IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ლიბია

• Новости Мира

 

მუამარ კადაფი – სასტიკი დიქტატორი თუ დიდი პან-აფრიკელი

 

 

30.10.2011

რვათვიან ბრძოლაში დამარცხების და სიკვდილის მიუხედავად ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი სამხრეთ ლიბიაში საჰელის რეგიონში კვლავ პოპულარულ ადამიანად რჩება. კადაფის მკვლელობაზე აფრიკელების რეაქციის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი დასავლეთ აფრიკიდან არკვევდა.

ნიგერიაში კადაფის სიკვდილმა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ეკლესიის მსახური პიეტრ ბანჯო ამბობს, რომ ეს ღმერთის ნება იყო.

„კადაფის სჯეროდა, რომ მისი სიტყვა ლიბიაში წმინდა იყო და მე მჯერა, რომ ღმერთის სამართალი აღსრულდა,“ – ამბობს ნიგერიელი მღვდელი.

საფონდო ბროკერი ოსეგბემი ჯონსონი თვლის, რომ კადაფის სიკვდილით ლიბიაში ახალი ერა დაიწყო.

“მე ვფიქრობ მათ გამარჯვება საკმაოდ მძიმე ბროლებში მოიპოვეს, სადაც წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დაიღუპა ნიგერიელების ჩათვლით. ეს ხალხი ცვლილებებისთვის იბრძოდა,“ – ამბობს ჯონსონი.

აფრიკაში კადაფის სასტიკად მოკვლის შესახებაც საუბრობენ. სენეგელელი აჰმად ხალიფა ნიასე რელიგიური ლიდერია. ის ცოტა ხნით  კადაფის პოლიტიკური მრჩეველიც იყო. ნიასე ამბობს, რომ მისი მეგობარი აგრესორის თავდასხმას მოწამეობრივად შეეწირა.

„ვფიქრობ სიკვდილი  მისთვის დიდი პატივი იყო,  ის იარაღით ხელში იბრძოდა და უცხოელები კი მის სამშობლოს ციდან უტევდნენ,“ – ამბობს აჰმედ ხალიფა.

ამ მოსაზრებას დაკარის უნივერსიტეტის სტუდენტიც ეთანხმება.  იბრაჰიმი ამბობს, რომ კადაფი უდიდესი პან აფრიკელი იყო  და მან მთელი ცხოვრება აფრიკული ერთობის შექმნას მიუძღვნა. იბრაჰიმი დარწმუნებულია, რომ კადაფი დასავლეთმა მოკლა.

მუამარ კადაფი აფრიკის კავშირის ერთერთი უდიდესი სულისჩამდგელი  იყო. მისი მომხრეები დღემდე ამბობენ, რომ ლიბიელი პოლკოვნიკი ბევრ აფრიკულ ქვეყანას ეხმარებოდა. თუმცა, ამავე დროს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კადაფი 1990 -იან წლებში სიერა ლეონელ და ლიბერიელ ამბოხებულებს უწევდა დახმარებას.

გერმანისტი პროფესორი ხადი ფალი მიიჩნევს რომ კადაფის სიკვდილი მთელი კონტინეტისთვის დიდი დანაკლისია.

„კადაფის დიქტატორს ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ის ისეთ რაღაცეებს აკეთებდა რაც დანარჩენ მსოფლიოში კარგად არ აღიქმებოდა. მაგრამ ის იყო აფრიკელი. მე გული დამწყდა, რომ ხალხი ცეკვავდა როდესაც მისი სიკვდილი გაიგეს და ვნახეთ თუ რა საშინლად ეპყრობოდნენ მის ცხედარს. მან ითამაშა და წააგო. ეს ცხოვრებაა,“ – ამბობს ხადი ფალი.

სენეგალის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტმა აბდულ ვადემ დამხობილ მუამარ კადაფის რამდენჯერმე დაურეკა და  ბრძოლის შეწყვეტა შესთავაზა. სენეგალის მთავრობის განცხადებით, კადაფის სიკვდილი მთელი აფრიკისთვის სავალალო და მტკივნეული ფაქტია.

 http://www.voanews.com/georgian/news/——-21212-132885058.html

 

***

მუამარ  ყადაფი

 

მუამარ ყადაფიمعمر القذافـيმუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი (არაბ. معمر القذافي‎‎; Mu‘ammar al-Qaḏḏāfī) (დ. 7 ივნისი, 1942 – 20 ოქტომბერი, 2011, სირტე, ლიბია) — ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი 1969-2011 წწ. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს.

2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: “მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს”.

***

კადაფი დაიბადა ბედუინის ოჯახში. მისი მამა იყო მოჰამედ აბდულ სალამ ბინ ჰამედ ბინ მოჰამედ ალ კადაფი, ცნობილია როგორც აბუ მენიარი (გარდაიცვალა 1985 წელს), დედა არის აიშა კადაფი. კადაფი გაიზარდა სირტეს უდაბურ რეგიონში. მან მიიღო ტრადიციული სასულიერო განათლება სებჰას სკოლაში ქალაქ ფეზაში 1956-1961 წლებში. კადაფმა და სკოლაში გაცნობილმა მისმა მეგობრების ჯგუფმა ჩაუყარეს საფუძველი სამხედრო რევოლუციურ ჯგუფს, რომელმაც შემდგომ მოახდინა სამხედრო გადატრიალება და აიღეს კონტროლი სრულიად ლიბიაზე.

კადაფმა დაამთავრა ლიბიის სამართლის უნივერსტეტი, სადაც მან სწავლა მაღალ ქულებზე დაასრულა. შემდეგ ის შევიდა ბენღაზის სამხედრო აკადემიაში 1963 წელს, სადაც მან და მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს საიდუმლო ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა პრო დასავლური ორიენტაციის მქონე მონარქის გადაგდება. უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1965 წელს ის გაგზავნეს ხანგრძლივი წვრთნებისთვის ბრიტანეთის სტაფის კოლეჯში, საიდანაც 1966 წელს დაბრუნდა სამშობლოში.

1969 წლის 1 სექტემბერს ოფიცრების მცირე ჯგუფმა კადაფის მეთაურობით მოაწყვეს უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის I-ის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა კამენა გურლაში, საბერძნეთის მიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობისთვის. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასან არ რიდა ალ მაჰდი ას სანუსი გახდა მეფე. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს მიუსაჯეს შინა პატიმრობა. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და გამოაცხადეს ახალი არაბული რესპუბლიკა.

სხვა სამხედრო რევოლუციონერებისგან განსხვავებით, კადაფს არ აუმაღლებია სამხედრო ჩინი ძლაუფლების ხელში აღებამდე, მაგრამ რევოლუციის დასრულების შემდეგ ის სიამოვნებით დათანხმდა კაპიტნიდან პოლკოვნიკამდე ჩინის ამაღლებას და საბოლოოს დარჩა ამ სამხედრო წოდებაზე.

 

ებრაელთა დევნა

1969 წელს როდესაც პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი მოვიდა ძალაუფლებაში, ლიბიაში შემორჩენილი იყო 100 ებრაელი. მისი მმართველობის ქვეშ, ყველა ებრაელის ქონებას გაუკეთეს კონფისკაცია, სახელმწიფოს ვალები ებრაელთა მიმართ გაუქმებულ იქნა, ემიგრაცია ებრაელთათვის კი იქნა არალეგალურად გამოცხადებული. მისი გატარებული ღონისძიებების შედეგად 1974 წლისათვის მხოლოდ 20 ებრაელი ცხოვრობდა ლიბიაში. 2002 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ოფიციალურად ცნობილი ებრაელი ესმერალდა მეგნაგი რითაც დასრულდა ებრაელობის გრძელი ისტორია ლიბიაში.

2004 წელს კადაფი გამოვიდა ინიციატივით ლიბიის მთავრობის წინაშე ებრაელთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ რომლებასაც მისი ღონისძიებების შედეგად მოუწიათ ლიბიის დატოვება. ამავე წლის ოქტომბერშივე ის შეხვდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომპენსაციებზე სადისკუსიოდ.მან თავისი მაინც გაიტანა და მიაღწია იმას რომ ის ებრაელები რომლებმაც დატოვეს ლიბია და გადასახლდნენ ისრაელში ვერ მიიღებენ კომპენსაციებს. არსებობს ეჭვები რომ ეს „მოძრაობები“ მოტოვირებული არის მისი შვილის საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფის პერსონის გამო, რომელიც განიხილება კადაფის მემკვიდრედ. ამავე წელს საიფმა დაბრუნებისკენ მოუწოდა ყველა განდევნილ ებრაელს და განაცხადა რომ ის ებრაელები რომლებმაც იძულებით დატოვეს ლიბია არიან ებრაელები. 9 დეკემბერს, კადაფმა დაპატიჟა ტრიპოლში მოშე კალონი ქნესეთის სპიკერი.

საგარეო პოლიტიკა

კადაფი მიჰყვა აბდელ ნასერის პან არაბიზმის იდეას და შეიქნა თავგამოდებული დამცველი არაბული ქვეყნებისა. ის ასევე მხარს უჭერდა პან ისლამიზმს, ცნებას თავისუფალი ისლამური ქვეყნების კავშირისა და ხალხებისა. ნასერის სიკვდილის შემდეგ 1970 წლის 28 სექტემბერს კადაფმა იტვირთა არაბული ნაციონალიზმის ლიდერის ტვირთი. 1972 წელს მან გამოაცხადა “არაბთა ფედერაციული რესპუბლიკის” შექმნის შესახებ (ლიბია, ეგვიპტე, სირია), იმ იმედით რომ შექმნიდა პან არაბულ სახელმწიფოს,მაგრამ სამი ქვეყანა ვერ შეთანხმდა მათი ქვეყნების შეერთების სპეციფიკურ საკითხებზე. 1974 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება ტუნისის ლიდერთან ჰაბიბ ბურგუიბასთანორი ქვეყნის შეერთების შესახებ რაც ასევე ჩაიშალა იდეის პრაქტიკაში გატარების თანავე და დიდმა განსხავებებმა ამ ორ ქვეყანას შორის რამაც შემდგომ გააუარესა კიდეც ურთიერთობები და მტრებად აქცია ორი ქვეყანა.

ლიბია ასევე ჩაერთო ტერიტორიულ კონფლიქტში ჩადისთან აუზუს ზოლის გარშემო რომლის ოკუპაცია ლიბიამ 1973 წელს მოახდინა. კონფლიქტი რომელიც ლიბიის შეჭრით დაიწყო, დასრულდა 1987 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით.ხოლო სრული მშვიდობა დამყარდა მხოლოდ 1994 წელს ლიბიის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყვანით, საერთაშორისო სასამართლოს 1994 წელს გამოტანილი განაჩენის შემდეგ.

ყადაფი ასევე გახდა ძლიერი მხარდამჭერი პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისა რომლის მხარდაჭერამაც კიდევ უფრო გააფუჭა ურთიერთობები ეგვიპტესთან, როცა 1979 წელს ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ სამშვიდობო დოკუმენტზე. როგორც კი ლიბიის ურთიერთობები გაფუჭდა ეგვიპტესთან კადაფი მალევე დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს. ლიბია გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე გამანადგურებელი მიგ-25, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო მაინც დისტანციური. კადაფი ასევე ცდილობდა გაეზარდა ლიბიის გავლენა, განსაკუთრებით კი მუსულმანურ დასახლებებში,რომელმაც მოუწოდა ისლამურ სამყაროს საჰარის ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ და აქტიურად უჭერდა მხარს ანტი სამთავრობო მოძრაობებს ჩრდილოეთ საჰარაში.

ყადაფის პოლიტიკაში აღსანიშნავია იყო მხარდაჭერა განმანთავისუფლებელი ორგანიზაციებისთვის და ასევე სპონსორი იყო რევოლუციური მოძრაობებისა დასავლეთ აფრიკაში, აღსანიშნავია სიერა ლეონე და ლიბერია სადაც მნიშვნელოვნად აქტიურობდნენ ისლამისტური დაჯგუფებები. 1970-იან და 1980-იან წლებში ეს დახმარება ისე აშკარად და თავისუფლად გაიცემოდა რომ შესაძლებელი იყო ლიბიისგან დახმარება მიეღო ყველაზე არასიმპათიურ ძალასაც კი მსოფლიოში. ხშირად ლიბიის მიერ მხარდაჭერილი ძალები შორს იყვნენ კადაფის პირად იდეოლოგიასთან. 1970-იან წლებში მისი რეჟიმი უკვე ჩარეული იყო სამხედრო გადატრიალებებში და ტერორისტული აქტივობებში როგორც არაბულ ისე არა არაბულ ქვეყნებში. 1980-იან წლებში ფართოდ იქნა გამოაშკარავებული ლიბიის ფინანსური დახმარებები მსოფლიო ტერორიზმისთვის დასავლეთის მიერ. ყადაფის ანგარიშზეა “შავი სექტემბრის მოძრაობის” ფართო დაფინანსება რომელმაც ხოცვა ჟლეტა მოაწყო 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადაზე და 1986 წელს ბერლინის დისკოთეკაზე სადაც დაიღუპა 3 ადამიანი და დაიჭრა 200-ზე მეტი.

დასავლეთსა და ლიბიას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია რონალდ რეიგანის ადმინისტარციის მოსვლის შემდეგ, რომელმაც სცადა კადაფის გადაგდება. რეიგანის ადმინისტარცია ლიბიას უყურებდა როგორც მეომარ გაიძვერა ქვეყანას მისი უკომპრომისო დამოკიდებულების გამო პალესტინის დამოუკიდებლობაზე, რევოლუციური ირანის მხარდაჭერის გამო ირან ერაყის 1980-1988იან წლებში და ლიბიის მხარდაჭერის გამო “განმანთავისუფლებელი მოძრაობებისადმი”. რეიგანი აღფრთოვანებაში მოჰყავდა კადაფის პერსონას და მას აღმოსავლეთის გიჟ ძაღლს უწოდებდა. 1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეწყვიტა ლიბიაში გასამგზავრებელი ვიზების გაცემა ხოლო 1982 წლის მარტში შეწყვიტა ლიბიური ბუნებრივი სიმდიდრეების იმპორტი და ასევე შეწყდა ამერიკული ნავთობ ინდუსტრიის ტექნოლოგიების ექსპორტი ლიბიაში თუმცა ევროპა არ აჰყვა ამერიკის მკაცრ პოლიტიკას.

ლიბია ასევე იყო მხარდამჭერი პოლისარიოს ფრონტისა რომელიც ებრძოდა ფრანკისტული ესპანეთის კოლონიალიზმს მაროკოში. 1984 წელს ბრიტანელი პოლიციელი იოვნ ფლეტჩერი მოკლულ იქნა ლიბიის საელჩოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით,მაშინ როდესაც ის მეთვალყურეობდა დემონსტრაციას რომელიც მიმდინარეობდა ლიბიის ლონდონის საელჩოსთან,მაგრამ დიპლომატებმა გამოიყენეს მათი დიპლომატიური იმუნიტეტი და პასუხისმგებლობას გადაურჩნენ, სამაგიეროდ დიპლომატიური ურთიერთობები გაფუჭდა დიდ ბრიტანეთსა და ლიბიას შორის მთელი დეკადით.

თავისუფალი სანავიგაციო პრინციპების შესაბამისად ამერიკამ “შარი მოსდო” ლიბიის ტანკერებს პრინციპების უგულვებელყოფაში მაშინ როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა სიდრას ყურესთან დაკავშირებით რომელსაც ლიბია აცხადებდა საკუთარ ტერიტორიულ წყლებად. 1986 წყლის 19 აპრილს რონალდ რეიგანმა გასცა ბრძანება დაეწყოთ ძირითადი დაბომბვითი რეიდები, ოპერაციას ეწოდა “ელ დორადოს კანიონი”, ტრიპოლისა და ბენღაზის წინააღმდეგ შედეგად დაიღუპა 45 ლიბიელი სამხედრო და 15 ოფიციალური და სამოქალაქო პირი. შეტევას წინ უძღვოდა დასავლეთ გერმანიაში მომხდარი ტერორისტული აქტი დისკოტეკაზე სადაც დაიღუპა ამერიკის მოქალაქე. ლიბიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა კადაფის ქალიშვილი ჰანანი. დაბომბვებს ლიბიამ ორი სკადის ტიპის ბალისტიკური რაკეტით უპასუხა რომლის სამიზნე აშშს სანაპირო დაცვის ნავიგაციის სადგური გახდა იტალიის კუნძულ ლამპედუსაზე,თუმცა ორივე რაკეტა მიზანს აცდა და ზღვაში ჩავარდა.

1990იანი წლებისთვის ლიბიას დაადეს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა მოექცა დიპლომატიურ იზოლაციაში, შედეგად კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ექსტრადაციას ამერიკაში ან ინგლისში რომლებმაც დაამონტაჟეს ბომბი პან ამ რეის 103ზე რომელიც აფეთქდა ქალაქ ლოკერბის თავზე.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მაღალი პროფილის მქონე ვიზიტის ვიზიტის შემდეგ 1997 წელს და შემდგომ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ვიზიტის შემდეგ 1999 წელს კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ჰოლანდიაში გასამართლებაზე შოტლანდიური კანონებით,რასაც მოჰყვა გაეროს მიერ სანქციების მოხსნა,თუმცა აშშ-მ სანქციები ძალაში დატოვა.

2003 წლის აგვისტოს, 2 წლის შემდეგ რაც ალი მოჰამედ ალ მეგრაჰის სასჯელი მიუსაჯეს, ლიბიამ ფორმალურად აღიარა გაერთიანებული ერების წინაშე ლოკერბის თვითფრინავის აფეთქებაში პასუხისმგებლობა და დათანხმდა კონპესაციის სახით 2,7 მილიარდი ამერიკული დოლარის ანუ 10 მილიონი თითოეულ დაზარალებულ ოჯახს. ამავე თვეს ბრიტანეთმა და ბულგარეთმა დაუჭირეს მხარი ლიბიისთვის სანქციების მოხსნას გაეროს მიერ. (ბულგარეთის გადაწყვეტილება ბულგარელი ექთნების განთავისუფლებით იყო განპირობებული). ლიბიამ შეძლო და გადაიხადა 40% კონპენსაციისა შესაბამისად გაერომ მოუხსნა ლიბიას 40% სანქციებისა, ხოლო იმისთვის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოეღო ლიბია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა რიგებიდან მან ლიბიას მოსთხოვა კიდე 20% კომპენსაციის გადახდა (540$ მილიონი). 2008 წელს ლიბიამ გადაიხადა სრულად კონპენსაცია. (1.5$ მილიარდი) შედეგად ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოხსნა ლიბიის მთავრობას ტერორისზმის მხარდამჭერის სტატუსი.

ის ასევე ეცადა გაეუმჯობესებინა იმიჯი დასავლეთში. ორი წლით ადრე 2001 წლის 11 სექტემბერამდე, ლიბიამ შესთავაზა ამერიკას და დასავლეთს ბრძოლა ალ-ყაიდას წინააღმდეგ და ასევე შესთავაზა დასავლეთს ინტერნაციონალური ინსპექცია ლიბიის სამხედრო პროგრამაზე, თუმცა კლინტონის ადმინისტრაციან არ მიაქცია ყურადღება კადაფის შეთავაზებას ლიბიის სამხედრო პროგრამასთან დაკავშირებით, რადგან ის არ წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის, ამიტომ აქცენტი გაკეთდა ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქების ფაქტზე, რომელიც ლიბიის ხელშეწყობით მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, კადაფმა ერთ ერთმა პირველმა გააკეთა მტკიცე და მკაცრი განცხადება და დაადანაშაულა ალ-ყაიდა.

 

 პროექტები

დიდი ხელოვნური მდინარე

ეს არის მსოფლიოში ყველაზე ფართო მიწისშქვეშა მილსადენების ქსელი რომელიც შედგება 1300 ჭაბურღილისგან, უმეტესობა მათგანი 500 მეტრზე მეტ სიღმეში და გამოიმუშავებს 6.500.000 მ³ მტკნარ წყალს დღეში საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთ ქალაქებს: ბენღაზის რეგიონს,ტრიპოლს, ბენღაზს, სირტს და სხვ.

კონსტრუქციის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო 1984 წელს და დაჯდა $5 მილიარდი, პროექტის სრულად დასრულება სავარაუდოდ $25 მილიარდი დაჯდება.

მუამარ კადაფიმ მას „მსოფლიოს VIII საოცრება“ უწოდა და წარადგინა, როგორც საჩუქარი მესამე მსოფლიოსთვის.

 

ობსერვატორია

ლიბია ასტრონომის და ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ერატოსთენეს მშობლიური ქვეყანაა. იგი დაიბადა დღევანდელ შაჰატში, სადაც ამჟამად უნდა აშენდეს ჩრდილო აფრიკაში უდიდესი ობსერვატორია. ლიბიის ნაციონალური ობსერვატორიის პროექტი ღირს დაახლოებით 10 მილიონი ევრო, რომელიც კადაფის პირადი ბრძანებით აშენდება ფრანგული კომპანია REOSC-ის მიერ.

 

პირადი ცხოვრება და ოჯახი

კადაფს ჰყავს რვა შვილი, შვიდი მათგანი ვაჟია, მისი ყველაზე უმცროსი ვაჟი მუჰამად კადაფი არის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. შემდეგი უმცროსი ვაჟი საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფი არის მისი მეორე ცოლისგან, ის დაიბადა 1972 წელს. 2006 წელს მამის რეჟიმის მწვავე კრიტიკის შემდეგ დატოვა ლიბია და გააგრძელა ოპოზიციური მოძრაობა ლიბიის ფარგლებს გარეთ, თუმცა ის მალევე შეურიგდა მამას დაბრუნდა ლიბიაში და ჩაერთო კომპენსაციების საკითხებში ამერიკისთვის და იტალიისთვის. მესამე ვაჟი საადი კადაფი დაქორწინდა სამხედრო მეთაური ქალიშვილზე. საადი არის ლიბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. კადაფის მეოთხე ვაჟი მოატესემ ბილაჰ კადაფი, იყო პოდპოლკოვნიკი ლიბიის არმიაში. ის გაიქცა ეგვიპტეში მას შემდეგ რაც ჩავარდა ეგვიპტის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალება მისი მამის წინააღმდეგ რომლის მონაწილეც თავადაც იყო. კადაფმა მოატესემს აპატია და ის დაბრუნდა ლიბიაში სადაც დღეს ის არის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი და შენაერთის ხელმძღვანელი ლიბიის არმიაში. საიფ ალ-ისლამი და მოატესემ ბილაჰ განიხილებიან შესაძლო მემკვიდრეებად მათი მამისა. კადაფის ერთადერთი ქალიშვილი დაიღუპა ამერიკის მიერ ლიბიის დაბომბვისას 1986 წელს.

2002 წელს კადაფმა შეიძინა საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის 7.5% 21 მილიონ დოლარად.

ვიკიპედია

***

 

Ливия: истинные причины войны – под землей

  

***

 

 

 

 

               

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: