IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ვახტანგ ქობალია – აუცილებელი განმარტება

 

• ს. ე. გ. მ.

Vakhtang Kobalia

აუცილებელი განმარტება

მაშ ასე, წილი ნაყარია! ზოგმა აირჩია უკვე, ზოგი ახლა ირჩევს და ზოგიც აწი აირჩევს თავის გასავლელ გზას სამშობლოს კეთილდღეობისათვის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში კი უმთავრესი მისია აკისრია ეროვნულ მოძრაობას, რომელმაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, ბ-ნ ზვიად გამსახურდიასა და ბ-ნ მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით მძლავრად დაიწყო ბრძოლა სამშობლოს კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობისათვის. შედეგად კი ბოროტების იმპერიას თვალსა და ხელს შუა გამოსტაცეს სამშობლოს დამოუკიდებლობა და ისეთ ფუნდამენტზე აღმართეს იგი, რომ 28 წელია ძლიერნი ამასა ქვეანასა შინა ცდილობენ მის დაშლას და ძვრას ვერ უშვრებიან!

ჩვენდა სამწუხაროდ, ეროვნული მოძრაობის რიგებში, ჭეშმარიტი პატრიოტების გვერდით მრავლად გამოჩნდნენ ამბიციური, შურიანი და ბოღმიანი ადამიანები, რომლებიც თავისი კარიერისტული მიზნების დაკმაყოფილებას სხვისთვის ტალახის სროლით ცდილობენ. სწორედ ასეთი ადამიანების მხრიდან, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან, დაიწყო ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილების დათესვა და ძალების მაქსიმალურად დაქსაქსვა ფაქტია მათ ეს წარმატებით განახორციელეს.

იმისათვის, რომ ეროვნულმა მოძრაობამ მიაღწიოს მნიშვნელოვან შედეგს (მაშინ, როდესაც აღარ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი), საჭიროა დევიზად წამოწიოს: „ეროვნული მოძრაობა ამპარტავნებისა და მლიქვნელების გარეშე!“

დიახ, ეროვნული მოძრაობა ეს არის სიყვარულის და უანგარო თავდადების ასპარეზი! იგი არ შეიძლება იქცეს ბოღმისა და შურის ასპარეზად, ყოველთვის საჭირო და აუცილებელია ასეთი ხალხის მაქსიმალურად გამოვლენა. მათ, რომ თავი ბოლომდე გაეშიფრათ, საჭირო იყო მათ მისცემოდათ შესაბამისი საბაბი.

ამ საბაბად კი მათთვის იქცა ეროვნული მოძრაობის და ზოგადად ქართველების ერთიანობის იდეა, რომელიც გაცხადდა ჩვენს მიერ „ჩვენი მიზნებსა და ამოცანების“ საჯაროდ გამოქვეყნებით.

ასეთმა იდეამ, მითუმეტეს ამ იდეის განხორციელებისთვის გადადგმულმა შესაბამისმა ნაბიჯებმა, უაღრესად ააფორიაქა ჩვენში მრავლად ჩაბუდებული ბოღმიანი ადამიანები. მათ, დე-ფაქტო ხელისუფლების უაღრესად მტრულად წარმომადგენლებთან ერთად ერთ ხმაში დაიწყეს შეტევა ამ იდეის წინააღმდეგ. ცხადია ისინი პირდაპირ ვერ დაუპირისპირდებიან ქართველების ერთიანობის იდეას, ამიტომაც ფაქტების დამახინჯებით (დემაგოგიის შესანიშნავი ნიმუში). დაიწყეს მანიპულირება. კიდევ ერთხელ მოირგეს ეროვნულობის ნიღაბი და მტერთან გარიგება დაგვაბრალეს. ამ დროს მათ მშვენივრად იციან, რომ ლაპარაკია მხოლოდ გზაშეცდენილ, ამჟამად უკვე მონანიებულ თანამემამულეებთან გაერთიანებაზე და არა სისხლის სამართლის დამნაშავეებზე.

საერთოდაც, რა არის ბ-ნ ზვიად გამსახურდიასა და ბ-ნ მერაბ კოსტავას ბრძოლის გზა თუ არა მოყვასისადმი მიმტევებლობის და ქრისტიანული სიყვარულის გზა. მაგრამ ბოღმისაგან აღარ არიან. თავადვე იხრჩობიან ამ ბოღმაში და ხომ უნდა ამოანთხიონ დაგროვილი შხამი.

ვითვალისწინებდით რა ასეთი შურიანი ადამიანების არსებობას კანონიერების აღდგენის მომხრეთა რიგებში, რამოდენიმე წლის წინ გავავრცელეთ მოკლე მიმართვა, როგორც ჩვენი პროგრამა. ყველამ ეს მიმართვა აღითქვა როგორც ჩვენი (საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის) თვითშემოქმედება და ცხადია კრიტიკის ქარცეცხლი დაგვატეხეს თავს. ახლა კი, როცა დადგა დრო და განვაცხადეთ, რომ ეს არაა ჩვენი გამოგონილი გზა და რომ ეს გზა დაგვისახა თავად ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ და რომ ჩვენს მიერ გავრცელებული პროგრამა მთლიანად (პრაქტიკულად სიტყვა სიტყვით) ეკუთვნის ბატონ პრეზიდენტს, ძალიან დაიბნენ, უფრო მეტი შურით აღივსნენ და ახლა უკვე ამ კუთხით ინიციატივის საკუთარ ხელში აღება გადაწყვიტეს.

ჩვენ მივესალმებით ასეთ მიდგომებს, ამიტომაც არასდროს არავისთან არ დაგვიმალია იმ წერილებისა და მიმართვების შესახებ (თუნდაც არასაჯარო), რომლითაც მივმართავდით დე- ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ საპატრიარქოს. გაიგებდნენ რა ჩვენს ასეთ ქმედებებს სასწრაფოდ თავადაც ადგენდნენ ანალოგიური შინაარსის მიმართვებს (ცხადია დამახინჯებული ფორმით). ახლაც გაიგეს რა ჩვენი ბოლო მიმართვის შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი და შეიტყვეს, რომ მან გარკვეული შედეგი გამოიღო თვით ამ მარიონეტულ ხელისუფლებაში მომუშავე პატრიოტული მუხტით განწყობილ წევრებში, მთლად აერიათ კარტები. არიქა დაძრულ მატარებელს არ ჩამოვრჩეთო და სასწრაფოდ გადმოამღერეს ჩენი მიმართვის ტექსტი (ცხადია ისევ დამახინჯებული ფორმით). ამასთან დიდთირმები (პირფერობის ნიმუში) აღავლინეს დე-ფაქტო ხელისუფლისადმი.

ჩვენ არაერთხელ გვითქვია და ახლაც ვიმეორებთ: ჩვენ არ გვსურს პოლიტიკაში მოსვლა, ჩვენ არ ვქმნით პარტიას. ჩვენი გზა მხოლოდ სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაა და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აღიარებს და მზადაა ყველაფერი გააკეთოს ჩენი დასახული მიზნის მისაღწევად! ეს მიზანი კი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის აღდგენაა, რომლის გარეშეც სახელმწიფო ვერ აშენდება და ვერ გაბრწყინდება! ამასთან, თუ რომელიმე ძალა დაამახინჯებს ამ მიზნებსა და პრინციპებს, მზად ვართ ვამხილოთ ისინი როგორც ფსევდოპატრიოტები.

დიახ ფსევდოპატრიოტები, რადგან სხვანაირად რა შეიძლება უწოდო ძალას (პიროვნებას და მის მომხრეებს), რომლებიც თვლიან რომ ბ-ნმა„ ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია???!!! ასეთი რამ თვით „მამალ პუჩისტების“ გონებაშიც კი არ მოხარშულა.

თქვენ გგონიათ ეს შემთხვევით გაეპარათ? არამც და არამც. აგერ უკვე რამოდენიმე წელია, რაც აქტიურად დაიწყო ლაპარაკი და მოქმედება გაერთიანებაზე, დაინტერესებული ძალა მიზანმიმართულად მოქმედებს, რათა დღის წესრიგიდან მოიხსნას კანონიერების აღდგენისა და საქართველოს 1991წლის კონსტიტუციის აღდგენის განუყრელი ურთიერთკავშირი. ამ მიზნით ჯერ შემოაგდეს ტერმინი „განახლებული კონსტიტუცია“, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან კონსტიტუციის თვით უმნიშვნელო შეცვლაც კი მხოლოდ შესაბამის კანონიერ ორგანოს შეუძლია. შემდეგომში შეეცადნენ ეს „განახლებული კონსტიტუცია“ როგორმე რეფერენდუმზე გაეტანათ. აქაც ვერაფრით ვერ ახსნეს, თუ რომელ კანონიერ ორგანოს შეეძლო შესაბამისი რეფერენდუმის მოწყობა.

ამის შემდეგ კი თვით „ჩვენმა თანამებრძოლებმა“ საზღვარგარეთიდან აქტიურად დაგვიწყეს დამოძღვრა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენის აუცილებლობაზე. იმ დონემდე მივიდნენ, რომ მათ რიგებს მრავლად მიეკედლნენ ე. წ. „ეროვნული კონგრესის“ იდეოლოგები, რომლებიც არაა თუ თავად არ ღებულობდნენ მონაწილეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმში, არამედ ხალხს ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ???!!! დღეს სწორედ ისინი „გვასწავლიდნენ“ ჭკვას.მათ, რომ უსმინო, თურმე ბ-ნმა პრეზიდენტმა მიტომ მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რათა 1921 წლის კონსტიტუცია აღედგინაო, და დღეს ეს პატრიოტი „კონგრესმენები“ ჩვენგან იცავენ პრეზიდენტის წმინდა გზას???!!! – ხელწერა ერთი და იგივეა. უახლოეს მომავალში უფრო მეტად გააქტიურდება 1921 წლის კონსტიტუციაზე ლაპარაკი, რადგან ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენს ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში სრულად არ იზეიმოს გამარჯვება კანონიერებამ.

როგორც უკვე არაერთხელ (ამ წერილშიც ზემოთ) ავღნიშნეთ, ჩვენ არ ვერთიანდებით რომელიმე პარტიაში, მითუმეტეს არ ვქმნით მას. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიმეორებთ – ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აღიარებს ჩვენს გაცხადებულ პრინციპებს და აირჩევს მას სამოქმედო გეგმად.

დღეიდან ჩვენი (საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის) ყოფილი, თუ ამჟამინდელი წევრები, რომლებიც თავადაც თანამშრომლობენ და სხვა ჩვენს წევრებსაც ეპატიჟებიან სათანამშრომლოდ ამა თუ იმ პარტიასთან, რომელსაც პროგრამაში არ აქვს კანონიერების აღდგენა უმთავრეს ამოცანად და სრულად არ იზიარებენ ბ-ნ პრეზიდენტის დასახულ გზას სამოქმედო გეგმად, ჩვენს მიერ განიხილებიან როგორც ჩვენი საბრძოლო გზას „შეგნებულად“ აცდენილნი, ჩვენი უმთავრესი იდეის მოწინააღმდეგენი და აღარასოდეს ჩაითვლებიან ჩვენს თანამებრძოლებად!!!

ჩვენს ასეთ მიდგომას განაპირობებს უბრალო ჭეშმარიტება, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია (სრეგ) სრულიად კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურაა და რომლის კანონიერება დღემდა არა თუ არავის არ გაუუქმებია, არამედ ეჭვის ქვეშაც კი არ დამდგარა ეს საკითხი. ჩვენ ანგარიშვალდებული ვიყავით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, ამჟამად კი ანგარიშვალდებული ვართ მისი დასახული გეგმის შესრულების წინაშე! ზუსტად ამ გეგმის შესრულების მიზნით ვიკრიბებით ხშირად ერთად, სრეგ-ის ვეტერანები და აკი ხელახალი ფიცის მიღებით განვამტკიცეთ კიდევაც იგი!!!

ხოლო თუ მაინცდამაინც პრეზიდენტის იდეების შესრულებისათვის ჩვენს ბრძოლას აუცილებლად სჭირდება პარტიის ხაზით მუშაობა, ამისთვის საქართველოში არსებობს კანონიერად რეგისტრირებული ძლიერი პოლიტიკური ძალა – „მრგვალი მაგიდის“ ბლოკში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები. ყველას შეუძლია იქ გაერთიანდეს და უფრო მეტად გააძლიერონ ეს პარტიები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!!!

ვაცხადებთ! პარტია, პარტიული გაერთიანებები, რომელთაც კანონიერების აღდგენა არ აქვთ პროგრამაში და მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ თანაგრძნობას არ შეიძლება განიხილებოდეს ეროვნულ ძალად!!! მათ მხოლოდ საკუთარი ამბიციები ამოძრავებთ. ისინი ვერასდროს გახდებიან ჩვენი თანამებრძოლები.

დიდება უფალს! ჩვენ ერთად დგომით და სიყვარულით დავამარცხებთ ბოროტებას!!!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი:

ვახტანგ (ლოთი) ქობალია

01.05. 2019

 

 
%d bloggers like this: