IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მაია გიგიბერია- დღეს ქვეყანას მართავს ორი კრიმინალური ძალა

• ს. ე. გ. მ.

 maia-gigiberia

მაია გიგიბერია 

დღეს ქვეყანას მართავს ორი კრიმინალური ძალა ნაციონალური მოძრაობისდაოცნებისსახით,

   1992 წლიდან ერთი და იგივე ხალხია ხელისუფლებაში, მხოლოდ მათი პარტიის სახელები იცვლებოდა. “ოცნებისა“ და ნაციონალების ამ ორ წლიანი თანამშრომლობის მანძილზე ერთ გუნდად ჩამოყალიბებული ახალი კოჰაბიტაციური ხელისუფლება მივიღეთ და ძველისა და ახლის გამოყოფა უკვე შეუძლებელია. ოცნებაში გადასული ნაციონალები აბალანსებენ ხმების რაოდენობას პარლამენტში. მმართველი გუნდი არასწორ საკადრო პოლიტიკას ატარებს, რადგან მნიშვნელოვან პოსტებზე კვლავ ყოფილი ნაციონალების (მერაბიშვილის, ადეიშვილისა და კუბლაშვილის) კადრები დაინიშნა.

   “ქართული ოცნების” ლიდერებმა ხალხს დაპირებულის სანაცვლოდ “ნაციონალებთან” კოჰაბიტაცია შესთავაზეს. კოჰაბიტაცია არ არის ხალხის სურვილი, დაკვეთა. ამისთვის ხმა არავის მიუცია. ქართველი ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება.

ნაციონალები და ოცნება გარიგებულები არიან. “ქართული ოცნება” პიარკამპანიას ეწეოდა, როდესაც ხალხს სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა”, ბიძინა ივანიშვილმა ბინძური ციხის კადრების გაშუქებით მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. ხალხს იმედი ჩაესახა რომ უკეთესი იქნებოდა ქვეყნის მომავალი, მაგრამ სამწუხაროდ ოცნებამ თავისი დანაპირები ვერ შეასრულა, მათი პოლიტიკა დამყარებულია მარტო შურისძიებაზე, ოცნება ატარებს ზუსტად იგივე პოლიტიკას, რაც ნაციონალებმა გააკეთეს თავიანთი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, იგივეს იმეორებს ოცნებაც –  ხალხის დაჭერა, დაპატიმრება, შურისძიება ეს არის მარტო მათი 2 წლის წარმატება .

   საქართველოში მთავრობა არსებობს საკუთარი კეთილდღეობისთვის და არა ხალხისთვის. უცნაურია, მაგრამ ეს რეალობაა. არცერთ სამინისტროს არ აქვს შემუშავებული ის პოლიტიკა, რასაც ავალებს მას დებულება.  არ არის კომუნიკაცია სამინისტროსა და ხალხს შორის. ხალხზე კვლავ არავინ ზრუნავს, უმუშევრობა, შიმშილი, უსამართლობა, უამრავი მკვლელობა და თვითმკვლელობა…. რა არის ამის მიზეზი?….. რატომ არ ცვლის ხელისუფლება იარაღის კანონს? რატომ გახშირდა კრიმინალი საქართველოში? რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოაგვაროს მთავრობამ ეს პრობლემა? აი ამაზე უნდა იფიქრონ მათ. ჩემი აზრით, მთავრობამ პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს იარაღის იმპორტირება, შეცვალოს კანონი, რომელიც აძლევს ყველა მოქალაქეს უფლებას 18 წლის ზემოთ შეიძინოს იარაღი. მეორე –  შექმნას სამუშაო ადგილები, შეიქმნას კომიტეტი, რომელიც შეისწავლის ყველა ოჯახის საშემოსავლო ბიუჯეტს და დაუნიშნოს გაჭირვებულებს დახმარება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება არ მუშაობს, რადგან არცერთი გადაწყვეტილება, არცერთი მიმართულებით- არც საკანონმდებლო გაუმჯობესება, არც რაიმე ინიციატივა, ან მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ან ხარისხის ამაღლება და საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიციების გაძლიერება არ მომხდარა. სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით არ გაუმჯობესებულა არაფერი და არ არის ამის ნიშნები. ძალიან ძვირადღირებული ხელისუფლება გვყავს. ამიტომაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხალხი არსებობს ხელისუფლებისთვის და არა ხელისუფლება – ხალხისათვის. ჩვენთან ხალხისთვის სამსახურად არ განიხილავს ხელისუფლება თავის თავს. ხელისუფლება არის არაეფექტური და ძალიან ძვირი, უფრო ძვირი, ვიდრე ნაციონალური ხელისუფლება. აქამდე პარლამენტი თუ ჯდებოდ 30 მილიონი, ახლა, 2013 წლის ბიუჯეტით, ჯდება 54 მილიონი.

 

 ჩემთვის „ნაციონალები“ და „ოცნება“ თავისი ქცევის გამო და კოაბიტაციის გამო არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ერთმანეთთან ოპოზიციური ძალა. სინამდვილეში, ეს არის ორი კოჰაბიტი, რომლებიც მართავენ ქვეყანას. ამ ეტაპზე, მათ შორის არავითარი შიდა განსხვავებები არ არსებობს, ეს არის ერთი ხელისუფლების ორი ჯგუფი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: