსაზღვრელ გარემოებად, თუ როგორი უნდა იყოს ამ ტერიტორიის იურიდიული და პოლიტიკური სტატუსი (ამ სახელმწიფოს ტერი-ტორიად დარჩეს მისი უნიტარობის შეულახავად, ფედერალური ნაწილი იყოს, ავ-ტონომიად იყოს თუ დამოუკიდებლობა მიეცეს?), ეს იქნება მოუგერიებადი სტიმუ-ლი ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისათვის ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე _ მოუგერიებადი ცდუნება პროფილაქტიკური ეთნიკური წმენდისათვის და მისი მთავარი იარაღისათვის _ გენოციდისათვის _ მთელს მსოფლიოში”). მსოფლიოს ეს უყურადღებობისმიერი დალტონიზმი კაცობრიობის წინაშე მდგარი ამ რეალური ტრაგიკული საშიშროების მიმართ, უნდა ვივარაუდოთ, ისტორიულად ძალიან მოკლე დროში დაიძლევა და გზას დაუთმობს ისეთი მარტივი ჭეშმარიტებების ფართო გაცნობიერებას და ისეთი მარტივი კითხვების ფართო დასმას, როგორიცაა შემდეგი:

არის თუ არა ადამიანის ეროვნული გრძნობა და მორალური მოვალეობის ცნობიერება მხოლოდ ის მისწრაფება, რომ “სოციალური კომფორტი” გვქონდეს: ეროვნული ნიშნით სამსახურიდან არავინ არ მოგვხსნას და ჩვენმა შვილებმა დედაენაზე ისწავლონ? შესაძლებელია თუ არა ადამიანის მორალური შერიგება იმასთან, რომ მისი ქვეყნის ტერიტორია მცირდება, იმასთან, რომ მის სახელმწიფო დედაენას ამ ტერიტორიის ნაწილში სხვა ენა ენაცვლება, რომ მისი ქვეყნის ტოპონიმიკა სხვაენოვნიანი ტოპონიმიკით იცვლება? და ასე შემდეგ. ამგვარი კითხვების დასმა _ ისევ და ისევ ისტორიულად მოკლე დროში _ მიიყვანს პოლიტიკაში მონაწილე ადამიანების ფართო მასას იმ მარტივ ჭეშმარიტებათა გაცნობიერებამდე, რომ

1. ყველა ინდივიდის, მათ შორის სხვა (არა მისი ერის სახელწოდების) ქვეყანაში მაცხოვრებლისა, ანუ დიასპორის წევრისა, შეუვალი უფლება არის ის, რომ პირადად თვითონ, მისი ოჯახი და მის თანამემამულეთა (მისი ეროვნების აქაურთა) ჯგუფი მთლიანად თავისუფალნი და დაცულნი იყონ

_ ა). დისკრიმინაციისაგან ეროვნული (ეთნიკური) ნიშნით და

_ ბ). ზეწოლითი ეროვნული ასიმილაციისაგან.

2.  არანაირი სხვა უფლება მოცემული ტერიტორიის მიმართ _ მისი ტოპონიმი-კის ცვლის მოთხონა, სახელის ცვლის მოთხოვნა, სტატუსის ცვლის მოთხოვნა, სახელმწიფო ენის ცვლის ან სხვა ენის დამატების მოთხოვნა და ა.შ.  _ ამავე ადამიანს ამავე ტერიტორიის მიმართ არა აქვს. ასეთი უფლება მას აქვს დედა-მიწაზე მხოლოდ ერთი ტერიტორიის _ მისი სახელის მატარებელი ტერიტორიის, მისი ისტორიული და ახლანდელი სამშობლოს _ მიმართ (ქართველს _ საქართველოს მიმართ, სომეხს _ სომხეთის მიმართ და ა.შ.). ამ ქვეყნის _ თავისი ერის ქვეყნისა და მისი ტერიტორიის _ დაცვა ყოველივე ამ სახისა და სხვა სახის ხელყოფისაგან მისი მოვალეობაა და მისი საკრალური (წმინდა) უფლებაა. რატომ? იმიტომ, რომ იგი ამ ერის შვილია და წევრია. ამავე დროს, მისი აბსოლუტური (ხელშეუხები) მოვალეობაა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დაიცვას ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეობა, თავის ფარდად ამ ფაქტიდან გამომდინარე ამ მოვალეობის ქონასაც ნიშნავს.

3. ადამიანთა ერებად დაყოფილობის ფაქტი არ არის ისტორიული შემთხევი-თობა, რომელსაც დრო ადრე თუ გვიან გადალეკავს და ნიველირების პრესში მოაქცევს. იგი არის ისტორიული განვითარების სავსებით აუცილებელი და კანონზომიერი მომენტი და ხდომილება, რომელსაც ორი სავსებით ობიექტური გარემოება განსაზღვრავს: ჯერ ერთი, ადამიანს სჭირდება ისეთი კოლექტივი, რომელთანაც იგი თავს აიგივებს სრულებით უყოყმანოდ და გულწრფელად, ანუ აქვს იმის გულწრფელი (გენუინური) განცდა, რომ “სიკვდილის მერე იცოცხლებს ამათში, თავისიანებში”. მეორეც, მას აქვს იმის გადაულახავი მოთხოვნილება (თუ გონებრივად ჩამორჩენილი არ არის), რომ მისი ეს საკუთარი ბუნებრივი კოლექტივი იყოს ქმედუნარიანი სუბიექტი არა მხოლოდ ახლო სამეზობლო დავებისა თუ სხვა ამგვარი პროცესებისა, არამედ ისტორიისაც _ როგორც უკვე გადასულისა, ისე მომავალისა, დღეიდან დაწყებული და უსასრულობამდე. ამიტომ, ადამიანების დაჯგუფებულობა ერებად მარადიულია: იგი თავისი დღევანდელი პრინციპით ძალაში დარჩება მანამდე, სანამ კაცობრიობა არ დადგება ყოველდღიურ პრაქტიკულ კონ-ტაქტსა და პირისპირობაში სხვა გალაკტიკათა “კაცობრიობებთან”, როგორც მათი მეტოქე, მეგობარი და პარტნერი. ეს ორი თვისება ერთდროულად _ რომ ადამიანი თავის ამ კოლექტივთან თავს აიგივებდეს გულწრფელად (გენუინურად) და რომ მას თავისი ერის შემადგენლობაშივე ეწადოს იდეალურ მონაწილედ ყოფნა ისტორიისა და თანამედროვე მსოფლიო სისტემის ფუნქციონირებაში _ არა აქვს ადამიანთა კოლექტივის არც ერთ სხვა სახეს, გარდა ერისა: არც სოციალურ კლასს, არც სარწმუნოებრივ კრებულს, არც რასას (რასა მხოლოდ ბუნებითია. იგი არ მოიცავს დღემდე ჩავლილი ისტორიის შექმნაში მონაწილეობისა და მსოფლიო სისტემაში ერთობლივად მონაწილეობის (“ისტორიული ბედისა და კულტურის ერთობის”) ფაქტორს, როგორც ასეთს. თუ ცნობიერება აქეთკენ განუვითარდა, მაშინ რასაც (შავკანიანი, ყვითელკანიანი და ა.შ.) პოლიტიკაში იმონაწილევებს, როგორც ერთ-ერთი “ერი” სხვა ერთა შორის). თქმულიდან ნათელია: პოლიტიკური მიმართულება “ერი წარმავალი კატეგორიაა. ყოველი დღეს არსებული ერი შეგნებულ ადამიანთა კავშირი ვართ, ამიტომ ყველანი ჩვენივე ნებით გავუქმდებით, როგორც კაცთა კლასიფიკაციის (დაყოფის) ნიშანი შეგნების განვითარების სათანადო ნიშნულის მიღწევისთანავე. მაშ მოდით, ბარემ, ყველამ დავიწყებას მივცეთ ჩვენი ეროვნული კუთვნილობა. ჩავუნაცვლოთ მას მოქალაქეობა, პარტიულობა, სოციალური ვინაობა (“კლასი”) და ა.შ.!” უპერსპექტივოა: ეროვნულ გრძნობათა და ინტერესთა უგულებელყოფისა და უარყოფის ნაცვლად კაცობრიობა უნდა წავიდეს (და გარდუვალად წავა კიდეც) ამ სახის ინტერესთა და შესაბამის უფლებათა აღიარებისა და სათანადო შესაძლებლობათა განაწილებაში სამართლიანობის შემოღების გზით, ანუ მოხდება მეცნიერული ძალისხმევა იმის გასააზრებლად, თუ რა არის სამართლიანობა ამ სფეროში და რა პრაქტიკული ფორმები არ-სებობს და შეიძლება შექმნილ იქნას მისი პრაქტიკაში გატარებისათვის.

თანამედროვე მეცნიერებაში _ ფილოსოფიაში (პირველ ყოვლისა), ფსიქოლო-გიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში _ ზემოხსენებულ ანბანურ ჭეშმარიტებებს ფართო და ღრმა დასაბუთება აქვთ. ქართული აზრის დონე ამ მიმართულებით ტრადიციულად მაღალი და მოწინავე იყო გასული საუკუნის-საუ-კუნენახევრის მანძილზე და არის დღესაც (იხ. ა. ჯორჯაძე, მ. წერეთელი და სხვანი). პრაქტიკული ყოველდღიური პოლიტიკის დონემდე ამ ცოდნის ჩამოღწევას, მით უმეტეს, მის ყოველდღიურობაში დანერგვას დროც უნდა და სათანადო ნების გაჩენაც გარემოებათა უფრო და უფრო მზარდი მოწოლის შედეგად. მაგრამ ამ ჭეშმარიტებათა წინააღმდეგ მოქმედება რომ ანტიმეცნიერული არჩევანია და, ამდენად, შედეგად კატასტროფებისა და უმეცრებაზე აგებული ზედმეტი ტრაგიკული შემთხვევების გარდა არაფრის მომტანია, ეს დღესვე უიარაღო თვალით ჩანს. ლოზუნგი “უარი ვთქვათ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. გაუმარჯოს მხოლოდ დემოკრატიას” ისევეა დღეს უკვე რელიქტადღა დარჩენილი პოპულისტური ზერელე ფსევდო-იდეოლოგია (ანუ: მხოლოდ ინტელექტუალურად ქვედა დონეებისათვის განკუთვნილი “საკენკი”), როგორც ჯერ კიდევ 30 წლის წინ იყო წითელი იდეოლოგია “მოვიცილოთ ბურჟუაზიული ნაციონალიზმი პროლეტარული ინტერ-ნაციონალიზმის სასარგებლოდ” და ისტორიის სანაგვეზე არსებული არაერთი სხვა ჯართი.

კანონპროექტში, რომლის ანალიზიც ამჯერად მიზნად გვაქვს, ეს ანაქრონის-ტული მიდგომა არა თუ ყვავის, არამედ აფეთქებულია, აჯეჯილებულია და ბობოქრობს, როგორც მილიტანტური უმეცრების ქარიშხალი. დოკუმენტი გამსჭვალულია მით, როგორც მცოცავი ჩუმი ინფექციით, და, როგორც იტყვიან, ნემსის ყუნწში ძვრება, რათა ლოზუნგების ღიად ამოსროლის გარეშე (რადგან საქართველოს “ფედერალიზაციისა” და, მით უმეტეს, “კონფედერალიზაციის” ვირეშმაკა მასაბუთებლებს თავისი ამ უსუსური მცდელობების გამო ცხარე-ცხარე “მათრახები”, როგორც ბოროტმზრახველ ვერმოაზროვნეებს და როგორც შეკვეთილი უკვე წაგებული პოზიციების გამჟღერებლებს, მრავალჯერ მოხვედრილი აქვთ (დავასახელებ თუნდაც მხოლოდ მეუფე ანანია ჯაფარიძის და ბ-ნ მიხეილ ნანეიშვილის პუბლიკაციებს ფედერალიზმის წინააღმდეგ). მათი დივერსიული კანონპროექტის ეს კონკრეტული მიმართულება _ სეპარატიზმ-ირიდენტიზმისათვის საქართველოში მოხერხებული საკანონმდებლო ბაზის ჩუმი შექმნა _ მთელი მათი წამოწყების  მთავარსა და, ისტორიის დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე აქტიურ მიზნად რჩება. სტრატეგია ასეთია: მაქსიმალურად დაუძლურდეს სახელმწიფოს ძალა მუნიციპალიტეტების (და “მუნიციპალიტეტთა გაერთიანებების”) პირისპირ და მაქსიმალურად აშვებული, კანონით არანაირად არ მოთოკილი დიქტატურა დამყარდეს (დაკანონდეს) ამ უკანასკნელებისა მათს შიგნით მოქცეული უმცირესობების (წაიკითხეთ: ქართული უმცირესობის) მიმართ. ამგვარი განუკითახვი “დეცენტრალიზაციის” ნაყოფი ამდღევანდელ, “თავისუფალ” საქართველოში ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს: დამოუკიდებლობის მიღწევის მომდევნო წლებიდან დღემდე ადგილობრივმა ხელისუფლებებმა, მათი გარედან დაფინანსების ფაქტორმა, ცენტრალური ხელისუფლების უუფლებობამ, მისმავე უინტერესობამ ქართველი მოსახლეობის (მათ შორის _ ეკომიგრანტების) მიმართ, მათმა უკიდურესმა სიღატაკემ (არა მილიონების, არამედ ათასების, ტრაქტორთა და სხვა იაფ ხარჯთა გაღების უუნარობამ) შედეგად მოიტანა ის, რომ დიდი რაოდენობით ემიგრირებულ ურუმთა (თურქულენოვან ქრისტიან ბერძენთა, XIX ს-ში რუსეთის მიერ შემოსახლებულთა. იხ. ზემოთ) ადგილი პირწმინდად სომხებმა დაიკავეს და საქართველოში ორ სომხურ დიდ ანკლავს _ ახალქალაქისა და ბოგდანოვკისას, სადაც სომხები (ამავე პერიოდში რუსეთის სახელმწიფოს მიერ შემოსახლებულები) უმრავლესობაში არიან, _ გარედან ფულადი და სხვა დახმარების წყალობით, მესამე დიდი ანკლავიც შეემატა.

მხოლოდ პროექტის ავტორთა და პარლამენტში შემომტანთა ბოროტ “დეცენტ-რალიზაციურ” ზრახვასა და ზემოხსენებული “ვირეშმაკული” ტიპისა და დონის მენტალიტეტს შეგვიძლია მივაწეროთ შემდეგი უცნაურობაც. პროექტის VI კარში, სათაურით “სახელმწიფო ზედამხედველობა, აუდიტი და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა”, დასახელებულია ცენტრალური ხელისუფლების უზარმაზარი მექანიზმები მუნიციპალიტეტთა ნაბიჯების ბლოკირებისა მათი უსწორო მოქმედე-ბის შემთხვევაში, მაგრამ ამ მექანიზმების მოქმედებისათვის არ არის მიცემული საკანონმდებლო ბაზა, ანუ დაპირისპირებულნი რჩებიან ერთის მხრივ მუნიციპალიტეტები და მათ უკან მდგომი “ხალხის წმინდა ნება” ანუ ამომრჩეველთა ნება, მეორე მხარეს კი “მთავრობა” შიშველი ხელებით და “სალდაფონური” მოქმედების პროვოკატორული ნებით, რის გამოც მთავრობის ამ მოქმედებას ცალსახად გარანტირებული აქვს

_ დემოკრატიული მსოფლიოს ანტიპათია

_ საერთაშორისო სასამართლოებში წაგება და

_ ამის მომდევნო მრავალმხრივი პოლიტიკური, სამართლებრივი და ფსიქოლოგიურ-პროპაგანდისტული სანქციები. (სწორედ ეს გახლავთ ზემოხსენებული ბარბაროსული “მოუთოკავი დიქტატურის” შინაარსი, რომლის განსახიერებასაც ქართველი საზოგადოებრიობა, კომუნისტური პრაქტიკის გვერდით, იცნობს ერთი ქართული კინოკომედიის კლასიკური ფორმულირებიდან _ “გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის”. უფრო კონკრეტულად ამაზე საუბარი გვექნება ქვემოთაც). ამავე დროს თვალში საცემია ის, რომ “თვითმმართველობის” “კოდექსში” არ არის შემოღებული, ასე ვთქვათ, დემოკრატიის საბავშვო ბაღი, რომლის გავლის გარეშეც დემოკრატიის სკოლაში ვერ შევა ვერც ველურობის მდგომარეობიდან, ვერც კომუნისტური მართვის პირობებიდან გამოსული ვერც ერთი საზოგადოება. მხედველობაში მაქვს სოფლის მარტივად, პირადი შთაბეჭდილებითა და აზრით არჩეული და მარტივი უფლებამოსილებებითვე აღჭურვილი პირის _ მამასახლისის _ ინსტიტუტი, თავი-სი ასევე მარტივი, მაგრამ სოფლისთვის არსებითი ყოველდღიური უფლებამოსი-ლებებითა და მისი “იმპიჩმენტის” (მდაბიურ ენაზე _ გაპანღურების) დაკანონე-ბული პროცედურითურთ მისი ვერგამოდგომის შემთხვევაში.

დავუბრუნდეთ თემას. ბუნებრივად ისმის კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, თეორიულად მაინც, რომ ამ პარლამენტმა ეს თემა _ ადგილობრივი თვითმმართველობის ქმნადობის პროცესში სეპარატისტულ-ირიდენტისტული მცდელობების არდაშვების თემა, _ სრული წარმომადგენლობითი დემოკრატიის ჩარჩოშივე დაძლიოს და, როგორც იტყვიან, ოდნავ მაინც “ჯეროვან კონდიციამდე” მოიყვანოს? (ანუ: მას შედარებით მაინც წიგნიერი, თანმიმდევრული სახე მისცეს, სახელმწიფო ინტერესი დაიცვას და ამავე დროს მოქალაქისა არ შელახოს?). უფრო “არა”, ვიდრე “ჰო”. მაგრამ თუ ამავე კითხვას დავსვამთ ზოგადად, ანუ ყველა შესაძლო პარლამენტის მიმართ, გონიერისა და ერთგულის ჩათვლით, მაშინ პასუხია მკაფიო “ჰო”. ამ ორივე პროგნოზის ლოგიკა შემდეგი გახლავთ:

1. პირველ ყოვლისა, კანონში (კონსტიტუციაში) ცალსახად უნდა იყოს ნათქვა-მი, რომ მთლიანად ხალხის ნება, პარლამენტსა, პრეზიდენტსა, მათ მიერ დანიშნულ მთავრობასა და მათ მიერ არჩეულ კურსში განსახიერებული, უპირატესია ხალხის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ცალკე ნაწილის ნებასთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტის ან მუნიციპალიტეტების ნებაში განსახიერებულთან. საკმარისად განვითარებული ქვეყნების მენტალიტეტში ეს განსაზღვრება არ ფიგურირებს, რადგან თავისით იგულისხმება. “წითლების”, კლეპტოკრატების, “გენმოდიფიცირებული გრანტიჭამიებისა” და მაფიოზებისგან შემდგარ ჭრელ საზოგადოებაში, სადაც ეს თავისით არ იგულისხმება, ეს ფორმულირება კონსტიტუციაში აუცილებელია.

2. მეორეც, მკაცრად (ანუ სრული დაკონკრეტებით) უნდა იყოს მითითებული ადამიანის იმ ადამიანურ თვისება-მოთხოვნილებათა მინიმალური ჩამონათვალი, რომელთა შელახვა არ არის დაშვებული არც ერთი რაგინდარა დიდი მთლიანსახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, ანუ ის, რის გამოც მოცემული საზოგადოება და მისი სახელმწიფო თავისივე ნებით, შეგნებულად იზღუდავს საკუთარ ქმედუნარიანობას მოქალაქეთა მასასთან მიმართებაში (მარტივად რომ ვთქვათ _ მსხვერპლზე მიდის). ეს პრინციპი უნდა შეუვალად ტარდებოდეს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში, როგორც საზოგადოების მიერ (მთლიანად ხალხის მიერ) თავს აღებული შეზღუდვა იმ საკანონმდებლოსა და პრაქტიკულ საქმიანობაში, რომელიც საზოგადოებას სჭირდება თავისი საკუთარივე უმნიშვნელოვანესი ინტერესების მოსაგვარებლად თუნდაც ერთი პიროვნების უსამართლო დაჩაგვრის გარეშე. ამ პრინციპის (ანუ ამ სავალდებულო შეზღუდვის) გამოკვეთილი კონსტიტუციური ფორმულირება განსაკუთრებით სჭირდება ხსენებული “ჭრელი” საზოგადოების “წითელ” ნაწილს, მაგრამ არა მხოლოდ მას.

3. კანონმდებლის ცნობიერებაში უნდა შეაღწიოს იმის გაგებამ, რომ, თუმცა ყველაზე ღრმა თეორიულ დონეზე “თავისუფლება” და “ორგანიზაცია”, “მოწესრი-გებულობა” ურთიერთკონტრარული ცნებები არ არიან, ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებათა აღმნიშვნელი (როგორიცაა, მაგალითად, “ზარმაცი” და “ბეჯითი”, “ცი-ვი” და “ცხელი”), არამედ, პირიქით, ადამიანთა ყველაზე დიდი თავისუფლება გარე სამყაროსთან მიმართებაში ის არის, რომ ისინი (ადამიანები) თავისი გონებისმიერი მოაზრებითა და თავისი საკუთარი თავისუფალი არჩევანით ლამობენ გარესამყაროსათვის იმგვარი ორგანიზაციული სახის მიცემას, როგორიც ყველაზე უკეთესად მიაჩნიათ, მაინც პრაქტიკულ ცხოვრებაში, კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ მომენტში (განსაკუთრებით, საზოგადოების მოწყობის საქმეში) მონაწილეთათვის სავალდებულო ორგანიზაციის ზომა ერთის მხრივ და მათი პირად-პირადი თავისუფლების ზომა (ყოველგვარ მოპრიანებათა თავისუფლების ჩათვლით) მეორეს მხრივ, პრაქტიკულად, ურთიერთისადმი უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. კანონმდებელს უნდა ესმოდეს, რომ ადამიანის ადამიანურ უფლებათა მინიმუმის დაცვის საჭიროება მას მართვის ამოცანას უძნელებს, მაგრამ ამ მსხვერპლის გაღება მას ჰმართებს. მისი ამოცანა მდგომარეობს ამ ორს შორის (რადგან ვერც ერთს ვერ გაიმეტებთ უგულებელსაყოფად) გონივრული, თუნდაც დროებითი ბალანსის ძებნაში. სანამ სეპარატიზმისა და ირიდენტიზმის თანმიმდევრული განეიტრალების ამოცანის რეალიზაციას შეუდგებოდეს, მან წინასწარ უნდა მაგიდაზე დადოს მკაფიოდ ცალსახა კანონი, რომელიც ყველა ეთნიკურობის (ეროვნების) მოქალაქეს რკინასავით მტკიცე დაცვას აძლევს მისი ეროვნულად დისკრიმინაციისა და ასიმილაციის მცდელობათა წინააღმდეგ, მაგრამ ასევე რკი-ნისებრი სახელმწიფო ნებით იცავს სახელმწიფოს უფლებას, რომ თავისი მიწაწყლის ყველა ნაწილი დაიცვას ხელყოფისაგან მის დემოგრაფიაში მომხდარი რაგინდარა რადიკალური ცვლილებების მომიზეზებით.

4. ამ სამი პირობის უსიტყო მიღებით კანონმდებელმა უნდა შრომა დახარჯოს, გონება ამუშაოს და ამ ბალანსის დამფორმულირებელი სრული და ამომწურავი საკანონმდებლო ბაზა შექმნას პრაქტიკული, მაგრამ ამავე დროს ძირეული (და, პრინციპში, გარდუვალი) ურთიერთდაპირისპირებულობის “დამუხრუჭებისათვის” ერთი მხრივ მოქალაქეთა მთელი ერთობლიობის (ჯამურ) ნებასა (ანუ სახელმწიფოს ნებასა) და მეორეს მხრივ ამ ერთობლიობის ერთი ან რამდენიმე ნაწილის (პრინციპში _ “ცენტრისა” და “ადგილის”) ნებას შორის. ეს არის სახელმწიფოს, როგორც ასეთის, და ადამიანის ადამიანური უფლებების (Hუმან ღიგჰტს), როგორც ასეთის, ურთიერთობის რეგულირების (იგივე _ კონსტიტუციის) პირველი და ძირითადი თემა. ეს მართვა უნდა წარმოებდეს და შესაძლებელია წარმოებდეს მხოლოდ წინასწარვე მოაზრებული და გააზრებული (მთელი ისტორიული პრაქტიკის ბაზაზე განვითარებული) სამართლის (კანონმდებლობად ჩამოყალიბებულის) მიხედვით. ამ გამააზრებელ, მომააზრებელ, მაფორმულირებელ, მაკოდიფიცირებელ და მაიმპლემენტირებელ შრომას სახელმწიფოს მმართველი ვერ გაექცევა (და, თუ, მაპატიეთ, დებილი არ არის, არც შეეცდება, რომ გაექცეს). განსახილველი პროექტის უმეცარმა (მომიტევეთ ეს სიტყვა) და ბოროტმზრახველმა ავტორებმა და წარმომდგენლებმა მოისურვეს და მცდელობა მოახდინეს, რომ ამ შრომას გაჰქცეოდნენ (ქვემოთ, კანონპროექტის ტექსტის ანალიზისას ამას უფრო დეტალურად დავინახავთ), მათ მოიწადინეს ამ შრომის ჩანაცვლება მექანიკური გადაწერით სხვა პირობებისა და კონტექსტებისათვის შექმნილი კანონმდებლობითი (ლეგისლატიური) ტექსტები-დან, რაც მათ ცალსახად ამხილებს, უკეთეს შემთხვევაში, უპასუხისმგებლობაში და არაკომპეტენტურობაში, უარეს შემთხვევაში კი _ სახელმწიფოს მიზან-მიმართულ (ანგარებიან ან უანგარო) ღალატში.

შენიშვნა 3. ეს არ არის გასაკვირი პარლამენტში, რომლის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს შორის ასეთი დიალოგი დგება: უმრავლესობის ლიდერი: “ხმა მიეცით ჩვენს შესწორებას კონსტიტუციისთვის. ამით გამორიცხავთ მოქმედი პრეზიდენტის ცდუნებას, რომ მისი ძალაუფლების დარჩენილ ორ კვირაში სამოქალაქო ომის დაწყებას შეეცადოს”. უმცირესობის ლიდერი: “თქვენ რომ გვაპატიმრებთ!”. მეორე დიალოგი: უმცირესობის ლიდერი: “ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი დასავლური კურსი გადახედვას არ ექვემდებარება. ეს ამ კრიტიკულ ვითარებაში მრავალი საშიშროებისაგან დაგვიცავს”. უმრავლესობის ლიდერი: “ის ჩვენი წინადადება რომ ჩაგვიშალეთ, კარგი იყო?”; არც ერთი, არც მეორე (მაპატიეთ: ბავშვისტვინა) მოპაექრე არ არის მისული იმის შეგნებამდე, რომ პარლამენტში ხმა უნდა მისცენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ, განურჩევლად იმისა, რა ბედი მოელის მათ ტყავს, და იმისა, ვისგან ნაწყენი არიან და ვისი მადლიერნი!

*   *   *

საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას, უკანასკნელი რამ-დენიმე მოწვევის პარლამენტთაგან განსხვავებით, ჩამოყალიბებული აქვს პრინცი-პული დებულებები საქართველოში გასატარებელი ოპტიმალური პოლიტიკის თაობაზე საქართველოს მოქალაქეთა და არამოქალაქეთა მიმართ მათი სპეციფიკურად ეროვნული მოთხოვნილებებისა და, შესაბამისად, უფლებების თემაზე, რაც ჩვენი ქვეყნის შიდა წყობის სამართლიანი განსაზღვრის ერთ-ერთი ბურჯია.

კონკრეტულ შემთხვევაში, რომელსაც ვიხილავთ _ ცენტრალურ ნებასა და ადგილობრივ ნებას შორის უფლებათა და მოვალეობათა გამიჯვნის საქმეში (ვიმეორებ: გამიჯვნისაში დეტალურობის იმ დონემდე, რომ მოხელეს რთული გადაწყვეტილების გამოსატანად კანონში ჩახედვა თითქმის ან სავსებით ჰყოფნიდეს) _ დღეს არსებული პარლამენტი მენტალურად, პროფესიულად და ზნეობრივად უძლურია. ეს პარლამენტი _ ძირითადი პრობლემებისადმი მიდ-გომაში თუ ბრმა არა, ახლომხედველი (ბეცი) და დალტონიკი მაინც _ ამ ღრმა თემაზე ადექვატურ ფორმულირებათა შემდგენელი არ არის. მაგრამ საქართველოს, როგორც ქვეყანას და როგორც საზოგადოებას, მაინც იმის საშუალება მოეპოვება, რომ თავისი პარლამენტის ამ მძიმე ნაკლის შემსუბუქებისთვის შემარბილებელ ხერხს მიჰმართოს: მას შეუძლია აუარებელი სახიფათო თემა (არსებულ თემათა უმრავლესობა) გაიტანოს ფრჩხი-ლებს გარეთ, როგორც გარდამავალი კანონი, და ამით სათანადო მწვავე კითხვათა პასუხში ჯერჯერობით მხოლოდ დროებით მომუშავე ნორმები დატოვოს.

ოპტიმალურ ფუძე-პრინციპთა ერთი მონაკვეთია შემდეგი:

“კონკრეტული ქვეყნის (ამ შემთხვევაში _ საქართველოს) მიწა-წყალი, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ამ კონკრეტულ ერს (ამ ქვეყნის მოქალაქეთა მთელს სიმრავლეს), როგორც კაცობრიობის ნაწილს”.

თქმულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტული სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში _ საქართველოს) ამოცანათა შორის, სხვა ამოცანებთან ერთად, იგულისხმება აგრეთვე

“ამ ქვეყნის მარადიულყოფა, როგორც

_ ამა და ამ (კონსტიტუციაში და რუკაზე დაფიქსირებულ) საზღვრებში მდებარე სახელმწიფოსი (საქართველოსთვის ეს არის გაეროს მიერ 1991 წელს აღიარებული საზღვრები)

_ დამოუკიდებელი თავისუფალი სახელმწიფოსი

_ სახელის (ამისა და ამის. ჩვენს შემთხვევაში _ “საქართველო”) მატარებელი სახელმწიფოსი და

_ ამა და ამ ენოვანი (ამ შემთხვევაში _ ქართული) სახელმწიფოსი, ანუ ისეთისა, რომელიც თავის მოქალაქეებს ელაპარაკება ამა და ამ ლიტერატურული (ჩვენს შემთხვევაში _ ქართული) ენით”.

მოცემული სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში _ საქართველოს) მოქალაქეთა ურთიერთთანასწორობის ცნება ჩვენს შემთხვევაში (კონსტიტუციათა უმრავლესობისაგან განსხვავებით), საჭიროებს განმარტებას:

“საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთთანასწორობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი

_ თანასწორნი არიან კანონის წინაშე და

_ თანასწორნი არიან იმ უფლებაში, რომ საქართველოს მთელს სიმდიდრეს განიხილავდნენ, როგორც თავისა და თავისი შთამომავლობის თავისსარჩენ ბაზას აწ და მარადის”.

აფსუა (“აფხაზი”) ხალხის საკუთრივ ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას აქვს შემდეგი ფორმუ-ლირება:

“აფსუა (“აფხაზ”) მოსახლეობას, საქართველოში შემოსახლების შემდეგ (რაც მოხდა ძირითადად XVII საუკუნეში) ფეოდალურ საზოგადოებაში (ანუ ეროვნული პრინციპით აგებულ საზოგადოებაში) მოხვედრილს, გამოუმუშავდა საკუთარი, სხვა ადიღეურ (ჩერქეზულ) ტომთაგან განსხვავებული შინაარსის ეროვნული ცნობიერება _ აფსუური ეროვნული ცნობიერება. დღეს მისი სამშობლო მხოლოდ საქართვე-ლოშია. ქართველი ერი მის ამ არჩევანს პატივს სცემს, მაშასადამე _ ცნობს მის უფლებას, რომ იქ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს, აშენოს თავისი საკუთარი საზოგადოება თავისი ბუნებრივი მონაცემების, ტრადიციული კულტურის, გემოვნების და ინტერესების შესაბამისად, მაგრამ არა იმის უფლება, რომ თავისი სახლობის ტერიტორიის საქართველოს ფარგლებიდან გასვლა ითხოვოს, ვინაიდან ისტორია არ იცნობს მომენტს, როცა ეს ტერიტორია, ძველი კოლხეთის დროიდან დაწყებული, საქართველოს გარეთ ყოფილიყოს იურიდიულად. ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიის პოლიტიკური და იურიდიული სტატუსის სამართლიანი განსაზღვრაა “ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში”, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული კომპეტენციათა განაწილება თბილისსა და სოხუმს შორისაც და სოხუმსა და აფხაზეთის კონკრეტულ რეგიონთა შორისაც”.

ეს მყარი და მკაფიო ფუძე-დებულებები საკმარისი იდეოლოგიური (მორალური და იურიდიული) საფუძველია, რათა თანამედროვე საქართველო შენდებოდეს

_ ქართველი ერის მარადიულ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესთა შესაბამისად,

_ აფსუა (“აფხაზი”) მოქალაქეების ეროვნული მარადიულობისა და მათ მიერ საკუთარი საზოგადოების არაფრით არ შებრკოლებული მშენებლობის ინტერესთა შესაბამისად და

_ ყველა მოქალაქის იმ შეუვალი საკუთრივ ეროვნული ინტერესის შესაბამისად, რომ თავისუფალი (დაცული) იყოს დისკრიმინაციისაგან ეროვნული ნიშნით და ზეწოლითი ეროვნული ასიმილაციისაგან”.

V. საშიშროება ძეწკვის სახით: “მიწისა და სხვა უძრავი ქონების გაყიდვა _ დაუსაქმებლობა _ სიღატაკე _ ემიგრაცია _ იმიგრაცია”.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა რუსულმა ხელისუფლებამ _ შევარ-დნაძისამ _ ფართოდ გაშალა უძრავი ქონების გაყიდვა, მაგრამ მიწას ხელი თითქმის არ ახლო. შესაძლებელია, ამისგან გააფრთხილა ვინმე ისტორიკოსმა კონსულტანტმა იმ ინფორმაციით, რომ ქართველი ერისთვის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი სტიმული 1900-იან წლებში იყო უძრავი ქონების (ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო მიწის) გადასვლა არაქართველების (ძირითადად, სომხების) ხელში, რისი უაქტიურესი ორგანიზატორი იყო სახელმწიფო მანქანა. მეორე ამგვარმა ხელისუფლებამ (სააკაშვილისამ) ეს პოლიტიკა შეუზღუდავად განავრცო. მესამეც (დღევანდელი) ამ პრაქტიკას უჭოჭმანოდ მისდევს (რაც, სხვათა შორის, ცალსახად აისახა მის წინამდებარე კანონპროექტშიც). ამ პოლიტიკის თეორიული რეაბილიტაცია შეუძლებელია: ქვეყნის ძირითადი რესურსის გაყიდვა არ არის ინვესტიცია: ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი (ამ შემთხვევაში _ ძირითადი) საწარმოო საშუალების ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხვა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალიდან. კაპიტალდაბანდება, რომელიც სჭირდება სოფლის მეურნეობის მაღალტექნოლოგიური ხარისხის შექმნას, მცირეა, ხოლო დაბანდება, რომელიც სჭირდება მასობრივ დასაქმებას (დაბალი ტექნოლოგიური დონის ან საშუალო დონის მეურნეობის შემთხვევაში), პრაქტიკულად, თითქმის ნოლია. ამგვარად, დღეს არსებული პოლიტიკის მოტი-ვაციის სხვა ახსნა, თუ არ დივერსანტული მიზნით, არ არსებობს (ეს შედის ერთ-ერთ არსებით ელემენტად საქართველოში 1992 წლიდან დღემდე წარმოებულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქვია “ქვეყნის ნგრევა რუსული დავალებით, მაგრამ “დასავლური ღირებულებების” სახელით). არც რომელსამე ევროპულ ქვეყანაში და არც შეერთებულ შტატებში, სადაც მიწის ფონდი უზარმაზარია, ეს პრაქტიკა არ არსებობს და, შესაბამისად, არც მისთვის შესაფერისი საკანონმდებლო ბაზა. მიწის უცხოელებზე გაყიდვა ყველგან რეგლამენტირებულია, ზოგან _ სულაც აკრძალული. აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწა თითქმის მთლიანად აშშ სახელმწიფოს ან მისი მოქალაქეების საკუთრებაშია. აბსურდია დებულება, რომ მიწის საკუთრება (და ამისთვის მისი უცხოელზე გაყიდვა) ერთადერთი საშუალებაა მისი ჩართვისა თავისუფალი ეკონომიკის, ანუ ნაყოფიერი ეკონომიკის სისტემაში. ასეთი საშუალება ერთი კი არა, ორია: ერთი ფორმა ამისა არის საკუთრება, მეორეა გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (თავისი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგრამებითა და აქტიურობით მნიშვნელობის მხრივ მეორე დაწესებულება “მსოფლიო სავალუტო ფონდის” შემდეგ) ნასაბჭოვარ ქვეყნებს ურჩევს სწორედ ამ ფორმის გამოყენებას მეორის გვერდით. ქვეყანაში, რომელშიც არცერთი კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გატანა ღია ზარზე არის სახელმწიფო ღალატი. აქ, დღეს, ანუ ჩვენი ეკონომიკური სტაგნაციის ამ ეტაპზე მიწა უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში. მისი მიცემა უნარიანი და კვალიფიცირებული მეურნისათვის დღეს უნდა ხდებოდეს მოკლე და საშუალოვადიანი გასხვისებადი იჯარით, ხვალ _ უფრო გრძელვადიანი გასხ-ვისებადი იჯარით, ხოლო საკუთრების უფლებით _ მხოლოდ შემდეგ, როცა ქართველი ერი, ანუ საქართველოს მოქალაქეთა მთელი სიმრავლე, კონკურენტ-უნარიანი გახდება ნებისმიერ უცხოელთან. საკუთრებაში გაცემა უნდა ხდებოდეს პარლამენტის დონეზე და უნდა ხდებოდეს იმის პრინციპული შეგნების ფონზე, რომ საქართველოს მიწის მესაკუთრეა ერი თავისი იმ შვილების ჩათვ-ლით, რომელნიც სოფელში არ ცხოვრობენ და მეურნენი არ არიან, მაგრამ რო-მელთა ნება, როგორც ერის შვილებისა, სახელმწიფოს ნებაში სახიერდება, რო-გორც მისი ერთ-ერთი კომპონენტი. ხელისუფლება, რომელსაც ინტელექტუალური შესაძლებლობების (IQ-ინდექსის) ხარისხის სავალდებულოდ მინიმალური დონე მაინც აქვს და ამავე დროს სახელმწიფოსა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის შეგნება აქვს, ამგვარად არ მოიქცევა. თვითმმართველობის კანონის მიღებამდე (მით უმეტეს, სახელმწიფო მოწყობის ამა თუ იმ ფორმის დაკანონებამდე მას ამის კანონიერი უფლება არა აქვს). ამ ლახვარჩამცემი კანონის შენიღბული თემა სწორედ ეს არის და არა “მყარი ნარჩენების გატანის” რეგულირება. (იხ. მუხლი 15.2.ე.). ერთგული ხელისუფლება ასეთ შემთხვევას მოიაზრებს და კარგა დიდი ხნით მიიღებს გარდამავალ ნორმათა სქელ დასტას, რომლებიც თანდათა-ნობით, ბრძნული თავდადებული შრომით საქართველოს გადაიყვანს დღევანდელი მდგომარეობიდან დაახლოებით ბედნიერი ევროპული დემოკრატიული ქვეყნების მდგომარეობაში, და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს თავს უფლებას, რომ თავისი მოკლე ტვინი და კიდევ უფრო მოკლე ცოდნა აკეკლუცოს და აკუნტრუშოს, მტრის თვალის გასახარად და სამშობლოს თვალის დასაყენებლად, “ბნელი ქვეყნის დემოკრატ რეფორმატორთა” პოზაში.

ადმინისტრაციული, სასამართლო, მაფიური, ორგანიზებულ-ცენტრალიზებულ-კორუფციული, იდეოლოგიური, პროპაგანდისტური და, რაც მთავარია, დივერსან-ტულ-ეკონომიკური მიწოლა ქართველ გლეხზე დღეს თვისობრივად უკვე სცილდება სისხლის სამართლის მუხლის “ქურდობა” დისპოზიციაში მოცემული ქმედებების ჩარჩოს და “ყაჩაღობისაში” გადადის. საქართველოს მიწა გადადის უკიდურესად დაბალკვალიფიციური, ტექნოლოგიურად და მეცნიერულად არაგანვითარებული, ეკონომიკური და კულტურული “ბუმის” ვერგანმაპირობებელი უცხოელების ხელში, რომელთა სარგებლიანობის პერსპექტივა სახელმწიფოსათვის სხვა არა ჩანს რა გარდა იმისა, რომ ისინი, საქართველოდან ემიგრირებული აქაური მოქალაქეების ნაცვლად მოქალაქეობამიღებულნი, ერთგული ხმის მიმცემნი იქნებიან ადგილობრივსა და საერთოდ ყველა არჩევნებში იმათთვის, ვინც დღეს მათი მოყვანისათვის და სხვა ქვეყნის მიწისა და სისხლის ხარჯზე “გაჯეჯილებისათვის” იღწვის.

ამ კონკრეტულ უმწვავეს ხიფათთან საბრძოლველად ვერც ერთი საერთაშორი-სო კონვენცია, რომელსაც საქართველოს ხელმოწერა ამშვენებს, საქმიან რჩევას ვერ მოგვცემს. ეს თემები, უბრალოდ, ამ კონვენციათა შემდგენლების თემები არ არის. ამას სჭირდება აქაურივე კვალიფიციური და ალალი კანონმდებლობითი შემოქმედება, რომლისგანაც ჩამოთვლილი ხელისუფალნი და მათი კადრები ასტრონომიული მანძილებით დაცილებულნი არიან.

დასავლეთის განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურმა და მეცნიერულმა ელი-ტამაც და ხალხთა ფართო მასებმაც იციან, რა არის გადაჭარბებული იმიგრაციის პრობლემა. ამ მოვლენას ებრძვიან უდიდესი მონდომებით, მაგრამ უსათუთესი ყურადღების დაცვის პირობით იმ საშიშროების მიმართ, რომ უცაბედად არ გადალახონ დემოკრატიის პრინციპთა ჩარჩოები იმის გულისათვის, რომ ამ ამოცანასთან დაკავშირებული რაღაცა პრაქტიკული ღონისძიება განახორციელონ. მაგრამ ამ ქვეყნების არც მასამ, არც ელიტებმა არ იციან შიში იმის გამო, რომ მათი ესტაბლიშმენტი და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ან კვალიფიკაციის, ან პასუხისმგებლობის შეგნების დეფიციტის გამო დაუშვებს ამ საშიშროების მოსაგერიებლად აგებული რომელიმე თუნდაც უშორესი ჯებირის გარღვევას. ამიტომ მათს არც კანონმდებლობაში, არც პრაქტიკაში არ არის იმის ალბათობა, რომ კანონში შეი-ტანებოდეს იმგვარი ნორმები, რომლებშიც მითითებული არ იქნება დაცვის საშუალება თანამდებობის პირთა ან რიგით მოხელეთა მიერ ამ სახის შეცდომე-ბის დაშვებისა და დანაშაულთა ჩადენის აღსაკვეთად. ამიტომაა, რომ ამ საშიშ-როებათაგან დაცვის გზებს ქართველი კანონმდებელი, თუ საკუთარი აზროვნება არ გააჩნია, დასავლეთის დემოკრატიათა ამ კონსტიტუციური პრაქტიკიდან ვერ ისწავლის.

*  *  *

მიწის უცხოელებზე გაყიდვის საშიშროებასთან და პარლამენტართა ამ მიმართულებით ცდუნებასთან დაკავშირებით კანონმდებელს შემდეგის გათვალისწინე-ბაც ეკუთვნის სავალდებულო წესით.

1. საქართველოში მიწის ღირებულებას და მოსალოდნელ სტაბილურ საბაზრო ფასს იმ შემთხვევაში, თუ ეს ბაზარი შემოუღობავი იქნება, ზრდისკენ უბიძგებს ის, რომ

_ საქართველოს მიწათა ბონიტეტი (ნაყოფიერება) და მათ გამოყენებათა შესაძლებლობის მრავალგვარობა მაღალია _ ყოველ შემთხვევაში, იგი ბევრად აღემატება სხვა ნასაბჭოვარი პატარა ქვეყნების დიდი ნაწილისას, სადაც, ამის შედეგად, მიწის ბუნებრივი მუშტრების რაოდენობა არ სცილდება იმას, რასაც მათი მიწების მეტ-ნაკლებად კონტროლირების შესაძლებლობები დღეს უძლებს: მათი არც საკურორტო, არც სტრატეგიული და არც საკუთრივ სასოფლო-სამეურნეო მიმზიდველობა მომავალი სპეკულირების ცდუნებას არ აჩენს, საქართველოს მიწებისა კი, სამივე ამ ფაქტორის ძალით, აჩენს.

_ საქართველოს მიწის ბაზარში გატანა დღეს ხდება არა როგორც პროდუქტის პოტენციურად მომცემი საწარმოო საშუალებისა, რომელიც დღეს ამ სახის მოხმარების საგნად ფუნქციონირებს და, ამგვარად, მის პატრონსაც უღირს, არამედ აგრეთვე და პირველ ყოვლისა როგორც ნადავლისა _ მას ყიდის ამა თუ იმ სახით მიმტაცებელი ან დამტაცებელი, რომელიც სპეკულანტის როლში გამოდის. დღეს იგი მიწას ყიდულობს რეალურ ფასზე მრავალჯერადად იაფად, ზეგ კი გაყიდის დღევანდელ ნამდვილ ფასთან შედარებით ბუნებრივად გაზრდილ ფასად. სხვა თუ არაფერი, საამისოდ კმარა ის ფაქტორიც, რომ საქართველოს მიწას განჭვრეტად მომავალში მისი სტრატეგიული ფუნქციის სწრაფი აქტუალიზაცია ელის.

ბუნებრივია, რომ ამ ძალიან მაღალპროცენტიან სპეკულაციასა და მის წინმსწ-რებ ყაჩაღობაში ჩაბმის ცდუნება უფრო ადვილი დასაძლევია მაშინ, როცა მოქმე-დი პირის წინაშე არჩევანია არა მთლიანად სახელმწიფოს ბედის ამა თუ ამ ფასად გაწირვასა და არგაწირვას შორის, არამედ მხოლოდ თავის ხელთ მეტ-ნაკლებად შემთხვევით მოხვედრილი ორიოდე ან ორმოციოდე ჰექტარისა, რომელიც _ შეუძლია ასე იგულისხმოს _ მთლიანად ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა არ არის, თუმცა პირადად მისთვის (მუნიციპალიტეტის მოხელისთვის) და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის სამარადისო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სხვა სიტყვით: სახელმწიფო ღალატის ეს აქტი უფრო ძნელია, ფსიქოლოგიურად, კანონმდებელი პარლამენტარებისათვის, ვიდრე მუნიციპალიტეტის დონის დეპუტატებისათვის, რომელნიც, რაოდენობრივად, პარლამენტარებზე შეუდარებლად მეტნი არიან.

არსებითია ის განსხვავებაც ევროპული კონსტიტუციების მატარებელ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, რომ იქ სოფლის მოსახლეობის ურბანიზაცია მისი პაუპერაიზაციის საფუძველზე არ უდრის და არ ნიშნავს ერის დემოგრაფიულ კატასტროფას: გაქალაქებული მოსახლეობაც და სოფლად დარჩენილიც ცხოვრებას აგრძელებს მეტ-ნაკლებად კეთილდღიან პირობებში, მთლიანი შიმშილობის, ცილათა შიმშილობის ან რომელიმე სხვა სპეციფიკური კალორიული შიმშილობის გარეშე, უექიმობის გარეშე, გაუნათლებლობის გარეშე და ა.შ.. ევროპაში არ არის ის ვითარება, რომ სოფელში შობადობა ნაკლები იყოს, ვიდრე ქალაქში, საქართველოში კი სიტუაცია დღეს სწორედ ესაა. სხვა სიტყვით: საქართველოში ქალაქად მეტი კი არ იბადება, ვიდრე სოფელში, არამედ, პირიქით, სოფელში ნაკლები იბადება, ვიდრე ქალაქში, ანუ ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ნორმალურ პირობებში უნდა იბადებოდეს ქალაქშიც კი და არა მხოლოდ სოფელში. ხელოვნური დეცენტრალიზაციით დაუძლურებული ცენტრალური ხელისუფლება ვერ იცავს სახელმწიფოს, როგორც მთელს, განუკითხავი უკუსვლისაგან, მუნიციპალიტეტების ლიდერები კი (მათ შორის _ წარმომადგენლობისათვის არჩეულნიც) ვერც იცავენ და არც ცდილობენ დაიცვან (რადგან უტოპისტები არ არიან) თავისი მცირე კუთხე ნგრევის იმ წამლეკავი ნაკადისაგან, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს უტევს).

VI. “სიმბოლოთა ომის” საშიშროება

ტერიტორიისათვის დემოგრაფიული ბრძოლის, ფსიქოლოგიური ბრძოლის, პო-ლიტიკური, იურიდიული და პროპაგანდისტური ბრძოლის საყოველთაოდ ცნობი-ლი და საყოველთაოდ აღიარებული უმძლავრესი იარაღია ე.წ. “ფირნიშებისა და წარწერების ომი”, “ტოპონიმიკისთვის ომი”, “სიმბოლიკათა ომი” და, ზოგადად, “პეიზაჟისათვის ომი”. ამ სახისა და მიმართულების “ომთა” შორის გეოგრაფიულ სახელთათვის (ტოპონიმიკისათვის) ომს უპირველესი ადგილი უჭირავს როგორც რეალური ფიზიკური სინამდვილის გარდაქმნა-გარდმოქმნის თვალსაზრისით, ისე დანარჩენი მსოფლიოს თვალში შთაბეჭდილების რაგვარობის თვალსაზრისითაც. ამიტომ ტოპონიმიკის ცვლის მიმართულება და მისი სტაბილობა-არასტაბილობის მდგომარეობა მთლიან-ეროვნული და, მაშასადამე, მთლიან-სახელმწიფოებრივი ამოცანაა და არა ლოკალური (ადგილობრივი). განსახილვევლი კანონპროექტი ამ ამოცანასა და პრივილეგიას მთლიანად მუნიციპალიტეტებს უტოვებს (იხ. მუხლები 15.2.ნ და სხვანი ქვემოთ). პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, უპირატესი აზერბაიჯანული მოსახლეობის მყოლ მუნიციპალიტეტს შეუძლია თავისი “დედაქალაქის” თუ “დედასოფლის” მთავარ მოედანსა და “ბირჟას” დაარქვას შაჰ-აბასის ან ჯალალედინის სახელი და მისი ვიზუალური (ხედვადი) სიმბოლიკა დემონს-ტრატიულად მწვანე ფერზე ააგოს (რომელიც ისლამის ფერია), ან ქალაქს უცხო გრამატიკული ფორმისა და უცხო ძირის მქონე ახალი სახელი შეუთხზას, მაგ. დაარქვას “ქოროღლისტანი” ან “მოჰამედ-აბადი” ან “ისკანდერ-თალა” და ა.შ., როგორც თავის დროზე სპარსელებმა მათ მიერ დაკავებულ თბილისის ერთ-ერთ უბანს უწოდეს “აბას-აბადი” და დღესდღეობით რუსების მიერ მათთვის ნაჩუქარ აღმოსავლეთ კახეთში (საინგილოში) აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ ელისენს დაარქვა (და დღესაც ჰქვია) ალი-აბადი (“ალის სამფლობელო”), “ქათმისხევს” _ “ალიბეილი” და ა.შ.. არანაკლები მნიშვნელობისაა აღნიშნული “მშვიდობიანი ომის” თვალსაზრისით ტერიტორიის კულტურული პეიზაჟის ცვლა მისი მოფენით ისლამური საკულტო ნაგებობებით, რასაც განუზომელი პერსპექტივა აქვს იმ გარემოების გამო, რომ ამ პროცესს არ გააჩნია ფინანსური ზღვარი: მოძმე აზერბაიჯანიც, მისი საქართველოში მომუშავე საწვავის ფირმებიც და საერთაშორისო ისლამური ორგანიზაციებიც მუდამ მზად არიან განუზღვრელი თანხები გაიღონ უთოფოდ დასაპყრობი ტერიტორიის მოსაფენად ამ ჭრელ-ჭრელი უსულო “ჯარისკაცებითა” და “გენერლებით”, რომლებიც რიცხოვნობითაც და სიმაღლითაც მალე გადააჭარბებენ შრომის ოფლითა და ოჯახისათვის ლუკმის მოკლებით ჩვენ წინაპართა მიერ აგებულ საკუთარ სიწმინდეებს.

ერთგული და მინიმალურად დამაკმაყოფილებელი “აი-ქიუთი” (IQ _ ინტელექტუალური ხარისხი) აღჭურვილი პარლამენტი სხვაგვარად მოიქცევა: იგი ამ თემებზეც რამდენსამე წონად კანონპროექტს ჩადებს გასატარებელ გარდამავალ კანონთა დასტაში, რომლებშიც განსაზღვრული იქნება ხსენებული “მშვიდობიანი ომების” პარამეტრთა სათანადო ლიმიტებიც (რა მანძილში შეგიძლიათ მოითხოვოთ საკულტო შენობის აგება?” “რა წესით შეიძლება მისი დაფინანსება?”, “რა შეზღუდვა სჭირდება გარეგან სპონსორობას?” და ა.შ.)., ხოლო ტოპონიმიკაში და მთლიანად სახელდებაში ცვლილებას ასეთი ჭკვიანი პარლამენტი მთლიანად და ცალსახად ახლავე მოაქცევდა სახელმწიფოს (ანუ ერთიანი სახელმწიფო კომისიის) ექსკლუზიურ იურისდიქციაში (რა თქმა უნდა, ადგილიდან ინიციატივის (მაგრამ არა გადაწყვეტის) უფლების დატო-ვებით).

VII. სიყმილის (შიმშილისაგან მასობრივი დაღუპვის) საშიშროება

დღევანდელ განვითარებულ მსოფლიოში შიმშილით მასობრივი სიკვდილის საშიშროება ხილული ფაქტია (იხ. მაგალითად აფრიკის რამდენიმე ქვეყანა). ფაქტია ისიც, რომ პრინციპი “მიწა იმისია, ვინც მას ამუშავებს” (იგულისხმება, რომ მიწის ნაყოფის მიღების ამოცანისათვის გადამწყვეტი ფაქტორია მისი დამუშავებისათვის შრომის გაწევა) ძალაში აღარ არის: მთავარი ფაქტორია თვით დასამუშავებელი მიწის ხელთ ქონა. სამასი წლის წინ თუ ერთი მუშაკაცი ორ-სამ ჰექტარზე მეტს ვერ ამუშავებდა, სასოფლო-სამეურნეო შრომის დღევანდელი ნაყოფიერების პირობებში ერთი ფერმერი ორასამდე ჰექტარს ერევა. ისიც ფაქტია, რომ საქართველო დღეს 80%-ად შემოტანილ საჭმელს ჭამს. დასკვნა ნათელია: თუ დღეს საქართველო საჭმელს ვერ შემოიტანს (თუნდაც უსახსრობის გამო), იგი ამოწყდება. იმპორტს საკუთარი წარმოებით შეცვლის? ნურას უკაცრავად! ამისათვის მას სულ რამდენსამე წელიწადში აღარ ექნება მთავარი ფაქტორი _ სასოფლო-სამეურნეო მიწა. ეს მიწა მთლიანად გადასული იქნება უცხოელების ხელში, ვინაიდან დღეს დედამიწაზე (რაგინდარა შორ მანძილზე) სამოსახლო და დასამუშავებელი მიწის მსურველი და მსაჭიროებელი მასა აურაცხელია (ძირითადად, აზიაში) და ეს მასა უფრო მსყიდველუნარიანია, ვიდრე რომელიმე ქართველი ან საქართველოს რომელიმე მოქალაქე. ისიც ვიცით, რომ ბაზრის კანონები არანაკლებ მყარია, ვიდრე ფიზიკისა და ბიოლოგიისა. ამგვარად, თუ ისე გაგრძელდა პროცესები, როგორც დღეს მიდის, საქართველოს დღევანდელი მოსახლეობის შიმშილით ამოწყვეტა (ან ემიგრაცია) რამდენიმე ათწლედის (უკეთეს შემთხვევაში) საქმეა.

განვითარებული დემოკრატიული დასავლეთის არც ერთი იმ სახელმწიფოთა-განი, რომელთა კანონებიდანაც საქართველოს ინფანტილურ “კანონმდებლებს” თავისი “შემოქმედების” პროდუქტთა გადმოწერა ჰსურთ (და უმრავლეს შემთხვევაში გაურჯელად იწერენ კიდეც), ამგვარი საშიშროების წინაშე არ დგას. ყველგან მიწის პოლიტიკის მიმართულება სტაბილურად იმყოფება მთლიანად მოსახლეობის ნების, პარლამენტითა და მთავრობით განსახიერებულის, ხელში. ამიტომ მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა მუდმივი ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება: მიწის ძირითადი მასივი საკუთარი მესაკუთრეების ხელში რჩება და მისი მიზანშესაბამისად გამოყენების (ანუ მისი ამ სახელმწიფოს სასარგებლოდ მოხმარების და რაციონალურად გამოყენების) იძულებით მარეგულირებელი ფართო და რთული საკანონმდებლო სისტემა არსებობს. ვერც ერთ ამგვარ ქვეყანაში ვერ მოხდება ის, რომ მიწათმფლობელმა უცხოელებმა და (შიგადაშიგ) ადგილობრივებმა შიმშილობის საშიშროების პირობებში თავისი მამულები ძვირადგასავლიან ტექნიკურ კულტურას დაუთმონ მარცვლეულის მოყვანის ნაცვლად. საქართველოს პირობებში, რომელშიც ერთუჯრედიანსა და სამშობლოს განმსყიდველ კანონმდებელს თავისთვის სხვა ვერანაირი ფუნქცია ვერ წარმოუდგენია თუ არ “დემოკრატიული” სულისკვეთების სიმულაცია და ამ საბაბით საკუთარი ქართული გვარის გაქირავება ანტიქართულ დოკუმენტთა ხელმოსაწერად (სპორტის ამ სახეში, როგორც სხვაგანაც ვთქვით, განსაკუთრებით გაწაფულია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა), დღეს შემოთავაზებული კანონპროექტით, ამგვარი შემთხვევი-სათვის არანაირი იურიდიული ბარიერი და ზღუდე არ არსებობს (ამ თემას უფრო დეტალურად შევეხებით განსახილველი ტექსტის კონკრეტული ფორმულირებების კონტექსტში).

თქმულის ილუსტრირებისათვის დავიმოწმოთ ასეთი ჰიპოთეტური ტიპობრივი ვითარება:

20 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, რომელსაც, პირობითად, შეადგენს მოცემული მუნიციპალიტეტი, სიტუაციის ცალსახა განსაზღვრის სურვილი და პრეტენზია აქვთ შემდეგ სუბიექტებს (და ჯამური შედეგი იქნება ტოლქმედი ამ სუბიექტთა ძალებისა)

1. სახელმწიფოს, რომელშიც განსახიერებულია მთლიანად მოსახლეობის ნება. სახელმწიფოს სურვილია

_ არ გაუშვას ხელიდან (შთამომავლობას შეუნახოს) ამ ტერიტორიაზე არსე-ბული სიმდიდრე მთლიანად და ეს მოახდინოს ამ სიმდიდრის რაციონალური გამოყენების შეუწყვეტლად (მდინარემ ენერგია გვაძლიოს, მიწამ _ მოსავალი და ა.შ.).

_ მოაშენოს (ამ სიტყვის კარგი აზრით) მოსახლეობა: მიაღწიოს მის გამრავ-ლებას, განათლებას, ინიციატივიანობას, კანონმორჩილობას, მსოფლიო სისტემაში ჩართულობას პრესტიჟულ და მაღალკვალიფიციურ როლებში, ცხოვრების მაღალ ხარისხს ზოგადად.

_ ეკონომიკის არსებულ დარგებს დაუმატოს ახალი: შექმნას ინდუსტრია, რეკ-რეაციის სისტემა, ენერგიის და კრედიტის იაფი ბაზარი.

_ წინ წაწიოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები (გზები, აეროპორტები, სამხედრო მომზადება სკოლაში და ა.შ.)

ამისთვის მისი ღონისძიებები იქნება

_ მიწის გაყიდვის შეჩერება მანამდე, სანამ არ გაჩნდება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი მასა. მანამდე განახორციელოს მიწის ნაყოფიერი ჩართვა თავისუ-ფალ ეკონომიკაში. (ამის ერთადერთი დღეს (ანუ გარდამავალ ვითარებაში) მისა-ღები გზა, როგორც ვთქვით, არის გასხვისებადი იჯარა). ეს ეკონომიკა მან უნდა ასტიმულიროს მისაწვდომი კრედიტით, კოოპერაციის ხელშეწყობით, მოკლე და საშუალოვადიანი გასხვისებადი იჯარით (რომელიც ისე გაარჩევს კარგსა და ცუდ მეურნეს, როგორც მარცვალსა და ბზეს). შემდეგში _ საშუალო და გრძელ-ვადიანით, ბოლოს _ გაყიდვით, სადაც ადგილობრივი კაცი კონკურენტუნარიანი იქნება და არც თავისის გაყიდვის სურვილი გაუჩნდება გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ამ და სხვა ანალოგიური კურსების რეალიზაციისათვის სახელმწიფოს დასჭირდება ფართო გამოყენება გარდამავალი კანონებისა, როგორც რეალური პროცესების დღეს მარეგულირებელისა და დღევანდელი გამოწვევების პასუხისა.

_ მენტალური და ფსიქოლოგიური სტიმულირება იმისა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებელი თავის სახლ-კარს განიხილავდეს, როგორც სამარადისო სამკვიდ-როსა და ფუძეს, რომელიც მისი შთამომავლობის ხელში რჩება უსასრულოდ, როგორც მისი ურყევი საარსებო სივრცე, თუნდაც თვითონ რაგინდარა ვადით მუშაობდეს დედამიწის ნებისმიერ სხვა წერტილში. ამისთვის უძლიერესი სოცია-ლური და ფსიქოლოგიური საშუალებაა ის, რომ სოფლის შემხები ყველა არსები-თი პროცესის კონტროლირებაში (ერთ-ერთ) ცენტრალურ ფიგურანტად იყოს სოფლის მიერ არჩეული ადგილობრივი ერთი ხელისუფალი (მამასახლი-სი) ან მცირე ჯგუფი, ორი ან სამი კაცი, რომელიც _ რიდითა, პასუხისმგებლობის ვალდებულებითა თუ პასუხისმგებლობის გრძნობით, _ ვერ იქნება კორუფციით თუ სხვა მოტივით ღალატის ჩამდენი თავისი უშუალო მეზობლობის სადღეისო და სამომავლო ინტერესების მიმართ. სახელმწიფო დონეზე ამას სჭირდება გაბატონებული მენტალიტეტი (იდეოლოგია), რომელიც სოფელს განიხილავს არა როგორც ზემოდან (ამ შემთხვევაში _ მუნიციპალიტეტის დონიდან) მართვის ერთ-ერთ შემთხვევითსა და დროში სწრაფად ცვალებად ობიექტს, არამედ როგორც ერთ-ერთ თავისთავად ფუნდამენტურ მიზანს _ როგორც ამ კონკრეტული მოსახლეობის, “აქაურების” პირველ ნომერ ძირითად საარსებო სივრცეს, “ბუდეს” აწ და მარადის, აქედან გამომდინარე ინტერესებით, უფლებები-თა და მოვალეობებითურთ ერთმანეთის წინაშე, სახელმწიფოს წინაშე და კაცობრიობის წინაშე.

2. მეორე ნების პატრონია მსოფლიო ამ სიტყვის პირობითი აზრით _ კაცობ-რიობა თავისი სამოსახლო-სავარგულით, მიწით, წყლით, გონებით, ყველამხრივი ადამიანური პოტენციალით, ბრძენი და ნაკლებ ბრძენი პოლიტიკოსებით, ავი და კეთილი ზრახვებით, ავანტურისტებით, ჰუმანისტებითა და განათლებული კაციჭა-მიებითურთ. ამ მსოფლიოში ყველა თბილი და ნაკლებ თბილი ადგილი დიდი ხა-ნია, რაც განაწილებულია და ყოველწუთიერად ახალ-ახალი გადანაწილებების მოლოდინში დგას _ ზოგისათვის საშიშრად, ზოგისათვის _ იმედის მომცემად. ამ მსოფლიოში ჩვენ, საქართველო, ჯერჯერობით რეალურად არა ვართ, მაგრამ შესვლა გვინდა (და შევალთ კიდეც, თუ ვვარგივართ). ამიტომ მსოფლიოს შემად-გენელმა ყველა სუბიექტმა თითო-თითო მილიმეტრით უნდა “ჩაიჩოჩოს”, რათა ჩვენც ადგილი დაგვიტოვოს. ეს არავის უნდა. ამის გამო არ გვმართებს არც გაკვირვება, არც წყენა და გაბუტვა. გვმართებს მხოლოდ კორექტული, მაგრამ უკანდაუხეველი ბრძოლა. დღეს მსოფლიოს უნდა ჩვენი სიმდიდრეების ხელთ გდება (მეტ-ნაკლებად ზრდილობიანი ფორმით), ჩვენი სტრატეგიული შესაძლებლობების გამოყენება (უკეთეს შემთხვევაში _ ჩვენს უკითხავადაც ან თითქმის უკითხავად), ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება მიახლოება უნებო ტერიტორიის სტატუსთან, ერისა _ წარმოებისა და განათლების არმქონე “მომსახურე” ერის სტატუსთან და ა.შ. ღიად მიზანმიმართული “ბოროტებით” ამ მხრივ დღეს გამოირჩევა რუსეთი, რომელსაც სჭირდება (და არა მხოლოდ ჰსურს) ჩვენი ქვეყნისა და ერის ყოველმხრივი განადგურება, რათა ჩვენი ტერიტო-რია იქცეს გაუვალ რადიაციულ, ეპიდემიურ და ა.შ. უდაბნოდ და დასავლეთს ძა-ლიან დიდი ხნით გზა გადაეკეტოს შუა აზიისაკენ. ამ დაინტერესებით გამოირჩევა არაერთი სხვაც, ვინც დღეს დუმს, მაგრამ დემოგრაფიულად “გვიმიზნებს”, ან ვისაც ჩვენი ნასახლარი მიწა სჭირდება მსოფლიოში დღეს მძვინვარე დემოგრაფიული ბუმის ოდნავ მაინც განტვირთვის მიზნით, რათა აღმოსავ-ლეთიდან დასავლეთისკენ დაძრული ჭარბმოსახლეობის ტვირთის ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე “ჩამოტვირთოს”, და ა.შ.. ჩვენი სათავდაცვო პოტენციალი (ამ სიტყვის ფართო აზრით) რომ ამ ამოცანის კონტექსტში პროპორციულად უფრო ნაკლებია, ვიდრე ამას ითხოვს ჩვენი ძალიან მაღალი მსოფლიო სტატუსი _ ერთ-ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი დედამიწის ჯერჯერობით სამასზე ბევრად ნაკლებ სხვა ქვეყანათა შორის _ ეს ცნობილია ჩვენი პირდაპირი მტრე-ბისათვისაც და სწორედ ეს აქვს მხედველობაში რუსეთის თავხედ ელჩს საქართველოში, როცა ამბობს “ქართველები რელიქტური ერი (ანუ: მხოლოდ ინერციითღა მოარსებე ერი) არიანო” (და საქართველოს მაშინ თანამდებობაზე მყოფი წვინტლიანი პრეზიდენტი ამას “ყლაპავს”). ცალკე მოსახსენებელია მსოფლიოს მიერ საქართველოს შესაძლო ხედვათა შორის ისიც, რომ საქართველო მოხერხებული პოლიგონია მსოფლიოს ნაკლებად ბრძენ პოლიტიკოსთა ნაწილისათვის აზრითი ექსპერიმენტების ჩასატარებლად “დემოკრატიის” იმპლემენტაციის შესაძლებელ აურაცხელ გზათა შესახებ ამ სიკეთესთან ჯერ ვერ მისულ (ვერ განვითარებულ) პატარა ქვეყანაში. (არ დაგვავიწყდეს: ეს ხდება ისეთ მსოფლიოში, რომელშიც “ნაციონალიზმი” მომაკვდინებელ ცოდვადაა შერაცხილი, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფ-რო განათლებული ქვეყნის შვილმა, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატ-მა მეგობრულად მითხრა ამ ოციოდე წლის წინ, “ნაციონალისტი ყველაა, თუმცა ამას არავინ გაამხელს ღიად, და თქვენ თუ ამ დოკუმენტში ამ სიტყვას იხმართ დადებითი აზრით, თითო ქვას ყველა გესვრითო”).

3. მესამე ძალა კი, საქართველოს პოლიტიკურსა და ორგანიზაციულ სივრცეში დღესდღეობით მოქმედი, არის ქართველივე ე.წ. ერთუჯრედიანი პოლიტიკური “ნაძირალიტეტი” _ ადამიანები, რომელთაც თბილი ადგილი აქვთ მოპოვებული მზის ქვეშ, როგორც წვრილმან მოხელეებსა და დალალებს საქართველოს სიმდიდრის, გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ქართველი ერის ხელიდან უცხოელთა ხელში “გადაფორმების” საქმეში _ საქართველოს ტერიტორიის, მისი რეალური თავისუფლების და, ბოლოს (როგორც იგეგმება), მსოფლიო რუკაზე საქართველოს საკუთარი ფერის წართმევის საქმეში. ამ დავალებათა ბოლო ორი პუნქტი საქართველოს დღესდღეობით პირველ ნომერ მტერს _ რუსეთს _ ეკუთვნის, პირველი კი ისევ მას, მაგრამ არა მხოლოდ მას. პირველშიც _ განსაკუთრებით, მის ბოლო პუნქტ-ში, დემოგრაფიულ განადგურებაში _ ჩვენი არაერთი სხვა კარის მეზობელიც აქტიურია.

სწორედ ეს როლი _ დალალებისა საქართველოს სიმდიდრის (პირველ ყოვლისა _ მიწის) გადაცემაში უცხო მსურველთათვის _ ცენტრალურ ამოცანად ფიგურირებს განსახილველ პროექტში. სახელმწიფო ღალატის ამ კონკრეტულ ოპერაციაში მას ლომის წილი ეკუთვნის. საქართველოს უგონებო და უმორალო “ესტაბლიშმენტი” მისი პარლამენტის მეთაურობით დღეს მთავარი იარაღია ამ მიზნის მისაღწევად.

VIII. ეროვნული თვითცნობიერების დანაწევრება

ეს შემოტევა, ანუ ქართული მთლიანი ეროვნული თვითცნობიერების დაშლა კუთხურ ცნობიერებათა ჯამად (“კახელი”, “გურული” და ა.შ.), იგივე _ ფედერა-ლიზაციის მცდელობა _ რუსული მონარქიის დაშლის შემდეგ ყველა სხვა შემოტევაზე ადრე აღდგა საქართველოში (1980-იანი წლების დამლევისთვის). მისი შინაარსი ისაა, რომ თავისი ვინაობა კაცობრიობის პირისპირ რიგითმა ქართველმა გაიცნობიეროს არა როგორც ქართველი ერის შვილმა და წევრმა, არამედ როგორც საქართველოს მიწის და ერის მხოლოდ ამა და ამ ნაწილისამ: ბავშვმა უნდა თქვას: ჯონი ინგლისელია, ჟანი ფრანგია, რაფიკა სომეხია, მე და მიტუა კახელები ვართ, ჭიჭიკო იმერელია, ელპიტე დეიდა გურულია” და ასე შემდეგ (ეს მით უფრო ადვილია დღეს, რომ სავალდებულო საპასპორტო ჩანაწერი “ქართველი”, “სომეხი”, “ფრანგი” საქართველოში აღარ არსებობს, ხოლო ადმინისტრაციული ერთეულები “იმერეთი”, და “კახეთი” არსებობს).

ჩვენმა ფართო საზოგადოებრიობამ, რომელსაც, ჩვეულებრივ, დიდი სიფხიზლე არ ახასიათებს გარე და შიდა ძალების მიერ მოწყობილი შეთქმულებების კასკადთა მიმართ (საუბარი გვაქვს მხოლოდ შეთქმულებებზე, რომლებიც საქართველოს ისტორიულმასშტაბიან სასიცოცხლო ინტერესებს უტევენ), ამჯერად სწრაფად ამოიცნო ნელი მოქმედების ეს ბომბი, რომელსაც მოქმედების ვადად, დაახლოებით, ერთი-ორი თაობა აქვს. სახელდობრ, უკვე მიხვდა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ვითომდა ადგილობრივი “თვითმმართველობის”  შესახებ (განსაკუთრებით მისი VII კარი) სხვა არა არის რა თუ არ საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და, მით უმეტეს, ორგა-ნიზებული სახელმწიფოს, აგურ-აგურ დაშლის გეგმა. კერძოდ:

1. ახალი “ერთეული” _ “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება”, რომელსაც სათავეში თითქოსდა “გუბერნატორი” (რაც ლათინურად “მმართველს” ნიშნავს), “სახელმწიფოს რწმუნებული _ გუბერნატორი”, სინამდვილეში კი უფასო დანამატი და უუფლებო მაჩანჩალა უდგას, არის არა დღეს არსებული “რაიონის” სანაცვლო, არამედ დღეს არსებული ერთიანი ქვეყნისა და სახელმწიფოს, გაეროს წევრი დამოუკიდებელი და მთლიანი საქართველოს სანაცვლო. ეს ახალი ერთეული, კანონპროექტის ტექსტის მიხედვით, აღჭურვილია ყველა უფლებით, რომელიც ენატრება პოტენციურ სეპარატისტს (ასეთთა მასობრივი წარმოება კი რუსეთს და ზოგ სხვასაც, როგორც ცნობილია, არ უჭირს), რათა საქართველოს დაშლის საქმე (შემოტევის ახალი ეტაპი) დღესვე დაიწყოს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება იურიდიულად აბსოლუტურად იარაღაყრილი დგას ამ მოწინააღმდეგის წინაშე.

_ რამდენადაც “გაერთიანება” არის კოლეგიალური ორგანო, ამგვარად _ წარ-მომადგენლობითი ორგანო (ხალხი ირჩევს საკრებულოებს, ხოლო საკრებულოებში არჩეულნი თავისი წრიდან ირჩევენ “საბჭოს”), ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ნებას ვერ დაუპირისპირდება (ვერ გადააჭარბებს და ვერ გაუტოლდება) იერარქიულად თავისი ლეგიტიმურობის ხარისხით ვერც ერთი სხვა ნება, მთლიანად სახელმწიფოს მოსახლეობის ნების (ანუ წარმომადგენლობითი წესით არჩეული პარლამენტის ნების) გარდა. არის მითითებული პროექტში, თუ რა იურიდიული პროცედურით და რა პრინციპებიდან გამომდინარე შეუძლია მთელი მოსახლეობის ამ ნებას, რომ ჩარჩოში მოაქციოს თავისი მხოლოდ ერთი ნაწილის (ვთქვათ, კახეთის ან თვითმმართველი ქალაქის, თელავის) ნება? ასეთ განსაზღვრას კანონი არ შეიცავს. მაშასადამე, ადგილობრივ კერძო ინტერესს (კაპრიზის ჩათვლით) კანონი ვერ თოკავს. დავის შემთხვევაში გუბერნატორსა და “საბჭოს” შორის კანონის თვალშიც და მსოფ-ლიოს თვალშიც მუდამ მოიგებს მეორე, რადგან მისი ლეგიტიმაცია (წარმო-მადგენლობითობა) აღემატება აღმასრულებელი ფუნქციონერისას (ანუ დანიშნუ-ლი კაცისას). მოკამათე დასვამს კითხვას: ის დანიშნული კაციც ხომ წარმომად-გენლობითი ორგანოს _ პარლამენტის _ მიერ დანიშნულია საბოლოო ჯამში? პასუხია “დიახ, ასეა, მაგრამ იმ დანიშნულ კაცს არ ძალუძს არჩეულთა ნების დაძლევა სხვაგვარად, თუ არ შავით თეთრზე დადებული კანონის მიხედვით, რომელშიც განსაზღვრული იქნება

_ სათანადო იურიდიული პროცედურაც და

_ “ცენტრისა” და “ადგილის” კომპეტენციათა გამიჯვნაც იმ მითითებით, რომ ესა და ეს სტრატეგიული კომპეტენციები სახელმწიფოებრივად პრიორიტეტულია და მას ვერ ეკონკურენტება ადგილობრივი რაგინდარა კერძო ინტერესი” (ასეთი მონოპოლიურად სახელმწიფოებრივია, მაგალითად, თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი _ გზათა მშენებლობის სტრატეგია, რომლის “დაგეგმვაცა და განხორციელებაც”, პროექტით, ადგილობრივთა მიერ არჩეულებს ეკუთვნით. ამავე მექანიზმით გარანტირებულად გამარჯვებული იქნება ადგილობრივი, მაგრამ წარმომადგენლობით გამოხატული ნება სხვა, არასტრატე-გიულ შემთხვევებშიც. მაგალითად, დაკმაყოფილდება კაპრიზი (ან: ანტიქართული ჩანაფიქრი) ადგილობრივი არაქართველი უმრავლესობისა, რომ გაუქმდეს ისტო-რიული ქართული ტოპონიმი და დაწესდეს კომუნისტების მიერ რამდენიმე წლის მანძილზე გამოყენებული არაქართული ტოპონიმი, რომელიც საქართველოს ამ მტრებს _ რუსეთიდან მართულ კომუნისტებს _ შეგნებულად ერჩივნათ ყოველივე ქართულს. ამგვარი ნამდვილი ან სიმულირებული “კაპრიზებით” რუსეთის მიერ დარაზმული და ორგანიზებული სეპარატისტი რეალურად მიაღწევს იურიდიულად სრულყოფილ, მაგრამ სიტყვის “ავტონომია” არგამომყენებელ სტრუქტურას, რო-მელსაც მუდმივი გარანტირებული დაცვა და მხარდაჭერა ექნება მსოფლიოსაგან. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, როგორც წესი, ღიად არ უჭერს მხარს ახალი ავტონომიების ქმნადობას, მაგრამ მძაფრად ეწინააღმდეგება უკვე არსებულის, რაგინდარა უსამართლოს, გაუქმებას.

იმისათვის, რომ სახელმწიფოს, როგორც მთელის, ნება და ინტერესი (ანუ მთლიანად მოსახლეობის, როგორც ასეთის, ნება და ინტერესი) განხორციელებადი იყოს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში (ანუ იმისთვის, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, რეალობას წარმოადგენდეს და არა ბლეფს), აუცილებელია ორი რამ:

პირველი: კონსტიტუციის დონეზე _ ან, როგორც მინიმუმი, ორგანული კანონის დონეზე მაინც _ უნდა იყოს განსაზღვრული, რომ სახელმწიფოს, როგორც მთლიანის, ნება მთლიანად სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებში პრიორიტეტულია (ანუ უფრო მაღლა მდგომია), პრინციპულადვე, ამ სახელმწიფოს რომელიმე ნაწილის კერძო ინტერესთან და ნებასთან მიმართებაში. ამას მოითხოვს მართვის ინტერესი. ყოველი სხვა კონსტიტუციური მიმართება სახელმწიფოსა და მისი ნაწილის ნებას შორის არის ამ ორ ნებას შორის ინტერესთა კონფლიქტის კონსტატაცია და ამ დაპირისპირების ფაქტიდან გამომდინარე გარიგების (შეთანხმების) ელემენტი, რაც სახელმწიფოს ქმედუნარიანობისთვის (მართვის ჩათვლით) დამასუსტებელია. შესაძლებელია, სახელმწიფო, როგორც სუბიექტი, და მისი რაღაცა ნაწილი, როგორც სუბიექტი, ერთმანეთთან კომპრომისზე წავიდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამგვარ ჯამურ დასუსტებას ურიგდებიან ერთმანეთის ამა და ამ ფარგლებში ანგარიშგაწევის თვალსაზრისით, ანუ კონფედერაციული ან ფედერაციული ურთიერთ-მიმართება დაამყარონ. ასეთი მიმართება სხვა ვერა იქნება რა, თუ არ გარდამავალი საფეხური ან ცალ-ცალკე არსებულთა შეერთებისაკენ, ან, პირიქით, ერთიანთა მომავალი გაყოფისაკენ. თუ ეს მიმართება, ვთქვათ, ათასი წლის მანძილზე უცვლელი რჩება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს პოტენციურად დიდი ალბათობის მქონე პროცესი შეჩერდა ათასი წლით, მაგრამ არა იმას, რომ ამ ფედერალურსა თუ კონფედერალურ კავშირს სტაბილური სახე მიეცა. სხვათა შორის, ყველა შემთხვევაში მთელსა და მის ნაწილს შორის, რო-გორც ორ სუბიექტს შორის, უფლებრივი მიმართების განსაზღვრა არის სახელმ-წიფო მოწყობის (ლათინურად _ კონსტიტუციის) ელემენტი. ამ თემის შეტანა თვითმმართველობის კანონმდებლობაში არის იურიდიული უანბანობა, რომელიც მაქსიმალური ალბათობით შთაგონებულია ან ბოროტი ნებით (სახელმწიფოს დაშლის ნებით), ან ზემოხსენებული არაინფორმირებულობით, ან ორივეთი ერთად.

მეორე სრულებით მიუცილებელი პირობა სახელმწიფოს იურიდიულად დაცუ-ლი მთლიანობისა არის ფუნქციების მკაფიო და, რაც მთავარია, სრული (ანუ ყველა არსებითი საკითხის მომცველი) გამიჯვნა (და შესაბამისი უფლებამოსი-ლებების გამიჯვნა) “ცენტრსა” და “ადგილს” ანუ მთელსა და ნაწილს შორის, როგორც კონსტიტუციის ნაწილი (ამ დებულების საფუძველი თვალსაჩინოა. მის დასაბუთებაზე აქ აღარ ვჩერდებით). ამ მიმართულებით, მეტ-ნაკლებად ტექნიკური ხერხია კონსტიტუციის ის სავალდებულო მახასიათებელი, რომ იგი უნდა აცალკევებდეს, როგორც წყალი და ზეთი ცალკევდება ბუნებრივ პირობებში, ერთის მხრივ ცენტრის და მეორეს მხრივ “ადგილის” ფუნქციებს იმიტომაც, რომ ამა თუ იმ კომპეტენციის განაწილება ამ ორს შორის ერთსა და იმავე ასპარეზზე დიდი ალბათობით იწვევს ორი ნების _ ადგილობრივისა და ცენტრალურის _ გაჩენას, კატასტროფული ტემპით განვითარებას და დაპირისპირებას, რასაც ბუნებრივ შედეგად აქვს (სეპარატისტულ ვითარებებზედაც რომ არაფერი ვთქვათ) ერის შიდა ერთიანობის ცნობიერების ხლეჩა კუთხურ ცნობიერებებად და ეროვნული ერთიანობის ფსიქოლოგიური რღვევა (ამაზე ვრცლად გვქონდა მსჯელობა ცოტა ზემოთ).

მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პროკურატურას მათი პროფესიული და თანამდებობრივი ყურადღების მიპყრობის თხოვნით შემდეგი ვითარებებისადმი:

ა. აღნიშნული გარემოებები, რომელზედაც წინამდებარე პუბლიკაციაში საუბარი გვაქვს, მსოფლიო პოლიტიკისთვისაც და თეორიული აზრისთვისაც ცნობილია. იმის სიმულაცია, თითქოს ხსენებული სასიკვდილო საშიშროებები საქართველოს სახელმწიფოსათვის ვერ ამოიცნეს, არც ხსენებული კანონპროექტის პარლამენტში წარმომდგენებს, არც მისთვის ხმის მიმცემ დეპუტატებს არ შეუძლიათ. ნებისმიერი შერაცხადი პიროვნების მოვალეობაა, ამ ხსენებულ გარემოებათა დანახვა და მათი ლოგიკურად ურთიერთდაკავშირება შეეძლოს. ამგვარად, “სახელმწიფო ღალატის” სახელით ცნობილი დანაშაულის ნიშნები აღნიშნული კანონპროექტის ავტორების, პარლამენტში წარმდგენლების და მისთვის ხმის მიმცემების ქმედებებში აშკარად ჩანს. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ამ პირთა ქმედების ფაქტის სრულყოფილი პროცესუალური გამოძიება (და არა საპარლამენტო კომისიების და, სხვა პირწმინდად პოლიტიკური პროცედურების დონეზე განხილვა), ჩვენის აზრით, სამართალდამ-ცავი სტრუქტურების (პირველ ყოვლისა _ პროკურატურის) პირდაპირი მოვალეო-ბაა. ამაში მით უფრო გახლავართ დარწმუნებულნი, რომ სახელმწიფო ღალატი საკანონმდებლო სფეროში და სამართალდაცვის (სახელდობრ, მისი სასამართლო შტოს) მაღალ დონეებზე საქართველოში დღეს უცხო მოვლენა არ არის. დავასა-ხელებთ ორს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გ. პაპაშვილმა მსოფლიოში პრესით და ინტერნეტით გაავრცელა სიცრუე, თითქოს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია გაუქმებული იყოს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 17 მარტს, რითაც დიდი საშიშროება შეუქმნა ჩვენი ქვეყნის არაერთ იურიდიულ პოზიციას მსოფლიო სისტემაში დღეს, აგრეთვე, ისტორიის პლანში, ხიფათი შეუქმნა ჩვენი ქვეყნის მიერ 1918-1921 წლებში მოპოვებულ უდიდეს მიღწევებს მსოფლიო ასპარეზზე. ამავე სასამართლოს პლენუმმა დაახლოებით ამავდროულად დაბრკოლება მოუხსნა უცხოელებს საქართველოში მიწის ყიდვაზე, ანუ შექმნა იურიდიული სიტუაცია მიწისაგან საქართველოს მოსახლეობის ტოტალური ექსპრო-პრიაციისათვის უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე და ეს მოახდინა ისეთი “დასაბუთებით”, რომელიც, რაგინდარა შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება არა წინასწარგანზრახულ ანტისახელმწიფოებრივ აქტად ვერც ერთი პირისაგან, რომელსაც ინტელექტუალური ხარისხის (“აი-ქიუ”) ნორმის მინიმუმამდე ასული მაჩვენებელი აქვს (ასეთი ლოგიკით: “ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანები თანასწორნი ვართ. მაშასადამე, თანასწორნი ვართ საქართველოს მიწის საკუთრებაშიც” (ეს იგივე ლოგიკაა, რაც “თანასწორნი ვართ კონსტიტუცი-ით. მაშასადამე, პეტრეს და ივანეს ერთი და იგივე უფლებები აქვთ პეტრეს თხის მიმართაც და ივანეს მეუღლის მიმართაც” (ამ კარიკატურული იურიდიული კაზუსის შესახებ მსჯელობა ზემოთაც გვქონდა).

არსებობს საზოგადოებისთვის “მანუგეშებელი” გარემოება, რომელიც სინამდვილეში ძალიან სუსტი პერსპექტივის მქონეა. კანონროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება მხოლოდ ჩვენი ტერიტორიის გამთლიანების შემდეგ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ეს იურიდიულად ურყევი საბუთი “იმუშავებს” მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ _ ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ერს _ რეალური ძალა და მსოფლიო მხარდაჭერა გვექნება. სხვა შემთხვევებში იგი შედეგს ვერ მიაღწევს. ამიტომ აუცილებელია, რომ სამართლებრივად, სასამართლო განაჩენით იყოს კონსტატირებული, რომ საქართველოს ხელისუფლებანი, რომელთაც სათანადო კაპიტულაციები და ერის გამძარცველი ნასყიდობები გააფორმეს, ამას სჩადიოდნენ მხოლოდ და მხო-ლოდ სახელმწიფო ღალატის წესით. მათი მოღალატეობის ფაქტი დამტკიცებული იქნება მათი ქმედების სხვა ეპიზოდებით, და არა ამით. თუ ეს არ გაკეთდება, ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მათ მიერ მოყენებული ზიანის გაბათილება მკაცრი იურიდიული წესით. სამწუხაროდ, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებათა შემდეგ ამ სავალალო გზას (როგორც წინა-მდებარე კანონპროექტიდანაც ჩანს და სხვა რამდენიმე ნაბიჯიდანაც), ადგება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც. თქმულიდან გამომდინარე, შევარდ-ნაძის, სააკაშვილის და დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ ლიდერთა გასამართლება აუცილებელია არა მხოლოდ ადამიანთა მორალური გრძნობის და მორალური უფლების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, არამედ პრაგმატული თვალსაზრისითაც.

შენიშვნა. საქართველოს ფედერირების გარედან მართული იდეოლოგიის ყვე-ლაზე სტაჟიანი ადეპტები (რომელნიც ვერც ერთ კრიტიკულ შენიშვნას მათი პროექტის მიმართ ვერ პასუხობენ), იყენებენ შემედგ არგუმენტს: “გერმანია ფედერალური სახელმწიფოა, მაგრამ საუცხოოდ მოწყობილი სახელმწიფო. მაშ ფედერალიზმი კარგი ყოფილა”. ამ დასკვნას სამი ხარვეზი აქვს.

1. ფედერალიზმი გერმანიას თავისი ნებით არ აურჩევია. ეს პოლიტიკური ფორ-მა მას თავს მოახვიეს II მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა იმ ღია მიზნით, რომ იგი ვეღარ აღდგეს, როგორც, “ძალითი სახელმწიფო” (Mაცჰტსტაატ).

2. გერმანელმა იურისტებმა მოიგერიეს ეს დამამცირებელი ფაქტორი: მათ არ დაუშვეს ერთი და იმავე კომპეტენციის განაწილება “ცენტრსა” და “ადგილს” (“მიწას”, Lანდ) შორის ერთსა და იმავე სფეროში, არამედ კომპეტენციათა ნაწილი მიაკუთვნეს მთლიანად “ცენტრს”, ნაწილი _ მთლიანად “ადგილებს” (Lანდ-ებს).

3. იმ გარემოებებს შორის, რომ გერმანია კარგად მოწყობილ სახელმწიფოა და რომ იგი ფედერალურია, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი მიმართება, ისევე, როგორც არ არსებობს იმ ფაქტებს შორის, რომ

_ ქაშაყი მლაშეა

_ ზღვა მლაშეა.

(არც ზღვაა მლაშე იმიტომ, რომ მასში ქაშაყები დაცურავენ, არც ქაშაყია მლაშე იმიტომ, რომ მლაშე ზღვაში დაცურავს).

საზოგადოებრივი მიწოლის შედეგად კანონპროექტის ლობისტები იძულებულნი გახდნენ, შეეტანათ პროექტში ის ცვლილება, რომ “მუნიციპალიტეტთა გაერთიანება” გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დონიდან იურიდიულად ჩამოექვეითებინათ საკონსულტაციო გაერთიანების დონემდე. ამით უვნებელყოფილ იქნა ამ ანტიქართული აბსურდის მხოლოდ იურიდიული მხარე. პოლიტიკური მხარე ძალაში დარჩა: გადაწყვეტილების უფლების არმქონე გაერთიანებასაც შეუძლია მაქსიმალური პოლიტიკური ენერგიით ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნების წამოყენება და ამით “ამომრჩევლის წმინდა ნების” გამოხატვის სიმულაცია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტის (85 გვერდი, 197 მუხლი) ტექსტობრივი ანალიზი და შეფასება.

მუხლები 1-19.

1. არ შეიძლება კოდექსი “განსაზღვრავდეს თვითმმართველობის განხორციე-ლების სამართლებრივ და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს” (მუხლი 1). იგი განსაზღვრავს ამ განხორციელების ან სამართლებრივსა და საფინანსო-ეკონომიკურ პროცედურას, ან წესს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, წანამძღვრებს. “საფუძვლები” მან უნდა განუსაზღვროს არა “განხორციელებას”, არამედ თვითონ ინსტიტუტს, თვითმმართველობას (ეს უწიგნური სტილი კანონისათვის პრესტიჟის დამკარგვინებელია. (თვითმმართველობა რომ “მუნიციპალიტეტებზე” არ იყოს აგებული, არამედ “რაიონებზე, მაშინ იგი “თვითმმართველობა” აღარ იქნებოდა?). არსებითია ის, რომ  ეს საფუძვლები ამ პუნქტებში უნდა იყოს მოცემული კონკრეტულად. სხვა სიტყვით, ცნება “ადგილობრივი თვითმმართვე-ლობა” უნდა იყოს განმარტებული (განსაზღვრული) მისი შინაარსის მიხედვით (რას ნიშნავს ეს სიტყვა?) და არა მისი მოცულობის მიხედვით (რომელ კონკრეტულ საგანს ჰქვია ეს სახელი?). პროექტში წერია “თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი”. (ეს იგივეა, მოწაფის კითხვას “რა არის სამკუთხედი?” რომ ვუპასუხოთ “აი, ის არის, შეწებებული სახაზავი რომ გვაქვს ერთი სწორი კუთხით და ორი მახვილით”). “თვითმმართველობის” განსაზღვრა, ანუ იმის თქმა, თუ რა შინაარსს დებს კანონი ამ სიტყვაში, უნდა უძღოდეს კანონის ტექსტს ერთი-ორი ფრაზის სახით. “თვითმმართველობის” ცნების შინაარსი (რომლის არგანსაზღვრის უფლება არ გვაქვს!) მდგომარეობს შემდეგში:

მოსახლეობა მთლიანობაში თავის სახელმწიფოს მართავს ხმათა უმრავლესო-ბის საფუძველზე უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევით, პრეზიდენტის არ-ჩევით და პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზებული (შეპირებული) პოლიტიკური კურსის არჩევით. სხვა არაფრით. თავის აზრსა და პოზიციას იგი ამ თემებზე გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობით, რეფერენდუმებსა და პლებისციტებში მონაწილეობით და იმპიჩმენტებში მონაწილეობით. სხვა არაფრით (ამაზე კამათი შეუძლებელია). ადგილობრივ არჩევნებში იგი ამ თემებზე თავის აზრს არ გამოთქვამს და, შესაბამისად, არავითარ მანდატს არ იძლევა ამ სფეროში (საერთო-სახელმწიფო საქმეში) მოქმედებისათვის: აქ იგი თავის რჩეულებს მანდატს აძლევს მხოლოდ ადგილობრივ საქმეებში სამოქმედოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი არჩეული წევრები ადგილობრივი ორგანოსი (საკრებულო, მერი…) ნეკსაც კი ვერ შეახებენ სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მისი კურსის ვერც ერთ დეტალს, რომელიც ამავე ამომრჩევლებმა (მთელ ხალხთან ერთად) თვითონვე განსაზღვრეს, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევ-ნებისა, რეფერენდუმებისა, პლებისციტებისა და იმპიჩმენტების მონაწილეებმა (ამ ანბანურ ჭეშმარიტებებზეც კამათი შეუძლებელია). ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევ-ნებზე მიმავალმა მოქალაქემ უნდა წინასწარვე იცოდეს (თუნდაც ამ, წინამდე-ბარე ორგანული კანონიდან), რის მანდატს ანიჭებს იგი თავის რჩეულს საპარლა-მენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებისას ერთის მხრივ და თვითმმართველი კანდი-დატების (საკრებულოს, მერის…) არჩევნებისას მეორეს მხრივ. ეს ცოდნა სხვაგვა-რად ვერ მიიღწევა, თუ არ იმით, რომ წინასწარვე _ ანუ მანამდე, სანამ ხმების მიცემა მოხდებოდეს, _ ოფიციალურად დადგენილია და გამოქვეყნებულია  უფლება-მოვალეობათა გამიჯვნა “ცენტრსა” (ანუ მთელი ხალხის მანდატთა მატა-რებელს) და “ადგილს” (ანუ ხალხის მხოლოდ ერთი ნაწილის მანდატის მატარე-ბელს), ანუ “თვითმმართველი” ერთეულის მოსახლეობას შორის. იგულისხმება, ცხადია, რომ ეს გამიჯვნა უნდა იყოს დასაბუთებადი, ღიად დასაბუთებული, გააზრებული, დისკუსიაგავლილი და, სხვა ყოველივესთან ერთად, საკმარისად კონკრეტული, ადვილად გაგებადი და საკმარისად სრული. განსახილველ პროექტში ასეთი ჩამოთვლა არ არის. მით უმეტეს, არ არის (თუნდ პრეამბულაში მაინც ან განმარტებით ბარათში მაინც) არც დასაბუთება, არც გააზრება, არც გარემოებებთან შეჯერება და არსებულ პირობებთან შეჯერება (ამაზეც პროექტის ტექსტის წამკითხავი სერიოზულად ვერ იკამათებს). არ არის ნასახიც კი იმ ნაგულისხმევი წანამძღვრის დასაბუთებისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას საზოგადოების ცხოვრებაში თავისი სხვა არავისზე არ კისრებული ფუნქცია აქვს და, მაშასადამე, საჭიროებას წარმოად-გენს. დებულებები, რომ თვითმმართველობა არის ადგილობრივთა “უფლება და შესაძლებლობა”, “გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები” უშინაარსო სიტყვებია მანამდე, სანამ არ ითქვა, რა და რა საკითხებია “ადგილობრივი მნიშვნელობისა” (მუხლი 2.1). ის, რაც ამ ორი მუხლის ტექსტში გვიწერია, ერთის მხრივ, “თითიდან გამოწოვილია”, მეორეს მხრივ, სხვა პირობების მქონე ქვეყანათა საკანონმდებლო ტექსტებიდან “ნაჭერ-ნაჭერ” გადმოწერილია შინაგანი თანმიმდევრობის გარეშე. ეს დაახლოებით იგივეა, ერთმა ექიმმა მეორე ექიმის მექანიკური წამხედურობით რომ თავის ტუბერკულო-ზიან პაციენტს გასახდომი საშუალება დაუნიშნოს წამლად მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მეორე ექიმმა თავის პაციენტს, გაცხიმოვნებისაგან გატანჯულს, ეს მკურნალობა დაუნიშნა.

“თვითმმართველობის” ცნების განსაზღვრებაში უნდა ეწეროს, რომ

_ ა) ეს მმართველობა ეხება მხოლოდ ადგილობრივ საკითხებს და

_ ბ) ადგილობრივია მხოლოდ ის საკითხები, რომელთა ასეთი ან ისეთი გა-დაწყვეტა არ ეწინააღმდეგება კანონს, კონსტიტუციის ჩათვლით, და არ ითხოვს კორექტივს სახელმწიფოს პოლიტიკაში. უნდა ეწეროს, მაგრამ არ წერია! ეს უწიგნური იურიდიული ფორმა კანონის წარმოდგენისა (წარმოდგენა განუსაზღვრავად დატოვებული ცნებებით) არის თაღლითური მცდელობა, ამა თუ იმ საეჭვოდ არასაპატიო მოტივებით, რეალობის მარეგულირებელ ნორმათა გაძვრენისა ქვეყნის რეალური ცხოვრების მისამართავად გარდუვალი კონკრეტული კატასტროფებისაკენ.

შემოთავაზებული ტექსტი ვერ “იმუშავებს”: იგი ვერაფერს მოიტანს სახელმწი-ფოს ნებასა და “ადგილობრივ” ნებას შორის ყოველწუთიერი დაპირისპირების გა-ჩენის გარდა. ამგვარად, “პროექტის” სახით შემოთავაზებულია წუნი. უკეთეს შემთხვევაში, იგი არის უპასუხისმგებლო (მაშასადამე, არა თუ ამორალური, არამედ დასჯადი) მიდგომა კანონმდებლებისა თავისი ამოცანისადმი. სხვა სიტყვით: მიუხედავად იმისა, რომ კანონის (მით უმეტეს, ფაქტობრივად კონსტიტუციური კანონის) ფორმულირების ტექნიკის მიუცილებელი ელემენტია გამოყენებულ ცნებათა შინაარსის განმარტების დართვა, ასეთი განმარტება (ამ რიცხვში _ თვითმმართველობის ცნების შინაარსისაც) წინამდებარე პროექტს არ ახლავს (რას ნიშნავს ცნების “ადგილობრივი საკითხი” შინაარსობრივი განუმარტებლობის გამო). ანუ: იგი წუნია არა მხოლოდ სამართლებრივი შინაარსით, არამედ კანონმდებლობითი ტექნიკის თვალსაზრისითაც.

დასკვნები მუხლებისათვის 1 და 2.

1. “თვითმმართველი ერთეული” უნდა განისაზღვროს, როგორც “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, რომლის საზღვრები დადგენილია საქართველოს მთავრობის (ან: პარლამენტის) მიერ და რომლის მოსახლეობაც მთლიანობაში აღჭურვილია უფლებით, რომ არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საშუალებით განიხილოს და გადაჭრას ამ ერთეულის შიგნით არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

2. “ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი” უნდა განისაზღვროს სიტყვებით “ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა” რიცხვს ეკუთვნიან მხოლოდ ის საკით-ხები და ყველა ის საკითხი, რომელთა ამგვარი ან იმგვარი გადაწყვეტა არ ეწინა-აღმდეგება საქართველოს კანონს, კონსტიტუციის ჩათვლით, ან კანონქვემდებარე აქტს, და არ ითხოვს კორექტივს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაში”.

მუხლებში 3-19 მსჯელობაა დასახლებების სახეობებზე და მუნიციპალიტეტე-ბისა, ქალაქებისა და თვითმმართველი ქალაქების შექმნის (შედგენის) წესებსა და შესაძლო საფუძვლებზე. ეს მსჯელობა ეკლექტიურია ანუ მასში უსისტემოდ ჩამოთვლილია ამ საქმიანობის სხვადასხვა შესაძლო საფუძვლები, მაგრამ არ არის მითითებული ამ შესაძლო საფუძველთა იერარქია მათი მნიშვნელობის მხრივ და არ არის ნათქვამი, რომ ჩამოთვლილთა გარდა ამისთვის სხვა საფუძვლები არ არსებობს, ანუ არ არის ნათქვამი, რომ საფუძველთა ეს ჩამონათვალი სრულია, ანუ არ არის გამოთქმული კანონმდებლის პრეტენზია, რომ მისი ტექსტი მუშაობისუნარიანია. იურიდიულად ეს საშიშროებას არ ქმნის, რამდენადაც უგნურ მოპრიანებებს ადგილობრივი თვითნებობის მიმართულებით სამართლებრივად ბლოკავს ნორმა, რომ მუნიციპალიტეტთა ქმნადობაში და მათს საზღვართა ცვლილებაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. ეს საკვირველი არ არის (რამდენადაც ნაჩქარევობა და გონებრივი ძალისხმევის ეკონომიის სურვილი ამ ტექსტში აშკარად გამოსჭვივის). უცნაურად გამოიყურება მხოლოდ ის, რომ მუნიციპალიტეტის შექმნის შესაძლო საფუძველთა ჩამოთვლისას არ არის დასახელებული მთავარი _ მართვის პრაქტიკული მოხერხებულობის მოტივი, რასაც, თავის მხრივ, სჭირდება ოპტიმალური ტერიტორიული ფართობის მითითებაც და მრავალი სხვა რამისაც. ეს _ რაც, უდავოდ, ნაკლია ტექსტის ხარისხის თვალსაზრისით, _ შესაძლოა იმით აიხსნებოდეს, რომ ამ კრიტერიუმის დასახელების შემთხვევაში მას უნდა მოსდევდეს კონკრეტული კითხვების დასმა და პასუხი: რაა ოპტიმალური მანძილი საავადმყოფოდან უშორეს პაციენტამდე? პოლიციიდან უშორეს პოტენციურ დამრღვევამდე? და ა.შ., ეს კი ბუნებრივად აყენებს კითხვას: “რატომაა საჭირო არსებული რაიონების შეცვლა მუნიციპალიტეტებითა და მათი “გაერთიანებებით?”, რისთვისაც კანონმდებლებს საკმარისად “ფოტოგენური”, ანუ “კარგი შთაბეჭდილებების შემქმნელი” პასუხი არ გააჩნიათ (პირიქით: ფედერაციის იდეის გაძვრენის დივერსიული ზრახვა ამ დეტალში ნათლად იკითხება, როგორც მიზანი). რეალური პასუხი, თუ ავტორთა (საქართველოს რეს-პუბლიკური პარტიის ლიდერთა) წარსული საქმიანობის მიმართულების მიხედვით ვიმსჯელებთ, ის არის, რომ საქართველოს დაყოფა დღევანდელ რაიონებზე უფრო დიდ ერთეულებად, რომლებიც თავისი ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით სახელმწიფოს ჩამნაცვლებელნი იქნებიან და არა რაიონი-სა, ანუ სახელმწიფოს ფედერალური დაქუცმაცება, არის თავისთავადი და გამ-ჭოლი მიზანი, რასაც საკმაოდ დაუფარავად და უხეშად ლამობდა რუსეთი დიდი ხნის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ და ახლაც ლამობს (ამ თემაზე მსჯელობა გვქონდა ზემოთ, “შესავალში” და გვექნება ქვემოთ).

ასეთი ახალი “მიკრო-სახელმწიფო” (“კახეთი”, “იმერეთი” და ა.შ.) _ ერის იურიდიული და ფსიქოლოგიური დანაწევრების იარაღი _ ამ დღესდღეობით შემოთავაზებული კანონის მიხედვით არის “მუნიციპალიტეტთა გაერთიანება”, რასაც წინამდებარე ანალიზში ჯერ არ მივდგომივართ, მაგრამ ქვემოთ მივადგებით. ამ ბუნებრივ კითხვამდე მისვლას _ “რისთვის გვჭირდება ჯერ რაიონთა დაქუცმაცება მუნიციპალიტეტებად და მერე მუნიციპალიტეტთა გაერთიანება “მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებებად?” _ სჭირდება იმ კითხვების დაუსმელობა, თუ რა გვჭირდება და რა, პირიქით, ხელს გვიშლის მართვის პირწმინდად ტექნიკური სრულყოფის საქმეში. თუ ამ კითხვას დავსვამთ _ რა უპირატესობა აქვს, მართვის ტექნიკის თვალსაზრისით, ან ერთ ციცქნა მუნიციპალიტეტს, ან მუნიციპალიტეტთა “რეგიონულ” გაერთიანებას, რომელიც ფუნქციურად სახელმწიფოს უნდა ჩაენაცვლოს?” _ ამით ავტომატურად წარმოჩნდება მთელი პროექტის ბლეფური ბუნება, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არ საქართველოს ფედერალიზაციის ძველთაძველი რუსული გეგმის ვირეშმაკულად შეთითხნილი ნიღაბი.

ამ არასაპატიო, ე.ი. ვერგამხელილი მოტივებით ხელმძღვანელობა თავის დივერსიულ (მაპატიეთ გამოთქმა) ჭკუის ჭყლეტაში იწვევს კანონმდებელთა ამ ტექსტის ლოგიკურ წინააღმდეგობრიობას. დააკვირდით: თუ ნათქვამია, რომ მთავრობამ მუნიციპალიტეტთა საზღვრების გადასინჯვისთვის ამ მუნიციპალიტეტებთან “კონსულტაცია უნდა გამართოს”, უნდა დაკანონდეს ისიც, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსულტაცია წაჩხუბებით დამთავრდა! ამას სჭირდება მხარეთა უფლებამოსილებების სრული კანონმდებლობითი განსაზღვრა, რომელიც წარმოდგენილ პროექტში არ არის მოცემული. ამავე დროს პროექტში ნათქვამია, რომ (ერთ-ერთ შემთხვევაში) მუნიციპალიტეტმა მთავრობას სასამართლოთი უნდა მოსთხოვოს ესა და ეს. მაგრამ სასამართლოს სხვა არა შეუძლია რა, თუ არა კერძო შემთხვევისათვის კანონის მუხლის მიყენება, ეს კი წარმოუდგენელია, თუ კანონი არ არსებობს! ამ პირობებში ნონსენსია კანონპროექტის სიტყვებიც, რომ მუნიციპალიტეტი და ცენტრი “თანამშრომლობენ” (მაგრამ თუ წაიჩხუბნენ, მაშინ რაღა ხდება?). კანონმდებლის სერიოზული მიდგომა თემისადმი იქნებოდა (ვიმეორებთ) მხოლოდ იმის ფორმულირება, თუ კონფლიქტის რომელ მხარეს (მთავრობას და მუნიცი-პალიტეტს) რა და რა უფლებები აქვს. მაგრამ ამის ჩაწერა კანონში იმას ნიშ-ნავს, რომ ფუნქციების გამმიჯნავი კანონი ხელთ გვქონია. სინამდევილეში იგი არა გვაქვს. გვაქვს ის, რომ ერთი და იმავე ობიექტის მიმართ უფლებამოსილების რეალური გაყოფა ორ სუბიექტს შორის სხვა პერსპექტივას არ შეიცავს ლოგიკურადვე, თუ არ კონფლიქტისას! სინამდვილეში, ვიმეორებთ, არაფერი ზემოხსენებული ჩანაწერის მსგავსი არც ამ პროექტში, არც სადმე სხვაგან არ გაგვაჩნია. ამგვარად, ამ მეორე შემთხვევაშიც კანონმდებელი ჩაჭრი-ლია (წინააღმდეგობაში ჩავარდნილია) _ ამჯერად არა მოდებილო (გვაპატიეთ ეს ნატურალიზმი) კანონის მოქმედების გარდუვალი შედეგის _ ქაოსისა და კონფლიქტის პერსპექტივის _ შექმნის გამო, არამედ, _ მარტივად და, როგორც იტყვიან “მუშურ-გლეხურად” _ ელემენტარული კანონმდებლობითი ტექნიკის (რომელიც, სხვათა შორის, ლოგიკის მიყოლას მოითხოვს) ვერფლობის გამო (ულოგიკობის აპოთეოზი ამ უბადრუკ თხზულებაში ალბათ შემდეგია: თუ სახელმწიფოს მთლიანობაში “დეცენტრალიზაცია” კარგია, რატომაა ცენტრა-ლიზაცია კარგი “რეგიონის” მასშტაბში, ანუ მუნიციპალიტეტთა გაერთიანების შექმნა?”).

დასკვნები 3-19 მუხლების შესახებ

ამგვარად,

1. წეღან განხილული ფორმულირებები კანონის ტექსტში ვერ დარჩება, რო-გორც ნონსენსი, გარდა ამისა, ვერ დაიშვება, როგორც კონფლიქტის წარმომშობი ნონსენსი. ჩასამატებელია (რაკი არაერთგზის მეორდება ის შეცდომა, რომ პროექტში დაშვებულია ერთი ფუნქციის თავმოყრა ორი სუბიექტის ხელში), ისევ და ისევ ზუსტი და სრული (ამომწურავი) ფორმულირება უფლებამოსილებებისა, რომლებიც პოტენციურად კატასტროფისკენ (წაჩხუბებისკენ) მიმავალ მხარეებს (“ცენტრსა” და “ადგილს”) აქვთ. დაუშვებელია არსებული რედაქციით დატოვებაც ყველა იმ პუნქტისა, სადაც მოთავსებულია “სახელდების” უფლება, და ამავე მუხლის ყველა ის პუნქტი, რომლებიც ახდენს “გადატრიალებას ზემოდან” _ ქვეყნის მთელ სიმდიდრეს, ყველაზე სტრატეგიულის ჩათვლით, უსაბუთოდ და მოტივის უხსენებლად მუნიციპალიტეტების ხელში აქცევს.

2. ყველა მუხლი, რომელიც ეხება სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების “თანამშრომლობას” ამა თუ იმ საკითხის გადაჭრაში, მათ შორის “კონსულტაციებს” და შეთანხმების სხვა პროცედურებს, ფუჭსიტყვაობად რჩება მანამდე, სანამ კანონით არ განისაზღვრა უფლებამოსილებათა და ფუნქციათა გამიჯვნა მათ შორის. ეს განსაზღვრა (როგორც აღინიშნა ზევით) შეიძლება და უნდა იყოს მხოლოდ იერარქიული (და არა პარიტეტული) მიმართების დამდგენი: მუნიციპალიტეტის უფლებები ვრცელდება მხოლოდ მანამდე, სანამ მოითხოვდეს კორექციას სახელმწიფოს კურსში ან ამ უკანასკნელის დეტალებში.

მუნიციპალიტეტთა ექსკლუზიურ (ანუ სახელმწიფოს უფლებამოსილებებიდან გამორიცხულ) უფლებამოსილებათა თითიდან გამოწუწნილ ნუსხაში მოცემული მუხლების რიცხვში პირდაპირ და უშუალოდ დივერსიულია (მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივია) (მუხლი, 15.2.ნ. იგივე რამდენჯერმე მეორდება შემდგომშიც).

3. მუხლი 3.3. უნდა დაფორმულდეს განსრულებული (შევსებული) სახით: ცნება “ისტორიულად ჩამოყალიბებული” განუსაზღვრელია.

4. მუხლი 6.1.

ორიენტირთა ჩამონათვალი უნდა შეივსოს სისრულემდე. სხვა ორიენტირთა შორის უნდა მოხსენებულ იქნას “სახელმწიფოს კურსთან შესაბამისობა”. კურსი სახელმწიფოს ერთი აქვს და მას საზღვრავს პარლამენტი. სხვა ყველა ამ განსაზღვრების ჩარჩოში ეტევა.

5. მუხლი 8.2.

უნდა ამოღებულ იქნას მთლიანად. არც “დეცენტრალიზაცია”, არც “რეფორმა” არ და ვერ უნდა იხსენიებოდეს, როგორც ცალსახად და უპირობოდ დადებითი მოვლენა, რადგან ეს პრინციპული შეცდომაა.

6. მუხლი 9.1.

შესაცვლელია, ვინაიდან ჰერალდიკა და სხვა სიმბოლიკა ყველა შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკის ელემენტია (ტიგრან მეორის მოთავსება ავლაბრის დროშაზე და ტიგლატ-პალასარისა _ ქანდას დროშაზე კანონიერი ან იქნება ან ვერ იქნება).

7. მუხლი 10.2.

მოსახლეობის კონსულტაციის სავალდებულოობა მუნიციპალიტეტთა საზღვრე-ბის თაობაზე მოსახსნელია. მუნიციპალიტეტის უფლებაა არსებულის მართვა და არა სახელმწიფოში უკვე არსებული ტერიტორიული განმიჯვნის რევიზია.

8. მუხლი 10.6.

“კონსულტაციათა” ხსენება უნდა ამოღებულ იქნას: მუნიციპალიტეტთა საზღვ-რები ცენტრალური ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენციაა. ასევეა მუხლი 11.1.

9. მუხლი 13.

უნდა ამოღებულ იქნას, როგორც უშინაარსო. მას შინაარსი (აზრი) მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროექტში შეიტანება სახელმწიფოსა და მუნიციპალი-ტეტის უფლებამოსილებათა ცალსახა და ამომწურავი გამიჯვნა.

10. მუხლი 15. 2 დ.

მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებათა ჩამონათვალიდან უნდა ამო-ღებულ იქნას: დ) “სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა” (თუ იგი სოფელთა შორის მიწის გადანაწილებას გულისხმობს) და აგრეთვე “ნორმებისა და წესების დადგე-ნა”, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენციაა.

11. მუხლი 15.2.ნ კატეგორიულად ამოსაღებია, როგორც პირდაპირი და დაუფარავი დივერსია, “სახელდება”.

მუხლი 14.3. ფორმულირება დაუშვებელია, რადგან თემა უაზროა მანამდე, სანამ კანონით განსაზღვრული არ არის სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტთან მიმართებაში.

მუხლები 20-59.

ეს მუხლები ეხება მუნიციპალიტეტთა წარმომადგენლობითსა და აღმასრულე-ბელ ორგანოთა შექმნისა და მუშაობის კონკრეტულ ტექნიკას. პროექტის ეს მხარე ფართოდ და კონკრეტულად განხილულ იქნა სამიოდე თვის წინ საკმაოდ ფართო აუდიტორიაში სასტუმრო “მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში, სადაც მონაწილეთა თითქმის ერთხმა აზრი იყო, რომ ამ ტექნიკის კონკრეტული ხარისხის თვალსაზრისით კანონპროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს (არაპრაქტიკულია). ძირითადი და ყველაზე ზოგადი შენიშვნა ის იყო, რომ არ არის შესატყვისობა ერთის მხრივ მუნიციპალიტეტის ორგანოთათვის დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებსა და მეორეს მხრივ ამ ფუნქციათათვის საჭირო ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზათა შორის მათი მასშტაბების (ზომის) მხრივ. თემის ამ მხარეს წინამდებარე განხილვაში არ ვეხებით. ზოგადი მინუსი, რომელიც მთლიანად ამ მონაკვეთს მისს მთლიანობაში მკვდრადშობილად ხდის, ჩვენის აზრით, ისაა, რომ მანამდე, სანამ კანონის მიერ არ არის ცალსახად და სრულად გამიჯნული სახელმწიფოს უფლებამოსილებები ერთის მხრივ და ადგილობრივი (ანუ მუნიციპალიტეტების) უფლებამოსილებები მეორეს მხრივ, გარდუვალია (მასობრივად) როგორც ინტერესთა განსხვავებით განპირობებული კონფლიქტები, ისე გაუგებრობით (ურთიერთთან გაგებინების ვერმიღწევით) განპირობებულიც (მექანიზმია “ძაღლი პატრონს ვერ ცნობს”). გარდუვალია ადგილობრივი ნების დესტრუქციული ზრახვაც ცენტრის მიმართ (როგორც სეპარატისტულ-ირიდენტული მოტივაციით, ისე პირადით, “ფეოდალურით”), რასაც ხელს უწყობს თვალში საცემი დიქტატურა საკრებუ-ლოსი და გამგებლისა მათი შეთანხმების შემთხვევაში). ზოგადი შთაბეჭდილება (პრაქტიკული და აზრითი “მოსინჯვის” ამ ეტაპზე) ის არის, რომ ხელოვნურად შეკოწიწებულ ერთეულს _ “მუნიციპალიტეტს”, რომელსაც შინაგანი თვით-იდენტიფიკაციის ფსიქოლოგიური მექანიზმი არ ამაგრებს _ პრაქტიკისმიერი გამოცდის გაძლების პოტენციალი და პერსპექტივა არ გააჩნია, მით უმეტეს _ ამ უნარის მხრივ არანაირი უპირატესობა არ ეტყობა ერთის მხრივ “სოფლის” “დაბის”, “ქალაქის” და “რაიონის” (ამ სიტყვის დღევანდლამდელი გაგებით) პოტენციალთან. ქვემოთ მივუთითებთ მხოლოდ იმ ტექსტობრივ კონკრეტულ ჩასწორებებს, რომლებიც აუცილებლად მიგვაჩნია დაუყოვნებლივ, რათა საზოგადოება დავიცვათ პროექტის ზემოხსენებული შეგნებულად თუ უნებურად (“სიბრმავისმიერად”) დივერსიული ეფექტისაგან.

მუხლი 21.1.ა.ა.

ამოსაღებია, რადგან მისი თემა სახელმწიფოს კომპეტენციაა ბუნებრივად და არა “ადგილობრივი”. იგივე ეხება, ჩვენის აზრით, ა.გ-ს (იქვე).

იქვე, ა.ე.

კატეგორიულად ამოსაღებია სიტყვა “სახელდება” (არგუმენტაცია იხ. ზემოთ)

იქვე, ე.გ.

ამოსაღებია, რადგან თემა “ცენტრის” კომპეტენციას ეხება.

იქვე, ე.დ.

ამოსაღებია, ვინაიდან ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ბუნებრივად ეკუთვნის სახელმწიფოს.

იქვე, ე.ვ.

კატეგორიულად ამოსაღებია, ვინაიდან

_ “წესის” განსაზღვრა, როგორც ასეთის, ცენტრის კომპეტენციაა _ ობიექტები (ტყე და წყალი) თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო ვერ იმართება და ვერ განიკარგება “ცენტრის” საბოლოო სიტყვის გარეშე.

მუხლი 25.2.

“ფრაქცია”, როგორც საკრებულოს შიგნით თანამდებობათა გაყოფაში მონაწი-ლე სუბიექტი, მიუღებელია თავის აქ ნახსენებ ფუნქციაშიც და საერთოდაც. მთლიან-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზროვნების მიხედვით საკრებულოს ფრაქციონირება პრინციპულად დაუშვებელია იმიტომ, რომ ეს თემა მუნიციპალიტეტის სამსჯელო, როგორც ასეთისა, არაა. (წევრთა მთლიან-სახელმწიფოებრივი აზრი აქ განსახილველ თემებს არ უკავშირდება). ამავე პრინციპული მიზეზით არ შეიძლება იგი (ფრაქცია) “იმუშავებდეს პოლიტიკურ პლატფორმას” (მუხლი 427.1).

მუხლები 32-33

შთაბეჭდილებაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის, ერთად აღებულის, უფლებამოსილებები ყოვლისმომცველია, რაც, უთუოდ, სასურველი არ არის, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ თვალში საცემი შტრიხის უკან კანონ-პროექტში შესაძლებელია სეპარატიზმისა და ირიდენტიზმის “გამჭოლი” მიზანიც იდგეს. სხვა ყველა გარემოებასთან ერთად, ეს იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შიგნით არსებული ყველა თანამდებობის პირის განდევნას ამ ორი ორგანოს ერთნებობა ჰყოფნიდეს.

დ.გ, დ.ვ. საკრებულოს თანხმობით გამგებელი უფლებამოსილია განკარგოს უძრავი ქონება და გაათავისუფლოს “მიმღები პირი” ქონებასთან დაკავშირებული “პირობის” (“პირობების”) ვალდებულებებისაგან, რაც უძრავი ქონების სრული გა-ნიავების (ნებისმიერ უცხო პირსა და იურიდიულ პირზე გადაცემის) შეუზღუდველ შესაძლებლობებს ქმნის. ეს მუხლები გასაუქმებელია.

აქვე, ე.ე.

ავტომატურად გასაუქმებელი ხდება, თუ არ დაიშვა მუნიციპალიტეტის აქ ხსე-ნებული უფლება (მუნიციპალიტეტების საკუთარი საპატიო წოდებებისა და ჯილ-დოების არსებობა).

მუხლები 60-105

ეს მუხლები (კარი IV და V. თბილისის თემა და “საზოგადოებრივი საბჭოს” თემა) არ ეხება პირდაპირ იმ სფეროს, რომელშიც ჩვენ პროექტის ავტორთა და წარმომდგენთა დივერსიულ განზრახვას ვხედავთ: _ ეთნიკურად განსხვავებულ ტერიტორიებში სეპარატიზმისა და ირიდენტიზმის ხელშეწყობის, უძრავი ქონების (ძირითადად, მიწის) უცხოელებზე გასხვისების და ეროვნული ცნობიერების შინაარსობრივი დაქუცმაცების გამჭოლ მიზანს (დავალებას). არაპირდაპირ ამ მიზნებს ვხედავთ იმაში, რომ

_ თბილისის თვითმართვის სქემა მოიცავს ობიექტთა “სახელდებას” სა-ხელმწიფოსთან შეთანხმებულობის გარეშე, რითაც ქმნის ფონს ამ ნორმი-სათვის თბილისის გარეთ. თბილისში ეს პერსპექტივა (თვითმმართ-ველობის სურვილი, რომ ქართული ტოპონიმები არაქართულით შეიცვალოს) მოსალოდნელი არ არის, თბილისის გარეთ კი არაერთგან მოსალოდნელია. ამგვარად, თბილისის თვითმმართველობისთვის საამისო უფლების დაწესება მის გარეთაც ამ უფლების შემოღებას ხელს უწყობს, როგორც ანალოგია და მიღებული ნორმა.

_ “ცენტრის” ნების პარალიზებისა და უგულებელყოფის ზოგადმა განწ-ყობილებამ პროექტის ავტორთა გეგმით ისევ და ისევ ფონი უნდა შეუქმნას პროვინციის გარკვეულ ნაწილებს იმ განწყობილების გავრცელე-ბაში, რომ “დეცენტრალიზაცია” კარგია და საზოგადოების თანამედროვე დემოკრატიულ სულისკვეთებაზე მეტყველებს. სხვა მხრივ ეს შტრიხი სა-შიშროებას არ შეიცავს: თბილისში არც “სეპარატიზმისთვის”, არც “ირი-დენტიზმისთვის” არც ასპარეზი, არც მენტალური ბაზა არ არსებობს.

_ ეროვნული თვითცნობიერების დახლეჩის დივერსიულ მიზანს თბილის-ში პროპაგანდა ვერ მიაღწევს (გასაგები მიზეზების გამო), მაგრამ ზოგადი პროპაგანდა ღირებულებათა არსებული შკალის გადასინჯვისაკენ ქმედუ-ნარიანი ფონის შემქმნელი შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლებ განათლებულ მოქალაქეთა შორის.

თბილისის თემის გაშლა ამ მუხლებში _ ჩვენი შთაბეჭდილებით _ დამიზნე-ბულია ძირითადად

_ სახსრების მოპოვების მექანიზმთა მომზადებაზე საარჩევნო და სხვა პარტიკულარული (საკუთარი, კერძო) მიზნებისათვის და

_ დამატებითი არაპირდაპირი ბერკეტების შექმნაზე ადგილობრივი თვითმმარ-თველობის არჩევნებზე “ზემოქმედებისათვის” ა.წ. შემოდგომაზე. ამ უკანასკნელ ამოცანას ემსახურება, ჩვენი შთაბეჭდილებით, საქმისათვის (თვითმართვისათვის) სრულებით ზედმეტი თემა _ “დასახლების საზოგადოებრივი საბჭოების” თემა, რომელთა შექმნაც “პროექტით” სავალდებულოა, მაგრამ რომელთაც მოეთხოვებათ ერთადერთობა მოცემულ დასახლებაში. (რატომ ერთადერთობა? ეს მხოლოდ არჩევნების გაყალბებას სჭირდება). თბილისის თემაში ფიგურირებს მისი “უფლებაც” “სახელდებისა”, რაც ტოპონიმიკაში სახელმწიფოს გადამწყვეტ როლს (და საერთოდ რაიმე როლს) გამორიცხავს. ეს თემა (“სახელდება”) კატეგორიულად გამორიცხულ უნდა იქნეს პროექტის ტექსტიდან.

(სხვა ხარვეზებს ამ მონაკვეთისას არ ვიხილავთ)

მუხლები 106-145

ეს მუხლები მოიცავს რამდენსამე შეუსაბამობას ან მიზანმიმართულ დივერსიას, რომლებიც (ფრიად საეჭვოდ) უკლებლივ ყველა შემთხვევაში მიმართულია

_ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებაში არსებული უმრავლესობის (საკრებულო-სა და მერის) მიერ მოსახლეობის უმცირესობის ნების უგულებელყოფის შესაძ-ლებლობათა გაზრდისაკენ ან

_ მუნიციპალიტეტის ამა თუ იმ მოქმედების გზით საქართველოს სიმდიდრის ხელთგდების საქმეში ან მისი სიტუაციის ფაქტობრივი მართვის საქმეში უცხო სუბიექტთა პოზიციების გაძლიერებისაკენ. მაგალითად:

მუხლი 107.2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება.

ეს ნიშნავს: მუნიციპალიტეტის უმრავლესობის მიერ არჩეულ საკრებულოს და გამგებელს შეუძლიათ მთელ მოსახლეობას დააკისრონ გადასახდელი მოსახლეო-ბის მხოლოდ ნაწილის ნებისმიერი კაპრიზის განსახორციელებლად (მაგ. მეჩეთე-ბის საშენებლად გზაჯვარედინებზე). ეს ვერ მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ კანონი სრულად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის კომპეტენციებს (ანუ განსაზღვრავს სახელმწიფოს კომპეტენციებს, რაც გამორიცხავს ამ სფეროებში ადგილობრივი კომპეტენციების არსებობას). ეს არ ხდება: სახელმწიფოს კომპეტენციები მინიმალურია.

მუხლი 109.4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება კაპიტალური, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერი, სესხი და “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სუბიექტს, ვინც გრანტის გაღების უფლება-მოსილია, საშუალება აქვს ამ გრანტებით შეუზღუდველად მართოს სიტუაცია ადგილზე (ეს არ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფალთ კანონი სრულად განუსაზღვრავს მათს უფლებამოსილებებს და დაადგენს სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციებს, რომელთაც ადგილობრივი ნება ვერ შეეხება).

მუხლი 117.1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მთავრობის ნებართვით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და საკუთარი სახელით  კაპიტალური  ინვესტიციის განხორციელების მიზნით, აიღოს სესხი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი უმრავლესობის საარჩევნო ნება მართვისუნარიანია ადგილზე, რადგან უცხოებისაგან კაპიტალური ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია. ამ მექანიზმის მოთოკვა შეუძლია მხოლოდ ინვესტიციის არჩევანში სახელმწიფოს ნების დაკანონებულ ჩარევას (ანუ სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციათა სრულად განსაზღვრას), რომლებშიც მუნი-ციპალიტეტი ვერ ჩაერევა.

დასახელებული მუხლებით (106-145) ანუ V კარით მთლიანობაში, ჯამურად, განსაზღვრულია მუდმივ მოქმედი მწვანეშუქანთებული გზა დღეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ობიექტების (მათ შორის _ მიწის) გადასვლისათვის სახელ-მწიფოს საკუთრებიდან მუნიციპალიტეტთა საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან _ პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის გზით _ ახალ ნებისმერ პირზე აუქციონით, ამ პირის ვინაობის, სტატუსის და მიზანთსახ-ვის განურჩევლად. ანუ: გახსნილია გზა სახელმწიფოს ქონების თითქმის სრული და უნაშთო გადასვლისა აუქციონში ბრძოლისუნარიანი ნებისმიერი სუბიექტის ხელში. იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს ქონების განიავებისა და სახელმწიფოს პარალიზაციის მოწინააღმდეგეებს ეს “დეცენტრალიზაციის” ხრიკი ადვილად “შეაპარონ”, ჯერ აღწერილია პროცედურა, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია წაართვას მიწა (ან სხვა ქონება) მუნიციპალიტეტს, ხოლო შემდეგ _ რომლით (რა პროცედურით) შეუძლია მუნიცი-პალიტეტს, მიწა წაართვას სახელმწიფოს. ორსავე შემთხვევაში ნორმაში ფიგური-რებს “დასაბუთების” ცნება, რომელიც (რომელი დასაბუთებაც) მოეთხოვება განმცხადებელს, ანუ პრეტენდენტ მხარეს. მაგრამ არ არის დამოწმებული იმ კანონის ასო და სულისკვეთება, რომლითაც შეგვიძლია გავარჩიოთ მართებული (მისაღები) დასაბუთება არამართებულისაგან. ანუ: შემოთავა-ზებულია ერთის მხრივ მართებულისა და მართლზომიერის, ხოლო მეორეს მხრივ არამართლზომიერის გარჩევა კანონისმიერი ნორმის მითითების გარეშე (ასეთი ნორმა საქართველოს კანონში დღესდღეობით არ არსებობს). სხვა სიტყვით: შესაძლო დავის გადაჭრა პროექტის მიერ დატოვებულია ვიღაცის _ ჯერჯერობით არდასახელებულის და არმინიშნებულის _ კანონგარეშე შემუშავებული მოპრიანების ხელში. რეალურად უდავოა, რომ დავა ყოველთვის გადაწყდება სახელმწიფოს საზარალოდ და პოტენციური ახალი “მესაკუთრის” სასარგებლოდ. ეს შეგვიძლია დავასკვნათ მთელი პროექტიდან და მისი “დეცენტრალიზაციური” უმწიფარი იდეოლოგიიდან. ამ გამჭოლ მიზანზე და დემონსტრაციულ ტენდენციაზე მსჯე-ლობისათვის საკმარისია დავიმოწმოთ პროექტის შემდეგი თვალში საცემი შტრიხი: თუმცა იმ პირთათვის განკუთვნილ შეზღუდვათა ჩამონათვალში, ვისთვისაც დაშვებულია საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებიდან ამ პირთა საკუთრებაში გადაცემა ქონებისა, და ადგილ-ადგილ (ძალიან იშვიათად და უმნიშვნელოდ) დასახელებულია ქონების მიღების პრეტენდენტის რაღაცა სავალდებულო მახასიათებელი, აგრეთვე დამოწმებულია საქართველოს ესა თუ ის კანონი, არსად არ არის გამოთქმული შეზღუდვა ამ პირთა რაოდენო-ბაზე და მათთვის მისაკუთრებული ქონების რაოდენობაზე საქართველოს მთელ რესურსებთან პროცენტული შეფარდების მხრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი არ არის წინააღმდეგი, საქართველოს მთელი ქონება გა-დავიდეს ჯერ სახელმწიფოს საკუთრებიდან მუნიციპალიტეტებისაში, შემდეგ კი მუნიციპალიტეტების ხელიდან _ ნებისმიერ კერძო ან საჯარო სამართლის სუბიექტებისაში, საქართველოს არა მოქალაქეების ჩათვლით.

განსახილველ პუნქტთა (106-145) მთავარი ეკონომიკურ-დივერსიული ძალა _ მიწის და არაერთი სხვა სახის უძრავი ქონების გასხვისების მოქცევა მუნიციპალიტეტის ხელში _ სწორედ ამ ნორმაში მდგომარეობს. ეს ორმო-ხაფანგი ძალიან ღრმაა და დივერსანტი კანონმდებლის მიერ დიდი სიფრთხილით შენიღბული. ამიტომ, იძულებულნი ვართ, მის მექანიზმთა ილუსტრირებისათვის ვითარების შედარებით ღრმა ფესვებს ჩავხედოთ.

“საკუთრების” ცნებაში მრავალი სხვადასხვა შინაარსი შეიძლება ჩაიდოს. ერთის მხრივ, ჩემი საკუთრება არის ჩემი უფლება, რომ ჩემი დღევანდელი შრომის ნაყოფი ხვალისათვის შევინახო და ვუანდერძო ან გადავცე იმას, ვისაც მინდა. ამ აზრით, გონივრულია მეტაფორა, რომ საკუთრება არის “წმინდა” რამ. ცნების შინაარსის ამ მხარის აქცენტირებას აგრძელებს პიწმინდად პრაქტიკული დებულება, რომ საკუთრების ინსტიტუტის ურყევობა მიუცილებელია საზოგადოებაში შრომის სტიმულირებისათვის. ამავე ცნების სხვა, რადიკალურად მოპირისპირე მხარის აქცენტირებაა დებულება, რომ საკუთრება არის ახალშობილთა უკონტროლო უთანასწორობის მიზეზი, რის გამოც, მორალის თვალსაზრისით, მისი ამ როლის მაქსიმალური შეზღუდვა (სოციალური დეზაქტუაზილაცია) გვმართებს (ვთქვათ, იმით, რომ საზოგადოების განშრევებაში ხელი უნდა შევუწყოთ პლუტოკრატიული შტრიხე-ბის ნაცვლად მერიტოკრატიული შტრიხების პრივილეგირებას (“მერიტოკრატია” გახლავთ “უნართა ბატონობა” და ა.შ.. საამისო ბერკეტები ძალიან ბევრია). ლოგიკურია დებულებაც, რომ საკუთრების ამწუთიერ სურათს (ვის რა გვაქვს) დღევანდელი ცივილიზაციის წამყვან ქვეყნებში ძალიან დიდწილად განსაზღვრავს ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე მეკობრეთა, უწყალო მევახშეთა, დაქირავე-ბად მკვლელთა და სხვა მორალურად მიუღებელ პირთა წარმატებები თავის ბნელ საქმეებში: ე.წ. “პირველადი დაგროვება” კაპიტალისა ხომ, მნიშვნელოვანწილად,  მათ მოახდინეს და ის საკუთრება დღესაც “მუშაობს” და ბუნებრივად იზრდება! ის, რომ დღევანდელი ცივილიზაციისათვის საკუთრების ინსტიტუტი უყოყმანოდ არის აღიარებული აუცილებელად და მისი განაწილების დღევანდელი სურათი _ ურყევად, თუ ამ საყოველთაო წანამძღვარს შინაარსობრივად გავშიფრავთ, სხვა არა არის რა თუ არა პირწმინდად პრაგმატუ-ლი გადაწყვეტილება: “სამასი წლის წინათ ნაშოვნ პირველად კაპიტალს ვერ და-ვუსვამთ დიაგნოზს, რა წარმოშობისაა იგი და რამდენად საჭიროებს “გარეცხ-ვას”, როგორც ამას ვიზამთ ხუთი წლის წინათ ნაშოვნის მიმართ. ამიტომ იძულებულნი ვართ, მივიღოთ ჩავლილ საუკუნეებში შექმნილი კაპიტალი ფაქტად და მისი ბიოგრაფიების ჩხრეკაზე ერთხელ და სამუდამოდ ხელი ავიღოთ”. ასეც ვიქცევით. პირველადი კაპიტალის მიმართ მისი მართებულობა-უმართებულობის განსაზღვრის სხვა მრავალი კრიტერიუმიც არსებობს: თუ “მართებულის” კლასში ხვდება საანკეტო კითხვის პასუხი “ოფლით მოვიპოვე”, “ლატარიაში მოვიგე”, “პოკერში მოვიგე გაბედული ბლეფით”, საკითხავი რჩება არგუმენტი “თანასწორ ბრძოლაში დავამარცხე (ან: ჩემმა წინაპარმა დაამარცხა” მეტოქე, რომელიც ამ მაშინ უპატრონო ნაკვეთს ეცილებოდა”, “ჩემი პაპის პაპამ თანასწორ ბრძოლაში მოკლა თხუთმეტი სხვა რაინდი და ნადავლი საჭურველი გაყიდა” ინდი-ვიდუალური საკუთრებისათვის და “დავიპყარით ეს მიწა და ჩვენია” კოლექტიური (ერისეული) საკუთრებისათვის. შესაძლო მოტივაციათა მრავალგვარობა ამოუწურავია. ამ მრავალგვარობაში _ თუკი საკუთრების მოტივაციას საჭიროდ ვრაცხთ _ პრაქტიკულად, უცვლელია ორადორი რამ: პირველი. საკუთრების საფუძვლად ყველა მოყვანილ შემთხვევაში ჩვენ ვასახელებთ რაღაცა გამორჩეულ ქმედებას, რომელიც ვაწარმოეთ ან მე ან ჩემმა წინაპარმა. მეორე. მართებულისა და უმართებულოს ათვლას (განსაზღვრას) ჩვენ ვიწყებთ რაღაცა უკვე არსებული ფონიდან, რომლის რაგვარობასაც იძულებული ვართ ანგარიში გავუწიოთ (ამოცანა “ჩამოსაყალიბებელი გვაქვს საკუთრება. ამ სურვილის გარდა ჯერ ხელთ არაფერი გვაქვს. მოდით, გადავწყვიტოთ, რა შევქმნათ და როგორ” ანუ “გავანაწილოთ კეთილგანთა ეს სიმრავლე, რომელსაც ვხედავთ, ამ ადამიანთა შორის, რომელთაც ვხედავთ” დღევანდელ ცივილიზაციათა წინაშე არ დამდგარა). ტიპიურია ამ მხრივ დღევანდელი დასავლეთის ამ ინსტიტუტის ისტორია: უხსოვარი დროიდან მომდინარე საკუთრების სურათი ყველა ცალკეულ ისტორიულ მომენტში უკვე არსებობს, ჩვენ ამოცანად გვრჩება მხოლოდ მისი მეტ-ნაკლებად ზერელე თვალის გადავლება, აღრიცხვა და ამიერიდან კონტროლი იმ წესების მიხედვით, რომელთაც მართებულად ვრაცხთ.

მაგრამ ნასოციალისტარი ქვეყნები თანამედროვე ცივილიზაციის ისტორიაში გამონაკლისნი არიან: ცივილიზაციური განვითარების თითქმის დღევანდელი დონის პირობებში (1917 წლის შემდეგ), ისინი დარჩნენ წარმოების სერიოზულ საშუალებებზე კერძო საკუთრების ინსტიტუტის გარეშე. როცა სსრკ, მის პოლიტიკურსა და იურიდიულ დემონტაჟთან ერთად, იდეოლოგიურადაც დემონტი-რებულ იქნა ოფიციალურად (ანუ იძულებით აღიარა, რომ “სოციალიზმი აბსურდია და მას თავისუფალი ეკონომიკა სჯობია”), მისი მემკვიდრე სახელმწიფონი დადგნენ იმ ამოცანის წინაშე, რომ სერიოზული საკუთრების არარსებობის მდგომარეობიდან სულ რამდენიმე თვის მანძილზე გადასულიყვნენ მისი კვლავ  არსებობის მდგომარეობაში. ბუნებრივი და ლოგიკური გზით ეს იქნებოდა საკუთრების რესტიტუცია (დაბრუნება) იმათთვის, ვისიც იგი იყო რევოლუციამდე. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო ორი მიზეზით. ჯერ ერთი, ეს იქნებოდა დაპირისპირება მასასთან, რომელიც, მიწასთან მიმართებაში, რევოლუციის ბენეფიციარი იყო, ანუ ძველი პატრონებისაგან წართმეული მიწა ამ მასას დარიგებულიც ჰქონდა და შერგებულიც რუსეთში თემური საკუთრების საყოველთაო ჩვევისა და გასაგებობების ფონზე (კოლმეურნეობა სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ იგი თემური მიწათსარგებლობის მემკვიდრე იყო). გამარჯვებული დასავლეთი საბჭოთა გლეხს მისთვის რევოლუციის მიერ ნაჩუქარს ვერ წაართმევდა და მემამულის შვილთაშვილს ვერ დაუბრუნებდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ გამარჯვებულებს არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ნასაბჭოვარი საზოგადოების მართვისა იმ წესით, რომლითაც ამას, ვთქვათ, ნათესაობით მემკვიდრე მოინდომებდა. მას ამ ტერიტორიის მომავლის საკუთარი გეგმა ჰქონდა. მაგალითად, იგი არ იყო ენთუზიასტი ნასაბჭოვარი ტერიტორიების მონაწილეობისა ნანოტექნოლოგიათა დოღში, მაგრამ მომხრე იყო სამთამადნო წარმოების განვითარებისა დასავლური ფართო ინვესტიციების თავი-სუფალი მონაწილეობით და ა.შ. და ა.შ.. ამ დარგობრივი განსხვავებების ფონზე, _ ასე ვთქვათ, გასაშუალოებულ შემთხვევაში, _ თავისუფალი ეკონომიკის სტრუქტურულ პრინციპთა მიყენებაში ნასაბჭოვარი (ანუ, ფიგურალურად, უსაკუთრებო) ეკონომიკური მემკვიდრეობისადმი მიმყენებელმა უნდა განსაზღვ-როს პრინციპი: რით იწყებს ამ საზოგადოებაში საკუთრების ინსტიტუტის შემო-ტანის პროცესს? ეს ღრმა აზრისა და შემოქმედი აზრის ამოცანაა, რომელსაც ყველა ვერ ძლევს.

თუ ვის შეუძლია და უნდა ამ ამოცანის დაძლევა და ვის არა, ამის პროგნოზი მოკლე ხანში შეგვიძლია იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს ის დამძლევი თუ ვერდამძლევი ან არდამძლევი ხელისუფლება, ანუ სახელმწიფო. (ეს ამოცანა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მართვის ამოცანაა და არა რომელიმე ენთუზიასტი ჯგუფისა, არასამთავრობო ორგანიზაციისა ან შპს-სი). სახელმწიფო, რომელიც ამ ამოცანის მომრევია, უპირველეს ყოვლისა, დაგეგმავს მის ნაბიჯთა თანმიმ-დევრობას და, დაახლოებით, მათი გადადგმისათვის საჭირო დროითს მონაკვეთებს. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ამ თანმიმდევრობის ძირითადი პრინციპი გააზრებული ჰქონდა, სულ ცოტა, 80-იანი წლების დამლევიდან მაინც! პრინციპი, ფიგურალურად, ასეთი იყო: “ქუთაისის ავტოქარხანა არ უნდა მიეცეს სიმბოლურ ფასად ვინმე საბჭოთა სისტემაში ქურდობით გამდიდრებულ მაფიოზს: იგი, ჯერჯერობით, უნდა მართოს სახელმწიფომ, მაგრამ მისი კორპუსების გვერდით უნდა თავისუფლად დაიშვას (ამა და ამ პირობებით) კერძო პროფილაქტიკებისა და უფრო რთული სარემონტო საწარმოების განუსაზღვრელი რაოდენობით გახსნა. შედეგი იქნება ის, რომ სამ-ხუთ წელიწადში ამ ასი საწარმოდან ის ხუთი, რომელიც ამ საქმეს მოერია და კანონიერად გამდიდრდა, თვითონ შეისყიდის, ერთმანეთთან კოოპერაციით, ამ ქარხანას მთლიანად, რეალურ ფასად, და თუ მსოფლიოში უპრობლემოდ კონკურენტუნარიანს ვერა, მას ამიერკავკასიაში კონკურენტუნარიანს მაინც გახდის”. მიწის საკუთრებისთვის (რაც ჩვენთვის ამ შემთხვევაში ყურადღების ცენტრშია) მიდგომის ეს პრინციპი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მიწა გლეხს უნდა მიეცეს ჯერ მცირე ზომით (საკარმიდამო პრინციპით და, ძირითადად, თანაბრად), შემდეგ _ მოკლევადიანი გასხვისებადი იჯარით, შემდეგ _ უფრო გრძელვადიანით და ა.შ. (ამასობაში გამოჩნდება, მეურნეობის ვის რა უნარი და მონდომება აქვს), შემდეგ _ გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარით და მხოლოდ ამის შემდეგ _ როცა ქართველი გლეხი აღარაა იძულებული და ცდუნებული, რომ თავისი ნაკვეთი გაყიდოს, _ ამ გრძელვადიან გასხვისებად იჯარას ზედ დაემატოს, როგორც მისი ალტერნატიული ფორმა, ამა და ამ პირობით, სა-კუთრება. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, საჭისმჭერს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გადასადგმელ ნაბიჯთა გრძელვადიანი გეგმა, ანუ მოქმედების ალგორიტმი. სანამ გაჭრიდეს, მან ერთხელ მაინც თავი უნდა შეიწუხოს და გასაჭრელი გაზომოს _ ცხადია, მძიმე ან უკეთეს შემთხვევაში ნაკლებად მძიმე გონებრივი და ენერგეტი-კული ძალისხმევის საფუძველზე. ამ გეგმის განხორციელებისათვის იგი ვერ გაექცევა იმის უმწვავეს საჭიროებას (მეტიც: აბსოლუტურად გარდუვალ აუცილებლობას), რომ გამოიყენოს ის საკანონმდებლო იარაღი, რომელსაც “გარდამავალი კანონი” ეწოდება, ანუ რეალობის დაგეგმილ განვითარებას ზედ უნდა დააყოლოს კანონმდებლობის შესაბამისი განვითარებაც, რომელიც მის ამ გეგმაზე იქნება მორგებული. ეს საზომი _ აქვს თუ არა ამა თუ იმ ჯგუფს, პარლამენტს ან პრეზიდენტს სახელმწიფო მოწყობის და მისი სრულფასოვანი საბაზრო ეკონომიკის დროითი მახასიათებლების გათვლა, რის გამოც დღევანდელ საკანონმდებლო მომსახურებაში დიდი წილი უჭირავს გარდამავალ კანონებს _ მთავარი სასინჯი ქვაა იმის გასარკვევად (დასანახავად), მოცემული მმართველი გუნდი მართლაც მმართველად ვარგა თუ იგი შემთხვევითი ხროვაა უმეცარი პოლიტიკანებისა, რომელთაც იურისტის დიპლომი 50 წლის ასაკში “გაიშანსეს” და კანონის არსზე (ე.წ. “კანონთა გონზე”) დღესაც მხოლოდ მიახ-ლოებითი წარმოდგენა აქვთ. ვარგისობა-უვარგისობის კონკრეტული კერძო სიმპ-ტომები მრავალია. მაგალითად, ვარგისი მგეგმავი გარდუვალად დასვამს კითხვას: ვის ეკუთვნის მიწა (სამართლიანობის თვალსაზრისით) ანუ: ვის აქვს საშუა-ლება, რომ თავისი პრეტენზია განაცხადოს საპატიო მიზეზის დამოწმებით? მაგალითად, ასე: “მე ამ ქვეყნის შვილი ვარ. ეს მიწა ჩემი მამა-პაპის გადარჩენილია საუკუნეთა მანძილზე”. ან: “ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. კონსტიტუციით მაქვს უფლება, რომ ეს მიწა განვიხილო ჩემ შვილთა შვილების სარჩენ ბაზად აწ და მარადის. ამ პრივილეგიის ქონაში პირნათელი ვარ, რადგან მოვალე ვარ და მზად ვარ, საქართველოს ომებში სისხლი დავღვარო”. მოტივი “აქ ვარ და ეს მიწა მომწონს. ადამიანები თანასწორნი ვართ თქვენი კონსტიტუციითვე, ამიტომ კეთილინებეთ და მომეცით აი ეს ნაკვეთი, სადაც ფეხი მიდგას”, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან სახელმწიფოს სიცოცხლესთან შეუთავსებადია. მაგრამ თუ ასეა, მაშინ მიწა ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქალაქელის ჩათვლით. რა ვუყო ჩემს კანონმდებლობაში ამათ? ეს კითხვა აღეძვრის და დაფიქრების სტიმულს მისცემს ყველა იმას, ვინც კანონმდებლის ამოცანისათვის მოწოდებულია. ასეთი, როგორც ვთქვით, ყველა არ არის (ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ერთუჯრედიან ესტაბლიშმენტში ასეთი არ ჩანს). არის ადამიანის სახეობაც, რომელსაც, თუ ევროპაში ასწავლეს, “გაცხელებით შაურიანი ფართოვდებაო”, ვერ მიხვდება, რომ იგი გაფართოვდება აფრიკაშიც, აზიაშიც, ამერიკაშიც და ავსტრალიაშიც. ამ მოვლენას _ ამ ვერმიხ-ვედრას _ ასეთ შემთხვევაში აღნიშნავენ ბუნებისმეტყველური ტერმინით “დები-ლი” (ფსიქოლოგია, მოგეხსენებათ, ერთი გვერდით საბუნებისმეტყველო მეცნიე-რებაა, თუმცა მეორეთი ე.წ. “გონის მეცნირებათა” რიცხვს ეკუთვნის). თუ ეს სა-ბუნებისმეტყველო ტერმინი გვაფრთხობს, შეგვიძლია ვთქვათ, “მოუმზადებელია”, კიდევ უფრო თავაზიანად _ “საკმარისად მომზადებული არაა”. ამიტომაა (და არა სხვა რამ მოპრიანებით), რომ გერმანიის ზოგ უნივერსიტეტში არის ტენდენცია (ეგებ უკვე რეალიზებულიც), რომ იურიდიულ ფაკულტეტზე შემსვლე-ლებს მოეთხოვოთ ფილოსოფიური დიპლომი. კანონმდებლობის რთულ ამოცანას იგი მართლაც აუცილებლად სჭირდება. დარგები “ეთიკა”, “ფილოსოფიური ანთ-როპოლოგია”, “სამართლის ფილოსოფია”, “სოციოფსიქოლოგია”, ცნებები “ღირე-ბულება”, “მოვალეობა”, “უფლება”, “სამართლიანობა”, “სამართალი”, “ერი”, “სახელმწიფო”, “საკუთრება” ფილოსოფიური შინაარსის მქონე ცნებებია. ვისი ცნებითი აპარატიც ამ ფუძე-შინაარსებს დაუფლებული არ არის, იმას კანონმდებ-ლობის ამოცანა ვერ უნდა დაუდგეს ისევე, როგორც ყასაბს _ ქირურგობისა. ყასაბს შეუძლია, თუ “ერზაცის” სასტიკი მოთხოვნილება გვაქვს, იმუშაოს ჯალათად. მაგრამ ვერც ყასაბი, ვერც ჯალათი (ამ შემთხვევაში _ ე.წ. “ყველაფერზე ხელის მომწერი და თავისი სამშობლოს განწირვისათვის გამ-ზადებული კაცი”, როგორნიც, ძირითადად, “უმრავლესობის” და უმცირესობის პირადი შემადგენლობა არიან) _ ამის გამო კანონმდებლის როლისათვის გამოსა-დეგი ვერ გახდება.

განსახილველ პროექტში არც ერთი სერიოზული გარდამავალი კანონი არ არის. ანუ: რეალური გეგმა _ დროში გათვლილი და პროცესის ბუნებრივი დინამიკის მიხედვით გათვლილი გეგმა _ არ არის. ამ პროექტის ავტორთა ხელიდან სხვა პროდუქცია ვერ გამოვა, გარდა წუნისა. ეს ამ ფაქტიდან ცალსახად იკითხება.

კრიტიკული აზრის ყოველსავე უნარს მოკლებული კანონმდებელი საქართველოს პირველ ნომერ სიმდიდრეს (მიწას და, მასთან ერთად, ბარემ, სხვა უძრავ ქონებასაც თითქმის მთლიანად) არა თუ სჩუქნის მუნიციპალიტეტებს, არამედ ავტომატურად, კითხვის დაუსმელად გულისხმობს, რომ ეს საკუთრება ამთავითვე მათია (სიტყვას “ჩუქება” იგი ერიდება _ ეს იქნება ღიად აღიარება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება არსებობს). თვითონ მათ, კანონმდებლებმა, მცირე გამონაკლისით უცაბედად დიპლომირებულმა “იურისტებმა” ეს არ იციან, მაგრამ ბევრად უფრო კვალიფიციურმა მათმა შემკვეთებმა და მბრძანებლებმა უცხო ქვეყანაში ეს იციან, _ მით უმეტეს, იციან, რომ მიწის მესაკუთრის და სხვა არაერთი სახის უძრავი ქონების მესაკუთრის განსაზღვრა, ბუნებითვე, კონსტიტუციური თემაა, რომლის ჰაი-ჰარად გადაწყვეტა, რეფერენდუმის გარეშე, დიდი ალბათობით, გაბა-თილებულ იქნება მომავალში. ამიტომ ამ პროექტის მიმღები პარლამენტი ამთავითვე ჩაჭრილია პირველივე და უმარტივესი კითხვის წინაშე _ რიგითი ქალაქელის კითხვის წინაშე, რომელიც მხოლოდ მის პირად საქმესა და მისი ოჯახის საქმეს ეხება და პრინციპებისკენ არ იხედება: “საქართველოს მოქალაქე ვარ. სხვა ყველას თანასწორი უფლებები მაქვს. რა უფლებითაა, რომ სოფლელს სჩუქნი (მუქთად აძლევ) მიწას, მე კი არა? ხომ არ გგონია, რომ, რაკი სოფლად არ ვცხოვრობ, იგი არ მჭირდება? ჩემი შვილი მაღალი დონის აგრომეცნიერია. მას და მის ცხრა კოლეგას ძალიან სჭირდებათ პატარ-პატარა ნაკვეთები, რომელსაც შეაერთებენ და შექმნიან უმაღლესი კლასის სათესლე მეურნეობას კავკასიის მთელი ბაზრის დაპყრობის პერსპექტივით”. მით უმეტეს, ჩაჭრილია სირთულის მხრივ ამის მომდევნო კითხვაში: “მიწას რომ მინიავებ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რას ფიქრობ? ჭკუაში მატყუებ? ხალხური ლექსი, XIX საუკუნისა, ხომ იცი, როცა საკუთრება ჯერ კიდევ ხელშეუხებლად არსებობდა _

ღმერთმა მოგცა ბატის ტვინი,

ინდაურის გონება,

ერთ კვირაში შეგაჭამა

მამაშენის ქონება

იმ განსხვავებით შენსა და ამ ლექსის პერსონაჟს შორის, რომ შენ საკუთარი მამის ქონებას კი არ ანიავებ (სულერთია, ქრთამით თუ პატიოსნურად გაგაქვს აუქციონზე, სადაც შენი მომქრთამავი, თავისი სქელი ჯიბის წყალობით, მეფედ იჯდება, თუ ამას ბრძანებით აკეთებ, რომელიც მუქთია!), არამედ ჩვენ გვართმევ, მათ შორის მეც”. “ჩაჭრილია” კიდევ უფრო რთულ კითხვაში: “ადამიანში არსე-ბობს ის ჰედონისტური მიდრეკილება თუ დეფექტი, რომ იგი შესაძლებელია განწყობილი იყოს თავისი ქონების დღესვე “დასამღერებლად” და თავისი ჩამომავლობის, მთელ ქვეყანასთან ერთად, ნოლზე დასასმელად. რა უფლება გაქვს შენ, შემთხვევით პარლამენტარს (შემთხვევითი რომ ხარ, კარგად იცი), რომ ამას _ ადამიანის ამ მოარულ დეფექტს _ შენი ძალების შესაბამისად არ შეებრძოლო ან, პირიქით, ამას ხელი შეუწყო?”. და, ბოლოს, ყველაზე უფრო რთული კითხვა, რომელიც ამ და ამისწინანდელ კიდევ ორიოდე პარლამენტის პირად შემადგენლობაში ალბათ არც ერთისთვის ცნობილი არ არის: “გესმით თუ არა თქვენ, პატივცემულო კანონმდებლებო, რომ ადამიანის ღირებულ საგანთა შორის (ანუ იმისა, რაც უღირს) უფრო მცირე ნაწილი მდებარეობს მისი კანის შიგნით (ანუ მის ორგანიზმსა და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებში), ვიდრე მისი ტყავის გარეთ, ანუ რომ მას უფრო მეტი და უფრო ძლიერი აქვს მოთ-ხოვნილებები, ინტერესები და ა.შ., რომლებიც არსებობაზე უფრო ძვირად უღირს, ვიდრე სიცოცხლის მოთხოვნილება, რის გამოც შენ, რომელიც ამათ მიზარა-ლებ (ამათშია სამშობლოც, თავისუფლებაც, სამართლიანობაც, როგორც პრინციპი, შვილების ბედნიერებაც და მრავალი სხვა), ჩემ მიმართ მკვლელობის მცდელი ხარ და არა ყოფითი ქურდი? “მაღალი” აზრის ამ დახშულობას ხსენებულ კანონმდებელთა “აი-ქიუში” (Iნტელლეცტუალ ქუალიტყ _ ინტელექტუალური ხარისხი) თან ახლავს ელემენტარული ლოგიკის ხარვეზიანობაც, რომლის გამოც ვერ ამჩნევენ შინაგან შეუსაბამობას თავის ნახელავში.

ასე მაგალითად (მუხლები 129, 130).

მუხლი 129. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა .

ქონებას, რომელიც საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ ამ კოდექსით დადგენილი საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სახელმწიფო მუნიციპალი-ტეტს უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში ამ კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 130. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტი-სათვის უსასყიდლოდ  საკუთრებაში გადაცემა.

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი, მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) დასაბუთე-ბული მოთხოვნის საფუძველზე.

2. ქონების მმართველი ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ქონების მმართველის გადაწ-ყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტ-კიცებლად. თუ მთავრობამ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი ქონება ჩაითვლება მოთხოვნის წარმდგენის საკუთრებაში გადაცემულად.

3. თუ ქონება გამოიყენება ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის მიერ, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ სუბიექტს, რომლის ტერიტორიაზეც ეს ქონება მდებარეობს. ასეთი ქონე-ბის გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები), რომელიც იყენებს ამ ქონებას.

ამგვარად გამოდის, რომ

ა. სახელმწიფო უდგენს მუნიციპალიტეტს უფლებამოსილებებს (ყოველგვარი საკონსტიტუციო პროცედურის, მით უმეტეს, რეფერენდუმის გარეშე).

ბ.  ამის საფუძველზე (რაკი უფლებამოსილებები მისცა) სჩუქნის (ისევ კონსტიტუციური პროცედურის გარეშე) მიწას.

გ. მოთხოვნას ადგენს და გადასცემს სახელმწიფოს. ადგილობრივი ხელისუფ-ლება (ანუ გამგებელი და მუნიციპალიტეტი) ამ მოთხოვნის ავტორად კმარა.

დ. ამ მოთხოვნის შესრულებას მთავრობა არ წყვეტს, მხოლოდ ამტკიცებს.

ე. თუ მთავრობის პასუხი ვადაში არ ჩაეტია, მოთხოვნა სრულდება. სახელმწიფო ამ პროცედურის მართებულობას ვერ ეხება, რადგან საკანონმდებლო ბაზა სასამართლოში მიმართვისათვის არა აქვს. ცალკე მუხლით 126. 1 დადგენილია ღიად, რომ მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია.

მუხლი 127.3 უთითებს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რას ნიშნავს “გათვალისწინება”, არ ვიცით, რადგან კანონი ამ სიტყვის შინა-არსს არ აკონკრეტებს. წინააღმდეგობა (უფრო ზუსტად _ ულოგიკო დისკრი-მინაცია) მდგომარეობს იმაში, რომ მთლიანად ამ “კოდექსის” “სამართლებრივ საფუძვლებში” (მუხლი 5.1.) არ არის დასახელებული არა თუ “მოსახლეობის ინტერესებისადმი” შესაბამისობა, როგორც მოთხოვნა, არამედ ლოკალური პირობებისადმი შესატყვისობაც კი, როგორც ასეთი, თუმცა “საფუძვლები”, რომლებიც აქ ნახსენებია, ამ მუხლების საფუძვლადაც იგულისხმება.

ამგვარად, კარგი ქვეყნების კანონთა ცუდად გადმოწერაში პარლამენტარებს არც საქართველოს მოქალაქეთა “კანონიერი ინტერესების”, არც ადგილობრივი პირობების “გათვალისწინება” არ ჰმართებთ, “მუნიციპალიტეტებისა” კი ჰმართებთ. პრინციპი კი ასეთია: ბედნიერ სახელმწიფოთა კანონებს _ მოწიწება, მუნიციპალიტეტთა მმართველობის სურვილებს _ პატივისცემა, საქართველოს სახელმწიფოს _ (ბოდიში ნაგულისხმევი მეტაფორისათვის) _ ვირის თავ-ფეხი.

დასკვნები, რეკომენდაციები, მოთხოვნები მუხლებისთვის 106-145.

1.         კანონში მაქსიმალური კონკრეტულობით უნდა ჩამოთვლილ იქნას მუნიციპალი-ტეტის უფლებამოსილებები და მოვალეობები, აგრეთვე სახელმძღვანელოდ სა-ვალდებულო (მინიმალური) ნორმები მოსახლეობის კონკრეტულ მოთხოვნილე-ბათა დაკმაყოფილებისათვის (მანძილი ბავშვიდან სკოლამდე, პოლიციიდან კა-ნონდამრღვევამდე, პაციენტიდან ექიმამდე, მლოცველიდან სამლოცველომდე და ა.შ.). შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას ინტერნატებზე, მედპუნქტებზე და ა.შ. სავალდებულოდ დასახარჯი თანხებისათვის (ტრანსფერების ჩათვლით).

2.         როგორც უაღრესად რადიკალური აუცილებლობა, შემოღებულ უნდა იქნას მართვის ქვედა დონე _ სოფლისა _ და დაკონკრეტდეს სოფლის უფლებებიც და, შესაბამისად, არჩევითი მამასახლისის ან არჩევითი სოფსაბჭოს (3-5 სული) უფლება-მოვალეობებიც.

3.         (ზოგადად) უნდა შეივსოს სიცარიელეები კანონის თემებში (მუნიციპალიტეტის მონაწილეობის ნორმები აუცილებელ ხარჯებში (განათლება, მედიცინა და სხვ.), მისი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა (სოფელთა) ცხოვრების დონის დაახლოებით თანასწორობისათვის, მისი უფლებები და ფორმები “ნადური” სამუშაოების მოწყობისათვის (რუს გათხრა და ა.შ.); მოისინჯოს ნიადაგი, ფართო კონსულტაციებითა და პრაქტიკის განსხვავებათა გათვალისწინებით, იმისთვის, რომ განისაზღვროს მუნიციპალიტეტის როლი და წვლილი მოქმედ და გადამდგარ პედაგოგთა სოციალური უზრუნველყოფისათვის, ნაკვეთების მიცემის ჩათვლით).

4.         უნდა დარჩეს და დაკონკრეტდეს, ხაზგასმულ იქნას და გაპიარდეს ზოგადად ის უდავო უფლებამოსილებები და მოვალეობები, რომლებიც თვითმართვის არსს შეადგენს: საკუთარი ქონების განკარგვა, ბიუჯეტის მართვა, გადასახადებისა და მოსაკრებლების ტიპის გამოსაღებთა მართვა და ასევე დემონსტრატიულად უნდა გამოიმიჯნოს სახელმწიფოს უფლებები, როგორც ხელუხლებელი.

5.         პროექტის ეს კარი (V) ოფიციალურად უნდა შეფასდეს, როგორც წუნი, ადგილ-ადგილ, _ როგორც ნახევარფაბრიკატი, დატოვებულ უნდა იქნას და ხაზგასმულ იქნას წინა პუნქტში (4) დასახელებული ფუნქციები, როგორც პირველი ნაბიჯი, ხოლო შემდგომ მუხლთა ფორმულირება შეჩერდეს საკითხის ჯეროვან გააზრებამდე.

ეს მუხლები (106-145) ან უმწიფარი გონების პროდუქციაა, ან სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილისა. შესაძლოა, ორივესი ერთად: სახელმწიფოსადმი მტრობისა უცხოელი შემკვეთების მხრიდან და უმწიფარი გონებისა _ ქართველი შემსრულებლების მხრიდან. შესაძლოა ისიც, რომ ეს არის ცნობიერი ორიენტაცია ავტორებისა, რომ მოხვდნენ იმ საკმაოდ მრავალრიცხოვან ბიუროკრატიაში, რომელსაც

_ საქართველოს დანარჩენი “თეთრსაყელოიანი” მშრომელი ძალისაგან განსხვავებით, ათიოდეწლიანი დასაქმების იმედი აქვს მონაწილეობისა იმ ერთჯერად ოპერაციაში, რომელსაც ეწოდება საქართველოს მთელი სიმდიდრის, როგორც ასეთის, გადაყვანა საქართველოსა და მისი მოქალაქეების საკუთრებიდან უცხოელების საკუთრებაში, და

_ (ამჯერად, კონკრეტულად რუსეთის ინსტანციათა დაკვეთით) საქართველოს სრული ეკონომიკური, პოლიტიკური და ადმინისტაციული დაუძლურების დავალება აქვს.

კატეგორიული მოთხოვნებია (ამავე მუხლებთან 106-145 დაკავშირებით)

1.         მუნიციპალიტეტთა უფლებებიდან გამოირიცხოს (სახელმწიფოს მონოპოლიურ უფლებად დადგინდეს)

მიწის საკუთრება,

სახელდების (ტოპონიმთა დაშვების და არდაშვების) უფლება,

სტრატეგიულ ობიექტებზე საკუთრების უფლება,

საკულტო ნაგებობათა მშენებლობის ლიცენზირების, მთლიანად

კულტურული პეიზაჟის დაგეგმვისა და მართვის უფლება, ანუ

აქვე ან სხვა კარში უნდა დაფორმულდეს სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპე-ტენციაში მყოფი უფლებამოსილებების სრული ჩამონათვალი და შემოტანილ იქნას “ადგილობრივი საკითხების” ცნების განმარტება: ადგილობრივია ის და მხოლოდ ის საკითხები, რომელთა ასეთი ან ისეთი გადაწყვეტა ვერაფერს შეცვლის სახელმწიფოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროთა მართვაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი სახელმწიფო ბერკეტების საშუალებით.

2.         ფართოდ გამოყენებულ იქნას “გარდამავალი კანონები”, როგორც პროცესის (ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის აშენების) ახლავე დაგეგმილი ალგორიტმის საკანონმდებლო ბაზა, დროში გაწერილი და დაკონკრეტებული.

3.         მუხლში 124 მიწის მომცველი ობიექტები ჩაითვალოს მუნიციპალიტეტისთვის მართვის საგნად და არა ქონებად.

4.         შეიცვალოს მუხლები 129 და 130.

მუხლები 146-165.

ეს მუხლები იხილავს “სახელმწიფო ზედამხედველობას, აუდიტს და პირდაპირ სახელმწიფო მართვას”. თვალსაჩინოა, რომ მათი დანიშნულება პროექტის ტექსტში ორია:

პირველი. შექმნას ილუზია, რომ პროექტი იცავს სახელმწიფოს, როგორც ცენტრის, ინტერესებს, რისთვისაც მომარჯვებული აქვს ადექვატური სამართლებ-რივი ბერკეტები თავის შემადგენელ ერთეულთა ზედმეტი “ადგილობრივი ეგოიზ-მისაგან” თავის დასაცავად.

მეორე. ამ შთაბეჭდილების ფონზე, რომელიც პროექტისათვის მომგებიანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის თვალში, “დაბლოკოს” ყოველგვარი შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან თავის დაცვისა ამგვარი “ადგილობრივი ეგოიზმის” (პრაქტიკულად _ სეპარატიზმისა და ირიდენტიზმის) ყოველგვარი გამოვლინებისაგან მოცემულ სახელმწიფოში (ამ შემთხვევაში _ საქართველოში). სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ეს საბოტაჟი განხორციელებულია სახელმწიფოს ზემოხსენებული “იურიდიული განიარაღებულობით” ანუ იმით, რომ სახელმწიფოს არანაირი კანონისმიერი ბერკეტი არ გააჩნია სეპარისტისტულ-ირიდენტისტული “მადების” მოსათოკად თავისი შესაბამისად განწყობილი მთლიან-სახელმწიფოებრივი უმრავლესობის მხრიდან. ეგევე “სამართლებრივი უიარაღობა” ბლოკავს სახელმწიფოს ნებას, რომ თავი დაიცვას თავისი თავისსარჩენი ბაზის (პირველ ყოვლისა, მიწის) ტოტალური (მთლიანი) განიავებისაგან ან “ადგილობრივთა” ხელში გადასვლის სახით, ან უცხოელთა ხელში გადასვლის სახით. (ეს ორმაგი დაინტერესება _ კანონმდებელთა კომბინირებული სურვილი ერთის მხრივ საქართველოს სიმდიდრის დატაცებისა თავისთვის და მეორეს მხრივ მისი გადალოცვისა უცხოელებისათვის _ ლოგიკუ-რად ვერ იქნება მხოლოდ თვით სეპარატისტთა და ირიდენტისტთა ინტერესი. ეს გარეგან ინტერესსაც ჰგავს, რომელსაც საქართველოს გაძარცვაც (ექსპროპრიაცია) უნდა თავისი ადგილობრივი აგენტებისა და “მოკავშირეების” სასარგებლოდ, და საქართველოს ყოველმხრივი დესტრუქციის გეოპოლიტიკური ინტერესიც აქვს.

ზემოთ ნათქვამი გვაქვს, რომ მუხლში 146.2. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ევროპული ქარტიის და ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

ვერც ერთი ამ დასახელებულ დოკუმენტთაგანი ვერ იცავს სახელმწიფოს სეპარატისტისგან და სხვა ყველა სახის “ადგილობრივი ეგოისტისაგან”, რომელსაც საქართველოს კანონით მიწის განკარგვის და ტოპონიმიკის მართვის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

შესაბამისი სასამართლო დავის შემთხვევაში მუნიციპალიტეტსა და მის ზედა-მხედველ ცენტრალურ ორგანოს (უწყებას) შორის “ცენტრის” ზურგს უკან არ დგას კანონი ანუ ცალსახად ფორმულირებული და სრული ჩამონათვალი “ცენტ-რის” უფლებამოსილებებისა, რომლებსაც, ავტომატურადვე, ვერ შეეხება მუნიციპალიტეტისა.

მუხლები 159-176.

პროექტის VII კარი სათაურით “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება” მთლიანად დამიზნებულია საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების წინააღმდეგ შემოტევის ზემოხსენებული მერვე (საქართველოს, ფაქტობრივივად, ფედერალიზაციის) და მეორე (სეპარატისტულ-ირიდენტული მოქმედების ხელშეწ-ყობის) მიმართულებით. პირველი მათგანი ტარდება შენიღბული სახით, ანუ სიტყ-ვის “ფედერალიზაცია” უხსენებლად. ავტორები ყოველ შემდგომ სვლაზე ამ ლოგიკურ წინააღმდეგობაში ვარდებიან, ან _ თავისი აზრით, მიჩქმალულად _ არსებულ კონსტიტუციასთან, ან ე.წ. “საღ გონებასთან” წინააღმდეგობაში მოდიან. ეს ბუნებრივია: ამ მეთოდის (ლოგიკის საწინააღმდეგო დასკვნების) გამოყენებას მოითხოვს ხსენებული მიზნის სამსახურის ამოცანა. ვაკონსტატირებთ კონსტიტუციის საწინააღმდეგო, თავისთავად აბსურდულ (მათ შორის _ ანტილოგიკურსა), და საქართველოსთვის სასიცოცხლო ხიფათთა შემქმნელ მომენტებს ტექსტის კვალდაკვალ.

გაერთიანება “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება”, რომელსაც “ქმნის” ეს კოდექსი, სტატუსით არის “საჯარო სამართლის იურიდიული პირი”. იგი ტერიტორიულია, მისი ტერიტორია ემთხვევა სახელმწიფოს მიერ დანიშნული მოხელის _ “რწმუნებული-გუბერნატორის” _ მართვაში მყოფი ტერიტორიის საზღვრებს. მას აქვს უფლებები და მოვალეობები სახელმწიფოსთან მიმართებაში. მის მონაწილე “მუნიციპალიტეტებს” და მათს მოსახლეობას არ ეკითხებიან, ჰსურთ თუ არა ამ “გაერთიანებაში” ყოფნა. სხვა სიტყვით: რეფერენდუმის ჩაუტარებლად, წინასწარ საარჩევნო პროგრამაში უხსენებელად, კონსტიტუციური საფუძვლის მიუთითებლად სახელმწიფოს ყოფენ ტერიტორიულ ერთეულებად, რომელთაც არსებით საკითხებში პოლიტიკური ნების (ამ რიცხვში _ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ნებისაც) ქონის კანონიერი უფლება ეძლევათ, რაც პირდაპირ მითითებულია ამ “გაერთიანების” მიზნის განსაზღვრის კონტექსტში (მუხლი 166.2). (თუ მუნიციპალიტეტების საკუთარი “ინტერესები” აქვთ და ისინი ერთიანდებიან, რათა ვიღაცას მათი “გათვალისწინება” მოსთხოვონ, ის “ვიღაცა” მხოლოდ სახელმწიფოა და “ინტერესების” შინაარსი, ამგვარად, პოლიტიკურ ელემენტს მოიცავს). ეს საკანონმდებლო აქტი არის სხვა არაფერი თუ არ კონსტიტუციური გადატრიალება, ანუ “გადატრიალება ზემოდან”. (მუხლი 166).

ამ ნაბიჯის შინაარსობრივი არაადექვატურობა (სახელმწიფოსთვის მიუღებლო-ბა) ჩანს კითხვებში, რომლებიც გარდუვალად ჩნდება და პროექტში პასუხი არა აქვს. მათ შორის: რა ხდება მაშინ, თუ ერთი მუნიციპალიტეტთაგანი თავისი ეკო-ნომიკით ორიენტირებულია ჯანდაცვის მომსახურებაზე, ან ხვნა-თესვაზე, ან სამ-თამადნო მოპოვებაზე და ამიტომ მისი ინტერესები რადიკალურად უპოირისპირ-დება “გაერთიანების” სხვა მონაწილეებისას? რა ქნას სახელმწიფომ, თუ მისი ინ-ტერესიც იგივეა, რაც ამ დანარჩენებთან (უმრავლესობასთან) არათანახმა მუნი-ციპალიტეტის? რა ხდება მაშინ, თუ, ვთქვათ, ახალქალაქის ყოფილი რაიონის მუნიციპალიტეტებიდან ერთ მესამედს თანამშრომლობა უნდა არა დანარჩენ ორ მესამედთან, არამედ ყოფილი ონის რაიონის ერთ მუნიციპალიტეტთან და ლენ-ტეხის ყოფილი რაიონის მუნიციპალიტეტების მესამედთან, რათა საქართველოს თივის ბაზარი დაიპყრონ? რომელი მუნიციპალიტეტის რომელ მიზნებს სჭირდება მისი “გაერთიანება” სხვა მუნიციპალიტეტებთან (მაინცდამაინც ამ “რეგიონში” ანუ “საგუბერნატოროში”) და რატომ? (სხვა მიზანი, თუ არ სახელმ-წიფოს კონკრეტული ნების გადაძლევისა, ამ კერძო საკითხში აქ არ ჩანს). რა არის ცალკე “მუნიციპალიტეტის” სტატუსი ამ “გაერთიანებაში”? მასში ყოფნა მუნიციპალიტეტის უფლებაა? მოვალეობაა? (გამოთქმა “საჯარო სამართლის იურიდიული პირი” მუნიციპალიტეტის სტატუსის განსაზღვრად არ კმარა). ვინ უნდა “გაითვალისწინოს” სპეციფიკური ადგილობრივი “ინტერესები”, მუნიციპალიტეტთა და მათი “გაერთიანების” სპეციფიკური ინტერესები და რა ფორმით? ანუ ვის და რას (რომელ სუბიექტს ან რომელ ინსტანციას) უნდა მოახვიოს თავისი ნება “გაერთიანებამ”, რათა მისი მონაწილე მუნიციპალიტეტთა “ინტერესები” “გათვალისწინებულ” იქნას? რა აზრი აქვს ხუთიოდე-ათიოდე მუნიციპალიტეტიდან ერთის ან ორის ყოფნას რეგიონული გაერთიანების საბჭოში, როცა აპრიორულად ცნობილია, რომ ამ საბჭოს უმრავლესობის ნება ამა და ამ საკითხში, ამ ერთისა თუ ორ მისთვის ძალიან საინტერესოში, უმრავლესობის მიერ უგულებელყოფილი დარჩება? თუ მოცემული მიწაწყალი არის მხოლოდ ფართობი და ეს ფართობი ამ სახელმწიფოს ნაწილია, მაშინ პრობლემა არ ჩნდება. ამ ფართობს ადმინისტრაციულად ყოფს მხოლოდ სახელმწიფოს ნება და არა მოსახლეობის ნაწილებისა (მუნიციპალიტეტებისა) რაოდენობრივი უმრავლესობით. თუ ეს არის მუნიციპალი-ტეტთა ნებით შექმნილი ერთობლივი სივრცე, რომელსაც გეოგრაფიის გარდა კიდევ რაღაცა სხვა საერთოც აქვს (სიტყვას “ტერიტორია” კი იგი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უპასუხებდა), მაშინ მასში ყოფნა რომელიმე მონაწილისა ამ მონა-წილის ნებას გულისხმობს და მაშინ გარდუვალია იმის გულისხმობა, სათანადო კანონიერი ბაზითურთ, თუ როგორ რეგულირდება ამ ტერიტორიის შემადგენელი მუნიციპალიტეტების კერძო ინტერესები და ერთობლივი ნების გამომამუშავებელი პროცედურები თავის შიგნით. თუ ეს ასე არ არის (პროექტში კი ეს ასე არ არის), მაშინ არც ეს ტერიტორიაა ტერიტორია და, შესაბამისად, მას არ აქვს არანაირი უფლება, რომ გარდა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ზოგადი ადმინის-ტრაციული ნორმებისა, ჰქონდეს პოლიტიკური ნებაც. ამიტომ კითხვა დგება: რომელი საკუთარი თითიდან ან ვისი თითიდან გამოწოვა, როგორც ზემოთ ითქვა, გონებამოსუსტმა კანონმდებელმა და ბოროტმზრახველმა ხელისუფლებამ თავისი არარსებული “უფლებამოსილება”, რომ საქართველო ახალ ტერიტორიულ ერთეულებად _ რეგიონებად _ დაყოს და ისინი არა მხოლოდ პრაქტიკულად აღჭურვოს პოლიტიკური და სტრატეგიული ნებით (გზათა მშენებლობა, ტოპონიმიკა, მიწის განკარგვა-გაყიდვა და ა.შ.), არამედ პრინციპულადაც მიაწეროს მათ ცალკე, დანარჩენი ფართობებისაგან განსხვავებული “ნება”?

დააკვირდით: “რეგიონის” მუნიციპალიტეტთა უმრავლესობას, რიცხობრივი უპი-რატესობის წყალობით, ენიჭება განუსაზღვრელი დაქტატურა უმცირესობაზე ცხოვრების ყველა დარგში, რასაც კი “მუნიციპალიტეტთა” და მათ “გაერთიანება-თა” უსაზღვროდ გაბერილი კომპეტენციები გულისხმობს. სხვა სიტყვით: ხდება არაფრით არ დასაბუთებული ცენტრალიზაცია “რეგიონის” შიგნით. ამავე დროს, იმავე მოკლე ჭკუით, რომელმაც ეს უმსგავსობა მოიაზრა, უმაღლეს დემოკრატიად ცხადდება “დეცენტრალიზაცია” სახელმწიფოსა და მისი ნაწილების _ “რეგიონების” _ ურთიერთმიმართებაში. ჯამში: სახელმწიფო იყოფა არა ადმინისტრაციულ ერთეულებად, არამედ, ფაქტობრივად და ფსიქოლოგიურად, სახელმწიფოებად, რაც საქართველოს მტერთა გამჭოლი მიზანი იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე. ამ მიმართულებით მავალ ცვლილებებს ეწოდება “ფედერალიზაცია” და იგი ძალაშია იმ წამიდან, როცა ფართობის მართვაში, გარდა გონიერებისა (ქმედითი და ადვილი მართვისა, კანონშესაბამისობისა, მოხელეთა ხარისხისა და მაცხოვრებელთა კეთილ-დღეობისა) ჩნდება ფაქტორი “ადგილობრივი ნება” ისეთ სფეროებში, რომ-ლებიც სახელმწიფოს პოლიტიკას ეხება და რომლებშიც, ამგვარად, ამ ადგი-ლობრივი ნებისა და ცენტრალური ნების ჭიდაობის, კომპრომისისა და კონფ-ლიქტის შესაძლებლობა და, პრაქტიკულად, გარდუვალობა ჩნდება (ეროვნული საერთო ცნობიერების დაშლის ფქისოლოგიური ბერკეტი სწორედ ეს გახლავთ და არა რაიმე სხვა).

ამგვარ აბსურდთა ზღვა გარდუვალია “კანონპროექტში”, რომელიც თავის მი-ზანს ნიღბავს. კანონმდებლის ამოცანა მხოლოდ ერთია: ჩუმად გაათრიოს საქართველოში ფედერალიზმი, რომლის დამანგრეველი ხასიათის ბუნება ქართველმა ერმა უკვე იცის, რადგან ის, რომ ქვყენის დაქუცმაცება უბედურებაა, მას მშობლიური ლიტერატურის სასკოლო კურსიდანაც და ისტორიის კურსიდანაც კი (და არა მხოლოდ სისხლიანი პრაქტიკიდან) დიდი ხანია, რაც ნასწავლი აქვს.

ბუნებრივ კითხვას “რაში სჭირდება სახელმწიფოს “ცენტრსა” და “ადგილს” შორის დამატებითი ახალი დონის _ “რეგიონის” _ ჩართვა? პრინციპულად გაცხადებადი პასუხი არა აქვს (რეალური პასუხი “ასეთია მიღებული დივერსიული დავალება” ან “შეკვეთა”, ან “ორივე ერთად”, გასაგები მიზეზების გამო, გაცხადებადი პასუხი არა აქვს. (ეს პასუხი იქნებოდა ე.წ. “აღიარებითი ჩვენება” საკუთარი სახელმწიფო დანაშაულის თაობაზე). ასევე ბუნებრივ კითხვას “რა პლუსი მოაქვს ამ სიახლეს ტექნიკურად, ანუ მოხერხებულობისა და ეკონომიკურობის თვალსაზრისით?” პროექტში პასუხი არა აქვს, რადგან არავის გაუთვლია, რა მანძილები, რა რესურსები და, შედეგად, რა ოპტიმალური ნორმები გვჭირდება მართვის პრაქტიკულად ოპტიმალური სისტემის ასაწყობად.

ეს გახლავთ, მოკლედ, დანაშაულებრივი პროექტის ამ განსაკუთრებით მძიმედ დანაშაულებრივი კარის შინაარსი და მისი მიღების გარდუვალი შედეგის პერსპექტივა (პროგნოზი). დამატებით იმის აღნიშვნაა საჭირო, რომ ამ ტექსტის გამომზეურება სახელმწიფოსათვის უხერხულია მისი ზოგადი უანბანობის გამოც.

დასკვნა და რეკომენდაციებია

1.         პროექტის კარი VII არის შეგნებული დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ.

2.         ამ კარის თემა კონსტიტუციის თემაა (მაშასადამე, რეფერენდუმისაც) და არა “თვითმმართველობისა”.

3.         იმისათვის, რომ მასზე გაწეული შრომის გამოყენება შესაძლებელი გახდეს კონსტიტუციის მუხლებისთვის სახელმწიფო მოწყობის შესახებ, აუცილებელი პირობაა, რომ

  • განსაზღვრული იყოს საქართველოს ტერიტორიულ ერთეულთა რაობა და მათი იერარქია.
  • ანსაზღვრული იყოს მათი კომპეტენციები და მათი უფლებრივი იერარქია “ცენტრთან” მიმართების ჩათვლით.

ნოდარ ნათაძე

18 თებერვალი, 2014

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: