IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გურამ ლაკია- სახელმწიფოს საფუძველი – კანონია!

• ს. ე. გ. მ.

 

გურამ ლაკია

სახელმწიფოს საფუძველი-კანონია!

 

27 წელიწადია ჩვენი ქვეყნის სათავეში ხუნტის მემკვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლებაა.

დე-ფაქტო, მარიონეტული ხელისუფლების მცდელობა ქვეყანა მართოს კანონის სრული იგნორირებით, ე.შევარდნაძის მიერ დამკვიდრებული სიცრუის პროპაგანდით და წარსულის გაყალბებით არ იძლევა საშუალებას აღსრულდეს ქართველის ერის ორსაუკუნოვანი ოცნება გახდეს დამოუკიდებელი და ერთიანი სახელმწიფო.

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ორსაუკუნიანი ბრძოლა მშვიდობიანი, საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით აღსრულდა 1991 წლის 9 აპრილს!

საქართველომ მოიპოვა თავისუფლება, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობა.

საბჭოთა კავშირის ა.შ.შ-ს იმპერიების ხელმძღვანელობას საქართველოს დამოუკიდებლობა არ აწყობდათ, ვინაიდან თუ საბჭოთა კავშირი (რუსეთის იმპერია) კარგავდა საქართველოზე გავლენას, გავლენის მოპოვების პრეტენზიას ა.შ.შ-ე აცხადებდა, რაც გამოიხატა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მ.გარბაჩოვის მუქარაში, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მცდელობაში დაეთანხმებინა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დატანხმებულიყო და დარჩენილიყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შენიღბული დამოუკიდებელი ქვეყანათა კავშირში (СНГ) -ში და ა.შ.შ-ს პრეზიდენტის ჯ.ბუში (უფროსის) სენტენცია, რომ ზვიად გამსახურდია მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ.

ორივე იმპერიამ ფსონი კარიერისტ უპრინციპო ე.შევარდნაძეზე გააკეთეს. მას შეექმნევინეს საქართველოში წითელი ინტელიგენციის მიერ მეხუთე კოლონა, დააფინანსეს და შეიარაღეს კრიმინალური ბანდფორმირებები. რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალების ა.შ.შ-ს ფინანსური და იდეოლოგიური დახმარებით ძალადობრივი გზით დაამხეს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება.

ხუნტის სათავეში მეთაურად დასვეს ე.შევარდნაძე-მეოცე საუკუნის შადიმან ბარათაშვილი და ფილიპე მახარაძე ერთ ფლაკონში.

საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 92%-მა არ მიიღო და არ დაუჩოქა ხუნტის რეჟიმს.

საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალა-ეროვნული გვარდია დარჩა მხედრული ფიცის ერთგული, შეივსო მოხალისეებით, რომლებიც კრიმინალური ბანფორმირებების განუკითხაობისაგან იცავდნენ საკუთარ რეგიონებს, სოფლებს, და ქალაქებს.

ე.შევარდნაძე ხელისუფლების შესანარჩუნებლად თავისი ბანფორმირებებით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიჭრა და ეთნიკური კონფლიქტი ფართო მაშტამიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზარდა, რაც სამამულო ომად გამოაცხადა და ათობით ათასი ადამიანი ჩახოცა.

ამ კონფლიქტით ისარგებლა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და გამოიყენა რუსეთში საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, რისთვისაც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას პოლიტიკური და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა.

ე.შევარდნაძემ საქართველოს შეირაღებულ ლაშქარში შექმნა ქაოსი, გენერლობა უბოძა უნიჭო, კრიმინალ და ამბიციურ არსებებს, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

1993 წლის 27 ივლისს სოჭში ე.შევარდნაძის მიერ წარგზავნილმა ე.წ პარლამენტის თავჯდომარემ გოგუაძემ ხელის მოაწერა კაპიტულანტურ ხელშეკრულებას რუსეთთან და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას საომარი მოქმედების შეწყვეტის და აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართული შეიარაღებული ლაშქრის გამოყვანაზე.

დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ლაშქრის, კრიმინალური ბანდფორმირებების არაორგანიზილებული უკუქცევა.

რუსეთის არმიის ოფიცრები ქვემეხებიდან საკეტებს ხსნიდნენ, რითაც ჯართად აქცევდნენ საქართველოს კუთვნილ ტანკებს და არტილერიას.

ბრბოდ ქცეული ლაშქარი ოჩამჩირის პორტში გემებზე იტვირთებოდა და ფოთში გამორბოდა.

საქართველოს ძირძველი ტერიტორიიდან აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის მასიური გამოდევნა.

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლობამ სამხედრო ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ მზადდებოდა აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.

1993 წლის 16 აგვისტოს მე, ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი შტაბის ოთხ ოფიცერთან ერთად ჩავედი ქ.სოხუმში, შევხვდი დე-ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პაატა დათუნაშვილს, რომელიც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებს კურირებდა და კორპუსის მეთაურს ბ-ნ გენო ადამიას.

შევთანხმდით, რომ შეგვექმნა ერთიანი ოპერატიული ჯგუფი საბრძოლო მოქმედებების ერთიანი განხორციელებისათვის და არ დაგვეშვა აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია.

1993 წლის 20 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარ შტაბს ეწვია ბ-ნ გენო ადამია და დავკონკრეტდით მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ განხორციელებაზე .

1993 წლის 25 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდალი პოლკოვნიკი ვახტანგ ქობალია და მე შევხვდით ქ.სენაკში დე-ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრს გია ყარყარაშვილს და გავაცანით ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა ერთიანი ძალისხმევით აღგვეკვეთა აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის საშიშროება. გია ყარყარაშვილმა გეგმა მოიწონა და აღგვიქვა, რომ შეათანხმებდა ე.შევარდნაძესთან და ორ დღეში გაგვცემდა პასუხს.

ეხლა მაინც ეყოს გია ყარყარაშვილს ვაჟკაცობა და საქართველოს მოსახლეობას აუწყოს თუ რა უთხრა მას ე.შევარდნაძემ!

ჩვენთვის მას პასუხი დღემდე არ გაუცია!

1993 წლის 24 სექტემბერს საქართველოში დაბრუნდა ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის შენაერთი 650 კაცის შემადგენლობით 1993 წლის 19 სექტემბრიდან დისლოცირებული იყო მდ. კოდორის მარცხენა სანაპიროზე დაბა აძიუბჟის დასავლეთი ნაწილიდან ზღვამდე.

დე-ფაქტო ხელისუფლების 1500 კაციანი ოცამჩირის ბრიგადა, 1200 კაციანი ე.წ კობა კობალაძის კორპუსი ქ.ფოთში და აფხაზეთის ფრონტიდან გამოყვანილი 5000-მდე ლაშქარი განლაგებული იყვნენ სამტრედიაში, ხონში და ქუთაისში უმოქმედოდ და შორიდან შეჰყურებდნენ თუ როგორ იხოცებოდნენ სოხუმის დამცველები.

საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება გააერთიანებინა შეიარაღებული ძალები და ერთიანი ძალისხმევით შეგვენერჩუნებინა აფხაზეტი.

1993 წლის 26 სექტემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ე.წ ოჩამჩირის ბრიგადის შტაბში გააკეთა განცხადება შეიარაღებული ძალების გაერთიანების შესახებ და დაასახელა სარდლობის შემადგენლობა:

– უმაღლესი მთავარსარდალი-საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი:

– მთავარსარდალი-ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსი ვ. ქობალია:

– გაერთიანებული შტაბის უფროსი-ეროვნული გავრდიის მთავარი შტაბის უფროსი პოლკოვნიკი რ. ლაკია.

მოუწოდა საქართველოს ყველა შეიარაღებულ ძალებს დაქვემდებარებოდა მას და გაერთიანებულ შტაბს!

აი, ეს რომ არ მომხდარიყო ამისათვის განწირა ე.შევარდნაძემ აფახაზეთი, აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზეთის დამცველები.

იმის მაგივრად, რომ განეხორციელებინა ქართველი მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და აფხაზეთის დამცველების გეგმიური უკანდახევა მდ.კოდორის მარცხენა სანაპიროზე, მეორე ეშალონში განლაგებული შეირაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, ისინი გოლგოთის გზას გაუყენა სვანეთისაკენ!

ედუარდ შევარდნაძეს სჭირდებოდა დათრგუნული წელში გატეხილი, ულუკმაპუროდ დარჩენილი ქართველი.

არ დატოვა გსნმკითხავი არავინ! ფიხზიკურად გაანადგურა კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, მამია ალასანია, გენო ადამია და მსხვერპლად გაიღო ათობით ათასობით ქართველის სიცოცხლე.

განა დასავლეთში განათლება მიღებულმა დე-ფაქტო ხელისუფლების მესვეირებმა არ იციან, რომ სახელმწიფოს უზენაესი კანონია-კონსტიტუცია?!

არავის არა აქვს უფლება მიითვისოს უკანონოდ ძალადობრივი გზით ხელისუფლება!

ვერა და ვერ აღსდგა ჩვენს ქვეყანაში კანონიერება და სამართლიანობა, ვინაიდან დე-ფაქტო ხელისუფლება იმ მწარე ხის ნაყოფია, რომელიც მხოლოდ მწარე ნაყოფს ისხამს!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

19 აპრილი, 2018

 

 

 
%d bloggers like this: