IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• დამოუკიდებლობის აქტი და საპატრიარქო

♥ ს.ე.გ.მ.

m.archvadze

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და საპატრიარქოს ბნელი ზრახვები

 

51243200_956807207858215_1811208066868183040_n[1]2006 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ლენტეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუგავა ბერდიამ და სასულიერო პირმა კონსტანტინე გიორგაძემ ილია მეორეს გადასცეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის დედანი. გუგავა იხსენებს: “მოვიდა პატრიარქი და მეუბნება აბა მომიყევი შვილო, რა ხდებაო. ყველაფერი მოვუყევი. მერე უწმინდესმა თავზე დამადო ხელი და მითხრა: დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არისო? – არა მეთქი, მანანა არჩვაძე- გამსახურდიასი თუ არისო? – კი მეთქი. აბა დედანი ჩაუბარებია შვილო ღმერთს შენთვისო და დაახლოებით 5- წუთი თავზე ხელი ჰქონდა დადებული. ამის შემდეგ დედანი პატრიარქს გადავეცი, რომ გაშალა და დახედა გაეღიმა, მერე დაგრაგნა ფურცელი, გააღო სეიფი და შეინახა –
– მოვა დრო და მე ამას გამოვაცხადებო.”
07.05.2015წ. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”

***

ამ ყოველივეს წინ უსწრებდა შემდეგი მოვლენები:

პუტჩის შემდეგ ბატონი ზვიადის მიმართ აგორდა მრავალი ცილისწამება და ბრალდება, მათ შორის იყო ასეთიც: თითქოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის დედანი მოიპარეს და გადამალეს ბატონმა ზვიადმა და ქალბატონმა მანანამ!!!

ქალბატონი მანანას იძულებითი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისმა დაუსრულებელმა საპროტესტო წერილებმა, ცილისწამების და ბრალდების გარკვევის მიზნით, გამოიღო შედეგი, რის შემდგომ იძულებულნი გახდნენ გამოეჩინათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი ამ ფორმით.

გუგავას მიერ ამ წერილის გამოქვეყნებას გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ში 07.05.2015 წელს, საპატრიარქოში მოჰყვა დიდი აურზაური. (ხმა გაავრცელეს თითქოს ქალბატონი მანანასთვის უნდა გადაეცათ ეს აქტი), ვინ აღარ ურეკავდა, რომ სასწრაფოდ მისულიყო სამების ტაძარში ილია მეორესთან შესახვედრად. ყველაზე მეტად აქტიურობდა “ქორეპისკოპოსი” იაკობი, მხედრიონელი, პუტჩისტი, ხოლო შემდგომ ილია მეორის მიერ ხელდასხმული “უცოდველი” იაკობი. თუ რა იყო შეხვედრის მიზანი, ქალბატონი მანანასთვის უცნობი იყო, არც შუამავლებისაგან არ გაჟღერებულა. აქედან ნათლად ირკვევა ილია მეორეს დამოკიდებულება ბატონი ზვიადისა და მისი ოჯახის მიმართ.

ნუთუ საპატრიარქოში ვერავინ მოიძებნა ამ პირსისხლიანი მხედრიონელის გარდა, რომ ქალბატონ მანანას დაკავშირებოდა, მაგრამ ესეც იმ მზაკვრული გეგმის ნაწილია, რომლითაც მოქმედებდნენ ბატონი ზვიადის წინააღმდეგ.

შეხვედრა შედგა სამების ტაძარში, წირვის დამთავრების შემდეგ ილია მეორემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ქალბატონ მანანას შესთავაზეს სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამათა მონასტერში გადასვლა, მიზანი კვლავ გაურკვეველი იყო. მამათა მონასტრის ოთხი სართული მამაოებს ჰქონდათ დაკავებული, იქვე დერეფანში ბოლთას სცემდნენ სუკის გამობრძმედილი მაღალჩინოსნები რ. ჩხეიძე და გ. დოჩანაშვილი. ილია მეორემ ქალბატონი მანანა შეიყვანა ერთერთ ჩვეულებრივ ოთახში, რომელშიც აცნობდა პირობებს, (ოთახში დადგამდნენ მაცივარს და კომპიუტერს) და იმავე ღამიდან ქალბატონი მანანა საცხოვრებლად უნდა დარჩენილიყო, მიმართვა მკაცრ ტონში ჟღერდა, რომელსაც დაურთო “საცხოვრებელი სახლი მაინც არ გაქვს, აქ იქნები, არავინ შეგაწუხებს, პერიოდულად ქალაქში გახვალ, როდესაც დაგჭირდება, ჩვენი მანქანა მოგემსახურება.” ქალბატონი მანანას მიმართ საპატრიარქოს მაღალჩინოსნების ბოროტ ჩანაფიქრს მყისიერი და მკაცრი რეაგირება მოჰყვა, რაზეც ძალიან გაბრაზდა ილია მეორე. ქალბატონმა მანანამ კატეგორიული ტონით მიმართა ილია მეორეს – რომ ამ თემაზე საუბარი სამუდამოდ დასრულებულიყო და მაშინვე დატოვა იქაურობა. იმ დღეს წერტილი დაესვა საპატრიარქოსა და პუტჩისტების მზაკვრულ გეგმას, ქალბატონის მამათა მონასტერში იზოლაციისა და მის მიმართ დაგეგმილ ბინძურ ოპერაციას.

მეორე დღეს ილია მეორეს საპატრიარქოში საკმაოდ უსიამოვნო საუბარი ჰქონია, მათ შორის მდივან – რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ხმამაღლა გაჰკიოდა, როგორ ვერ შესძელით, რა დაგემართათ, რა უნდოდა ერთი ქალის იქ დატოვებას, რაზეც ილია მეორეს საბოლოოდ იმედგადაწურულს უპასუხია: – “მორჩა ეს თემა, ის ქალი აქ ფეხის დამდგმელი აღარ არის.”

იმავე დღეს საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ თ. წულუკიანს და მას გადასცეს საქართველოს
სახელმწიფოებრივი აღდგენის აქტის დედანი, რომელიც დღემდე არავინ იცის სად გადამალეს. განადგურება გამორიცხულია რადგან ვერსად წაუვლენ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბატონი ზვიადის მიერ, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებებში, პრესაში, ფოტოფირებსა და ვიდეოფირებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 99% – ოჯახებშია დაცული, როგორც საქართველოს გამარჯვების ისტორიული რელიქვია.

ა.წ. 26 მაისს საოკუპაციო ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო დღედ გამოცხადება, რომელიც ვერ მოახდენს 1991 წლის 9 აპრილის ისტორიული თარიღის იგნონირებას, (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უპირისპირდებიან ისტორიულ სამართლიანობას და საქართველოს 70 წლიან ოკუპაციას უარყოფენ, რითაც სსრკ-ს მოკავშირეებად აღიარებენ.) ფაქტობრივად ოკუპირებული და ანექსირებული საქართველოს უსასტიკეს პერიოდს შეგნებულად გვერდს უვლიან, რითაც ისტორიულ სიბეცეს ხაზს უსვამენ.

რაც შეეხება ილია მეორეს, იგი პროტესტის ნიშნად 1991 წლის 9 აპრილს სესიას არ დასწრებია, მისთვის უდიდესი დარტყმა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადება ზვიად გამსახურდიას მიერ, ამიტომ ეს ფუნქცია დეპუტატ-მღვდელ არჩილ მინდიაშვილს მიანდო, რომელმაც ბატონ ზვიადს გადასცა ილია მეორეს წერილი – “სამწუხაროდ ვერ დავესწრები სხდომას, წირვას ვატარებო”!!! (მას შემდეგ რამდენჯერ გამოტოვა წირვა? იმ ტრიბუნაზე მისი ნათლული, საქართველოს shebardnaszeმაოხრებელი გზირი რომ მდგარიყო მუხლდაჩოქილი იქნებოდა მის წინაშე.)

ილია მეორეს დამოკიდებულებაზე ბატონ ზვიადთან და საქართველოს დამოუკიდებლობასთან მიუკერძოებლად და სამართლიანად საუბრობს მამა ვახტანგ მარგიანი – “1991-92 წლების პუტჩის დროს მამა ვახტანგი სიონის ტაძარში მსახურობდა, მან საქვეყნოდ ამხილა ილია მეორე ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა ჟურნალისტმა გულიკო ბალაძემ, გამოქვეყნდა გაზეთში “ახალი თაობა” 1999 წლის 13 აპრილს № 99.”
ამონარიდი ინტერვიუდან:
“მეორე დღეს 7- იანვარს, ილია მეორემ ბანკეტზე დამპატიჟა.
ის ბანკეტებს სადღესასწაულო დღეებში იხდიდა. ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმჟამად იქ მყოფთათვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული. ყველაზე “კარგი” თამადები იყვნენ დიაკონი ლევან სულაძე, ამჟამად (ინტერვიუს დროს) ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი, კარის წმინდა გიორგის ეკლესია. ილია მეორეს ყველა ულოცავდა გამარჯვებას ვინაიდან მისი ლოცვით იყო, რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან. ილია მეორეს გამარჯვებას ულოცავდნენ, ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას.”

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ისმის კითხვა: რატომ უნდა ეცხოვრა ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მამათა მონასტერში? თუ მაინცდამაინც გული შესტკიოდა ილია მეორეს, რომ ქალბატონ მანანას საცხოვრისი არ ქონდა, მაშინ ეყიდა სახლი, ან თანხა გამოეყო, ქალბატონი მანანა თავად შეარჩევდა საცხოვრებელ ადგილს. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი და გამართლებული ნაბიჯი საპატრიარქოს მხრიდან, მაგრამ არ აწყობდათ თავისუფალი მანანა არჩვაძე-გამსახურდია. მათ სჭირდებოდათ მამათა მონასტერში იზოლირებული, რომელიც ხელს არ შეუშლიდა და ვინ იცის რამდენ ხანში გამოასალმებდნენ სიცოცხლეს? მითუმეტეს საქართველოს ეკლესიაში არასასურველი პირის მოწამვლა და მოკვდინება მიღებულია და არ ახალ არის (ამის საკმაოდ ბევრი მაგალითი არსებობს).

2005 წელს სიონის ტაძარში შვიდგზის ზეთისცხებისას, რომელსაც ესწრებოდა ქალბატონი მანანა, დეკანოზმა ნიკოლოზ (ვაჟა ერისკაცობაში) მინდიაშვილმა “მხედრიონელმა” და ნარკო-მომხმარებელმა ამბიონიდან მიმართა მრევლს: აქ თქვენს შორის ბრძანდება ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე დავდევდი, რომ მისი ლამაზი შუბლი ტყვიით გამეხვრიტა!!! ვინ დაავალა ძნელი მისახვედრი არაა!!!

ქალბატონი მანანა წინდახედულებამ გადაარჩინა, ხოლო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ამხილა!!!

28 იანვარი, 2018 ·

Advertisements
 
%d bloggers like this: