IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სახელმწიფო სიმბოლიკა

 •  

  

 მ  ხ  ი  ლ  ე  ბ  ა    დ ა    გ  ა  ნ  ა  ჩ  ე  ნ  ი 

ა   ნ   უ 

არა მიშას ხუშტურებზე შექმნილ, მის მახინჯ სულსა და ავადმყოფურ იდეებს მორგებულ

 და რიგ შემთხვევებში კი მასზე ხოტბის აღმვლენ სახელმწიფო სიმბოლიკას

 

ს ა ძ ი ე ბ ე ლ ი 



1. დროშა როგორც ღმერთი გვ.:3

2. დროშა იგი სვიანად ხმარებული გვ.:4

3. საბედისწერო რეტროსპექტივა გვ.:6

4. ჯვაროსნული საფუძვლები და უფლის საფლავის დაცველთა ორდენი გვ.:8

5. სხვა,არც თუ უმნიშვნელო გარემოებანი გვ.:22

6. წითელი ფერი ქართულ სახელმწიფო დროშაზე გვ.:25

7. წითელჯვრებიანი ციებ-ცხელების პრელუდია და მიშისტური ბორგების ვერაგული საფუძველი გვ.:28

8. წითელჯვრებიანი ჩაფსკვნილობის ანგრამული ანატომია გვ.:32

9. აწ უკვე მიშასეული ძალადობით დაღდასმული და ნაცურად ნათელი გვ.:34

10. მაოხრებელი გზირის ფენომენი გვ.:37

11. ეროვნული რეფერენდუმის აუცილებლობა გვ.:39

12. წითელი 5 ჯვრიანი სიმბოლოს უარყოფის ყველა არსებითი მიზეზი ერთიანი სახით გვ.:41

13. MADE IN MISHA გერბის თაობაზე გვ.:46

14. თანაგამხელილთა “საიდუმლო” გვ.:49

 

გვერდების საერთო რაოდენობა ტექსტში ჩართული სურათების ჩათვლით 52

 

                                                                   

1.დროშა  როგორც  ღმერთი

       ქართველი ერი მსოფლიოს თანამედროვე ერთა შორის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ერია,შესაბამისად ჩვენში უძველეს სამყაროსეულ ცოდნასა და  საკრალურ საიდუ- მლოებებთან ადამიანები სწორედაც რომ უხსოვარი დროიდან იყვნენ ნაზიარებნი და ეს ხაზი ფაქტიურად უწყვეტად გრძელდებოდა ქართველი ერის მთელი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე.

           სწორედ უძველესი ძირები აქვს ჩვენში საკრალური მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა დანიშნულების საგნების,სიმბოლოთა და რიტუალთა არსებობას და საერთოდ მათდამი პატივისცემის ტრადიციას, რომელნიც ყოველგვარ ამაღლებულთან და ზეციურთან “მიახლების’,გნებავთ პირიქით,ზეციურისა და ამაღლებულის ყოველდღიურ ცხოვრებაში  გამოვლინების სახედ აღიქმებოდნენ!

          კერძოდ,უძველესი სამყაროს ყველა ხალხებისა და მათ შორის ქართვეთათვისაც ისეთი უწმინდესი სა- განი,როგორიც დროშაა ოდითგანვე ღმერთთან “ მიახლებისა”და ცათამდე ღაღადისის აღვლენის ერთგვარ სიმბოლოდაც აღიქმებოდა და ზეციური ძალის თავად ერის გვერდში სუფევის სახესაც  წარმოადგენდა!

           სწორედ ამიტომაც იყო ,მაგალითად,ძველ ეგვიპტურ იეროგლიფთა სისტემაში დროშასა და ღმერთს ერთდაიგივე სიმბოლოთი რომ აღნიშნავდნენ და დროშას როგორც უწმინდეს უწმინდესთაგან საგანს ისე იცავდნენ,რომ მტერს არ ჩავარდნოდა ხელში,და ეს მაშინ როცა პირიქით მტრის დროშის დაპატრონება ფაქტიურად ომში გამარჯვებად აღიქმებოდა,რამეთუ მომხვდურის ღვთაების თუ ზეციური პანთეონის დამორჩილებას ან საერთოდ დასამარებას ნიშნავდა!

           თავისთავად ცხადია გამორიცხულია ასეთი უძველესი სამყაროსეული გაგებისა და ტრადიციის ხალხებს ლამის ღმერთთან გატოლებულ ისეთ საგნად,როგორიც დროშაა შემთხვევითი რამ ჰქონოდათ ან დროშა, იმით რაც და როგორც იყო გამოსახული მის ალამზე, მჭიდროდ არ ყოფილიყო ჩაწნული ერის მსოფლაღქმასთან კულტურასა და ისტორიასთან და შესაბამისად უპირველეს ყოვლისა თავად მთავარი ღვთაების სახის შემცველი არ ყოფილიყო!

         აკი ამიტომაც სწირავდნენ ოდითგანვე უშურველად თავს  ადამიანები საკუთარ დროშას!

           რომ ეს ასე არ ყოფილიყო ქართულ სინამდვილეშიც ვერ გაჩნდებოდა ერის ფოლკლორში თქმულება 9 ძმა ხერხეულიძეზეც,სადაც თქმულების უმთავრესი ლაიტმოტივი და 9 გმირი შვილის დედის სულის სიღრმემდე შემძვრელი საქციელის მიზეზი დროშის არათუ მტრისათვის არ დანებება,მტრის დასანახად დროშის ძირს დაცემის დაუშვებლობაა, რასაც ეწირება კიდეც არსებითად 9 დედმამისშვილის- 9დიდებ- ული გმირი ვაჟკაცის სიცოცხლე!

          (კარგად დაუკვირდით რა დონეზე აჰყავს გმირი დედის საქციელს დროშის არსის გაგების მასშტაბი)

   ვერ გაჩნდებოდა ვერც თქმულება პატარა მედროშეზე-ციხისთავის პატარა ბიჭზე, რომელმაც საკუთარი დროშის შეურაცყოფას სიკვდილი არჩია!

   პათოსი აქაც ნათელია ჩვენში ოდითგანვე ბავშვებსაც კი ჰქონდათ იმის მაღალი შეგნება, არა თუ უფროსთ, რა სიწმინდეს წარმოადგენდა დროშა !

        დიახ! სხვაც რომ არა იყოს რა,ქართულ ფოლკლორში ამ ორი მარგალითის არსებობაც კი ბრწყინვალე დასტურია იმისა საერთოდ ერისათვის რა სიწმინდეს წარმოადგენდა ოდითგანვე ეროვნული დროშა!

         რაც შეეხება საკითხს უძველეს ქართულ დროშათა კონკრეტულ დეტალებზე აქ უნდა ითქვას შემდეგი:

მიუხედავად გარკვეული მასალების არსებობისა ძნელია იმის მტკიცება,თუ სახელდობრ როგორი იყო უძველეს ქართველ ტომთა დროშები,თუმცა ის რომ წარსულის ტრადიცია უტყუარად შენარჩუნებული იქნებოდა ჩვენთვის სამსჯელოდ უფრო ხელმისაწვდომ ,უკვე შემდგომ საუკუნეთა დროშებში თითქმის უტყუარად შეიძლება ვამტკიცოთ!

           მაგალითად ყველა მაჩვენებლით უძელესს უნდა წარმოადგენდეს სვანური დროშა ე.წ. ლომი,რომელიც თეთრი ფერისა გახლდათ და ჰაერით ავსების შედეგად ლომის მაგვარ ფორმას იღებდა !

          და საერთოდაც ფონის სითეთრე ალბათ ქართული ეროვნული დროშის ყველაზე დამახასიათებელ თვისებად შეიძლება იქნეს მიჩნეული,თვისებად რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს!

          ასევე ქართული დროშის დამახასიათებელ თვისებად შეიძლება იქნეს მიჩნეული დროშის ალამზე უმთავრესი ღვთაების თუ სიწმინდის ხატის(სახის) გამოსახვა!

           ქართველი ერის ჩამოყალიბების ისეთ ფუძემდებლურ პერიოდს რაც შეეხება,როგორც ფარნავაზის ეპოქაა,თითქმის უცდომლად შეიგვიძლია ვამტკიცოთ,რომ ისეთ დიდ რეფორმატორ მეფეს როგორსაც ფარნავაზი წარმოადგენდა,შეუძლებელია ახალი სახელმწიფო დროშა არ დაემკვიდრებინა!

          ამასთან გამომდინარე იქედან,რომ მაშინდელ საქართველოში(იბერიის სამეფოში) მის მიერ ახალ  ერთიან ღვთაებად დამკვიდრებული იქნა მთვარის ღვთაება არმაზი სავსებით ლოგიკური იქნებოდა გვე- ფიქრა ,რომ ამ პერიოდის ერთიან სახელწიფო დროშაზე სწორედ მთვარის ღვთაება არმაზი ყოფილიყო გამოსახული თეთრ ფონზე!(მსგავსი მიდგომა იმპერიოდის სახელმწიფოთათვის საკმაოდ დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო).

                                                                    2.დროშა  იგი სვიანად ხმარებული

        იმდენად ორგანული უნდა ყოფილიყო ქართული გაგებისათვის დამოკიდებულება ყოველივე საკრალურისადმი და იმდენად უნდა ყოფილიყო ფესვმოკიდებული უძველეს ქართველურ ტომებში ეს შეგრძნება,რომ ჩვენში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრების შემდეგ(ჩვენი წ.ა. 4 საუკუნე) წარმართული ეპოქის ბევრი ტრადიციის პირდაპირი ან გარკვეული სახეცვლილებით უთუო გადმოსვლაა სავარაუდებელი ახალი ეპოქის ქრისტიანულ კულტურაში.და ეს მიუხედავად იმისა,რომ მსგავს ეპოქალურ ცვლილებებს ახასიათებთ ხოლმე წარსულის “გადმონაშთთა” ცეცხლითა და მახვილით აღმოფხვრა, რასაც ალბათ სრულად ვერც ქართული სინამდვილე ასცდებოდა,თორემ მაშინ გაუგებარი რჩება ვთქვათ რატომ არ უნდა არსებობდეს ჩვენში მეოთხე საუკუნემდე დაწერილი ლიტერატატურული ძეგლები, მაშინ როცა ანბანის არსებობა უკვე ქრისტემდე მესამე საკუნეშია,  ყველა ნიშნით, საგულვებელი! ( თუ ეს მოსაზრება არასწორია ეგებ აგვიხსნან მაშინ, ვიეთნმა, რა საშუალებით მოხვდა მაშინ ქრისტინულ ეპოქაში დაწერილ “ქართლის ცხოვრებაში” ჩვ.წ.ა მესამე საუკუნის პერიოდის  მეფეთა ცხოვრების ლამის დეტალებამდე აღწერილი ამბები!..გადმოცემით მოვიდა ისინი შუა საუკუნემდე თუ .არამეული ასობით დაწერილი დაგვიტოვეს წინაპრებმა მატიანე; რაც შეეხება მთვარის სიმბოლოებისა და კალენდრის ქრისტიანული ეპოქის ქმნილებად გამოცხადებულ, ქართულ ასომთავრულ ანბანში სუფევას –ალბათ ეს არა ,მთვარის კულტის საქართველოში სახელმწიფო რელიგიად დამფუძნებელმა ფარნავაზმა,არამედ ქრისტიანმა სწავლულებმა დაამკვიდრეს?.!)

        და განა თითონ ასომთავრული ანბანის ასო-ნიშნებიც საკრალური მნიშვნელობის სიმბოლოები არ არიან? ბოლოს და ბოლოს ნისლიდან ხომ არ ამოიზრდებოდნენ ისინი(ეგებ ისინიც სხვისგან “ვისესხეთ” და ოდენ მოხაზულობა შევუცვალეთ მათი,ფორმათა არსის გაუაზრებლად!)

        მაგალითად წარმართული ეპოქიდან ფესვწამოღებული მემკვიდროებითობის ბრწყინვალე ნიმუშია უძველეს-უძველესთაგანი მძლავრი ქართული სიმბოლო ხარის კულტი,რომელსაც დიდ  პატივს მიაგებდნენ მთელს საქართველოში და რომელიც ქართული წარმართობიდან ბუნებრივად გადმოვიდა ქართულ ქრისტიანობაში,რის საილუსტრაციოდაც გამოდგება ნიკორწმინდის ტაძრის დეკორი ხარის თავით, ტაძრისა რომლის თვით სახელწოდებაც კი ხარის სახელიდანაა ნაწარმოები და რომელიც გადმოცემით აგებულია კიდეც  ადრე აქ  არსებული წარმართული სალოცავის ადგილას!

        ხარის თავსვე შეხვდებით სვეტიცხოვლის ტაძრის დეკორში,ბოლნისის სიონში და ასე შემდეგ.

   ქართულ ქრისტიანობაში(გეორგიანობაში) წარსულის ტრადიციათა ძალუმი გადმოსვლის გარემოებას

        პირველმა ივანე ჯავახიშვილმა მიაქცია სერიოზულიად ყურადღება ,რომლის ფრიად საყურადღებო გამო-   კვლევიდან ირკვევა რომ თეთრი გიორგის ქრისტიანობამდელი წარმართული კულტის-მთვარის ღვთაების თაყვანისცემა ბუნებრივად უნდა გადმოსულიყო წმინდა გიორგის არნახულ თაყვანისცემაში!

       კერძოდ ბიძგი აღნიშნული მოსაზრების მისაღებად მას მისცა იმ ყოვლად უცნაური და უპრეცენდენტო გარემოების გააზრებამ, რომლის ძალითაც უძველეს ქართულ ფოლკლორში წმინდა გიორგი რიგ შემთხვევებში თვით ქრისტე ღმერთზე წინაც კი იყო დაყენებული(!) რაც განსაკუთრებით კარგად მთიელ ტომთა ზეპირსიტვიერებასა და სარწმუნოებრივ რიტუალებში ჩანს.არადა ფოლკლორი ერის სულის სარკეა!

        აღნიშნული კი ვარანაირად ვერ მოხდებოდა, რომ არა ერის ცნობიერებაში მანამდე ღრმად ჩაკირული სახე ერისათვის მებრძოლი ღვთაებისა, რომლის ანალოგიც ერის ცნობიერებამ ახალ ეპოქაში  ქრისტიანობის მოამაგე წმინდა გიორგიში დაინახა!

         მოგვიანებით ამ თემას ჩაუღრმავდა დიდი სწავლული და ქართველი ერის დიდი ქომაგი ზვიად გამსახურდია,რომელიც სრულად იზიარებდა და განავრცობდა კიდეც რა ამ მოსაზრებას ბრძანებდა:

          ქართველთათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა,სიმბოლოა თავად ღვთისა,ძალისმიერ,მებრძოლ ასპექტში!-და იქვე აგრძელებს-“ბოროტების შავ-ბნელ ძალებთან ბრძოლაში ქართველ ხალხს ამხნევებდა შარავანდით მოსილი სახე თეთრ ტაიჭზე ამხედრებული შუბოსანი წმინდა რაინდისა!” და ბოლოს ასკვნის:

         “წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლო იყო,გამუდმებით მტერთან მებრძოლი! ბნელეთის ძალებზე გამარჯვებული!”

        ძნელია ამ სიტყვებს არ დაეთანხმო! და თუ ამ დებულებას ამოსავლად გავიხდით მაშინ ისიც დღესავით ნათელია თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსახული ქართულ სახელმწიფო დროშაზე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრების შემდეგ და სახელდობრ გორგასლის ეპოქიდან მოკიდებული!

            შემთხვევითი როდია,რომ გადამწყვეტ ბრძოლებში ქართველი კაცი ლამის თავის გვერდზე მებრძოლად აღიქვავს წმინდა გიორგის,რისი ბრწყინვალე დასტურიცაა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები დიდგორის ბრძოლაში მეფე დავითის მოთავეობით ქართული ლაშქრის არნახული გამარჯვების მიზეზს რომ აღწერს:

          “ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსვრიდა მოწევნულთა  უსჯულოთა მათ წარმართთა,რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა !”

        სამწუხაროდ არ არსებობს პირდაპირი აღწერა არათუ უძველესი ქართული დროშებისა,თვით საქართველოს სიძლიერითა და აღმავლობით გამორჩეული ისეთი პერიოდისაც კი როგორიც დავით აღმაშენებლის ეპოქაა,რაც ავის მჩხრეკელთა ფანტაზიებს დიდ გასაქანს აძლევს;დიახ!არ არსებობს პირდაპირი მაგრამ არსებობს მთელი რიგი არაპირდაპირი ცნობები და მათ შორის უპირველესია, დღემდე სათანადოდ დაუფასებელი, ზემოთ მოყვანილი სიტყვები მემატიანისა,რომელიც ამ ეპოქის დროშის რაობის საკითხს არსებითად ხსნის!

            მართლაც,თუ წარმოვიდგენთ რომ დავითის ეპოქის ქართულ სახელმწიფო დროშაზე სწორედ თეთრ ტაიჭზე ამხედრებული შუბოსანი წმიდა გიორგი იყო გამოსახული და დიდგორის ბრძოლაში არნახულად ბევრი ასეთი დროშა ფრიალებდა ძალუმად ქართული ლაშქრის თავზე,მთელი სიცხადით მხოლოდ მაშინ შევიცნობთ მემატიანის სიტყვებს და მათ ჭეშმარიტ არსს და იმას თუ როგორ შეიძლებოდა “განცხადებულად და ყოველთა სახილველად” გასძღოლოდა წინ დავითსა და საერთოდ ქართულ ლაშქარს წმინდა მოწამე გიორგი და მკლავითა თვისითა  როგორ  შეიძლებოდა მოესრა უსჯულონი!

          ნებისმიერი სხვა ახსნა უბრალოდ წარმოუდგენელია და არც არასდროს მომხდარა და შეუძლებელიცაა  რაიმე სხვა გზით წმინდა გიორგის ქართული ლაშქრის მხარდამხარ ყოველთა სახილველად ებრძოლა!

           ასეთ ფონზე წარმოუდგენელი მკრეხელობა და საკუთარი ისტორიის აბუჩად აგდებაა,მხოლოდ იმის გამო,რომ ქართველთა გვერდით ასიოდე ჯვაროსანი იბრძოდა, ამტკიცო საკუთარი სვიანად ხმარებული სახელმწიფო დროშა,რომელზედაც ერის მფარველი და უმთავრესი წმინდანი იყო გამოსახული დავით მეფეს გვერდზე ჰქონდა გადადებული  და გინდა თუ არა ჯვაროსანთა მიერ მოტანილი დროშის ქვეშ იბრძოდა ქართული ლაშქარიო!?

         იმის მტკიცება კი ჯერ კიდევ ჯვაროსანთა საქართველოში მოსვლამდე ჰქონდა დავითს ასეთი დროშა სახელმწიფო დროშადო,ყველაფერთან ერთად უკვე საერთოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.   ხო-ხო რა გაუკვირდებოდათ დიდგორის ველზე წითელჯვრებიანი დროშებით შეიარაღებული ქართული ლაშქრის მნახველ სტუმრად ჩამოსულ ჯვაროსნებს -კი მაგრამ ეს ჩვენნარი დროშა თქვენთან სიდან საიდანო?!.

         მოკლედ ეს სიმწრით ხუმრობა იქით იყოს, ფაქტი კი ისაა რაც ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან ცალსახად  და ნათელზე უნათლესად იკვეთება!

         რაც შეეხება ფონის ფერს როგორც ადრე მოგახსენეთ  იგი თეთრი უნდა ყოფილიყო,რასაც თამარის ისტორიკოსის ის სიტყვებიც ადასტურებს რომელსაც იგი დაუფარავი სიამაყით ბრძანებს,როდესაც სვიანად ხმარებული “გორგასლიან-დავითიან-თამარიანი”დროშას მოიხსენიებს, სადაც აცხადებს “დროშა იგი სვიანად ხმარებული,რომელიც სინდეთს შესვლითგან მოსპეტაკობდაო”,რაც სიტყვა-სიტყვით თეთრად მოქათქათობდას ნიშნავს!(რაკი სპეტაკი ძველ ქართულად თეთრია)

         ამდენად თითქმის უცდომლად შეიძლება ვამტკიცოთ რომ: დავით აღმაშენებლის ეპოქის სახელმწიფო დროშაზე თეთრი ალმის ფონზე გამოსახული უნდა ყოფილიყო თეთრ ტაიჭზე ამხედრებული წმინდა გიორგი!

        ამასთან რაკი ეს სვიანად ხმარებული დროშა ამავე დროს გორგასლიან-დავითიან-თამარიანია ისიც უტყუვრად შეიძლება ვამტკიცოთ,რომ ვახტანგ გორგასლის ეპოქიდან მოკიდებული თამარის ეპოქის ჩათვლით ანუ დაახლოებით 457 წლიდან ვიდრე 1210 წლამდე უწყვეტად ქართული სახელმწიფო დროშის თეთრ ფონზე გამოსახული უნდა ყოფილიყო სწორედ და მაინცდამაინც წმინდა გიორგი-ერის უმთავრესი მფარველი და წმინდანი!

         წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი ხდება რატომ შეიძლებოდა ეწოდებინა ვთქვათ თამარის ეპოქის დროშისათვის მისსავე ისტორიკოსს გორგასლიან-დავითიანი თუ მის ალამზე სხვა რამ იქნებოდა გამოსახული(მაგალითად 5 წითელი ჯვარი) და არა წმინდა გიორგი ან რა შუაშია ამ კონტექსტში თითქმის 7 საუკუნის წინ მოღვაწე გორგასლის მოხსენიება თუ ეს ტრადიცია სწორედ ვახტ- ანგის ეპოქიდან არ იღებს სათავეს! და თუ მაინც ჯიუტად არაზე დგეხართ- საიდან შეიძლიბოდა ჰქონებოდა მეხუთე საუკუნეში მოღვაწე ვახტანგ მეფეს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის მიჯნაზე იერუსალიმის დროშად გამოცხადებული 5 ჯვრიანი დროშა–დროში იმოგზაურა!?.

          თამარის ეპოქის შემდგომ , გარკვეულ გამონაკლისთა გარდა, გეოპოლიტიკურ და შინააშლილობის ფაქტორთა თანამონაწილეობით იწყება ერთიანი ქართული სახელმწიფოს დასუსტება, რასაც მოჰყვა კიდეც საბოლოოდ საქართველოს დაშლა ცალკეულ სამთავროებად,შესაბამისად სწორედ თამარის ეპოქის აქეთაა სავარაუდებელი “სვიანად ხმარებული” სახელმწიფო დროშის ტრადიციის იძულებითი მოშლა და სხვა ტიპის დროშათა გაჩენა !

          დიახაც რომ სწორედ აღნიშნული გარემოებით  უნდა აიხსნას,საქართველოში  მეცამეტე საუკუნიდან მოკიდებული,(და არავითარ შემთხვევაში უადრეს),  სხვა ტიპის  სახელმწიფო დროშათა გაჩენა!

იხ. სრულად

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: