IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის განცხადება. 10.07.2019

 ♥ სეგმ

 

parlamenri.jpg

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

10.07.2019
ქართული სახელმწიფოს, მის არსებობას რუსეთის იმპერია სხვადასხვა თეორიების, კონცეფციების, სამხედრო აგრესიის, ეთნოწმენდის ,გენოციდის გამოყენებით ებრძოდა და ებრძვის. აღსანიშნავია, რომ “საქართველო მცირე იმპერიის” სახაროვის კონცეფცია სრულ თანხვედრაში იყო და არის რუსული იმპერიის არქიტექტორების ალექსანდრე პირველის, დეკაბრისტების, ნიკოლოზ პირველის, ალექსანდრე მეორის, სტალინის, გორბაჩოვის, პრიმაკოვის,  დუგინის, პუტინის, ჟირინოვსკის გეგმებთან..

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ბატონ ზვიად გამსახურდიას სახაროვისადმი წერილიდან რომელიც გამოქვეყნდა რუსულ პრესაში: “.ახლა კი თქვენ იგივეს აგრძელებთ. თქვენს მიერ ”ოგონიოკში” გაკეთებული განცხადებით დაამტკიცეთ, რომ არ იცით ტერმინ ”აფხაზეთის” მნიშვნელობა და არც ის, თუ რა მიმართება გააჩნია მას ტერმინ ”საქართველოსთან”. რათა არ შეგაწყინოთ თავი სხვადასხვა ისტორიკოსების ნაშრომთა ციტირებით, კვლავ დავეყრდნობი დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას: ”ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა ხანებში დაიწყო ადგილობრივი ეთნიკური ტიპის ჩამოყალიბება. აფხაზეთი მაშინ კოლხიდის, ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელმწიფოს, ნაწილს შეადგენდა”. ასე რომ, როგორც ხედავთ, აფხაზეთი ძველთაგანვე საქართველოს ნაწილი იყო. კიდევ მეტი, აფხაზეთად იწოდებოდა დასავლეთ საქართველო, ზოგჯერ – მთელი საქართველოც, როგორც, მაგალითად, ნიზამი განჯელის ცნობილ პოემა ”ისკანდერ ნამეში” (XII ს.), სადაც აფხაზეთის (საქართველოს) დედაქალაქად დასახელებულია ტფილისი. ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც ალბიონი – მეორე სახელია ინგლისის…”

ბატონ პუტინს ვურჩევთ მისთვის საყვარელ სსრკ-ს მეცნიერების მიერ გამოცემულ ენციკლოპედიას მაინც დაეყრდნოს

მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა მდინარე ყუბანის შესართავიდნ ფოთამდე შავი ზღვის სანაპირო რუსი სამხედროებით დაესახლებინა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან კავკასია დაეცარელებინა. ამ გეგმას ალექსანდრე პირველი, ალექსანდრე მეორე ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდით და მასიურად გადასხლებით ახორციელებდნენ. ასე დაცალეს სოჭი-ადლერ-ტუაფსეს სანაპირო ზოლი ჩერქეზი და უბიხი მოსახლეობისგან, რომლებიც მასიურად გადაასახლეს თურქეთში. იგივე გაგრძელდა აფხაზეთის სანაპირო ზოლში..

რუსეთის იმპერიის ეს გეგმები დეკაბრისტების (პავლე პესტელი) მიერ მიღებული კონსტიტუციაში იყო თავის დროზე ასახული, რომლის მეორე და მესამე მუხლებში ნათქვამია:

“2. დაიყოს კავკასიის ყველა ხალხი ორ ჯგუფად: მშვიდობიანებად და შფოთიანებად. პირველნი დატოვონ თავისსავე საცხოვრისში და დაუმყარონ მათ რუსული მმართველობა და წყობილება, ხოლო მეორენი ძალდატანებით გადაასახლონ შიდა რუსეთში და დაფანტონ მცირერიცხოვან ჯგუფებად ვოლოსტებში;

3. შემოიყვანონ კავკასიის მიწაზე რუსი მოსახლეობა და დაურიგოს მათ აქედან გადასახლებულთა მიწები.ამ საშუალებით კავკასიაში წაშალონ ყველანაირი ნიშანწყალი წინანდელი მკვიდრი მოსახლეობისადა გადააქციონ ეს მხარე წყნარ და კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად“ (ქართველთა ნიშანწყალის გაქრობას დღესაც გამუდმებით ცდილობენ გუდაუთის ,ილორის, ბედიის ქართულ მონასტრებში, რაც ერთმორწმუნეობის პრინციპის არავითარ პრინციპში არ  ჯდება,არაფერს ვამბობთ ვანდალიზმზე,როგორც დანაშაულზე).

1880 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ აფხაზი ერი ოფიციალურად გამოაცხადა დამნაშავე ხალხად (1877-78 წწ. ანტიიმპერიული აჯანყების მოწყობის გამო). ეს ბრძანებულება უკრძალავდა ზღვისპირას, გზების მახლობლად, სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში დასახლებას.

“განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეის ავტორს ვითომ დისიდენტს, სინამდვილეში კი სსრკ და მსოფლიო ფარული პოლიტიკური ელიტის უგავლენიანეს წევრს, ა.სახაროვს — ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“. სახაროვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შეიქნა საქართველოში „პერესტროიკის“ პროცესის იდეოლოგიური ხელმძღვანელობისათვის საგანგებოდ მოვლინებული მ.მამარდაშვილი ა.სახაროვის უახლოესი თანამზრახველი.

მალტაზე გორბაჩოვ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვისეული პროექტით. ამ კანონში – რომელიც უმჭიდროესად იყო დაკავშირებული ზემოთ მითითებულთან – სსრკ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით – ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ)

ეს კანონი გახდა საფუძველი გორბაჩოვის სატელეფონო მუქარისა ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.

სახაროვის “საქართველოს მცირე იმპერიის” კონცეფციის საფუძველზე იქნა მიღებული რუსეთის იმპერიის დაკვეთით პრაღის 24-ე რეზოლუცია ქართველთა მიერ ვითომდა ეროვნული უმცირესობების შევიწროებისა და ოსთა გენოციდის შესახებ.. აფხაზების და ოსების “განთავისუფლების” შემდეგ რუსულ გეგმაშია სვანების, მეგრელების (პუტინის ყოფილი მრჩეველი დუგინი ამას საჯაროდ აცხადებს), აჭარლების, ჯავახების და სხვათა გამოყოფა ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციამდე…

ჟირინოვსკი, პუტინი, დუგინი “ქართული იმპერიის” დანგრევის საშუალებით ცდილობენ სახელმწიფოს განადგურებას რუსეთის საზღვრის თურქეთამდე გადაწევას, რასაც არც პუტინი და არც დუგინი არ მალავენ ..

ქართულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ 1990-91 წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გატარებული გონივრული ეროვნული პოლიტიკის შედეგად არ მისცა საბაბი მოსკოვს აფხაზეთში კონფლიქტის პროვოცირების, უფრო მეტიც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის აღდგენას ხმა მისცა რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73%-მა ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 59,84%-მა, მათ შორის ქ. სოხუმში კენჭისყრაში მონაწილეთა 96,6%-მა, ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 64,02%-მა, გულრიფშის რაიონში 97,85%-მა (83,52%, ცნობისთვის ქართველთა რაოდენობა 52,71%, სომხები-25,3%,, რუსები 13,81%), ოჩამჩირის რაიონში 91,1%-მა (54,27%), სოხუმის რაიონში 94,44%-მა (60,61%), გალის რაიონში 99,71%-მა(97,39%), გაგრაში 94,01%-მა. ..

1991 წელს აფხაზთა და ქართველთა ორმხრივმა კომისიამ(რუსების გარეშე)შეიმუშავა ახალი დროებითი საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატის 28 ადგილი(43%),წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში 40,7%-ის ნაცვლად ,ქართული დეპუტაციისთვის გამოიყო 26 ადგილი(40%),წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოში37,9%-ის ნაცვლად. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს რჩებოდათ 11 ადგილი ანუ 17%-ი, წინა მოწვევის 21,4%-ის ნაცვლად…საქართველოს “კონგრესის” ანტიეროვნული საქმიანობამ (არჩევნების ბოიკოტირებამ) ქართველებს 11 ადგილიდან 3 ადგილი დააკარგვინა და ქართული ორიენტაციის დეპუტაციის მაჩვენებელმა შეადგინა 47,6%-ი (აფხაზეთში ქართული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, ნაცვლად 52,4%-ისა (…წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ქართული ორიენტაციის დეპუტაციამ შეადგინა 37,9%-ი ანუ 10%-ით გაიზარდა ქართული დეპუტაციის რაოდენობამ უმაღლეს საბჭოში) ორმხრივი კომისიის შეთანხმებით ქართული მხრიდან უნდა დანიშნულიყო მთავრობის თავრე, ძალოვანი მინისტრები (შსს, უშიშროება) და უმაღლესი საბჭოს თავ-რის მოადგილე… კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო იყო ხმების ორი მესამედი ანუ 43 ხმა, ეს მაშინ, როცა აფხაზები ფლობდნენ 36 ხმას… ამავე დროს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს … საქართველოს კონსტიტუციის 121-4 მუხლის მე-13 პუნქტით უფლება ჰქონდა შეეჩერებინა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აქტების მოქმედება, თუკი ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და კანონებს… ამ კანონმა განმუხტა კრემლის მიერ აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარება, აფხაზეთის კონფლიქტი თავიდან აგვაცილა… 28-26-11- დროებითი საარჩევნო კანონის მეშვეობით ქართველებმა და აფხაზებმა დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვეს მოსკოვზე, რადგან:

1. თავიდან იქნა აცილებული აფხაზეთში კონფლიქტი ,,ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი და ქართველთა ეთნიკური წმენდა.

2. აფხაზებისთვის მოსახლეობის 17%-ის მიერ 43%-ი ადგილების მოპოვებით განეიტრალდა მითი “მცირე იმპერიის “შესახებ…

3. აფხაზეთში არჩევნების მაგალითზე ჩრდილო კავკასიაში დაიწყო ავტოქტონი მოსახლეობის “თვითგამორკვევის” პროცესი, დაჩქარდა “კავკასიური სახლის” მშენებლობა..

რუსეთმა იგრძნო რა კავკასიის დაკარგვის საფრთხე, 1992 წელს მოახდინა თბილისში სამხედრო გადატრიალება ადგილობრივი კრიმინალების მეშვეობით და 1992 წელს მოახდინა მისი მარიონეტების ხელით კონფლიქტის პროვოცირება, კიტოვანმა, არძინბამ, შევარდნაძემ… აფხაზეთში კონფლიქტის გაჩაღებით გაყიდეს აფხაზი, ქართველი…. და აფხაზეთი მიყიდეს რუსეთს…, საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს, 30 000 ადამიანი დაიხოცა, 300 000 აყარეს აფხაზეთიდან, სამეგრელო ხუთგზის დალაშქრეს, გადაწვეს სოფლები, 1,500 000 ქართველი საქართველოდან გააქციეს, ჩააბნელეს და ძაძებით შემოსეს მთელი საქართველო, 20 მილიარდი დოლარის ანაბრებით აართვეს მოსახლეობას, გააპარტახეს ეკონომიკა.. ყოველივე ამ უბედურების სათავე რუსეთის ხელისუფლება იყო შემსრულებლები კი – მისი მარიონეტების არძინბა, შევარდნაძე, კიტოვანი, იოსელიანი..

სამწუხაროდ ამ ომის პროვოცირებამ დიდად დააზარალა, როგორც აფხაზი, ისე ქართველი ერი, ომის შედეგები დამღუპველია მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა ინტეგრაციით.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, როგორც აფხაზეთის ისე მისი ავტონომიის გაუქმების საკითხი არასდროს არ დამდგარა ეროვნული ხელისუფლების დღის წესრიგში და მათი არსებობა არარსებობის საკითხი იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა ..

ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ისტორიულად ცხინვალის რეგიონში არასდროს არ ყოფილა ცალკე ოსური პოლიტიკური წარმონაქმნი 1921 წლის ოკუპაციამდე ის იწოდებოდა შიდა ქართლად და შედიოდა ქართლის, ქართლ-კახეთის ან საქართველოს სამეფოში.. 1922 წლის 20 აპრილს კი ოკუპანტმა რუსულმა რევკომმა ჩამოაყალიბა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომლის ცენტრში ცხინვალში მხოლოდ სამი ოსური ოჯახი ცხოვრობდა ..

ეროვნული ხელისუფლების დაბადებამდე 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ სრულიად ლეგიტიმურად გააუქმა ავტონომიური ოლქი და ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკა“. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის შესახებ და გააუქმა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციური აქტი.. საბოლოოდ ავტონომიური ოლქი გაუქმებულად გამოცხადა ..

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.

საქართველოს მეთაური ზვიად გამსახურდია და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ბორის ელცინი დაბა ყაზბეგის 1991 წ. 23 მარტის დოკუმენტით სცნობენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია “ყოფილი სამხრეთ ოსეთი”! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი …

ასევე შეთანხმებაში წერია- “გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.” კონფლიქტის თავიდან აცილება ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ჯარების გაყვანა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების ლეგიტიმურად ცნობა იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა..

1991 წლის 23 მარტს გამსახურდია – ელცინის შეხვედრის საფუძველზე 1991 წლის 14 მაისს საქართველოს (გელა ჩორგოლაშვილი, ალექსანდრე ქობულაშვილი, ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი), რუსეთისა და სსრკ-ს პარლამენტარებმა (ოსური მხარე მეთვალყურის როლში) მოახდინეს პარაფირება დოკუმენტის, რომელშიც დაფიქსირდა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სსრკ-ს (რუსეთის) ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობის შესახებ და ამ რეგიონებში პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოს პრიორიტეტად გამოცხადდა…

ასევე რუსეთის პარლამენტარებისა და პრეზიდენტ ელცინის მიერ აღიარებული იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის გაუქმების მართლზომიერება და დამკვიდრდა ტერმინი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომია .

სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ანალოგიური შინაარსის დადგენილება ამ პარაფირებული დოკუმენტის საფუძველზე …

28-26-11 პრინციპით არჩევნების ჩატარება, ეროვნული უმცირესობების დიდი უმრავლესობის მიერ რეფერენდუმში დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის ხმის მიცემა, ყაზბეგის შეხვედრის ოქმი, სსრკ-ს პრეზიდიუმის დადგენილება და პარლამენტების (სსრკ-ს, რუსეთის და საქართველოს) მიერ მიღებული დადგენილებები იყო ქართველების, ოსების, აფხაზების დიდი გამარჯვება, რითაც შეიძლებოდა სისხლისღვრის თავიდან აცილება და ამ ხალხების გადარჩენა… ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა… მაგრამ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 1992-93 და 2008 წლებში იმპერიამ მოახდინა ამ ტერიტორიების, ქვეყნის 25%-ის ოკუპაცია და ამჟამად მიმდინარეობს ანექსირების პროცესი..

პუტინს და სხვა სახელმწიფოების მეთაურებს შევახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა რეფერენდუმით 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რის შედეგადაც იურიდიულად საქართველოს საზღვრები დაფიქსირდა 1918 წლის მდგომარეობით, ხოლო 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მეთაურებმა ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიები, სსრკ-ს დროს არსებულ საზღვრებში დააფიქსირეს..

1991 წლის ნოემბერი – რუსეთის პრეზიდენტის – ბ. ელცინის ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო კომიტეტის შექმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი; წყარო – გ. ბურბულისის 1995 წლის ოფიციალური აღიარება)

1992 წელს არავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა… ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს: “1991წ.24 და 28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს”

რუსულმა გაზეთმა “იზვესტიამ” დაბეჭდა, რომ თბილისში გადატრიალებაში მონაწილეობდნენ  პეჩორისა და როსტოვის სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფები…

1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10 კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი, ძერჟინსკის დივიზია (1989წ. 9 აპრილს მიტინგის დამრბევი, აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო, დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა აღიარა, რომ 65 მილიონი დოლარი დუმამ ოფიციალურად გამოყო “ოპოზიციის” დასაფინანსებლად.

ასე, რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით, რომლის მიზანი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიტაცება.

1993 წელს დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნასა მკვლელობაში მონაწილეობდნენ რუსული “ლეტუჩიე მიშის” ,ალფას” სპეცჯგუფები და სწორედ ბალტინის არმადამ და ამ ჯგუფებმა გადაწყვიტეს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცია ...

შეგახსენებთ, რომ პუტინის რუსეთის იმპერიამ მოკლა საქართველოს უგვირგვინო მეფე წმიდა ილია მართალი, წმ. დიმიტრი ყიფიანი, წმ. მიტროპოლიტი დოსითეოზ ქუთათელი, მიხეილ ჯავახიშვილი,, მარო მაყაშვილი, იუნკრები, კოტე აფხაზი, მიხა ხელაშვილი, ლევან რაზიკაშვილი, მერაბ კოსტავა, 9 აპრილის გმირები ,მედროშე მამუკა ტერიშვილი, გოგია გაბროშვილი, მწერალი ამირან კალაძე, მხატვარი ვახტანგ ნოდია, გუმისთის, კამანის, შრომის, შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, ამირან ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია..

რუსეთის იმპერიამ ფიზიკურად გაანადგურა სამი გმირი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ლეხ კაჩინსკი, ჯოხარ დუდაევი, 300 000 ადამიანი ჩეჩნეთში, მათ შორის 45 000 ბავშვი, 1992-93 წლებში 30 000 ადამიანი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 500 000 კი დევნილად აქცია. მარტო 1936-37-38 წლებში 26,8 ათასი ადამიანი გააქრო 2,5 მილიონიანი საქართველოს მოსახლეობიდან.

რუსეთის იმპერიისთვის ბრძოლას შეეწირა მეორე მსოფლიო ომში საქართველოს 400 000 მოქალაქე…. საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 600 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი, აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი -1918 წელს ბრესტის ზავით სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.

.საბოლოო ჯამში, 1921 წლებიდან საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს….

ყველასთვის ნათელია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსეთის იმპერიული ზრახვები, მისი გეგმები ქართული სახელმწიფოს გაუქმების, განადგურების შესახებ, რომელსაც ორ საუკუნეზე მეტია ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება .

1.ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი, იურიდიული კომისიის თავ-რე;
2.რევაზ კემულარია;
3.ვლადიმერ მირცხულავა;
4.ნოდარ ნონიაშვილი;
5.გოგი ჩიქავა;
6.ივანე ტურაშვილი;
7.ბეჟან ჯავახია;
8.ჯემალ შონია;
9.ზურაბ ძოწენიძე;
10.ნემო ბურჭულაძე;
11.თენგიზ ჩაჩავა ;
12.თეიმურაზ გვანცელაძე;
13.ტარიელ გელანტია ;
14.გია მამფორია.

 
%d bloggers like this: