IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ფიოდორ დოსტოევსკი თურქების შესახებ

♥ Georgia-საქართველო

 

358136330_6828082920548811_4896197663979413506_n

ფიოდორ დოსტოევსკი თურქების შესახებ

ამონარიდი ფიოდორ დოსტოევსკის დღიურიდან თურქების შესახებ, რაც ბულგარელებთან მიმართებაში აქვს ჩადენილი ოსმანების იმპერიას !!!


ბულგარეთი ნაყოფიერი მიწით, ლამაზი სახლებით, მოსავლით, ბაღებით, საქონლის სიუხვით ყოველთვის იყო ცნობილი, მაგრამ ყველაფერ ამას ერთი დიდი მტერი ჰყავდა თურქეთის სახით. მათი შემოსევისას ყველაფერი ნადგურდებოდა, ნაცარტუტად იქცეოდა და აღიგავებოდა მიწისაგან პირისა ხოლმე. არა ათეულობით, არც ასეულობით და ათასეულობით, არამედ ათეულ ათასობით იხოცებოდნენ ამ დროს ბულგარელები თურქთა ცეცხლისა და მახვილისგან. მათ ბავშვებს შუაზე ხლეჩდნენ და ისინი ტანჯვით კვდებოდნენ. გაუპატიურებულ ქალებს და ქალიშვილებს ასეთი სირცხვილის შემდეგ. ან სცემდნენ, ანაც ტყვედ მიჰყავდათ, შემდგომში გასაყიდად. მათ ქმრებს და მამებს კი, რომლებიც რუსებში მსხნელს ხედავდნენ, ანაც საერთოდ არასოდეს არ ჰქონიათ შეხება რუსებთან, მაგრამ შესაძლოა მათთან ოდესმე მისულიყვნენ რუსები, ამის გამო პასუხს სახრჩობელებზე ჩამოკიდებით და კოცონზე დაწვით სცემდნენ. მწამებელი ცხოველები მათ ყურებით აჭედებდნენ ღამ-ღამობით ღობეებზე, დილით კი ყველას განურჩევლად ჩამოხრჩობას უსჯიდნენ. თან ისე, რომ ერთ-ერთ მათგანს აიძულებდნენ სხვები თავისი ხელით აეყვანა სახრჩობელაზე, ბოლოს კი თავად გაეყო ყულფში თავი. ამ ყველაფერს მწამებლები, რომელთაც თურქ ერს უწოდებდნენ, სიცილ-ხარხარით და სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს და ვისითაც შემდგომ დასავლელი ბატონები აღფრთოვანებას გამოთქვამდნენ.

თურქებისთვის ბულგარელთა სიცოცხლე და ცხოვრება ერთი უბრალო დეკორაცია არის, ყველა იმ ლამაზი სახლებით და ბაღებით, ცოლებით, შვილებით, არასრულწლოვანი ბიჭებით და გოგონებით. ისინი თვლიან, რომ ყველაფერი ეს მათ ეკუთვნით და მაშინ წაიღებენ, როცა მოესურვებათ. და მიაქვთ კიდეც. ბულგარელთა წელში გამართვის შემდეგ, მათგან ფულითაც, საქონლითაც, ქალებითაც და ქალიშვილებითაც ხარკის სახით ღებულობენ „კუთვნილს“ და თუ რაიმე მაინც რჩებოდა აყვავებულ-გახარებული სახით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თურქს უნდოდა ასეთი ნაყოფიერი ნიადაგი, სამომავლოდ ისევ დარჩენილიყო საძარცვავი. ისინი დრო და დრო საშუალებას აძლევდნენ ბულგარელებს სრული აყვავების საშუალებას, რათა შემდგომ, თავის დროზე ისევ მოეხაპათ და მოეხაპათ რაც კი მოესურვებოდათ. რუსების გამოჩენის შემდეგ კი, თურქები სულ გამხეცდნენ და ყველაფრის განადგურება დაიწყეს. ცოცხალისაც, სულიერისაც და უსულოსიც.

ამ ყველაფერზე დასავლეთის და კერძოდ ბრიტანეთის დამოკიდებულება, “Daily News“-ის კორესპონდენტის ფორბესის სტატიებიდან ჩანს, რომელიც მოვლენებს ადგილზევე აშუქებდა და თურქთა ქმედებებს ამართლებდა. იგი თვლიდა, რომ თურქების ქმედება ბულგარელთა წინააღმდეგ მართებული იყო და რომ მათ სრული უფლება ჰქონდათ ეს ერი ბოლომდე ამოეწყვიტათ. ბულგარელები მადლობელი უნდა იყვნენ თურქების, რომ ეს ასე არ მოხდა. ფორბესი ასე არ ისაუბრებდა საქმე იტალიელებს, ან ფრანგებს რომ ეხებოდეს. ბულგარელებს კი ძაღლებზე მეტი ფასი არა აქვთ, ისინი ხომ სლავები არიან და მათი გაწყვეტა დედა-ბუდიანად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. და ამას ამბობს „ჰუმანური“ ჟურნალისტი, უბრალო ადამიანი, ვინც ამ მხრივ თავისი სტატიებით გამოირჩევა დასავლურ მედიაში.“


ფიოდორ დოსტოევსკი, ამონარიდები „მწერლის დღიურიდან“, 1877 წ.

—–

დავით ხვადაგიანი – ვისაც ჰგონია, რომ ნაკლები აქვთ საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ თურქებს ჩადენილი, აფერუმ მას!

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი