IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ნოდარ წულეისკირი

♥ ს.ე.გ.მ.

Nodar Tsuleiskiri2

 ნოდარ წულეისკირი

ძვირფასო მკითხველო,
1977 წელს, როდესაც გააფთრებული კომუნისტური რეჟიმი, ზვიად გამსახურდიას სულიერ თუ ფიზიკურ განადგურებას გამალებით ცდილობდა, ეს დიდებული ქართველი და ჭეშმარიტი მამულიშვილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტის დასაცავად, მწერალთა კავშირში განგაშის ზარებს არისხებდა:

„პატივცემულო მწერლებო! უკვე შვიდი თვე გავიდა, რაც დაპატიმრებულია დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შვილი, მწერალი და მეცნიერი ზვიად გამსახურდია. ამბობენ, გამსახურდია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავთ და საეჭვო ნემსებს უკეთებენო. ზოგი ამბობს, შიმშილობა გამოაცხადაო, ზოგი დაბეჯითებით ამტკიცებს, მოკვდაო.

ნუთუ ქართველი მწერლები ისე დაკნინდნენ და დაეცნენ, რომ ამბის გაგებაც კი არ სურთ, თუ რა სჭირს მათ კოლეგას. ნუთუ ქართველ მწერლებს იმის ძალა და უნარი არ შესწევთ, გაიგონ მაინც, ცოცხალია თუ მკვდარი მწერალი.

მე, პირადად, ზ. გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლების ბედი ძალზე მაშფოთებს. ამის თაობაზე პროტესტის წერილები გავგზავნე მრავალ დაწესებულებაში, მაგრამ ამაოდ. პასუხი არსაიდან არ მიმიღია“.

იმ დროს, ჭეშმარიტი მწერლისა და მამულიშვილის ნოდარ წულეისკირის ასეთი გამოსვლა მწერალთა კავშირში, ზვიად გამსახურდიას დასაცავად, მართლაც უდიდეს გმირობას ნიშნავდა.

ბატონი ნოდარ წულეისკირი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი და კულტურის მინისტრი, ეროვნული (მაშინდელი საჯარო) ბიბლიოთეკის დირექტორი გახლდათ. დაჯილდოებულია 1958 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიით, ხოლო 2008 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „მონანიების” გადაღებისას თენგიზ აბულაძეს, ნოდარ წულეისკირმა თვითონვე შესთავაზა – ფილმი რომ არ დაბრკოლდეს, ტიტრებში ჩემს სახელს ნუ მოიხსენიებო.

არადა, ფილმი „მონანიება” მისი იმ სიუჟეტით არის შთაგონებული (ცოდვილი მიცვალებულის ამოთხრა საფლავიდან), რომანს – „აფთრებს“ რომ დაედო საფუძვლად…

ბატონი ნოდარი, როდესაც კულტურის მინისტრი ბრძანდებოდა მაშინაც „მარშუტკით“ მგზავრობდა და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. მისი სტუდენტების გადმოცემით, ბატონ ნოდარს (მოკითხვისას) უთქვამს: როგორ უნდა ვიყო, ნეტავ მათ „ბუნკერში“ მოვეკალი, ამით უფრო გამართლებული იქნებოდა ჩემი სიცოცხლე და არსებობაო.

ძვირფასო მკითხველო,
განა ბედის ირონია არ არის?! –
თუ მიხეილ ჯავახიშვილი პირადმა ტრაგედიამ გამოაქცია სოფელ წერაქვიდან – და და დედა სადაც დაუხოცეს, იქ სულიერი სიმშვიდე ვეღარ ჰპოვა დიდმა კლასიკოსმა.
ნოდარ წულეისკირი პირადმა ტრაგედიამ გააქცია სოფელ წერაქვში – ეროვნული ხელისუფლება სადაც დაუმხეს და ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ განდევნეს და შემდეგ სულაც სასიკვდილოდ გაწირეს, იმ თბილისში სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა ვეღარ ჰპოვა მწერალმა.

ნოდარ წულეისკირი სოფელ წერაქვში ცხოვრობდა და დაუძლურებამდე, ამ სოფლის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლას დირექტორობდა…

ბიძინა ივანიშვილო, ერის მამად რომ მოგაქვს თავი (მოგიკვდეს, დღეს მაგ საქმეში მოშურნე და შემცილებელი), განა რა მოხდებოდა, სოფელ წერაქვში შესანიშნავი მწერლისა და მამულიშვილის ნოდარ წულეისკირის დაკრძალვაზე ჩასასვლელად შენი მთავრობის თუნდაც რომელიმე წევრს ან დეპუტატებს თავი რომ შეეწუხებინათ (მათ შორის ან ზვიად ძიძიგურს ან ბიძინა გუჯაბიძეს)?!.

ბიძინა ივანიშვილო, ხაზგასმით არის აღსანიშნავი ისიც, რომ შენი მილიარდებით განებივრებულ კულტურისა და ხელოვნების ეგრედწოდებულ წარმომადგენელთა სიაშიც (სადაც მხოლოდ ყველა ხელისუფლებისგან „გაუპატიურებული“ მასხარები თუ ეგრედწოდებული საზოგადო მოღვაწეები: რეზო ამაშუკელი, გურანდა გაბუნია, ქეთი დოლიძე, ლალი ბადურაშვილი და მსგავსი ჯამბაზები ბრძანდებიან), მისებრი იდეური მწერლების თუ კულტურის წარმომადგენლების დარად, არც ბატონი ნოდარ წულეისკირი იყო მოხვედრილი.

ოთხმოცდაორი წლის ასაკში აღსრულებული, ბრწყინვალე მამულიშვილი ნოდარ წულეისკირი, მისი ანდერძის თანახმად, წერაქვულ საცხოვრისის ეზოში შინდისფერი ეროვნული დროშის სუდარით დაიკრძალა

მანანა არჩვაძე-გამსახურდია

23 ნოემბერი, 2018

https://iberiana.wordpress.com/2019/02/14/nodar-tsuleiskiri/

 

***

Nodar Tsuleiskiriბიოგრაფია

ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“.

1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად.

ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები“ იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“.

1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

ნოდარ წულეისკირი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორია. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე.

1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა, 2015 წკუს 11 თებერვალს (82 წლის ასაკში). დაკრძალულია სოფელ წერაქვში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2008 – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
1958 – საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია
დავით აღმაშენებლის ქვა : მოთხრობები და რომანი (ავტორი). – თბილისი, ნაკადული, 1990. – 455გვ.
ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი : ისტორიული მოთხრობა (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1988. – 301გვ.
თუთარჩელა : რომანი (ავტორი). – თბილისი, საბჭ. საქართველო, 1971. – 252გვ.
მტკვრის პირას გათეთრებული კაცები : მხატვრ. ნარკვევები (ავტორი). – თბილისი, საბჭ. მწერალი, 1961. – 120გვ.

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001010/

Advertisements
 
%d bloggers like this: