IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ჯანელიძე – გამსახურდია-73

 ♥ სეგმ

 გიორგი ჯანელიძე

ზვიად გამსახურდია – 73

 

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

* პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
* მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

 

მეცნიერული და სამწერლო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა (1962-1990)

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: “საქართველო” , “ოქროს საწმისი” , “საქართველოს მოამბე” და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის “გულაგის არქიპელაგი”. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის “საერთაშორისო ამნისტიის” (“Amnesty International”) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში “მიმდინარე ამბების ქრონიკა” (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან “მოინანია დანაშაული”. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის “გუშაგი” 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი “ერთი სიცოცხლე”, რომელშიც ვკითხულობთ:
ვიკიციტატა
«…ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ – ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ “ინანიებს დანაშაულს”. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ “მონანიების” შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: “მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს”-ო»

(ემიგრანტული ჟურნალი “თავისუფლების ტრიბუნა” , პარიზი, # 21, 1978.)

ზვიად გამსახურდიას “მონანიება” არსებითი მიჯნა გახდა მის ბრძოლაში და ამ პერიოდიდან იგი არსებითად წყვეტს კავშირს ე. წ. დისიდენტურ მოძრაობასთან და უპირისპირდება მას, ვინაიდან დისიდენტური მოძრაობა სულ უფრო და უფრო ანტიეროვნულ პოზიციებზე დგებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] ამ დროიდან ზ. გამსახურდია უფრო აქტიურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ებმევა.

დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, ბარბაროსული დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა “სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას”.

 

ეროვნული გმირის- ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი

9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. “საბჭოთა კავშირის”) შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის (“საბჭოთა კავშირის”) შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის “პრიმატი” საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 თბილისი, მთავრობის სასახლე               

 

***

 1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნბში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის აპრილამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა “საქართველოს რესპუბლიკა”; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის აპრილში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

 აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან 6 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს 28 სახელმწიფომ რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, აშშ-მ,ლიტვამ ლატვიამ,ესტონეთმა, მოლდოვამ, პოლონეთმა,ესპანეთმა აზერბაიჯანმა , სომხეთმა…                                              

 

 ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას…

 … ეს არ არის მუქარა… ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას…”                                                                                                                  

 

ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია

ჯერ კიდევ ძველბერძნები “გეორგოსებს” უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. “გეორგოს” ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერებისს ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება – თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეიად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე – მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდრომის დღესასწაულების “შთანთქმისა” წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი.

 რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის?                                                                                                                                       ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას…-ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია

როგორია გრაალის წარმოშობა?

გრაალის ეტიმოლოგია, გრაალი, მეგობრებო, მომდინარეობს ძველპროვანსული და ალბათ, ძირით კაპადოკიუოი ტერმინიდან “გრაცალ” და, საერთოდ, გრაალის მიმდინარეობა ქართველური ტომების შექმნილია აგრეთვე. კაპადოკიური ეთნოსი, რომელიც იგივე ქართველური, პროტოიბერიული ეთნოისა, არის ძირითადი შემქმნელი გრაალის მიმდინარეობისა. ტიტურელი, ცნობილი პირველი მფლობელი გრაალისა, ეროვნებით იყო კაპადოკიელი, ე. ი. ქართველური წარმოშობისა. შამთხვევითი როდია, რომ კაპადოკიელები იხსენიებიან სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, მეერგასისე დღეს, რომელიც მოცემულია მოციქულთა საქმეში (საქმე, 2, 9). კაპადოკიელები ესწრებოდნენ სულიწმიდის გადმოსვლას და გრაალის მისსია ეს არის სულიწმიდის მისსია. გრაალი ეს არის სულიწმიდის მატარებელი, გრაალის მფლობელი არის სულიწმიდით განმსჭვალული და სულიწმიდამომადლებული ადამიანი. გრაალის მოძრაობა, გრაალის ქრისტიანობა შექმნეს სწორედ იბერიული ხალხებმა. ის შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში, ლანგდოკში, სადაც ძირითადად იბერიული და კელტ-იბერიული მოდგმის ხალხები ცხოვრობდენ. კელტ-იბერები იგივე იბერებია წერმოშობით, რომელთაც შემდეგ, გთიანდელ პერიოდში შეერწყნენ კელტები. კელტების მიგრაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მესამე საუკუნიდან დაიწყო და მოგვიანებითაც გაგრძელდა. შემდეგ ჩამოყალიბდა კელტ-იბერიული მოდგმა, მაგრამ წარმოშობით მაინც იბერიულია. კელტ-იბერიული მოდგმაც კაპადოკიასთანაა დაკავშირებული და სწორედ კაპადოკიიდან, ამ მესხური, ანუ მოსხური, ზანური კაპადოკიიდან მომდინარეობს გრაალის ქრისტიანობა და გრაალის მიმდინარეობა. ქართლში არის, სხვათა შორის, სოფელი გრაკალი. რამდენადაც პირველადი სახელი ამ თასისა არის გრაცალი, გრაცალი და გრაკალი აშკარად მონათესავეა და ეს ტოპონიმი უნდა იყოს გრაალთან დაკავშირებული, ყვენი ღრმა რწმენით. გრაალი მოხსენიებული არის შავთელის ოდებში. შავთელის შდებში მას ეწოდება “მადლი ბარძიმი, ერთა განსაწმენდ”. როგორც მოგეხსენებათ, გრაალი არის ბარძიმი, თასი და გარდა ამისა, ეს თასი მოხსენიებული არის ქართულ ფოლკლორში, კერძოდ, როდესაც წმინდა გიორგი – ქართული ფოლკლორის წმ. გიორგი – ლაშქრობს ქაჯავეთში კოპალასთან და იახსართან ერთად, მას ქაჯავეთიდან მოაქვს თასი და ჩვენი ღრმა რწმენით ეს გრაალის თასია. ე. ი. წმინდა გიორგის ჩასვლა ქვესკნელში დაკავშირებულია გრაალის თასის წამოღებასთან, ე. ი. ეს არის ინიციაციის სიმბოლო. ამრიგად უკავშირდება გრაალი ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას. გელათის ფრესკების ძირითადი მოტივები გრაალის თასთან არის დაკავშირებული. ყრმა მაცხოვარი, რომელიც უჭირავს გელათის ღვთისმშობელს, შუბლზე გრაალის ტვიფარს ატარებს! ასე რომ, ეს უაღრესად ღრმა კავშირშია ქართულ კულტურასთან და რაც შეეხება “ვეფხისტყაოსანს”, შეძლება ითქვას, რომ “ვეფხისტყაოსანიც” გრაალის პოემაა იმიტომ, რომ გრაალის სიმბოლოები, სინონიმებია საუნჯე, თვალ-მარგალიტი, ფილოსოფიური ქვა და ქალწული, ე. ი. ქალწულის გამოხსნა ტყვეობიდან, ქვესკნელიდან აგრეთვე იგივეა, რაც გრაალის გამოხსნა. ქალი ამ შემთხვევაში განასახიერებს ანიმას, სამშვინელს და ანიმას გამოხსნა დრაკონის ტყვეობიდან არის სწორედ ინიციაციის მიზანი. აი, ეს არის მოცემული სწორედ “ვეფხისტყაოსანში”. “ვეფხისტყაოსანი” არის ინიციაციის გზა, ჰეროიკული ინიციაციის გზა არის აღწერილი. ალეგორიულად, საერთოდ, რაინდობა დაკავშირებული იყო ინიციაციასთან, რაინდობა იყო ინიციაციის ინსტიტუტი, ამიტომ მისი უმთავრესი მიზანი იყო ქვესკნელად შთასვლა და გრაალის გამოხსნა, ანუ წმინდა საწყისის გამოხსნა ბნელი ძალების ტყვეობისაგან.-ზვიად გამსახურდია

ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა – ანდრსია და სვიმონ კანანელი – პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძლდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს?

თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას?-ზვიად გამსახურდია

 

ზვიად გამსახურდია — ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი

ქართული ამერიკანისტიკის ისტორიაში გასული საუკუნის 70-იანი წლები საეტაპო მოვლენით აღინიშნა. ამ დროს ქვეყნდება ზვიად გამსახურდიას ორი წიგნი: თარგმანთა კრებული ,,ამერიკელი პოეტები~ და გამოკვლევა ,,XX საუკუნის ამერიკული პოეზია”.
იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სისრულით გავიაზროთ ამ გამოცემათა ხასიათი და ლიტერატურულ-კულტურული მნიშვნელობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოებათა მთელი კომპლექსი; ამ გამოცემათა გამოჩენამდე როგორ, რა წყაროებით იცნობდა ქართველი მკითხველი ამერიკულ პოეზიას და ზოგადად ამერიკულ კულტურას, როგორ იყო დამუშავებული ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში უცხოური, კერძოდ, ინგლისურენოვანი პოეზიის თარგმნის აქტუალური პრობლემატიკა და რა პრაქტიკული მთარგმნელობითი გამოცდილება იყო დაგროვილი ამ სფეროში, როგორი იყო 60-70-იანი წლების საერთო ლიტერატურული კონტექსტი, რომელშიაც ჩაერთო ზვიად გამსახურდიას თარგმანები გამოკვლევითურთ, რა კონკრეტული პრობლემები იდგა ქართული პოეზიის წინაშე მაშინ და როგორ ეხმიანებოდა ეს გამოცემები.
ამერიკული პოეზიის თარგმნის ისტორია ქართულ ლიტერატურაში XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. იმ დროის ერთ-ერთი პირველი ნიმუში ე. ა. პოს `ყორანის~ ვაჟა-ფშაველასეული თარგმანია. შესრულებული 1906 წელს. ათიანი წლების ბოლოს, ოციანის დასაწყისში ჩნდება უ. უიტმენის თარგმანები. 1922-1923 წლებში ჟურნალ `ხომალდსა~ (1922, #3) და `გაზეთ `ორიონში~ (1923) ქვეყნდება ხარიტონ ვარდოშვილისეული თარგმანები ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ.დ.) ლექსები “ყველასადმი” და “სალუტი მთვარეზე, დიდება ქვეყნად”. შემდგომ პერიოდში ამ დაინტერესებას სპონტანური ხასიათი აქვს, თუმცა ქვეყნდება არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი კვლავ უ. უიტმენის პოეზიის, რაც 50-იან წლებში მეცნიერული შესწავლის ობიექტად იქცევა (ღოღობერიძე 1955).

XX საუკუნის 70-იან წლებამდე არათუ ამერიკული, ზოგადად ინგლისურენოვანი ლიტერატურით მთარგმნელობითი დაინტერესება ძირითადად პროზის, მეტადრე სათავგადასავლო ჟანრის სფეროებს მიოიცავდა, რაც შეეხება პოეზიას, მთარგმნელობითი და ლიტერატურათმცოდნეობითი ინტერესი ბრიტანული კლასიკური მემკვიდრეობისკენ იყო მიპყრობილი.

გამოკვლევაში, რომელიც ქართული ევროპეიზმის პრობლემატიკას აშუქებდა, დ. ლაშქარაძე წერდა:
“ქართველმა მკითხველმა ნიკო ყიასაშვილის, ციალა თოფურიძის, ირაკლი კენჭოშვილის, ზვიად გამასახურდიასა და ინგლისური ლიტერატურის სხვა სპეციალისტების საინტერესო დისერტაციების გამოკვლევების, წერილების საშუალებით ინგლისური მწერლობის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი გაიცნო და შეიყვარა”. (ლაშქარაძე 1988:314).

მკვლევარი აქ ამერიკულ ლიტერატურას ბრიტანულისგან არ აცალკევებდა და `ინგლისური მწერლობის~ საერთო სახელით მოიხსენიებდა, ამავე დროს აღნიშნავდა ღვაწლს ზვიად გამსახურდიასი, რომლის ინტენციაც, სინამდვილეში იყო თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ამერიკული ლიტერატურისა და კულტურისათვის კუთვნილი ადგილის მიჩენა ქართულ ცნობიერებაში.

ზვიად გამსახურდიამ სათარგმნი მასალის სელექციისას ძირითადი ყურადღება XX საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიას, ე.წ. ამერიკული აღორძინების პოეტებსა და განსაკუთრებით იმაჟისტებს მიაპყრო, მაგრამ წინ წაუმძღვარა მეცხრამეტე საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი პოეტური ფიგურა, უ. უიტმენი და ე. დიკენსონი, რომელთა შემოქმედებამაც მთელი შემდგომი პერიოდის ამერიკული პოეზიის მაგისტრალურ დინებას უშუალოდ მისცა მიმართულება.

ინგლისურენოვანი პოეზიით დაინტერესებული მკითხველი აქ უთუოდ მოისაკლისებდა ედგარ ალან პოს, მაგრამ ამას თავისი ახსნა ეძებნება.

ედგარ პო, რომელსაც ფრანგი სიმბოლისტები საკუთარ უშუალო წინამორბედად მიიჩნევდნენ და რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ევროპელ, რუსულ და ამისდა კვალად, ქართულ პოეზიაზეც, კერძოდ, ცისფერყანწელებსა და გალაკტიონზე, ამერიკული პოეზიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა კარგა ხნის დაგვიანებით ხდება და შეიძლება ითქვას ციკლურად, ევროპული პოეზიის სიმბოლისტურ გარსში გავლით უბრუნდება მას.

ემერსონისა და მისი ორბიტის ირგვლივ განლაგებული სხვა პოეტების შესახებ კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი მათი პოეტური ინდივიდუალიზმისა, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კერძოდ ათიან წლებამდე მთელი ეს მემკვიდრეობა ინგლისური მრავალსაუკუნოვანი პოეზიის ამერიკულ განშტოებად მოიაზრება და მის კონტექსტში ეწერება. ანუ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული პოეზია ისტორიული თვალსაზრისით — იმდროისათვის ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ამერიკული კულტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ესთეტიკური თვალსაზრისით კი, მრავალსაუკუნოვანი ინგლისური პოეზიის, ვიქტორიანული პოეტების, ე.წ. `ტბის სკოლის~, გვიანი რომანტიზმის გაგრძელება.

თარგმანთა კრებულისთვის დართულ გამოკვლევაში ზ. გამსახურდია აყალიბებს საკუთარ ხედვას ამერიკული პოეტური სამყაროსი, რომელთან გასაცნობათაც ამზადებს ქართველ მკითხველს, ხოლო წიგნი `XX საუკუნის ამერიკული პოეზია”, რომელიც გარდა ამ შესავალი ნაწილისა, შეიცავს ფართო მსჯელობასაც ფროსტის, ელიოტის და სხვათა ესთეტიკურ მრწამსზე, მსოფლმხედველობრივ თავისებურებებსა და წინამძღვრებზე, მნიშვნელოვან ცნობებს გ.ვაწვდის ასევე მათი ლექსების კონკრეტულ ფორმობრივ თავისებურებებზე.

 

* * *

 

60-70-იანი წლების ქართულ პოეზიაში გამოკვეთილი სიახლე თავისუფალი ლექსით გატაცება იყო, მანამდე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებული იყო აზრი, რომ “თავისუფალი ლექსი არსებითად, ტონური ლექსწყობის ნაირსახეობაა და ფიქმზე მახვილების ენაზე მას დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იგი ქართულად შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცე მეტრის საზღვრებში არსებობდეს”.
(გაჩეჩილაძე :310),

ეს აზრი ეყრდნობოდა ქართული მთარგმნელობითი გამოცდილების ერთ ხაზს, მაგრამ იმთავითვე არსებობდა მეორე ხაზი, რომლის ნიმუშიცაა ჩვენს მიერ დასახელებული თარგმანი ხარიტონ ვარდოშვილისა, ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ. დ.) `ყველასადმი~, რომელიც თავისუფალგრაფიკიანი დისმეტრული თავისუფალი ლექსით არის შესრულებული:

“ვინც არ უნდა იყვე — შენ —
მე ვიცი, ბოდავ მოჩვენებათა გზაზე
ყველაფერი, რასაც ფეხით სთელავ, ხელით ეხები —
მხოლოდ ჩრდილია ჩრდილთა, რომელიც დნება და ქრება.

 

ზვიად გამსახურდიას თარგმანების გამოჩენისას თითქმის მივიწყებული იყო საუკუნის დასაწყისის ქართული თავისუფალი ლექსის გამოცდილება, თუნდაც გალაკტიონის ლექსები. მიმდინარეობდა მწვავე პოლემიკა, სადაც გამოიკვეთა მხარეთა საერთო მახასიათებელი — ნაკლებგარკვეულობა თავისუფალი ლექსის სპეციფიკაში, რაც ობიექტურად იმით იყო გამოწვეული რომ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობას საკითხი ჯერ არ ჰქონდა საფუძვლიანად შესწავლილი. ასეთ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ უცხოური სპეციალური ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება თავისუფალ ლექსზე, გამოკვლევაში “XX საუკუნის ამერიკული პოეზია”:
თავისუფალი ლექსი გულისხმობს მეტრიკისადმი ნებისმიერ დამოკიდებულებას, სალექსო სტრიქონში მახვილების ნებისმიერ განაწილებას, რაც ნაკლებად ბორკავს პოეტს და მიმართავს მკითხველის ყურადღებას ლექსის შინაარსობრივი მხარისადმი. თავისუფალი ლექსი უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად მონოტონური, ვიდრე ბოლორითმოვანი ლექსი. თუ ბოლორითმოვანი ლექსის სტრიქონში ტერფები მეტრული კანონის საფუძველზე ერთიანდებიან, თავისუფალი ლექსის სტრიქონი აერთიანებს სხვადასხვა ხასიათის ტერფებს, რომელთა შერჩევა და ურთიერთდაკავშირება პოეტის ინტონაციის საქმეა.

ასე რომ ამ შემთხვევაში პოეტი თავისუფალია ყოველგვარი მეტრულ-რიტმული დოგმებისაგან, მაგრამ აქაც უნდა იგრძნობოდეს მკვეთრი შინაგანი რიტმი (გამსახურდია 1972 :13-14)

ეს დესკრიფციული ხასიათის განმარტება, ლექსთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ორიოდე ტერმინოლოგიური ცდომილების მიუხედავად, მთარგმნელისათვის კვლავ კარგი გზამკვლევია თავისუფალი ლექსის რთულსა და მრავალმხრივ ბუნებაში გასარკვევად. მასზე დაყრდნობით შესრულებული თარგმანებით კი ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ქართულ ენაზე არათუ შესაძლებელია თავისუფალი ლექსის არსებობა, არამედ ამ მხრივ ჩვენი ენის პოტენცია ამოუწურავია.

* * *

“თარგმანი ქალია, თუ ის ერთგულია, ლამაზი არ არის, ხოლო თუ ლამაზია, არ არის ერთგული” — ამბობს ერთი მოარული აფორიზმი. და მართლაც, მთარგმნელობით საქმიანობაში, ამ მხრივ, ჩვენში რამდენიმე ნაკადი გამოიყოფა: პირველია შემთხვევები, როცა მთარგმნელი თითქოსდა, ეტოქება ორიგინალის ავტორს და ქმნის ლამაზ ქართულ ლექსს, ბუნდოვან წარმოდგენას რომ ბადებს დედანზე. არსებობს ასეთი გამოცდილებაც: როცა ორიგინალურის ენა მიუწვდომელია მთარგმნელისათვის, იგი სარგებლობს შუამავალი ჩვენს შემთხვევაში — ძირითადად, რუსული ენით, შედეგად კი, საუკეთესო შემთხვევაში, კვლავ ლამაზი, მაგრამ ერთგული ანუ ორიგინალთან თითქმის დაუკავშირებელი ლექსი იბადება.
დედნისადმი ერთგულების მაგალითების რიცხვი ჩვენში ძალზე მოკრძალებულია.
უაღრესად ფართო ერუდიციამ არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ფილოსოფიის, თეოლოგიის და ოკულტიზმის სფეროებში ზვიად გამსახურდიას, როგორც მთარგმნელსა და მკვლევარს, საშუალება მისცა, ღრმად ჩასწვდომოდა სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის, ესთეტიკური პოზიციის მქონე ამერიკელ ავტორთა ლექსების სიღრმეებს და 1971 წელს გამოცემულ კრებულში სწორედ ის მხარეები წარმოედგინა, რაც განმსაზღვრელი იყო მათი შემოქმედებითი ინდივიდუალობისათვის.
ჩემი ფიქრით, ლამაზ თარგმანში უიტმენის ლექსებისა, რაკი ქართველი მკითხველი ამ პოეტის შემოქმედებას უკვე იცნობდა ხარიტონ ვარდოშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა თარგმანებით,(ღოღობერიძე 1955 ) ზვიად გამსახურდია ინტერპრეტაციულ ვერსიას გვთავაზობს, როგორც ეს თვალნათლივია ამერიკელი პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისადმი უიტმენის ცნობილ ლექს-რეკვიემში “ო, კაპიტანო”:

… … ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო!
ჩვენთვის აღარ დარობს დარი,
ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე
გართხმულხარ ცივი და მკვდარი?

მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს,
დადუმებულან უსისხლო ბაგენი
მამა საყვარელი ვეღარ გრძნობს შეხებას,
მის მაჯისცემასაც ვეღარ მივაგენი.

იზეიმეთ ნაპირებო!
მე კი მმართებს გლოვა, ზარი,
გემბანზე ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი მკვდარი.

(გამსახურდია 1971)

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ზვიად გამსახურდიას წვლილი ქართული კრიტიკული აზროვნების განვითარების საქმეში. თავის გამოკვლევაში თომაზ ელიოტის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების და ესეების განხილვისას, მან სწორედ იმ საკითხების შესწავლაზე გაამახვილა ყურადღება, რაც აქტუალური და პოლემიკური იყო 60-70-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ: კრიტიკოსის სუბიექტურობა და ობიექტურობა, განსხვავება შემფასებლურ და ინტერპრეტაციულ კრიტიკას შორის, ლიტერატურული მემკვიდრეობის ახალი, ახლებური წაკითხვების საჭიროება. ტრადიციისა და ნოვაციის პრობლემები, კრიტიკის როლი და შესაძლებლობანი მკითხველის გემოვნების ფორმირების საქმეში და ა.შ. რაკი ეს პრობლემები დღესაც იმავე სიმწვავით დგას ქართული ლიტერატურის წინაშე, დაინტერესებული მკითხველი კვლავ გვერდს ვერ აუვლის ზვიად გამსახურდიას ნაშრომს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსი მკვლევარის ა. ზვერევის წიგნი `მოდერნიზმი ამერიკულ ლიტერატურაში~, მხოლოდ 7 წლის შემდგომ ( ზვერევი 1979), გამოიცა და მასში ინფორმაციული სიმდიდრის მიუხედავად, ამერიკული ლიტერატურა ზვიად გამსახურდიას გამოკვლევისგან განსხვავებით, მაინც ცალმხრივად, საბჭოთა იდეოლოგიური პრიზმიდან განიხილებოდა, ცხადი შეიქნება, რომ მკითხველი საზოგადოება ამერიკული პოეტური სამყაროს გაცნობის თვალსაზრისით, სხვა საბჭოთა მკითხველებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ამერიკულ სამყაროსთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება მოგვეცა, მაგრამ კვლავ გვიჭირს მართებული ორიენტირება მულტიკულტურულობასა და სხვა ფაქტორების გამო ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობით-სამეცნიერო მემკვიდრეობა ახლებურ მნიშვნელობას იძენს, და არა მხოლოდ, როგორც, პრაქტიკული ნიმუში მთარგმნელობით პრობლემატიკასთან წარმატებული თუ წარუმატებელი ჭიდილისა, ან როგორც ქართულ ლიტერატურაში პირველი ნიმუშთაგანი თარგმანისადმი ერთდროული: შემოქმედებითი და ანალიტიკური, ანუ კომპლექსური მიდგომისა, არამედ, როგორც საეტაპო მოვლენა კულტუროლოგიური თვალსაზრისით. რადგან მიუხედავად მანამდე არსებული სპონტანური, მცირე გამოცდილებისა, ზვიად გამსახურდიას ამ წიგნების გამოცემით მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკული სამყაროსადმი მიდგომის, მისი გააზრების მეთოდური წინამძღვრები.
ამდენად, 1971-1972 წლები ზვიად გამსახურდიას ამ თარგმანებისა და გ.ამოკვლევის გამოქვეყნებისა, ქართული ამერიკანისტიკის ისტორიის მთავარ, მკაფიო ნიშნულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სწორედ ამ დროს გაიჭრა სარკმელი ქართულ ცნობიერებისთვის იდუმალებით შებურული, შორი და მიუწვდომელი, ნამდვილად ამერიკული თვითმყოფადი პოეტური და კულტურული სამყაროსაკენ, საიდანაც არა ილუზორული, არამედ ჭეშმარიტი შემოქმედებითი, პიროვნული და საზოგადოებრივი თავისუფლების ჯანსაღი სიო უბერავდა.

– – – – – – – – – – – – – – – —

დამოწმებული ლიტერატურა

გამსახურდია 1971 : გამსახურდია ზ. ამერიკელი პოეტები.თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1971
გამსახურდია 1972 : გამსახურდია ზ. XX საუკუნის ამერიკული პოეზია. თბილისი: გამომცემლობა განათლება’’, 1972
გაჩეჩილაძე 1959 : გაჩეჩილაძე გ. მხატრული თარგმანის თეორიის საკითხები. თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1959
ლაშქარაძე 1988: ლაშქარაძე დ. ლიტერატურული მერიდიანები. თბილისი:გ გამომცემლობა ,, საბჭოთა საქართველო’’ ,1988
ზვერევი 1979 : ზვერევ ა.მოდერნიზმ ვ ლიტერატურე ს შ ა. მოსკვა: იზდატელსტვო ,, ნაუკა’’, 1979
ღოღობერიძე 1955 : ღოღობერიძე ლ. უოლტ უიტმენ. თბილისი: გამომცემლობა ‘’საბჭოთა საქართველო’’ , 1955

 

***

სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა,

 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1)

ავტ.: შავლეგო : 9/19/2005

,,საქართველოს მწერალთა კავშირი… საქართველოს სსრ ლხცს არქივი… ფონდი # 8… აღწ. 1, საქ. 2913… საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის 1977 წლის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში… 01.04.77“.

სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი,
თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე.

თავმჯდომარე: – ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს.

თქვენ ყველა გაეცანით თქვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო.

ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეეანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ეოთილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი “მთვარის მოტაცება”, მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ… (კითხულობს)” … ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს.

როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოდვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენ სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში” გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ “მოამბეში”. მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გაძო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა.

აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს. როგორ გაიმართლებს თავს .

ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გვქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდი მოვიდა ხელმძდვანელობაში, კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას, და კიდევ უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა.

ზვიად გამსახურდია – რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება?

თავმჯდომარე – პრესისა და პროკურატურის მასალით.

ზვიად გამსახურდია – იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ?

თავმჯდომარე – გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება… „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში”.

ზვიად გამსახურდია – ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი.

თავმჯდომარე – მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია.

ზვიად გამსახურდია – გაზეთში ყველაფერი სიმართლეა?

თავმჯდომარე – ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა, ზვიად! – არავის არ აინტერესებდა თქვენი გალანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო, გამოთქვით აზრი.

თავმჯდომარე – ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?!

ნოდარ დუმბაძე – ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში”. კიდევ გავეცანით ჟურნალების წყებას, რომელსაც “ოქროს საწმისი“ ჰქვია პირადად მე, როდესაც წავიკითხე ,,ოქროს საწმისი”, ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრაფიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, – მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია.

თავმჯდომარე – გიორგი!

გიორგი ციციშვილი – მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა.

მე ვნახე ხალხი დახოცილი “დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება.

მე საშინლად ამაღელვა იმან, მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მოჰქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო წერს, როგორიც არის პროკურატურა.

ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს.

მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ, ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი.

თავმჯდომარე – იოსებ!

იოსებ ნონეშვილი – მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია.

მე მიჭირს როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დღეს “ლიტერატურულ საქართველოშია” დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ,,ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია – არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში.

მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე.

ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს.

თავმჯდომარე – მორის!

მორის ფოცხიშვილი – შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, – ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი.

თავმჯდომარე – კარლო!

კარლო კალაძე – მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის.

ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით.

რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიღეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა.

ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, მწერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე, უნდა ვიცოდე ისიც. რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად რაც ჩვენს თვალწინ არის, მე ამისიც მჯერა.

რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით… ჩვენ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირის ხმა – ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. – და, რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწყისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ.

მე წავიკითხე, რაც ზვიადს უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ გვქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე ათასჯერ შევხვედრივარ და ჩვენ არ გვქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა – აფეთქებული ხასიათის კაცია.

ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი.

თავმჯდომარე – კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი?

ალექსი გომიაშვილი – ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი.

თქვენ განაცხადეთ – ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არა ხართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? – და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ – რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ?

ზვიად გამსახურდია – მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი.

ალექსი გომიაშვილი – მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს.

თავმჯდომარე – ვის სურს გამოთქვას აზრი?

ვანო თარბა – უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში, ჩემს სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა, მძიმე მდგომარეობაში ვარ, ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც.

არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია… ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი? იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა.

თავმჯდომარე – გიორგი!

გიორგი ნატროშვილი – ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანის საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გადმოცემები, ეს მასალა, ესენი ყველაფერი – როგორ შეიძლება?! ვუერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს.

თავმჯდომარე – ელგუჯა!

ელგუჯა მაღრაძე – ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველა იმის, რომელმაც ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, – ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა.

მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხავობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ამ ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია.

თავმჯდომარე – ხუტა!

ხუტა ბერულავა – მწერალთა კავშირი – ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან.

მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუ ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქნებ აღმოვაჩინოთ…

თავმჯდომარე – ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის – დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“, „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?!

ხუტა ბერულავა – ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება.

მე ვუერთდები ამხანაგების აზრს – საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს.

თავმჯდომარე – კიდევ?

ვახტანგ ჭელიძე – ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი იმიტომ, რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი, იმის შემდეგ რა საბუთებსაც ჩვენ გავეცანით – იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას, – წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და ვუერთდები საერთო აზრს – ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში.

თავმჯდომარე – სერგი!

სერგი ჭილაძე – მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია – საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია.

ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს – „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ესა აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო.

მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ – იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული.

ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა „,თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს, ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა – ამ კითხვებზე პასუხი იყოს.

მორის ფოცხიშვილი – ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორი, ამან დაბადა ეს აზრი. ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ.

თავმჯდომარე – კიდევ?

რევაზ მარგიანი – ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართული საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს – არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა.

თავმჯდომარე – ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს?

ირაკლი აბაშიძე – რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში?

ზვიად გამსახურდია – 1966 წლიდან.

თავმჯდომარე – 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად!

ირაკლი აბაშიძე – 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ.

თავმჯდომარე – უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად.

ირაკლი აბაშიძე – რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ – საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ… (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ…

ზვიად გამსახურდია – ბოლოს ვიტყვი

ირაკლი აბაშიძე – სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ?

ზვიად გამსახურდია – სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი.

ირაკლი აბაშიძე – თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ?

11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემს თავზედაც – ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ – რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემს თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუ კი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის – აუწევთ ხელს. იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს – მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც, უნდა გვემუშავა. მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ – მე ჩემს შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს.

ხმები – სთქვას.

ზვიად გამსახურდია – საერთოდ რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს – საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში, არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა. რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს? ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოიგზავნება აქ და იბეჭდება ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა ჩამოვთვალო?

აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ გადავცემ ნაცნობ-მეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის.

რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე.

არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ – არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, – ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს.

 

სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2)

თავმჯდომარე – ბატონო გიორგი!

გიორგი მერკვილაძე – ზვიადის გამოსვლამ ჩვენ მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც ფაქტებს თავისი ლოგიკა აქვს და არა მგონია, რომ თქვენ არ იცოდეთ ამ ჟურნალის ასავალ-დასავალი. ბოლოსა და ბოლოს თქვენი ნების გარეშე როგორ იბეჭდება? თქვენ სრული უფლება გქონდათ პროტესტი გაგეცხადებინათ ოფიციალურად, როგორც ეს მოხდა მოსკოვის გაზეთებში და რაკი ეს ასე არ არის, თქვენ თანამშრომლობთ ამ ჟურნალში და თანაუგრძნობთ ამ ჟურნალის პოზიციას.

კავშირის წევრად ყოფნა იმას ნიშნავს, რაც ევალება, უნდა დაიცვას, თქვენი პოზიცია ამას ეწინაადმდეგება ბუნებრივად ისმება საკითხი, – თქვენი საქმიანობის შეფასება იმ მოვლენების გარეშე არ შეიძლება.

თქვენ თქვენი ნიჭით, თქვენი ოჯახის ტრადიციებით, რასაკვირველია, კავშირში უნდა იყოთ ჩვენთან და თქვენი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოა ამისა, ამიტომ მეც მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ თქვენი კავშირში ყოფნა შეუთავსებელია კავშირის წევრის მოვალეობასთან.

თავმჯდომარე – გურამ!

გურამ ფანჯიკიძე – მე ვარ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან მიჭირს დღეს გამოსვლა, ვინაიდან ორი წელია მე და ზვიადი ერთმანეთს არ ველაპარაკებით, რადგან გვქონდა ძალიან დიდი ჩხუბი – ახლა არ მინდა ამ გაჭირვებულ დროს ბრალმდებელი გამოვიდე, ვინაიდან არ დავემსგავსო ჩასაფრებულ მტერს. მიუხედავად ამისა მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს.

ისე კი არსებობს წესდება. მაგალითად, პარტიიდან რიცხავენ კაცს, თუ სამი თვის საწევრო არ გადაიხადა, ვინაიდან ზვიადი არ ემორჩილება მწერალთა კავშირის წესდებას, არ იზიარებს მის პროგრამას, თვითონვე უნდა გასულიყო ამ კავშირიდან.

რასაკვირველია, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ

თავმჯდომარე – ხომ არ სურს ვინმეს კიდევ გამოთქვას აზრი?

ხმები – ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, ყველამ!

თავჯდომარე – არჩილ!

არჩილ სულაკაური – მეც იგივე მინდა ვთქვა, რაც გურამმა. მე და ზვიადს არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დიდი ხანია. მე, როგორც თქვენ, პირველად გავიგე პრესიდან ეს ამბები. მე პრინციპულად არ ვკითხულობდი რასაც ეგ წერდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად, ბატონი ირაკლის გამოსვლის შემდეგ, არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო იმას, რომ პიროვნება უარყოფს, იმას ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონია…

ზვიად გამსახურდია – კავშირი კი მქონდა, ჩემი მასალა დაბეჭდილია, ამას ყველა ხედავს, სად და როდის გამოდის, მე არ ვიცი.

არჩილ სულაკაური – ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე ვიზიარებ საერთო აზრს.

თამაზ ჭილაძე – ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს.

თავმჯდომარე – გურამ!

გურამ ასათიანი – ყველამ თქვა და მეც უნდა ვთქვა – ძალიან მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მე არა მგონია, რომ დარბაზში იყოს მწერალი, რომელიც პირად მტრად თვლიდეს ზვიად გამსახურდიას. მე ესეც მაწუხებს, მე მინდა ზვიადს მივმართო და თუ ის ობიექტურად შეაფასებს, ძნელია ასე დასცილდეს პირად განცდას.

მე მგონია ყველა, ვინც აქ არის, აბსოლუტური უმრავლესობა ისაა, რომელთაც ყველაზემეტად იციან კონსტანტინე გამსახურდიას ფასი. უფრო მეტი, ეს ის ადამიანები არიან, არამარტო უფროსები არამედ შუა თაობა, რომლებიც ზვიადის ოჯახს იცნობენ, მის ღვთისნიერ დედას, შესანიშნავ დას და გასაგები უნდა იყოს ჩვენი გრძნობები.

აქვე ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ, რასაკვირველია, ჩვენი დდევანდელი საუბარი ნაგვიანევია. უნდა გვეცადა ყოველ ჩვენგანს (ჩემგან დავიწყებ), რომ ეს დღე არ დამდგარიყო. იმის მიხედვით, რაც მე მსმენია, რასაც გავეცანი გუშინ, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება – მე ვფიქრობ, ის გზა რომელიც ზვიადმა აირჩია, მცდარია და სარისკო. ეს ის საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწარე შედეგები, ისეთი სავალალო შედეგები, რომელსაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი ვერ გამოისყიდის. მე ასე მჯერა, ამის თქმის უფლებას მაძლევს გამოცდილება, რომელიც შეუძენია უფროსი თაობის მწერლებს, კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი თაობის მწერლებს. საბოლოოდ გავიმეორებ, ის, რაც აქ ითქვა, – ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი პრინციპები, თავისი წესდება და თუ რომელიმე უპირისპირდება ამ პრინციპებს, ის აყენებს თავს ამ ორგანიზაციის გარეშე.

ზვიად გამსახურდიას ადგილზე მე პირადად უფრო ადრე დავწერდი განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოგვეყვანა კავშირიდან.

თავმჯდომარე – შემდეგ კიდევ ვის სურს გამოსთქვას აზრი?

კოსტა მარგიევი – მე მასალებს არ ვიცნობ. ვიცნობ მხოლოდ გაზეთებში დაბეჭდილ მასალას. დღეს ვხედავ პირადად ამ შესანიშნავ ახალგაზრდას, მაგრამ მე თანახმა ვარ პრეზიდიუმის აზრისა.

თავმჯდომარე – ფრიდონ!

ფრიდონ ხალვაში – ამხანაგები გამოვიდნენ. მე ვეთანხმები ამხანაგების აზრს. სხვა მხრივ საქმის კურსში მე არ ვარ, გარდა იმისა, რაც პრესაში იყო და უმრავლესობის აზრს ვუჭერ მხარს.

თავმჯდომარე – რომან, თქვენ თქვენ ხომ არ გნებავთ რამე?

რომან მიმინოშვილი – ძალიან ძნელია ლაპარაკი. გვიან შემოვედი. აქ რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვატყობ პატივცემული ზვიადი უარყოფს იმას, რომ ეს გამოცემები მისი ინიციატივით ხდებოდა. პრესაში რაც გამოქვეყნდა მასალა, ეს მხოლოდ ნაწილია, რის საქმის კურსში შეიძლება იყოს განყოფილება.

აქ რომ მოვდიოდი, მე ზოგიერთი რამ მოვიტანე (გადასცემს გრიგოლ აბაშიძეს) და ზოგი რამ გამგეს აქვს. ეს არის „თავისუფლების ტრიბუნა“, სადაც დაბეჭდილია ზვიად გამსახურდიას სიტყვა და აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნოველა და რამდენადაც მე ვიცი კონსტანტინე გამსახურდიას არქივზე არავის არ მიუწვდება ხელი.

თავმჯდომარე – ეს არის ემიგრანტული ჟურნალი?

რომან მიმინოშვილი – დიახ, ეს არის ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან გ. წერეთელი, მ. ნოზაძე და… ზვიად გამსახურდიას ღია წერილი პროფესორ ლენგს.

ზვიად გამხახურდია – ეს ჩემია, მე ვაწერ ამას ხელს. ეს წერილი მე გავუგგავნე დევიდ ლენგს. ასევე ხვდება „თავისუფალ ხმაში“ ყველაფერი. ვის მიაქვს, მე არ ვიცი.

რომან მიმინოშვილი – აი ეს ერთგვერდიანი ამონაწერი „საქართველოს მოამბიდან“. აქ არის ჩამოთვლილი ის პირები, რომლებიც მოსკოვში ხელმძღვანელობენ ე. წ. ადამიანთა უფლებათა დაცვას და მათი წერილია, რომელსაც ხელს აწერენ აკადემიკოსი სახაროვი, ტვერდოკრედოვი და ჭელიძე და იტყობინებიან „საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფი…“ (კითხულობს)… შემდეგ ამას მოსდევს ადამიანთა უფლებათა დაცვის საინფორმაციო ჯგუფი საქართველოში – „ადამიანის უფლებათა ჯგუფი ჩამოყალიბდა საქართველოში 1974 წელს – ჯგუფი მიზნად ისახავს შეისწავლოს… (კითხულობს)… ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე და სხვანი. „ოქროს საწმისის“ შესახებაც იგივე მდგომარეობაა.

ზვიად გამსახურდია – რასაც მე ვაწერ ხელს, ის არის ჩემი, რაც შეეხება მაგ ჯგუფს, საბჭოთა კავშირმა მოაწერა პირველმა ხელი.

რომან მიმინოშვილი – ამ „ოქროს საწმისთან“ დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, „ოქროს საწმისში“ არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. საიდან ღებულობს რედაქცია?

ზვიად გამსახურდია – მთელს ქალაქში დადის ეს.

რომან მიმინოშვილი – აი ეს არის ჩემი ინფორმაცია.

თავმჯდომარე – რეზო!

რევაზ ჯაფარიძე – მეგობრებო, ალბათ თვითეული ჩვენგანი დათმობდა თავისი სიცოცხლის რამდენიმე წელს, რომ ეს ამბავი არ მოსწრებოდა. მე დავთმობდი რამდენიმე წელს, რომ არ მჭირდებოდეს აქ გამოსვლა. მე არ ვიტყვი რატომ, რა ურთიერთობა მქონდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, როგორ მიყვარს ზვიადი, მაგრამ აქ რომ ბრძანდებოდეს, ჩვენს პრეზიდიუმზე, ბატონი კონსტანტინე ისიც ასე იტყოდა.

არსებობს წესდება და ფორმალური ლოგიკა მოითხოვს, როცა არ ეთანხმები ამ წესდებას, შენ თვითონ დასწერო განცხადება და არ ჩაგვაყენო ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში.

კარგი იყო, რომ ზვიადს ასე გაეკეთებინა და ძალიან ვწუხვარ, და იძულებული ვარ ყველა იმის გამო, რაც ჩვენთან არის აქ, მხარი დავუჭირო ამ წინადადებას.

თავმჯდომარე – მურმან!

მურმან ლებანიძე – გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი.

თავმჯდომარე – ამხანაგებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ – როცა ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია და ნუ გავხდით სადაოს, და თუ კი ზვიადი დაამტკიცებს, ჩვენ არ გაგვიჭირდება სხვანაირად ვიმსჯელოთ.

მურმან ლებანიძე – მაინც ნუთუ ზვიადს არ დაუძახეს და დღეს სალაპარაკო ხდება – არის თუ არა რედაქტორი. დღეს ზვიადი აქ უნდა მოსულიყო აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად შემზადებული, რომ ეთქვა – კი ბატონო! ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზვიადის აღსარება და სად? – სხვაგან, ისე რომ ჩვენ არ გვეცოდინება.

თუ ის მარტო გურამ რჩეულიშვილის კეთილი მოსაგონარის ავტორია, მაშინ ულოგიკოა მისი გარიცხვა. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება.

თავმჯდომარე – კიდევ თუ დარჩა ვინმე?

შოთა ნიშნიანიძე – ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რაც აქ ითქვა, თუ ეს ბრალდებები დოკუმენტირებულია, კარგია, თუ კი ზვიადი მოახერხებს თავის მართლებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საჯაროდ, პრესაში აღიაროს შეცდომები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მას ისეთი აღზრდა აქვს, ისეთ გარემოშია აღზრდილი, რომ არ შეიძლება ერისათვის სასარგებლო არ იყოს განათლების გამო, წიგნიერების გამო, ხომ შეუძლია ისე ითანამშრომლოს, რომ ერისათვის სასარგებლო იყოს. მე მგონია მთელი ქართველი მწერლობისა თვის ეს კარგი იქნება, თუ გამართლება და თავის თავის რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, ამ შეცდომის აღიარება ნიშნავს მისი სინდისის წინაშე ერთგვარ გამარჯვებას და პერსპექტივაში ჩვენთან იქნება ეს კაცი.

თავმჯდომარე – ვინ დარჩა კიდევ?

ანა კალანდაძე – ბატონი მურმანისა არ იყოს, რა უნდა ვილაპარაკო, პირველი განცდა ის არის, რომ ბატონი კონსტანტინეს აჩრდილის წინაშე ვართ ყველანი უმძიმეს მდგომარეობაში და განსაკუთრებით მე. ზვიადი ნათლიმამაა ჩემი, ნათელმირონი მაკავშირებს. და რაც აქ ითქვა, იმან მე ცოტა იმედი მომცა. პირველი სამსჯავრო – ეს არის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი. ნუთუ არავინ დაიბარა, მარტო ჩვენ ვართ პირველები?… შეიძლება მოხდეს სასწაული და ზვიადმა თავი გაიმართლოს და ამოვისუნთქოთ. შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაული და მე ამ სასწაულისა მჯერა.

თავმჯდომარე – ბატონო დემნა!

დემნა შენგელაია – ამხანაგებო, ძნელია იმ ყმაწვილის მდგომარეობა და მისი გათვალისწინება ჩემთვის, რომლის ხელშიც ის გაიზარდა. სულ პატარა იყო, როდესაც კონსტანტინე მას თავს ევლებოდა და დღეს სულ სხვანაირად წარმოსდგა. საკმარისია ჩემთვის ის, რაც პრესაშია, არ შეიძლება ასე, პირადი მორალის საკითხი საეჭვოა ძალიან, ანონიმურ წერილებს რომ კაცი წერს სამღვდელოებაზე, 170 წერილი გაუგზავნია ანონიმური, და ზვიადმა ამაზე ნაკლები წერილები კი არ გაგზავნაო. გაუფრთხილდეთ ქართულ ენასო, ეს ისეთ ეჭვებს აღძრავს, აქ არავითარი სასამართლო დადასტურება არ გვჭირდება, ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი ახდენს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას, როგორც მოქალაქის და აქ ინტელექტის მდგომარეობაა კიდევ საფიქრებელი. ჭკუათმყოფელი კაცი ამას არ იზამს და მით უმეტეს შენ, სამშობლოს შვილი ხარ და ამღვრევ წყალს.

მე ვწუხვარ ჩვენი ოჯახის წევრი აქამდე რომ მივიდა და თუ ზვიადი მოახერხებს იმას, რომ გაიმართლებს თავს, არ ვიცი, ეს არის ცილისწამება. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი