IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მ. მუსერიძე – 22 დეკემბერი

♥ სეგმ

 

tbilisi.1992-2

22 დეკემბერი

 

1991 წლის 22 დეკემბრის ღამე ხომ ისედაც ყველაზე ხანგრძლივი ღამეა . . .

სწორედ აქედან დაიწყო დიდი ღამე საქართველოს ისტორიაში . . .

ქართულ კალენდარზე, აგერ უკვე 28 წელია, თარიღი არ შეცვლილა . . .

ეს დღე უგამორჩეულესად შავი თარიღია საქართველოს ისტორიაში . . .

სამწუხაროდ, კვლავ ნერვიულად ადგილზე ტოკავს ენერგიაგამოცლილი საქართველოს ჟამიერი, გაჩერებული საათის წამების ისარი . . .

იმ ერთ ღამეს, მართლაც, უამრავი ადამიანი გახდა გმირი . . . გმირი გახდა ყველა, რომლებსაც არ შეეშინდათ და არ დათმეს ლეგიტიმურობა . . .

სამუდამო გმირი გახდა მთავრობის სასახლის დამცველი ის ასობით თავმდაბალი მებრძოლი, რომელთა სახელი დღეს ნაკლებად ახსოვთ . . .

გმირი გახდა ის ათასობით უიარაღო, მაგრამ უსაზღვრო რწმენით აღჭურვილი ჩვეულებრივი, დღეს უსახელო ადამიანი, რომლებმაც ის ღამე მთავრობის სასახლის ეზოში, მისადგომებთან, დერეფნებში და ოთახებში თეთრად გაათიეს და თავისი იქ ყოფნით, თანადგომით ამხნევებდნენ მებრძოლებს . . .

ისინი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მეთაურობით იცავდნენ მართალ, კაცურ, ამაყ საქართველოს თვითონ კაცები და ამიტომაც, მუდამ გამარჯვებულები იქნებიან, იმის მიუხედავად, რომ ვერც სიცოცხლეში და ვერც მერე ვერ ეღირსებიან იმ დაფასებას, რომელიც მათ ერგებათ . . . და, დარწმუნებულები ვართ, ამას არც ელოდებოდნენ, არც ელოდებიან და არც სჭირდებათ . . . ესაა სწორედ მათი თავგანწირვისა და გმირობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი! იმ ღამეს გმირი გახდა მთელი ქართველი ხალხი, რომელმაც არ თქვა უარი საკუთარ არჩევანზე, გმირი გახდა ქართველობა ზოგადად, რომელიც ტყვიითა და სიკვდილით ვერ შეაშინეს და ვერ დააჩოქეს! ეს საქართველოს უდიდესი გამარჯვება იყო. ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა… კიდევ ერთხელ თავგანწირვითა და უკანმოუხედავად შეებრძოლა ბოროტს . . .

კიდევ ერთხელ არ დათმო სიმართლე, სამართალი, კაცობა, არ აიტანა სულში ჩაფურთხება…

იმ ღამეს დათესილი რწმენა და სისხლი, საქართველოს სულსა და გულში იმ ღამეს ჩანერგილი გმირობა და თავგანწირვა ბოროტი ცეცხლითა და მახვილით, მასობრივი სასტიკი რეპრესიებითა და წამებით, ცილისწამებისა და სიცრუის ვულკანით დღემდე ვერ ამოშანთა არაკაცური ძალაუფლების ოცდარვა წელიწადმა და ვერც ვერასოდეს არა-კაცური მიჩუმათება და ჩამოხურდავება ამოშანთავს! . . . თუ ეროვნულ-პოლიტიკური აზროვნება არ დაეფუძვნა ღვთის ჭეშმარიტ რწმენას, ჰუმანისტური აზროვნების მსოფლმხედველობისა, თუ ტრადიციების აღორძინება-დამკვიდრების შეუვალ სურვილს, ზნეობრივ ფასეულობათა ერთგულებას, კანონის უზენაესობის პრიორიტეტს, ვეჭვობთ მივაღწიოთ ერის დარღვეული შინაგანი წონასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, კანონიერებისა და მართლწესრიგის დამყარებას, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას და ეკონომიკის აღმავლობას!

1991 წლის 22 დეკემბერი, ჩვენი ტრაგიკული ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელია . . . თუმცა ეს ისტორია როდია მხოლოდ – ეს დღევანდელობაა, რადგანაც პროცესი, მტკივნეული და საშინელი, დღესაც გრძელდება . . . მიუხედავად ზღვა მასალისა, აუცილებელია, ღრმად-უღრმესად გავაანალიზოთ, ჩვენი ტრაგედიის ყველა ეტაპი – სოციოლოგებმაც, პოლიტოლოგებმაც, პუბლიცისტებმაც, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც, ერთი სიტყვით მთელმა საზოგადოებამ კომპლექსურად. აქცენტი უნდა დავსვათ იმ საშინელი მუტაციის მიზეზებზე, რომლებმაც ქვეყანა „გამესამესამყაროების” სინდრომის მოქმედების ქვეშ დააყენა, შედეგად კი, „ბანანის რესპუბლიკისა” და „მსოფლიოს გადამრჩენელის” სიმბიოზად გადააქცია. . . . სამშობლოს მოღალატეებთან ერთად, ცრუ დემოკრატიის თამაშით ცრუ დემოკრატიის შირმაში შეხვეულები, მაშინაც და დღესაც, ყოველგვარი მორიდების გარეშე იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავასრულოთ 22 დეკემბრის დიდი ღამე . . . ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა გავათენოთ 23 დეკემბრის დილა.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ თარიღთა კანონზომიერი ცვლა ქართულ ჟამთაბრუნავში . . . ჩვენ უნდა ავაღორძინოთ 9 აპრილის სული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საწყევრად არ დავუტოვოთ სახელი შთამომავლობას.

მალხაზ მუსერიძე

22.12.2019

***

 

December 22

The night of December 22, 1991 is the longest night ever. .
This is where the big night started in the history of Georgia. .
On the Georgian calendar, it’s already 28 years, the date has not changed. .
This day is a black date in the history of Georgia. .
Unfortunately, the energy of the long-term, stopped-by-time, is still nervous. .

That one night, indeed, a lot of people became a hero. . Everyone who was not afraid and did not be afraid has become a hero. .

A forever hero has become a hero of the government house guard, whose name you remember less today. .

The Hero has become a thousand times, but equipped with boundless faith, today, the usual, no man, who is living at the yard of the house in the yard of the house, where They were white in the rooms and in the rooms, and they were there, and they were there, and they were there, and they were there to support the warriors. .

They were protected by the president of the republic of Georgia by the president of the republic of Georgia, and that’s why they will always be winners, despite the fact that they can’t In life and then they will not appreciate the appreciation that fits them. . And, we are sure, they didn’t expect it, nor wait or need it. . This is the main sign of their sacrifice and hero! That night all Georgian people who did not refuse their choice, became a hero in general, which could not be killed by death and death They were afraid and couldn’t get it! This was the greatest victory of Georgia. The Georgian nation fought once again… once again, it was a head and fought against evil. .

Once again the truth, justice, man, will not be covered in the soul. . That night, the high faith and blood, in Georgia’s soul and heart, the night of Georgia’s soul and heart is the same night, with evil fire and fire, mass cruel recovery Years of non-human power have not yet been able to live with twenty-eight years of human power, and there will never be a non-human being. And I’m getting ready to get out of the way! . . If National-political thinking is not based on God’s right faith, it is the village views of the village, or the return of tradition-to the return of tradition We are trying to achieve the inner weight of the nation, the priority of the rule of law, the priority of the rule of law, to achieve the internal weight of the nation, regional total The restoration of justice, law and justice, the creation of social justice and the economy!

December 22, 1991, another tragic sheet of our tragic history. . However, when this story is only – this is today, because the process, painful and terrible, continues today. . Despite the sea material, it is necessary to study in deep-down, all stages of our tragedy – social scientists, poetry, publications, usually Citizens, in one word, the whole community is in a complex. We should focus on the causes of the terrible behavior that put the country under the syndrome of ” these people ” and as a result, ” Banana Republic ” ” and the ” world saving ” is a ambitious. . . Together with the traitors of their homeland, the game of false democracy, still and today, they are fighting against Georgia . We need to finish the big night of December 22th. . At the end, we have to start the morning of December 23st.

We need to restore the dates of the date in the return of the Georgian self. . We must take the soul of April 9th. We have to do our best not to leave the name of the future.

Malkhaz Museridze

22.12.2019

 
%d bloggers like this: