IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• პლატონ ხუციშვილი – 1991 წლის პუტჩის ქრონიკა

♥ სეგმ

 

22.12.jpg

პლატონ ხუციშვილი

1991 წლის პუტჩის ქრონიკა

 

1991 წლის 21 დეკემბერს უზენაესი საბჭოს შენობას მოადგა  მოღალატეთა ჯგუფი, რომელსაც დავალება ჰქონდათ კრემლიდან პირდაპირ კონფლიქტში შესულიყვნენ ეროვნულ ხელისუფლებასთან და   პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არცერთ შეთავაზებას არ დათანხმებოდნენ.

კრემლისთვის ზვიად გამსახურდია საშიში იყო, კავკასის დაკარგვის საშიშროებას ჰქმნიდა. ამიტომაც მოღალატეები არაფერს თანხმდებოდნენ პრეზიდენტის შეთავაზებულს, არა და ისინი ხომ იმ მოთხოვნით მოვიდნენ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო. ბატონმა ზვიადმა ხან ვინ და ხან ვინ მიაგზავნა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან, მერე თემურ ქორიძე გადავიდა მათთან და სიგუას და დანარჩენ ოპოზიციის ლიდერებს გადასცა ბატონი ზვიადის გზავნილი – შეექმნათ საინიციატივო ჯგუფი უზენაესი საბჭოდანაც შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი და  ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავებდნენ სარჩევნო კანონს და ვადებს ახალი საპარლამენტო არჩევნების. სანამ ეს მოხდებოდა, თემურ ქორიძემ სიგუას შესთავაზა ზვიადი გელოდება, გადადი და მე აქ დავრჩები სანამ შენ არ დაბრუნდებიო. სიგუა და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დროს აჭიანურებდნენ, გვაცალეთ დავილაპარაკებთ და ერთ საათში გეტყვით. და ასე მთელი დღის განმავლობაში. ნაღდად ყოველი შეთავაზების შემდეგ მოსკოვს ელაპარაკებოდნენ და შეთავაზებაზე ან გადადებას ითხოვდნენ ან ახალი მოთხოვნები მოდიოდა, რომელიც მიუღებელი და არა განხორციელებადი იყო.

yaryara

გია ყარყარაშვილი

3 საათსა და 30 წუთზე გია ყარყარაშვილი შეუერთდა მოღალატე ოპოზიციას. კარგად მახსოვს, ან რა დამავიწყებს, ირინა სარიშვილის ხმას – “ეროვნული გვარდია ჩვენს გვერდზე დგას”, ამ დროს რამხელა ღალატია კაცისგან, რომელსაც ეროვნულ გმირობაზე აქვს პრეტენზია და მას ფიცი ჰქონდა დადებული ერის და ღვთის წინაშე, რომ დაიცავდა სამშობლოს და ქართველ ერს შიდა და გარეშე მტრისაგან. 21 დეკემბერს ყარყარაშვილი დილის 11 საათზე უზენაეს საბჭოში მოვიდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრაზე. მან ბატონ ზვიადს იარაღი და ტყვია წამალი სთხოვა, სამაჩაბლოში მივდივართო. სამი დღის დაბრუნებული იყო, სურსათის, ტყვია-წამლის წასაღებად დავბრუნდიო. მთავარსარდალს პატაკი ჩაბარა ბატონმა ზვიადმაც დილარ ხაბულიანს დაურეკა და ბრძანება გასცა “თეთრი არწივის” ბატალიონი მოემარაგებინა. აქაც სჩანს პრეზიდენტის ზნეობა და პატიოსნება, 10 ათასიანი ოპოზიცია ყავს მომდგარი კიტოვანის შეიარაღებულ ბანდასთან ერთად (კიტოვანის ნათქვამი, რომ ბანდასთან ერთად 22 დეკემბერს შუა დღეს ჩამოვიდა თბილისის ზღვიდან, წინააღმდეგობაში მოდის).

გიორგი ყარყარაშვილის თქმით, რატომ დადგა პუტჩისტების მხარეს – “იქითა მხარეს მეტი საძმო იდგა”-ო. ეს მოღალატე ფიც გატეხილ გვარდიელებზე იძახის, კადრის სამხედრო ოფიცერი. ასეთი შეიძლება ეთქვა მხედრიონელებს, მაგრამ არ ოფიცერს. მოკლედ. ხუთი წუთით შევეჯახეთ უზენაესის ეზოში, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მაგრამ მანაც იცოდა და მეც ჩვენი ტყვის ძმობა მაშინ დამთავრდა, როცა კიტოვანმა გვარდია რკონში გაიყვანა და ისეც ვიცოდი, რომ მას ღალატი ჰქონდა განზრახული. ჯერ კიდევ როცა მან 1991 წლის აგვისტოში დატოვა თბილისის ზღვა და პრეზიდენტთან მოვიდა, ბოდიში მოიხადა და პრეზიდენტს უთხრა, დანაშაულს “თეთრი არწივი” სამაჩაბლოში ბრძოლით გამოისყიდიდა. პრეზიდენტმა რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ თანხმობაც მისცა და როცა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შეუნდობს, ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდა.

მართალია, ყარყარაშვილი თეთრი არწივის ბატალიონთან ერთად სამაჩაბლოში იბრძოდა 1991 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, მე ვიცოდი, მას კიტოვანის ბანდა არასდროს დაუტოვებია, პირშიც ვუთხარი, ზღაპარი მომიყვა, მაგრამ როცა სამხედრო ხარ და ქვეყნის სამსახურში, მთავარ სარდლის ბრძანება დაუყოვნებლივ სრულდება. თუმცა, ბატონი ზვიადი ჩავაყენეთ საქმის კურსში, ბატონი ზვიადი კი თავისი პატიოსნებითა და კაცური სიტყვის პატივის მცემელი იყო და არა ერთხელ უთქვამს, კაცს უნდა შეუნდო, სხვაგვარად შეუძლებელია ცხოვრება, მითუმეტეს, როცა ჭეშმარიტი მორწმუნე ხარ, და ასეთი იყო დიდი ზვიადი. კიტოვანსაც ხომ გაუგზავნა კაკო ასათიანი და. 1991 წლის 28 აგვისტოს მარიამობა დღეს მიტინგზეც გამოაცხადა, თუ ჩამოვა გულში ჩავიკრავო.

ბატონი ზვიადი ყველას გულში იკრავდა, მაგრამ ეს იუდები 30 ვერცხლად ყიდნენ პრეზიდენტსაც და მამულსაც.

დავუბრუნდეთ 1991 წლის 21 დეკემბერს. ბატონი ზვიადის ყველა ცდა, რათა ქართველთა დაპირისპირება აეცილებინა, ამაო იყო. კიდევ გეუბნებით, ყველა შეთავაზების მერე ოპოზიცია დროს ითხოვდა. კავშირგაბმულობის სამინისტრო, თითქმის დაკავებული ჰქონდათ სასტუმრო თბილისი და იქიდან მოსკოვთან იყვნენ კავშირზე, და სპეციალურად გაჰყავდათ დრო.

ხო მართლა, ოპოზიციამ ხალხის უმეტესობა ტყუილით შეკრიბეს, მეგაფონებით დარბოდნენ მანქანებით 24 საათის განმავლობაში, ვითომდა ეროვნული მთავრობა დსთ-ს სამოკავშირეო ხელშეკრულებას აწერს ხელსო და ამიტომაც იყო ამდენი ხალხი ოპოზიციის მომხრები. მაგრამ რაც დრო გადიოდა მომიტინგეები ტოვებდნენ მიტინგს. როცა გაირკვა არავითარ ხელშეკრულებას არ ეწერებოდა ხელი და ოპოზიციაც ამიტომ წელავდნენ დროს, ალმაატასა და მოსკოვიდან ელოდებოდნენ დირექტივებს.

საღამოს 8:30 წუთზე სიგუამ თემურ ქორიძეს გადასცა, ხვალ დავჯდები ზვიადთანო და ხვალე შევხვდეთო. ამ დროს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების გათრევა, რაც ყოფდა მთავრობის მომიტინგეთა და ოპოზიციის მომიტინგეებს. ბევრი კითხვას დასვამს – თქვენ რისთვის ეგდეთ იქ ესენი რომ ათრევდნენ სატვირთო მანქანებს? ზუსტად ამ პროვოკაციაზე უნდოდათ ჩვენი წამოგება, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია. ხომ წარმოგიდგენიათ რა მსხვერპლი მოჰყვებოდა ამას, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ათიათასობით მომიტინგე იდგა.  იქ რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო რა ამბავი. რამხელა მსხვერპლი იქნებოდა,  და მათაც ხომ ზუსტად ეგ უნდოდათ?!

საერთაშორისო ტელევიზიებმა ყველაფერი წინასწარ იცოდნენ, რა მოხდებოდა. წარმოიდგინეთ ალამა-ატაში წყდება და იქმნება ახალი. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი და ამ დროს სიენენ ინეტერნეშენალის წამყვანი ჟურნალისტი თბილისშია და ასევე ბიბისი, ებისი და სიბიესის ჟურნალისტები. თითქოსდა თბილისში წყდებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირის შექმნა.

მაგრამ 1990-91 წლებში, პატარა ეროვნული სახელმწიფოს ჯერ სრული დამოუკიდებლობის გარეშე, ქვეყნის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მსოფლიო გლობალური პოლიტიკა და პოლიტიკოსები ყირაზე დააყენა, ზვიად გამსახურდია დინების წინაღმდეგ ცურავდა. მსოფლიო იმპერიების ჩარევის გარეშე ახერხებს კავკასიაში მოაგვაროს საკითხები. ყარაბახის კონფლიქტში შუამავლობა იკისრა, ელჩიბეი და ტერ-ზაკარიანი თბილისში ჩამოაბრძანა, თავისი ხედვა შესთავაზა კომფლიქტის მოგვარების. აქეთ ჩეჩენ და ინგუშ ძმებთან ერთიანი კავკასის შექმნა წამოიწყო და მას ჯოხარ დუდაევმა და ისა კაძოევმა მხარი დაუჭირა. ელჩიბეიც არ იყო წინააღმდეგი. ტერ ზაკარიანი იმ მომენტში ჩრდილო ოსებთან ერთად მარტო რჩებოდა და თითქმის მისგანაც მზაობა იყო. კავკასიის გარდა ბატონმა ზვიადმა ახლო აღმოსავლეთსაც მიჰყო ხელი, იქ ლაზებთან კონტაქტების აღდგენა დაიწყო. 90-91 წლებში ლაზებმა დაიწყეს ისტორიული სამშობლოსკენ მოხედვა და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ რელიგიას დაუბრუნდა. ცალკე სადამ ჰუსეინისგან დაბომბილი ქურთებს დახმარება გაუგზავნა ირანის გავლით, ირანში ქართველ მძღოლებს გმირებივით ხვდებოდნენ ფერეიდნელი ქართველები, მერე და 1991 წლის 26 მაისს ლაზეთი ჩირაღდნებით განათდა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის საპატივსაცემოდ, ამ ყველაფერს წინ უძღვოდა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც 1918 წლის  26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის დეკლარაციას ემყარებოდა და სამართალ მემკვიდრეობა თავისი ისტორიული ტერიტორიებით, და მან მსოფლიოს ამცნო რომ ეს ტერიტორიები დე იურე საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ამიტომ იყო ზვიად გამსახურდია სხვა მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებული და საინტერესო, პატარა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ითხოვს ყველასგან, როგორც თანასწორი, ურთიერთობას. ამიტომაცაა მსოფლიოს ლიდერი მას-მედიას ყურადღება მოპყრობილი საქართველოზე, 22 დეკემბერს მოლაპარაკების ნაცვლად ელცინის ბრძანებით. დილის 8 საათზე დაიწყო რუსეთ საქართველოს ომი. დიახ, რუსეთ საქართველოს ომი და არა სამოქალაქო, როგორც პუტჩისტები აყალბებენ უახლეს ისტორიას.

ქართულმა შეიარაღებულმა ბანდებმა 21 დეკემბერს ვერ გარისკეს ომის დაწყება. ამიტომ ჩაერთო ამიერ კავკასის სამხედრო ოლქის სარდალი ბეპაევი, რომელიც მოვალეობას ასრულებდა, ისე კი მას უფრო საშიში თანამდებობა ჰქონდა და სპეც დანიშნულების დანაყოფების სარდალი იყო. მისი ბრძანებით ამ ელიტურმა დანაყოფებმა მიიტანეს შეტევა მთავრობის სახლზე. დაიწყო მასირებული შეტევა, რაც ზუსტად რუსულ სტრატეგიას შეიცავს. გამოყენებული იყო არტილერია, რეაქტიული საზენიტო არტილერია, მძიმე თუ მსუბუქი ჯავშან ტექნიკა, ცოცხალი ძალა. მათ ამ კოორდინირებული შეტევით უნდოდათ ელვისებური შეტევით სულ რამდენიმე საათში აეღოთ მთავრობის სახლი, რისი დიდი გამოცდილებაც გააჩნდათ რუს შენაერთებს. სულ რამდენიმე სათში აქვთ აღებული ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე, ასევე ეთიოპია თუ ეგვიპტე და სხვა აფრიკული ქვეყნების პრეზიდენტის სასახლეები. ვერ წარმოედგინათ, რომ მხოლოდ ავტომატებით და რამდენიმე მუხის და რპეგეს ამარა ჩვენ ნახევარ დღეს შევძლებდით გაგვეწია წინააღმდეგობა. მაგრამ მთავრობის სახლის დამცველთა გვარდიის და მოხალისეთა სასახელოდ უნდა ითქვას, პირველი 24 საათი მართლაც მძიმე იყო, სანამ ერთმანეთს შეერწყმებით, ურთიერთ ნდობის ფაქტორი დამკვიდრდება.

შემდეგი დღე 23 დეკემბერი უფრო ადვილად გასამკლავებლები იყვნენ, უკვე იცი მოწინაღმდეგის ტაქტიკა და შენ მას კონტრშეტევებით და ტაქტიკური სვლებით პასუხობ, მოკლე გასვლები და მტერს მოულოდნელობის ფაქტორში იჭერდი და დიდ ზარალს აყენებდი, ტექნიკასაც ართმევდი. 23 დეკემბერი ზუსტად ასე მოკლე თავდასხმებით მოულოდნელობის ფაქტორს ვიყენებდით, თან ამ მოკლე გასვლებს პატარ-პატარა ჯგუფები ვახორციელებდით და მათი ჩანერგილი სუკის ოფიცრობას საქმის კურსში არ ვაყენებდით. ამიტომაც იყო მოულოდნელი.

b.qutateladze

ბესიკ ქუთათელაძე

მაგრამ 23 დეკემბრის საღამოდან თავდაცვის სამინისტრომ, კერძოდ მინისტრი ჯონი  ფირცხალაიშვილი, და ბესო ქუთათელაძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თხოვენ ყველა შეიარღებული შენაერთი თუ პირი საერთო ბრძანებას დაექვემდებაროს. საერთო ოპერაციების დაგეგმარების შემდეგ უნდა შედგეს ჯგუფები, რომლებსაც მიეცემათ ზონები და ამ ჯგუფებმა კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ, რაც მართებულიც არის რომ არა ერთი – თავდაცვის სამინისტროს მაღალი ეშელონის ოფიცრობა “ნასედკები” იყვნენ და პირდაპირ კავშირში იყვნენ პუტჩისტებთან. მთავრობის სახლის კომენდანტად დაინიშნა პოლკოვნიკი გია უჩავა და თუ ვინმეს წაკითხული აქვს პუტჩისტი გენერალი დუმბაძის წიგნი, ის აღნიშნავს, რომ უჩავა ჩანერგილი იყო. ამაზე მერე, სხვა დროს.  მართლაც უკვე საერთო გეგმების მიხედვით დავიწყეთ მოქმედება და წარმატებებიც იყო. ჯერ წართმეულ მძიმე ჯავშან ტექნიკას შეემატა სამი ტანკი 2 ტ55 1 ტ 64 რომელიც შინაგანი ჯარების სარდალ ჭელიძის შემადგენლობაში იყო. შინაგანი ჯარების სპეც დანიშნულების რაზმი იმ დროისთვის უახლოესი იარაღით და ტექნიკით იყო აღჭურვილი. 22 დეკემბერს პრზიდენთან შეთანხმებით მან მთავრობის სახლი დატოვა რათა პირადი შემადგენლობა და მათ ხელს არსებული ჯავშან ტექნიკა 10 ტანკით 15 ბმპე 1 5 ბრდმ-ი და ხუთი ბტრ-ით უნდა დაბრუნებულიყო 2 საათში, მაგრამ ამაოდ ველოდებოდით. იმ ჯიგრების პატივისცემას ვადასტურებ, ვინც თვითნებურად დატოვა ნაწილი 3 ტანკი 2 ბმპე და სამი ბტრი, რომლებიც შემოგვიერთდნენ. 24-25 დეკემბერს უდიდესი დარტყმა მივაყენეთ მტერს, გავათავისუფლეთ თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდის ჩათვლით, ჩიტაძიდან მამა დავითის ჩათვლით. ტყვეებით გაივსო სასახლე. ბევრიც ისე გვბარდებოდა, აღარ უნდოდათ ბრძოლა. როცა სიმართლეში გაერკვნენ, როცა ვითომდა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლნი რუსული რეგულარული და სოც რაზმების უკან იმალებოდნენ.

ამ დიდ წარმატებას ბევრი დიდი ტკივილი, თანამებრძოლების დაკარგული სიცოცხლე ახლდა, რაც ჩვენთვის ძაან მძიმე იყო. როცა ერთმანეთის ზურგს ისე იცავ, როგორც საკუთარს და უცებ შენი ტყვით ძმა და მეგობარი შენს გვერდზე აღარ არის. ქედს ვიხრი თითოეული მათი გმირული სულების წინაშე.

25 დეკემბერს, დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე ამერიკის შეერთებულმა შტატებიმა დამოუკიდებლად ცნო საქართველო. მას მოჰყვა ელვისებურად 26 სახელმწიფოს აღიარება. ეიფორია, 70 წლიანი ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ- აღიარება, ასე ნანატრი დამოუკიდებლობა. თანაც ბრძოლის ველზეც წარმატებით მივდივართ. ამხელა რუსის მანქანა გვეომება შიდა შადიმანებთან ერთად, მაგრამ მამულის სიყვარული და ენთუზიაზმი ამარცხებს მტერს.

მაგრამ ისევ ღალატი, და თან როგორი?! 25 დეკემბერს გვიან ღამით იკრიბება უმაღლესი სარდლობა მთავარსარდალ ზვიად გამსახურდიასთან ერთად. იგეგმება გეგმა, 26 დეკემბერს გამთენიისას უნდა დაუწყოს შეტევა და გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ მოღალატეებს, თბილისი გავწმინდოთ მოღალატეებისგან. სამი მიმართულებით უნდა დაწყებულიყო შეტევა, რადგან მტერი რკალში მოგვემწყვდია. მაგრამ ღალტი. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესო ქუთათელაძემ დაიჩემა ანძაზე უნდა გავიდეო, იქ საჩხერის ბატალიონი იყო დაბანაკებული. ანძა რა ანძა, ტელევიზია მტრების ხელშია, რა დროს ანძაა?! მაგრამ მან ბატონი ზვიადი დაარწმუნა, ანძაზე ავიდოდა და დათქმულ დროს დაბრუნდებოდა. ასევე მოიქცნენ სვანების საძმო, რომელიც ქორწინების სახლში იყვნენ დაბანაკებული. დილარ ხაბულიანიც ვითომდა მოწამლული იქ ეგდო. ქუთათელაძემ გაიყვანა თითქმის მთელი მძიმე ტექნიკა. დათქმულ დროს არც ერთი გამოცხადა არც მეორე.

ქუთათელაძემ საჩხერის ბატალიონი ჯავშან ტექნიკასთან ერთად კიტოვანის ბანაკში ჩაიყვანა! არა და რა გამარჯვება მოგვპარეს ვერაგულად, მუხანათურად?! გვიღალატეს! კიტოვანი და სიგუა ამიერკავკასიის შტაბში იყვნენ შეყუჟულები.  ეს მოღატე დაჯგუფებებიც ტოვებდნენ პოზიციებს და გარბოდნენ!

ეჰ მაპტიეთ, ემოციებმა ამიტანა, თუ შევძლებ მერე დავამთავრებ…

22.12.2019 8:13

 
%d bloggers like this: