IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სოფო ბრეგვაძე: მერაბ კოსტავას

• სეგმ

kostava

ყველა ქართველის გზა ხარ

ვუძღვნი ტრაგიკულად დაღუპულ უდიდეს ქართველ მამულიშვილს მერაბ კოსტავას, რომლის გული 50 წელიწადი მხოლოდ და მხოლოდ მამულისთვის იდაგებოდა.

ორმოცდაათო წელო,

ვით უქარქაშო ხმალო,

ორმოცდაათო წელო,

სიოვ და მაინც ქარო,

ორმოცდაათო ხელო,

ორმოცდაათო თვალო,

ჯერ დაუთვლელო მკვლელო,

ჯერ შეუცნობო მკვდარო!

ორმოცდაათო ფეთქვავ,

იმ დაფერფლილი გულის,

ახლა რომ ყველა ჩვენგანს

მზის კოცონივით უვლის.

ორმოცდაათო შეკვრავ,

იმ შემართული სულის…

გინდოდა რაღაც გეთქვა,

თქვი საქართველო სრული!

ორმოცდაათი სიბრძნე წარუტაცნია

დრო-ჟამს,

სამფეროვანთან ერთად თრთის

შავზე შავი დროშა!

საით მიდიხარ ახლა,

რად აღარ გვაგდებ გროშად,

არ გეცოდებით ახლა

ძილშიც მერაბს რომ ვროშავთ?

დიდო ლოცვავ და რწმენავ,

ხიდად გაბმულო ნიჭოვ,

მალამოც ხარ და ტყვიაც

ჩვენთვის ჭაღარა ბიჭო!

ნუ მიგვატოვებ ასე,

კარში ჩარჩენილ ღრიჭოდ,

ნუთუ სამშობლოს შენსას

ე მაგ სამოთხე გიჯობს?

მაინც არ იშლი წასვლას,

ან დაღლილი ხარ იქნებ?

მაგრამ ო, არა შენთვის,

მარად მამულზე ფიქრებს

ახლდა სიცოცხლის ტალღა

(ტანჯვა-წამებაც იქვე).

ე მაგ მარჯვენის მადლმა

ერთხელ დაგვლოცო იქნებ.

ყველა ოცნების კიბე,

ყველა ქართველის გზა ხარ…

გზად დაფერფლილო მგზავრო,

ახლაც რომ გზაზე დგახარ.

ჩვენი დავითის ხელებს,

ილიას აზრებს გავხარ,

ჩვენი მესამე სვეტის

ცად აზიდული ქვა ხარ…

სამფერა დროშის ქვეშ ამაყად ნამღერო “დიდების” ჰიმნო,

უვრცესო გზაო და უტყვი ტევრებით გაუვლელო,

ძალიან გვჭირდები, ახლავე აღსდექი, მამავ და ძმაო,

ერთ სიკვდილითა ურიცხ სიკვდილთა დამრთგუნველო!

სოფო ბრეგვაძე

15. 10. 1989

ქუთაისის 22 სკოლის X კლასის მოსწავლე

 
%d bloggers like this: