IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მიმართვა – მანიფესტი. მპგ „საქართველოს ჰელსინკის კავშირი  – ეროვნული აღორძინება”. 2022

♥ სეგმ

hs

მ ი მ ა რ თ ვ ა – მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი

 

საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს, საქართველოს საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და საქართველოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ორგანიზაციებს

 
მოგეხსენებათ, ცივილიზაციის განვითარება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინავე დემოკრატიული ქვეყნები ერთობლივად ცდილობენ გადაჭრან ზოგად­საკაცობრიო პრობლემები. ცხადია, მსოფლიოს ახლებურად მართვის ეტაპზე დიდად მნიშვნელოვანია მოვლენების ახლებურად განსჭვრე­ტა და წარმართვა. მსოფლიო პროცესები საკმაოდ პრობლემატური და იმდენად დაჩ­ქარებულია, რომ უახლოეს ხანში ამ წინააღმდეგობათა მოუგვა­რებლობა უაღრესად ზრდის საყოველთაო კატასტროფის შესაძ­ლებ­ლობას. 
 
მშვი­დობისათვის, თავისუფლებისათვის, სამართლიანობისათვის ბრძოლა მოწინავე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარ­მოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. კაცობრიობის, მოქა­ლაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტი­ების დაცვის უმაღლესი შეგნება, ყოველთვის სახელმწიფო­ებრი­ობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომ­ლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმ­ტკიცდება როგორც სახელმწიფო, მაგრამ მარტო პროგრესული, დემოკრატიული აღმშენებლობის სურვილი საკ­მარისი არ არის ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი  აღორძინებისათვის, მას ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვამაც,  რომელიც ამ სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ევოლუციურად აღმავლობაში მყოფი მისივე ბუნებიდან გამომდინარეობს და სარგებლობს როგორც სახელ­მწიფოს მკვიდრი ხალხის, ასევე მსოფლიოს თავისუფლების­მოყვარე ხალხთა საყოველთაო მოწონებით.
 
ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცი­ლებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულო­ბათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც დამყარებული იქნება სამართლიანობისა და კანონიერების ბაზაზე და მომავალში სახელმწიფოთა და  ერების ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და „ჩატეხილი ხი­დების’’ გამთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს. 
 
სიცოცხლისათვის, არსებობისათვის, გადარჩენისათვის, სიყვარულისათვის, მემკვიდრეობის დატოვება–გაგრძელებისათვის, სწავლისა და ზრდა-განვითარებისათვის ბრძოლამ დღეს მოითხოვა როგორც ადამიანის, ასევე სახელმწიფოთა ახალი პარადიგმის აუცილებლობის შეჰქმნა: გულისხმიერად მოქცევა, შემოქმედებითად გამოყენება და საზოგადოებისათვის პატიოსანი სამსახური დადგა დღის წესრიგში. ადამიანმა და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არჩევანი დაბალი იერარქიიდან მაღლისაკენ: წინააღმდეგობა-აჯანყებიდან, ბოროტი დამორჩილებიდან და საკუთარი სურვილის დათმობიდან ხალისიან თანამშრომლობამდე, გულსავსე ვალდებულებამდე და შემოქმედებით აღტკინებამდე. 
 
თავიდანვე, ჩვენი თავის უკეთ შეხსენებისათვის მოგახსენებთ:
როგორც მსოფლიოს საზოგადროებრიობისათვის არის ცნობილი, ვინაიდან გასული საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკი­დებ­ლობა კანონიერი გზით არ გაუქმებულა, საქართველოს კანო­ნიერ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, არ არ­სე­ბობდა საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შეყვანის სამარ­თ­ლებრივი საფუძველი. 
 
1991 წლის 9 აპრილს საქართ­ვე­ლოს რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ – უზენაესმა საბჭომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით აღადგინა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადებული დამოუკიდებლობა ამ პერიოდის სახელმწიფოებრივი საზღვრებისა და ყველა შესაბამისი ნიშნების ჩათვლით. დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა 9 აპრილი.
 
1991 წლის 21 დეკემბრიდან დაიწყო სახელმწიფო – საქართველოს რესპუბ­ლიკის ცნობა და საქართველოს ტერიტორია, ფაქტობრივად, მაგრამ არასამართლებრივად, განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიისა და, შესაბამისად, სა­ქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენის საფუძვლად, ასევე არასამართლებრივად აღი­არებულ იქნა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მოკავ­შირე რესპუბლიკებთან საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც არასამართლებრივად სახელმწიფო დამოუკიდებლობა ასევე მცდარად მიება არა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს, არამედ არალეგიტიმურად განსაზღვრულ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიღებულ ტერიტორიულ მონაცემებს, რაც ასევე არალეგიტიმურად სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ე. წ. ხუნტისა და მისი სამართალმემკვიდრე არალეგიტიმური იმდროინდელი ხელისუფლების ფარული გარიგების შედეგად არაკანონიერად მიღებულ იქნა გაერო-ს, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ. თუმცა გაეროს ჩანაწერებში, რომლის მოძიება გართულებულია, საქართველოს რესპუბლიკა იურიდიულად და ფაქტობრივად, მაგრამ არასამართლებრივად აღიარებულ იქნა მისი საბჭოთა კავშირის  ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუმცა ასევე შესამამის ჩანაწერებში არის აღნიშნული მისი სამართლებრივად სწორი აზრიც, რომ გაეროს გადაწყვეტილება ასევე ეყრდნობა 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობითა და 1918 წლის მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტს იმდროინდელი სახელმწიფო ტერიტორიების გათვალისწინებით. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო აზრი მიუღებელია ასეთი რანგის გადაწყვეტილებისათვის და სათანადო გამოკვლევის საგანია!
 
თუ დროებით დავუბრუნდებით სამართლებრივ პერიოდს, 1991 წლის დეკემბრის პერიოდს, რა დროსაც ექსტრემისტული ძალები გარედან უხეში ჩარევის შედეგად მალევე აწყობენ სახელმწიფო-სამხედრო-კრიმინალურ  გადატრიალებას, დევნიან კანონიერ ხელისუფლებას, ქვეყანაში იწყებენ ტერორსა და ძალადობას. 
 
ახლა უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართვე­ლოში 1991-93 წლების შეიარაღებული, სისხლიანი სახელმწიფო, სამხედრო, კრიმინალური გადატრიალების გზით დაამხეს კანონიერი ეროვნული, სახალხო ხელისუფლების ყველა შტო და შესაძლებლობა მოუსპეს ლეგიტიმურ ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა სახელმწიფოებრიობის აღორძინე­ბისა და განვითარების მიმართულებით, დაამკვიდრეს ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხო კრიმინალური, ნომენკლატურული რეჟიმი.
საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას სათა­ნა­დო გეზს აძლევდა გეოპოლიტიკური ტენდენციები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ქვეყნის ში­და, თუ გარე ფარული სქემები. გადატრიალებამ ამ მხრივაც ძი­რი­თადი სამართლებრივი ბაზა გამოაცალა საქართვე­ლოს ტერიტორიული მთლიანობას. 
1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ და ხუნტის მიერ კანონიერი კონსტიტუციის შეჩერებამ დაარღვია ზემოთაღნიშნული მოწესრიგებული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. კანონიერი კონსტიტუციის შეჩერებით გაუქმდა და არ არსებობდა კანონი, რომელიც არეგულირებდა ქვეყნის ასევე ადმინისტრაციულ დამოკიდებულობას საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს – ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებას შორის, რისი ერთ-ერთი ძირითადი შედეგიც არის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული ტერიტორიების შემდ­გომი ფაქტობრივი დაკარგვა და მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების აზრის საწინააღმდეგოდ რუსეთის მიერ ცალმხრივად აფხაზეთისა და ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის” ,,რესპუბლიკების” დამოუკი­დებლობის ცნობა…
 
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის საფუძველზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა კი, იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918 წელს არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე იმ დროს არსებული ტერიტორიების ჩათვლით. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა მალულად, არასამართლებრივად ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაშლის შედეგად სამართალმემკვიდრე სახელმწიფო. დღეს ზოგიერთნი ღაღადებენ, რომ საქართველომ სამართლებრივად დაკარგა 20%. შევხედოთ სამართლებრივ 1918 წლის რუქას, სამართლებრივი დანაკარგი 50-60% -ზე მეტია!
ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან, ლეგიტიმუ­რობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება.
 
1991-1993 წლების შეიარაღებულმა სამხედრო-კრიმინა­ლურმა სახელმწიფო გადატრიალებამ საფუძველი დაუდო ტო­ტალურ უკანონობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერი­ტორიული მთლიანობის ხელყოფას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასობრივ დარღვევებს, დაამკვიდრა რა ძალმომრეობის კულტი, მოსახლეობის ნაწილში დაამდაბლა სამარ­თალ­შეგნება, ან სულაც უარი ათქმევინა მას კანონის უზე­ნა­ესობის პრინციპზე. ამან კი თავისთავად დააბრკოლა საქარ­თველოში სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფ­ლების განმტკიცება, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერება და, ამასთან, ქვეყნის საკაცობრიო განვითარებაც. ცხა­დია, შექმნილმა ვითარებამ განსაზღვრა თავისუფლებისა და დემოკრატიის საფუძვლად ძალადობის მიჩნევა, რამაც მრავალ უკიდურესობას მისცა გასაქანი.
 
არადა, დღეს საქართველო კვლავ ქვეყნის არაკანონიერ ხელისუფალთა შეცვლა-ჩანაცვლების არასამართლებრივ და არალეგიტიმურ პროცესშია. ქვეყანა კვლავაც სახელმწიფო გადატრიალებების და ვითომ სახალხო ჯანყი-ბრძოლებში დაღვრილ სისხლიან გზაზე დგას. გრძელდება შემოთავაზებული, მოჩვენებითი, ყალბ სამართლებრივ-კანონიერ ჩარჩოებში მოქცეული ე. წ. „დემოკრატიულ არჩევნებში” მონაწილეობის მორიგი სპექტაკლები. მხოლოდ სამართლებრივი და კანონიერი არჩევნების გზით მოსული ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება უნდა გახდეს სამართლებრივად წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირმშო, საერთო-ეროვნული სუვერენიტეტის განსახიერება და არა სახელმწიფო გადატრიალების პროდუქტი.
 
საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენების მიზიდულობის ცენტრი უდავოდ სამართლებრივი, კანონიერი და ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის იდეა უნდა იყოს და იგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ეროვნულ-პოლიტიკურ თვითიდენტიფიკაციაში უნდა დავინახოთ ამ მოვლენის არსი და ნომენკლატურულმა ფაქტობრივმა რეჟიმმა სწორედ რომ ვერ უნდა გაუწიოს რეალური წინააღმდეგობა სამართლებრივი, კანონიერი, ეროვნული ძალების ხელისუფლების სათავეში დაბრუნების პროცესს, რამეთუ პოლიტიკური ტრანსფორმაციის შეფასება კომპლექსურ-ინდუქციური პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე გაცილებით მართებული, ობიექტური იქნება და უნდა შეფასდეს შემდგომ მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთიან სისტემაში და არა მათგან იზოლირებულად, განყენებულად. 
 
პრეცენდენტული და მისასალმებელია, რომ დღესაც არსებობს სამართალმემკვიდრე, კანონიერი ხელისუფლების, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების ეროვნული ინსტიტუციები და კანონიერი სახელისუფლებო წარმომადგენლობა, ლეგიტიმური საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახით. დღესაც და იმედია უახლოეს მომავალშიც რეალურად შესაძლებელია მისი ერთიანი, კანონიერი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ბაზის ფაქტობრივი მოქმედება. 
 
როგორც მოგეხსენებათ, ლეგიტიმურობა კანონიერებას, სამართლებრივი საფუძვლების არსებობას ნიშნავს. ასევე ცნობილია დევნილი ხელისუფლების – საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის – საკუთრივ სამშობლოში, თუ სხვა ქვეყანაში დევნილობაში მოქმედება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი პრეცედენტულობა.
 
მიგვაჩნია, რომ კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის ლეგალიზაცია და აღდგენა გარდამტეხ როლს შეასრულებს ქვეყანაში სამართლიანობისა და ამომრჩეველთა ღირსების აღდგენის და ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისითაც. ცხადია, ამას ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო დონეზე გლობალურმა პროცესებმაც, რისი იურიდიული ბაზა, საჭიროებისამებრ, უნდა შექმნას მსოფლიო თანამეგობრობამ, თუნდაც მაგალითისათვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, სპეციალური დეკლარაციით, რითაც ბოლო მოეღება ე. წ. თალასოკრატიული სახელმწიფოების არსებობას. მათ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ სტრუქტურას მეტროპოლია-კოლონიის სუბორდინაციის სისტემაზე აგებული იურიდიული ხასიათი უნდა ჰქონდეს. 
 
ლეგიტიმურობა აუცილებელია იყოს სამართლებრივ–კანონიერი, ანუ რაციონალური. მთავარი ამოცანაა სამართლებრივი, კანონიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს აღორძინება და აღმშენებლობა. 
თავისუფლება უფლებებისა და მოვალეობების გონივრული გაწონასწორებაა. ერიც და პიროვნებაც, ასევე მათ შორის ურთიერთობა, ამის საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს. რამეთუ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერთი და იგივე არ არის. დამოუკიდებლობა მხოლოდ პირველი ნაბიჯია თავისუფლებისაკენ, მას საქართველომ ჯერ კიდევ ეროვნული ხელისუფლების დროს – 1990-1991 წლებში მიაღწია, მაგრამ შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ ფაქტობრივი, უკანონო ხელისუფლებების სახით, სამწუხაროდ, გეზი არ აიღო თავისუფლებისაკენ. დამოუკიდებლობის მოპოვება ურთულესი პროცესია. ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში ცნობილია ტერმინი – შიში დამოუკიდებლობისადმი. 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებულ ფაქტობრივ ხელისუფალთ სწორედ ეს შიში სჭირდათ და სჭირთ, რაც უკან გვხევს თავისუფლებისკენ სავალ გზაზე. ამით კი, საფრთხე ჩვენს თავისუფლებასთან ერთად ემუქრება დამოუკიდებლობასაც, რომელიც თავისუფლების გარეშე დიდი ვერაფერი ღირებულებაა. დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის არსებული დიდი განსხვავების არცოდნამ მიიყვანა ფაქტობრივი ხელისუფლება აქამდე.
 
ამასთანავე მოგახსენებთ, რომ XX საუკუნის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ბრძოლას თავისი ისტორია აქვს და იგი დაკავშირებულია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის – ბატონ ზვიად გამსახურდიას სახელთან, რომლის თაოსნობით 1976 წელს შეიქმნა ,,ჰელსინკის ხელშეკრულებისათვის” ხელშემწყობი ჯგუფი, რომელიც თავს დამტყდარი დევნისა და რეპრესიების მიუხედავად განაგრძობდა ადამიანის უფლებათა დაცვას და მსოფლიოს ინფორმირებას საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ.
 
,,საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის” საქმიანობა თავიდანვე წარმოადგენდა საქართველოში მანამდე არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის საქმიანობის გაგრძელებას და უფრო ფართო მასშტაბით გაშლას. კერძოდ, ჯგუფის მიზანი იყო ,,ჰელსინკის შეთანხმების” აქტის პოპულარიზაცია, თვალყურის დევნება, თუ როგორ სრულდებოდა ეს ხელშეკრულება საქართველოში, როგორ ხორციელდებოდა მისი ჰუმანიტარული პუნქტები. 1989 წლის მაისიდან ,,საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი” გაიზარდა და გარდაიქმნა ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირად”, ხოლო ოქტომბერში „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნულ აღორძინებად” (შემოკლებულად „საქართველოს ჰელსინკის კავშირი”). კავშირის სახელწოდებას დაემატა მისი მიზანი, რასაც ისახავდა ორგანიზაცია – ,,ეროვნული აღორძინება”.
 
ამრიგად, „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” არის თანამოაზრეთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის – ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს შეჰქმნილი ,,ჰელსინკის ხელშეკრულებისათვის” ხელშემწყობი ჯგუფის, შემდგომ „საქართველოს ჰელსინკის კავშირისა” და მოგვიანებით მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” სამართალმემკვიდრე, საქმიანობისა და ტრადიციების გამგრძელებელი. 
 
კავშირის საქმიანობის ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. კავშირი მიიჩნევს, რომ ამ პრინციპებიდან გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება წარმოადგენს ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საძირკველს. 
 
კავშირი პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას, მხარს უჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას.
 
კავშირი იბრძვის ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, საქართველოს სახელისუფლებო კანონიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ, დემოგრაფიული ექსპანსიის შესაჩერებლად, ეროვნული თანხმობისა და ერთიანობისათვის, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ყველა ის ძირითადი უფლებანი, რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
 
კავშირი, დასახული მიზნების მისაღწევად, ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და საშინაო სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო საელჩოებთან, მასობრივი ინფორმაციის დეპარტამენტებთან, ცალკეულ მოქალაქეებთან.„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” მხარს უჭერს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირების დასკვნით აქტებსა და მასალებს. ადამიანის უფლებებსა და ძირითადი თავისუფლებების დარგში მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო საერთაშორისო დეკლარაციის მიზნების, დებულებებისა და პრინციპების შესაბამისად, ეყრდნობა ადამიანის მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო აქტებს.
 
„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” ამოცანაა ასევე, ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. კავშირის საქმიანობის ფუძემდებლურ პრინციპებს აშკარად მივყევართ მომავლისაკენ, სადაც წარმატების კრიტერიუმი შრომა, ნიჭი და მსახურება იქნება, სადაც მთავარია: შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. 
 
კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს ასევე ქვეყანაში ახალი ეკონომიკური რეფორმისტული პროგრამების შემუშავება და დანერგვა, როგორიცაა: ინსტიტუციონალური რეფორმა, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაცია, ფასების რეფორმა და საწარმოების პრივატიზაცია-რესტრუქტურიზაცია, ასევე ღია ეკონომიკის განვითარება, ფიზიკური და ადამიანური რესურსების აკუმულირება და ტექნოლოგიური განვითარება.
 
კავშირს კვლავაც სურს იღვაწოს, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას: 21-ე საუკუნის ახალი ცოდნის საზოგადოება, ახალი ლიდერები; ახალი მსოფლიო პოლიტიკა და ეკონომიკა; ახალი მართვის ხელოვნება, ქართული ინოვაციების სახეობები; ახალი რეგიონალური პოლიტიკა – ე. წ. „საბსიდიარობა”, ანუ დეცენტრალიზაცია; სოციალური უსაფრთხოების ბადეები და ახალი სოციალური სექტორი.
 
კავშირი კვლავ განაგრძობს ბრძოლას სახელმწიფოს ახალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სულიერი სიძლიერისათვის, კრიმინალის, კორუფციის, სიღატაკის, უსამართლობის, გულგრილობის, უცოდინარობის, უსულგულობის დასამარცხებლად და მისი მთავარი მიზანია გამარჯვება, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს ეძღვნება. 
 
კავშირს დასახული მიზნების მისაღწევად, კვლავ სურს განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, პარტიებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო საელჩოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, ცალკეულ მოქალაქეებთან, რომელთა საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებასა და პროგრამას.
 
      ადამიანის უფლებებისა და  ძირითადი თავისუფლებისათვის ბრძოლა ხომ მოწინავე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. კაცობრიობის, მოქალაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დაცვის უმაღლესი შეგნება, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ ჰუმანისტთა მთელი პლეადა, ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმტკიცდება როგორც სახელმწიფო, რადგან თუ ის სახელმწიფოა, მაშინ სწორედ მან უნდა შეუწყოს ხელი პიროვნების გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვით.
 
უკანასკნელი  30 წლის განმავლობაში განვითარებულმა მსოფლიო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ძვრებმა იმედია წარსულს ჩააბარეს დრო, როდესაც ბოროტ იმპერიას შეეძლო ცინიკურად და ქედმაღლურად გაეთელა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. იმთავითვე უაღრესად რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა 1975 წლის ზაფხულში ფინეთის დედაქალაქში დაწყებული პროცესი. მას ხელი უნდა შეეწყო ადამიანის უფლებათა რეალიზაციისათვის ბარიკადების ორივე მხარეს – დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. მისი კეთილშობილი საქმიანობის შთამბეჭდავ შედეგებზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში იგი იქცა ერთადერთ საერთო ინსტიტუტად, რომელმაც „ცივი ომის” დამთავრებას მიაღწია. უკვე არსებული ევროპული ოფიციალური ორგანიზაციებისაგან ,,ჰელსინკის მოძრაობას” მუდამ ჰქონდა და დღემდისაც შემოინარჩუნა კლასიკური ანტიბიუროკრატიული ხასიათი. 
 
„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებას” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად შემუშავებული აქვს კონკრეტული საკანონმდებლო პროექტები, რომელშიც ცხადია რელიეფურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრული მუხლები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისა, რომლის აღსრულებისათვის ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს, რადგან იგი პატივს სცემს კონსტიტუციურ კანონს და ადამიანურ მოვალეობას.
 
„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” იყო არის და მომავალშიც სურს იყოს   ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საკითხებში მებრძოლი რეალური ძალა.
 
კავშირი 1976 წლიდან არის „საერთაშორისო ამნისტიის” (ცენტრი-ლონდონში) წევრი, 1990 წლის 22 სექტემბრიდან არის „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშირისო ასოციაციის” (IGFM-ISHR, მაინის ფრანსკფურტი) ასოცირებული წევრი.
„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” მჭიდროდ თანამშრომლობდა და კვლავაც სურს გააფართოვოს ურთიერთობები აშშ-ს სამართალდამცავ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოთჩთან” და ამერიკის კონგრესის ჰელსინკის ჯგუფთან, ბრიტანეთისა და ფინეთის ჰელსინკის ჯგუფებთან, ფინეთის პარლამენტის ე. წ. „საქართველოს ჯგუფთან”, პატიმართა უფლებების დამცავ ორგანიზაცია „საერთაშირისო ამნისტიასთან” (ინგლისი) და ა.შ.
 
ყოველივე ეს და არაერთი სხვა მასალა თვალნათლივ ადასტურებს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” საერთაშორისო სტატუსსა და ავტორიტეტს. 
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნულ აღორძინებას“ აქვს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის განვითარების კონკრეტული სამართლებრივი გზა, რომელსაც პოსტულატებად, შემდგომშიც წარმოგიდგენთ განხილვებისათვის, ერთი რამ კი ცხადია:
 
აუცილებელია სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი წყვეტის აღმოფხვრა და მომავალი ლეგიტიმური, სამართლებრივი საყოველთაო არჩევნების დანიშვნა-ჩატარება, რამეთუ სწორედ ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და გამარჯვებას აქვს აზრი. მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი და აუცილებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ემიგრანტთა, ლტოლვილთა და დევნილთა მშობლიურ კერაზე დასაბრუნებლად ხელსაყრელი პირობების რეალურად შექმნა. ლეგიტიმური საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიზანი არ არის თანამდებობების დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის პირობებში კანონიერი ხელისუფლების აღდგენაა. 
 
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მასთან ლეგიტიმური ხელისუფლების მმართველი პარტია –  „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“  ასევე იმედოვნებს, რომ სრული მხარდაჭერა ექნება ფორს-მაჟორულ სიტუაციაში საერთაშორისო თანამეგობრობისაგან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოებისგან. რამდენადაც უახლესმა ისტორიამ დაგვანახა, რომ  სხვაგვარად „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“, როგორც სამართლებრივად კანონიერი ხელისუფლების მმართველი პოლიტიკური და კონსტიტუციურად მმართველი ორგანო  შეიძლება გახდეს მომავალი პოლიტიკური დევნის საგანი.
 
გეოგრაფიიდან ვიცით, რომ ევროპა და აზია ერთი კონტინენტის – ევრაზიის ნაწილებია, მაგრამ ისინი დამოუკიდებელ კონტინენტებად განიხილებიან, რადგან ევროპისა და აზიის მოსახლეობა, მათი ისტორია, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ევროპის კავშირი, როგორც ცნობილია, აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის, უმეტესად ეკონომიკურ-მიზნობრივ საფუძველზე. მისი ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე, ანუ ძირითადად მისი ეკონომიკური ერთობა, იურისპრუდენციული კანონმდებლობისა და ამ მიმართულებით საერთო პოლიტიკის შენარჩუნება რეგიონულ განვითარებაში. 
 
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ძველი ერის მტკიცე სახელმწიფოებრივი და კულტურული ტრადიციების გამო, ყოველთვის მიზანმიმართულად ახერხებდა მოწინავე აზრის, კულტურის ექსპორტირებას მეზობელ მონათესავე ტომებში. ამ მოვლენას ნოყიერი ნიადაგი ასაზრდოებდა – იბერიულ-კავკასიური სამყაროს არსებობა, რომელიც უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის პოლიეთნიკურ და ამავე დროს ერთიან გეოპოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სივრცეს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინს წარმოადგენდა. საქართველოს კავკასიელ მეზობლებთან სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისტორიულად მუდამ ჰქონდა მთლიანი კავკასიური სამყაროსადმი კუთვნილების, საერთო წარმომავლობის, ბიოგენეტიკური ნათესაობის გრძნობა, ეროვნული წიაღიდან აღმოცენებულ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მეზობელ ცივილიზაციებთან შეჯერებული საერთო მენტალიტეტი, კულტურული, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები. 
 
სწორედაც რომ, სრულიად სხვაა კავკასია. იბერიულ-კავკასიურ ერებს აქვთ საკუთარი ენა და დამწერლობა, განსხვავებული ისტორია და სახლობენ მკვეთრად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, რაც დამატებით საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ კავკასია პოლიტიკურად და გეოგრაფიულადაც ცალკე როგორც რეგიონალური, ასევე კონტინენტალური ერთობაა. კავკასიის კონტინენტის საზღვრები, გაჰყვება წყალგამყოფ და წყლის გამყოფ ზოლებს. პირველი უფრო საიმედოა, არ იცვლის მიმართულებას, მეორე კი, რთულად განსასაზღვრია მთაგორების რთული რელიეფის გამო. კავკასიის, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონის შიდა მოწესრიგების პრინციპი ისტორიულ-ეთნიკური პროცესების განვითარებამ და მისმა ღრმა ფესვებმა უნდა განსაზღვროს. ეს კი საქართველოს, იბერიულ-კავკასიურ ტომებთან ნათესაობით, შავი ზღვის, კასპიისა და  ხმელთაშუა ზღვის აკვატორიულ ნავსადგურთა გარკვეული ნაწილის კონტროლით, განსაზღვრულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ცხადია, კავკასიური სახლი არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთი მიმართულებით განვითარებას. ასეთი პოლიტიკა განსაზღვრულია საქართველოს და მსოფლიოს კეთილდღეობის ინტერესებით და ოთხივე მხრივ უნდა წარიმართოს. იდეაში მიგვაჩნია, რომ უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და მომზადდეს საფუძველი, რათა ჩამოყალიბდეს მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონი და ერთობა – კავკასია, როგორც გარანტი მსოფლიოში მშვიდობისა, სამართლიანობისა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თანხმობა-ერთობისა და თანასწორობისა.
 
საქართველოს ისტორია ნათლად მეტყველებს, რომ ქართული ფენომენისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ეროვნული და რელიგიური თავსებადობა. ჩვენს ქვეყანაში ათასწლეულების მანძილზე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გარეშე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ძველი ერის მტკიცე სახელმწიფოებრივი და კულტურული ტრადიციების გამო ყოველთვის მიზანმიმართულად ახერხებდა მოწინავე აზრის, კულტურის ექსპორტირებას მეზობელ მონათესავე ტომებში. ამ მოვლენას ნოყიერი ნიადაგი ასაზრდოებდა – იბერიულ-კავკასიური სამყაროს არსებობა, რომელიც უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის პოლიეთნიკურ და ამავე დროს ერთიან გეოპოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სივრცეს, დასავლეთსა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინს წარმოადგენდა. საქართველოს კავკასიელ მეზობლებთან სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისტორიულად მუდამ ჰქონდა მთლიანი კავკასიური სამყაროსადმი კუთვნილების, საერთო წარმომავლობის, ბიოგენეტიკური ნათესაობის გრძნობა, ეროვნული წიაღიდან აღმოცენებული, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მეზობელ ცივილიზაციებთან შემაჯერებელი საერთო მენტალიტეტი, კულტურული, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები. ევროპის კავშირი კი, როგორც ცნობილია, აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის, უმეტესად ეკონომიკურ-მიზნობრივ საფუძველზე და მისი ძირითადი პოლიტიკის მიზანია ძირითადად მისი ეკონომიკური ერთობა. 
 
გეოგრაფიულად კავკასიის კონტინენტს ორი მხრიდან (აღმოსავლეთით და დასავლეთით) ზღვა აკრავს, ჩრდილოეთით სრუტე, სამხრეთით (წყალგამყოფი) მდინარეები და მხოლოდ 1–2% შეიძლება საღვრად წარმოჩინებული იყვეს ხმელეთი, რაც კონტინენტის საერთაშორისო განმარტებებს შეესაბამება. სამყაროს გამგებელმა ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. რადგანაც ადამიანია დედამიწის მთავარი შემადგენელი არსება ყველა ხალხთა ჯგუფს თავიანთი ტერიტერიული ფართი გამოუყო. 
 
თეთრი რასა, თავისთავად, შედგება სემიტებისაგან, ინდოევროპელებისაგან და იაფეტებისაგან. სემიტები უმეტეს წილად ჩრდილოეთ აფრიკაში სახლობენ, იაფეტის შთამომავალნი კი უმეტესწილად კავკასიაში, აპენინის ნახევარკუნძულზე და ირლანდიაში. ცნობილია, რომ სამხრეთ კავკასიაში უმთავრესი სამწერლო ენის მქონე ქართველები სახლობენ, მათ გვერდით ასევე სხვა იაფეტები. ასევე სამხრეთ კავკასიაში სახლობენ ინდოევროპული მოდგმის ერები: არმენები (სომხები) და აზერბაიჯანელები. ჩრდილოეთ კავკასიაში იაფეტებს – იბერიულ-კავკასიურ ხალხებს, მიეკუთვნება: ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები. ჩრდილოეთ კავკასიაში ისტორიული ქარტეხილების შედეგად შემოსახლებულები არიან ყარაჩაეველები, ბალყარელები – ეს ის ერებია, რომლებიც დავით აღმაშენებელმა ყივჩაღების სახით საქართველოში ჩამოასახლა, აქ ფეხი ვერ მოიკიდეს და შემდგომში ქართველებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართველთა სავანეში, ჯიქეთში დაასახლეს. ყარაჩაეველები და ბალყარელები არიან თურქული მოდგმის ერები. თუ გადავინაცვლებთ აღმოსავლეთით სახლობენ ოსები, რომელნიც ირანული მოდგმის ერია. მათ აღმოსავლეთით სახლობენ ინგუშები და ჩეჩნები, რომლებსაც მოუწყეს გენოციდი და გადაასახლეს ყაზახეთის სტეპებში. დაღესტნელები უფრო მრავალრიცხოვანიკი არიან მაგრამ მათი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ყუმიკებია შესახლებული და ა. შ. ასე და ამგვარად იბერიულ კავკასიურ ერებს აქვთ საკუთარი ენა და დამწერლობა, განსხვავებული ისტორია და სახლობენ მკვეთრად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, რაც დამატებით საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ გეოგრაფიულადაც და პოლიტიკურადაც    კ ა ვ კ ა ს ი ა   კ ო ნ ტ ი ნ ე ნ ტ ი ა.
 
ასევე, ცნობილია, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასა, მედიტერანული რასა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასა, ანუ უძველესი კავკასიური რასა, უძველესი მედიტერიანული რასა, რაც ურთიერთის იდენტურია.
 
საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში. ეს არის გავრცელების არეალი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება და თუ ეს ენაკავები ღებულობდნენ ცალკე ენების ხასიათს, ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ როგორც ურთიერთმონათესავე ენები. ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში ქართველური, ან პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო საკუთრივ ქართველი ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან. იბერიულს აქვს მრავალი განშტოება და დღესდღეობით შემორჩენილია პირინეულ-იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიურ-იბერიული, ანუ ქართული და მისი მონათესავე ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში. დანარჩენი კი ამჟამად ასიმილირებულია ინდოევროპული კაცობრიობის მიერ, რომელიც არის გვიან მოსული ევროპის კონტინენტზე, კერძოდ მეორე ათასწლეულის შემდეგ, ხოლო პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზნეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასისა, მისი რიცხობრივი შემცირება, მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ. ამ დროიდან და უფრო გვიან წამოიწევს წინ ხეთური და ძველბერძნული, ელინური სამყაროები. მაგრამ აქ ხდება კულტურათა სინთეზირება: პალიომედიტერანულ, ანუ პროტოიბერიულ მოდგმასთან დაკავშირებულია პირველადი კულტურები მინოსისა, ეგეოსური კულტურები, კოლხური (ძველკოლხური), რომელიც უაღრესად მჭიდროდ არის მინოსურთან დაკავშირებული. ხოლო შემდგომ, უკვე მეორე ათასწლეულიდან იწყება წამოწევა ხეთური სამყაროსი, რომელიც უკვე ინდოევროპული სამყაროა, აგრეთვე ძველბერძნული სამყაროსი, რომელიც ვედური ტომიდან მომდინარეობს და მოსულია იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შემდგომ აღმოცენდა ძველბერძნული კულტურა და ძველბერძნული სამყარო, ხოლო პირველადი მოსახლეობა ძველი საბეძნეთისა, ძველბერძენი ისტორიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, განასზღვრულია როგორც პელაზგური, ანუ პროტოიბერიული. პელაზგები არიან ერთ-ერთი განშტოება პროტოიბერებისა, ისევე როგორც ეტრუსკები და სხვა ხალხები, ისევე როგორც კოლხები. კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური სამყაროები მონათესავე სამყაროებია, უფრო სწორად, ერთ სამყაროს წარმოადგენენ. მართალია, არსობრივად არა, მაგრამ არის ნიუანსური განსხვავება ქართულსა და ქართველურს შორის. ქართული და ქართველური მაინც უნდა განვასხვავოთ იმიტომ, რომ ქართული აღნიშნავს უშუალოდ საქართველოს, ყოველივეს ისტორიულ საქართველოსთან, ქართულ ენასთან დაკავშირებულს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ჩვენი ისტორიიდან და რომელიც სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს. ქართველური კი, გაცილებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ცნებაა. ქართველურნი არიან ტომები, რომლებიც „ქართები” არ არიან და არც, უშუალოდ ქართველები, მაგრამ ისინი ქართველური წარმოშობისანი არიან. ქართველური არის რასიული გაგება, უფრო ყოვლისმომცველი ვიდრე ეროვნული. როგორც არსებობს სემიტური რასა, ასევე არსებობს იაფეტური რასაც. ეს იაფეტური რასა არის ქართველური რასა. ქართველური ენები მომდინარეობენ სწორედ ამ პირველადი იაფეტური ენიდან, რომელსაც ჩვენ პროტოქართულ ენას ვუწოდებთ. ქრისტიანობის განვითარებაში ქართველური მოდგმის ხალხები ძირითად როლს ასრულებენ („საქართველოს სულიერ მისია”, ზ. გამსახურდია). 
 
სულაც არ არის ნონსენსი ასეთი ცნება – ერის ფსიქოლოგია, ერის ფსიქიკა. ფსიქიკა სულიერი არსების მახასიათებელია, მაგალითად, ადამიანისა და აქედან გამომდინარე, თუ ვამტკიცებთ, რომ ერსაც აქვს ფსიქიკა, ხასიათი, გონი, დადებითი და უარყოფითი თვისებები, ე. ი. ერიც სულიერი არსებაა! ფიზიკური არსება მხოლოდ გარემოებებზეა დამოკიდებული, ანუ დეტერმინირებულია. მას „საკუთარი ინიციატივით” არაფრის შეცვლა არ ძალუძს. ადამიანს კი – სულიერ არსებას, არა მხოლოდ აწმყოში ცხოვრების და წარსულის ხსოვნის თვისება აქვს, არამედ მომავლის ამოცანის, გეგმის დასახვაც შეუძლია. ეს ყოველივე ერსაც ახასიათებს, მას აქვს ცნობიერება! ცნობიერება კი ისეთ არსებას აქვს, რომელიც აყალიბებს სისტემას, თუ რა უნდა გააკეთოს გარკვეული ხნის განმავლობაში და თუ ეს არა აქვს, ე. ი. აღარ ცოცხლობს არც ერი და არც ადამიანი, ის, უბრალოდ, სულდგმულობს. ერთი სიტყვით – ერი არის სულიერი არსება, ინდივიდი, ყველასგან განსხვავებული, რომელსაც სჭირდება გეგმა თავისი შემდგომი განვითარებისათვის. სწორედ ეს „გეგმა” არის იდეოლოგია და თუ იგი სხვებისაგან გამორჩეულია (და ასეც უნდა იყოს), ეს უკვე ეროვნული იდეოლოგიაა.
 
ერი ვეღარ გახდება კაცობრიობის წევრი, თუ იქ თავისი ინდივიდუალიზმი, თავისი განსაკუთრებული კულტურული „წილი” არ შეიტანა. ერი არ არის მარტო ადამიანების, პიროვნებების უბრალო გაერთიანება, რადგან პიროვნება უკვე ის არის, ვის ჩამოყალიბებაშიც ეროვნულმა ნიშანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და ის სხვა ერს ვეღარ შექმნის. თავისუფლება უფლებებისა და მოვალეობების გონივრული გაწონასწორებაა და ერიც და პიროვნებაც, ასევე მათ შორის ურთიერთობა, ამის საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს.
 
წამალიც სწორედ ეს არის – ჩვენ კვლავ ერად უნდა ვიქცეთ. ამაში მთავარი როლი, ვფიქრობ, სამართლებრივმა, ლეგიტიმურმა, კანონიერმა მთავრობამ და ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იკისრონ, მათ ზუსტად უნდა იცოდნენ და იციან კიდეც, რა სჭირდება ერს და როგორ მიაღწიონ ამას. მსოფლიოს ახლებურად მართვის ეტაპზე დიდად მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოვლენების ახლებურად განსჭვრეტა და წარმართვა. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობანი და შესძლოს დამოუკიდებელი პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა. უნდა აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა და უნდა მომზადდეს საფუძველი, რათა ჩამოყალიბდეს მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონი და ერთობა – კავკასია, როგორც გარანტი მსოფლიოში მშვიდობისა, სამართლიანობისა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის დაცვისა, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თანხმობა-ერთობისა და თანასწორობისა. 
 
საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი და სამართლებრივი ტენდენციები მუდმივ თანაფარდობაში და ჰარმონიაში უნდა იყოს მომავალი მსოფლიოს სამართლებრივ წესრიგთან.
 
ამასთან, ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე ახალ საუკუნეში მსოფლიო ისტორიული მისიაა საფუძველი ჩაეყაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (მისი უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების გამარტივებულად მიღებისა და მათი დროულად შესრულების აუცილებლობა ეჭვს არ იწვევს) თვისობრივად ახალ ინსტიტუტს – ახალ მსოფლიოს ერთა ანსამბლეას, რომლის უზენაესი მიზანი ასევე იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, მსოფლიოს ერთა კულტურათა და სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ამდაგვარ ახალ სიტუაციაში მკვეთრად გაიზრდება როლი საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლის სფეროშიც. ასევე გადაუდებელ ამოცანადაა აღიარებული ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტთა რეალური მიზეზების ობიექტური შესწავლა. ეს კი აღმოფხვრის ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ინიცირებულ ეთნიკურ კონფლიქტებს. 
 
სასურველია, თუ კავკასიაში და სწორედ საქართველოში განთავსდება და მოეწყობა სახელმწიფოთა უსაფრთხოების, ერების კულტურათა, უფლებებისა და თავისუფლებების, დაცვისა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის „მსოფლიო ერთა ანსამბლეა“, რამდენადაც საქართველოს, როგორც მსოფლიოს გეოგრაფიული და პოლიტიკური ცენტრის „კავკასიური სახლის” ქვეყანას, სახელმწიფოს ისტორიული, გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეროვნული სულის მეოხებით ძალუძს, ეზიაროს ჭეშმარიტად საღვთო საქმეს და განახორციელოს მსოფლიოს სახელმწიფოთა მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის აუცილებელი გარანტის როლი. იგი, როგორც  მსოფლიოს ცენტრი უნდა გახდეს მედიატორი სახელმწიფო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ქრისტიანულ,  მუსლიმურ და სხვა რელიგიათა სამყაროებს შორის, რაც მისი ოდინდელი ისტორიული მისიის დაბრუნება იქნება.
 
მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოებრიობის დონის ამაღლებისა და აღორძინების მიზნით, ახალი რეალობიდან გამომდინარე, სასურველია დაიხვეწოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აქტები უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხრითაც, რათა ახალ საუკუნეში სახელმწიფოებმა და ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიან, განვითარებად, მსოფლიო თანამეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში. უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პოლიტიკური წყობა, დაფუძნებული თვითოეული ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფლებებისა და თანასწორობის კანონებზე. 
 
მოწინავე ქვეყნები უნდა ადასტურებდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლების პატივისცემის საყოველთაო მნიშვნელობას, რაც აუცილებელია სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების განვითარებისათვის. უნდა გამოირიცხოს ამ პრინციპის დარღვევა ნებისმიერი ფორმით. მართალია ისტორიულ ეტაპებზე ხდება ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ მისი მუდმივობის ცვალებადობა ფაქტობრივად არ ხდება.
 
მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები სიღრმისეულად არის დაკავშირებული მსოფლიო წესრიგის ახალ მსოფლმხედველობასთან, მის პრინციპებთან და დღეს, უმწვავესი საჭიროებით, ჰაერივით სჭირდება დღევანდელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, თავად მსოფლიოს ხალხებსა და კაცობრიობის მომავალს. 
 
აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მიზანია დაანახოს და გააცნოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს ქვეყნის და კავკასიის მოწყობის მისეული ხედვა. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიღწევის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების, ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების, დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების შექმნა-განმტკიცების რეალური გეგმა. ამ გზით მოხდება საქართველოსა და კავკასიის სახელმწიფოთა მიერ ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება, რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე. დაცული იქნება ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა და თვითმმართველობის იდეალები და გატარდება საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებული პოლიტიკა. საქართველოსა და კავკასიის სახელმწიფოთა ერთობის ამოცანა იქნება ახალი რეგიონის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა და მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისა და სრულიად კავკასიისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კი აშკარად მივყავართ მომავლისაკენ, სადაც წარმატების კრიტერიუმი შრომა, ნიჭი და მსახურება იქნება, სადაც მთავარია შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. საქართველომ და კავკასიამ პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.
ვთვლით, რომ დროა ბოლო მოეღოს ყოველგვარ სახელმწიფოებრივ პრობლემებსა და დაბრკოლებებს, რათა „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნულ აღორძინებამ”, როგორც ყველა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა ორგანიზაციებმა, ასევე, ყველა ეროვნულმა ძალებმა და ორგანიზაციებმა აღიდგინონ ჩვეული სახელმწიფოებრივი ფორმა, აღიარებული და ჩვეული ფუნქცია მათი მიზნებისა და ამოცანების სრულ ამოწურვამდე და  აღორძინდნენ. ვგრძნობთ რა ჩვენს ვალდებულებასა და შესაძლებელ ძალას, ვაცხადებთ მზადყოფნას და უდიდეს სურვილს ყოველივე ზემოთთქმულში, ყველა შესაბამისი ფუნქციის მქონე ორგანიზაციათა ურთიერთშორის მუდმივი და უცილობელი კავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გაღრმავებაში, რომელიც დადასტურდება ბუნებასა და საზოგადოების შემეცნებისა და ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, რისთვისაც ყველას ვთხოვთ შესაბამისსა და შესაძლო კონსულტაციებსა, თუ დახმარებებს ერთიანი სრული ძალით სახელმწიფოებრივ ამოქმედებაში. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მნიშვნელოვანია ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა როლიც. მონაწილე ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს: აზრის, სინდისის, რელიგიისა და შეხედულებათა თავისუფლებების ჩათვლით ყველასთვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა თუ რელიგიისა. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ და განავითარონ სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებების ეფექტურ განხორციელებას, რომელნიც გამომდინარეობენ ადამიანის პიროვნების ღირსებებიდან და არსებით პირობას წარმოადგენენ მისი სრული და თავისუფალი განვითარებისათვის. მონაწილე ქვეყნები ამით აღიარებენ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო მნიშვნელობას, რომელთა პატივისცემაც არის არსებითი ფაქტორი მშვიდობისა, სამართლიანობისა და კეთილდღეობისა, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. ამით ისინი აღიარებენ პიროვნებათა უფლებებსაც საკუთარ უფლებამოვალეობათა ცოდნისას ამ სფეროში და მათ შესაბამისად მოქმედებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში მონაწილე ქვეყნები იმოქმედებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, მიზნებისა და პრინციპების, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად. ამასთან შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს იმისდამიხედვით, თუ როგორ არიან ისინი დადგენილნი საერთაშორისო დეკლარაციებში და შეთანხმებებში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტების ჩათვლით. მონაწილე ქვეყნებმა ასევე პატივი უნდა სცენ ერთაშორის თანასწორობას და მათ უფლებას. აგრეთვე უნდა იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, იმ ნორმების ჩათვლით, რომელნიც ეხება სახელმწიფოთა ტერიტორიულ სამართლებრივ მთლიანობას. მონაწილე ქვეყნები ამით დაადასტურებენ ერთა თანასწორუფლებიანობის საყოველთაო მნიშვნელობას, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლების პატივისცემას და ეფექტურ განხორციელებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების განვითარებისათვის. ისინი ყოველივეთი შეახსენებენ ურთიერთს აგრეთვე იმის მნიშვნელობას, რომ უნდა გამოირიცხოს ამ პრინციპის დარღვევა ნებისმიერი ფორმით;         
 
კავკასიური ერთობის – ახალი რეგიონალური გაერთიანების შესაქმნელად კი, რომლის საფუძველი იდეაში ყოველთვის არსებობდა, საჭიროა მკაფიო და მკაცრი, თანმიმდევრული მსოფლიო პოლიტიკური კურსის შემუშავება, რაც საჭიროების შემთხვევაში როგორც კავკასიური სახლის, ასევე მსოფლიოს სახელმწიფოთა უსაფრთხოების დამცველ მექანიზმად ამოქმედდება.  ცხადია, კავკასიური სახლი არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთი მიმართულებით განვითარებას. ასეთი პოლიტიკა განსაზღვრულია საქართველოს და მსოფლიოს კეთილდღეობის ინტერესებით და ოთხივე მიმართულებით უნდა წარიმართოს. მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის რეგიონალურ ქვეყნებთან და მომავალში შესაძლო ახალ რეგიონალურ გაერთიანებებთან, ასევე – ახლო აღმოსავლეთის რეგიონალურ ქვეყნებთან, მათ შორის: თურქეთთან, ისრაელთან და შესაძლოდ სხვა ქვეყნებთან, ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის საბერძნეთთან, იტალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან, დიდი ბრიტანეთის ქვეყნებთან, ირლანდიასთან, ისლანდიისა და  ყველა დემოკრატიულ ქვეყნებთან ახლო მეგობრული კავშირების გაღრმავება. ასევე, მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება ჩრდილო აფრიკის ქვეყნებთან: ეგვიპტე და სხვა პროგრესულად განვითარებად ქვეყნებთან. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობების დამყარება მცირე აზიის ქვეყნებიდან დაწყებული, შუა აზიის ქვეყნებთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, არაა გამორიცხული მსოფლიოს სხვა მიმართულებების ქვეყნებთან შესაძლო მეგობრული ურთიერთობების დაწყება. კვლავ გავმეორდებით, რომ გადაუდებელ ამოცანადაა აღიარებული ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტთა რეალური მიზეზების ობიექტური შესწავლა, რაც ბოროტ იმპერიულ ძალებს საშუალებას აღარ მისცემს თავიანთი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე პერმანენტული ხასიათი მისცენ ეთნიკურ კონფლიქტებს. ,,ახალი მსოფლიოს” პროცესივე უნდა იქცეს ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ერთა თვითგამორკვევის გარანტად, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით განუყოფელია საზღვრების ურღვევობის ფუძემდებელი პრინციპებიდან გამომდინარე;
 
ვინაიდან, საქართველოს ისტორია ნათლად მეტყველებს, რომ ქართული ფენომენისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ეროვნული, რელიგიური თავსებადობა და რომ  ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გარეშე გვერდი–გვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები. 
 
          ვინაიდან, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ძველი ერის მტკიცე სახელმწიფოებრივი და კულტურული ტრადიციების გამო ყოველთვის მიზანმიმართულად ახერხებდა მოწინავე აზრის, კულტურის ექსპორტირებას მეზობელ მონათესავე ტომებში. ამ მოვლენას კი თავის დროზე ნოყიერი ნიადაგი ასაზრდოებდა – იბერიულ-კავკასიური სამყაროს არსებობა, რომელიც უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის პოლიეთნიკურ და ამავე დროს ერთიან გეოპოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სივრცეს, დასავლეთსა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინს წარმოადგენს,  ვინაიდან, საქართველოს კავკასიელ მეზობლებთან სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისტორიულად მუდამ ჰქონდა მთლიანი კავკასიური სამყაროსადმი კუთვნილების, საერთო წარმომავლობის, ბიოგენეტიკური ნათესაობის გრძნობა, ეროვნული წიაღიდან აღმოცენებული, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მეზობელ ცივილიზაციებთან შემაჯერებელი საერთო მენტალიტეტი, კულტურული, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები. 
 
არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელად ერთადერთი გზაა მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით საქართველოს დამოუკიდებელიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი – ეროვნულ-სარწმუნოებრივი აღდგენა-აღორძინება და განვითარება. ცივილიზაციათა გასაყარზე, ეთნოსოციალური მეხსიერების ფორმირების საკითხისათვის, წარმართულ ცივილიზაციაში ქრისტიანობის გავრცელებამ ძირეული გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის მსოფლმხედველობაში, კულტურაში, ეთიკაში, პოლიტიკაში, მაგრამ ამ ყველაფერს წინ უძღოდა კაცობრიობის ცნობიერების შემოტრიალება ახალი სარწმუნოებრივი იდეალებისკენ.
 
ასევე, მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, რომ ეთნოსოციალური მეხსიერების  წინააღმდეგობრივი გამოვლინება ამ ფენომენის ანგაჟირებულობითაცაა განპირობებული. ერის სოციალური მეხსიერება რთული და მრავალკომპონენტიანი მოვლენაა, რომელიც სავალდებულო პირობაა ნებისმიერი საზოგადოების არსებობისა, ეფუძნება დაგროვებას, შენახვას და სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ტრანსლირებას. ეთნოსოციალური მეხსიერება, როგორც ქვესისტემა სოციალური მეხსიერების, სპეციფიკური ფორმის აკუმულირებისა და სოციალურ-ეთნიკური გამოცდილების ტრანსლირებას განსაზღვრავს. ამ მეხსიერების შემადგენელ საფუძველს კი ერის კულტურული გენოფონდი შეადგენს, რომელიც თავისთავში მოიცავს ეთნიკური კულტურის ელემენტებს: ენა, ხალხური ხელოვნება, ერის მატერიალური კულტურა, ნაციონალური ჩვეულებანი და ტრადიციები, ხალხური ფილოსოფია და ტრადიციული აღზრდის სისტემა, ხალხის ეთიკა და რაც მთავარია რელიგია.ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და შესაბამისად ადამიანის ეროვნულ– სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი არის ერის ენა და რელიგია, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ახდენს აკუმულირებას ერის ეთნოსოციალურ მეხსიერებაში. ფრიად მნიშვნელოვანია ეთნოსოციალური მეხსიერების რელიგიური დატვირთვა. იგი ეროვნული თვითშეგნებისა და იდენტიფიკაციის ჩამომყალიბებელია, რადგან ერი არის ერთი ეთნიკური წარმოშობის მატერიალური და სულიერი კავშირის მქონე მკვიდრი მოსახლეობა, რომლის წევრებიც, გარდა ხორციელ-სულიერი ერთობისა, აგრეთვე ერთმანეთთან შედუღაბებულ-შეკავშირებულნი არიან ისტორიით. ქართველი ხალხის ეთნიკური თვითშემეცნება კი სწორედ ამდაგვარად ყალიბდებოდა. ეთნოსოციალური მეხსიერების მთავარი ფუნქციონალური მახასიათებელია ეროვნული თვითმყოფადობის, თვითიდენტობის შენახვა და გადაცემა. არ არსებობს ისტორია, სადაც არ ყოფილიყოს სახელმწიფოთაშორისო ომები და ეროვნებათშორისი კონფლიქტები, უსამართლობა და წყენა, მაგრამ ცალსახაა, წარსულის მოვლენათა ანალიზი ნაციონალური ტოლერანტურობის პოზიციით უნდა განხორციელდეს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ თუ რა ისტორიული კონტაქტები ამდიდრებდა ხალხებს, აახლოებდა მათ და არა ის, რაც ყოფდა აშორებდა და ანსხვავებდა. ჩვენი ღვთის ძეობა, სარწმუნეობის აღსარება, ეკლესიურობა არის კულტურა, რომლისგანაც ჩვენ დავალებული ვართ იმ ცხოვრების წესით, რომლის ჩარჩოებში ჩვენ ვიმედოვნებთ არა მარტო გადარჩენას, არამედ სრულფასოვან ცხოვრებას. ამავე დროს იგი არის ჩვენი კუთვნილება საკუთარ ხალხთან, რომელსაც თავისი ისტორიული გზა აქვს, რომლის შენარჩუნებაში, თუ შეცვლაში, ჩვენ ასე თუ ისე ვმონაწილეობთ. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის სრული აღდგენა ვერ მოხერხდება ეროვნულ–სარწმუნოებრივი, ზნეობრივი აღორძინების გარეშე და ყოველივე ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც.
 
აქვე, ნიშანდობლივია იმის აღნიშვნა, რომ დღევანდელი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი – ეროვნულ-სახელმწიფოებრივი – ეროვნულ–სარწმუნოებრივი მოძრაობა, ეს არა სხვადასხვა, განსხვავებული, არამედ ერთიანი, თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დაყრდნობით.
სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებას დაემყარება.
უცილებელია დავუბრუნდეთ მამა–პაპეულ გზას, ავაღორძინოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო და საქართველოს დაუბრუნდეს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში. დღეს, ეკლესია, სამწუხაროდ, საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას მხოლოდ კულტურული, რელიგიური და ეროვნული სიბრტყიდან ცდილობს, მხოლოდ ამ ფასეულობების დასაცავად და ისიც ზერელედ იწყებს მოსახლეობის გააქტიურებას, მათთვის არასასურველი იდეების გამავრცელებლებთან საბრძოლველად.
 
საქართველოს მფარველი ანგელოზი თვით ზეციერი დედოფალია. ეს უდიდესი წყალობაა, მაგრამ მიწიერ სიბრტყეზე, ეს არის საღმრთო მოწოდება ღვაწლისა და თავდადებისაკენ.
 
ჭეშმარიტად მორწმუნე სულისა და სიკეთის მსახურთ კი, მუდამ გვფარავდეს სიკეთითა და სათნოებით სავსე უფალი ჩვენი.
 
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” თავის ერთმნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს ერთა თანაარსებობის ზემოთ  მითითებულ ტრადიციებზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური თვითმყოფადობის დაცვას. თავსებადობის ამ პრინციპთა ცხოვრებაში გატარება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა გახდეს (მით უფრო, რომ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ თვითმყოფადობის დაცვის პრინციპებს კონსტიტუციური კანონის ძალა აქვს), რაც მისი საერთაშორისო  ავტორიტეტის გარანტადაც იქცევა. 
 
ასევე, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში, უმთავრესად, როგორც მთელს კავკასიაში ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. მნიშვნელოვნად კლებულობს მოსახლეობის რაოდენობა, მეტად არასახარბიელოა დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებელი და სულ უფრო მწვავდება დემოგრაფიული პრობლემები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის საინტერესოა კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი უკანასკნელ წლებში, რომელიც საგრძნობლად დაირღვა. კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი ძირითადად დაირღვა სწორედ საქართველოს ხარჯზე. კავკასიაში მოსახლეობის რიცხოვნობით, დაახლოებით ნახევარი მილიონით აღვემატებოდით აზერბაიჯანელებს და მილიონნახევრით – სომხებს. დღეს აზერბაიჯანის მოსახლეობა ჩვენზე ორჯერ მეტია და სომხებიც სადაცაა, გაგვისწრებენ. ესაა უბედურება. ჩვენ ახლა პოზიციებს არამარტო პოლიტიკურად ვკარგავთ, არამედ, ფაქტობრივად დემოგრაფიულადაც და მომაკვდავი ერი გავხდით. წერილობითი წყაროებით ცნობილია, რომ მის ზოგიერთ ისტორიულ პროვინციაში მრავალრიცხოვანი ქართველური ტომები ცხოვრობდნენ. საქართველოს მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი მე-XIII საუკუნის პირველ ნახევარში იყო. ამ დროს ჩატარებული აღწერის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს მოსახლეობა 8 მილიონ კაცს აღწევდა. ეს იყო შედეგი იმ უძლიერესი მე-12-ე საუკუნისა, რომელსაც დავითისა და თამარის მეფობის ხანას უწოდებენ. გამუდმებული შემოსევების შედეგად მე-18 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 8 მილიონიდან 761 ათასამდე შემცირდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ქვეყანაში შავი ჭირის გავრცელების გამო მოსახლეობა თითქმის განახევრდა და 400 ათას კაცს შეადგენდა. ასეთი მცირე რაოდენობით მოსახლეობა საქართველოში მთელი მისი ისტორიის განმავლობაში არასოდეს ყოფილა, ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს საყოველთაო აღწერის შედეგად საქართველოს მოსახლეობა იმდროინდელ საზღვრებში 2 მილიონზე მეტს შეადგენდა, ანუ ერთ საუკუნეში 5-ჯერ გაიზარდა. უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი 1989-1992 წლებში იყო და 5 მილიონ 400 ათასს შეადგენდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობა განუხრელად მცირდება და ბოლო მონაცემებით, 4 მილიონ ნახევარს არ აღემატება. მიუხედავად ბოლო წლებში შობადობის მცირედი ზრდისა, საქართველოში ბუნებრივი მატება არ შეინიშნება. პირიქით, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები დღითიდღე მწვავდება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის და ამ პრობლემებით გამოწვეული შედეგების საფრთხის წინაშე. გაეროს მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს იმ 20 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობის დეპოპულაცია მიმდინარეობს. შობადობის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყნიდან 164-ე ადგილზეა. ნეგატიური გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ემიგრაციამაც იქონია. მეტად ინტესიური გახდა გარე მიგრაციული პროცესები, ძირითადად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო უკანასკნელ წლებში ქვეყანა მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დატოვა და ფიზიკური არსებობისათვის სახსრის საშოვნელად საცხოვრებლად სხვა ქვეყნებს მიაშურა. ყოველივე ამის შედეგად მთელ მოსახლეობაში მცირდება ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფი და იზრდება 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილი ე. ი. მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება. ეს პროცესები განსაკუთრებით გამოიკვეთა უკანასკნელ წლებში და ყველაზე მეტად თავი იჩინა ქართულ მოსახლეობაში. ვითარება იმდენად რთულია, რომ ეკონომიკური პირობების არსებითი გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, ახლო მომავალში მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა მოველოდოთ. დიახ, ქართველი ერი ფიზიკური წყვეტის, გადაშენების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ერთიდაიმავე რაოდენობით თაობათა განახლება სულ უფრო ძნელი ხდება, რაც სულიერი უწყვეტობის პროცესის საგრძნობ შენელებასთან შედარებით ბევრად უფრო სახიფათოა. აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგძლივი პერიოდზე იქნება გათვალისწინებული მხოლოდ შეიძლება შენელდეს ეს პროცესი და საკმაო დროის გავლის შემდეგ მიღწეული იქნეს სასურველი შედეგი. დღეს მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი ისე სწრაფად მიმდინარეობს, რომ ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მცირე ერებს, ეროვნული ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნება, რაც ჩვენნაირი პატარა ერების ეროვნულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც მწვავედ აისახება. 
 
 
დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზად აუცილებელია ყოვლისმომცველი დემოგრაფიული პროგრამების შემუშავება. აუცილებელია, სახელმწიფოს მიერვე, საქართველოში შეიქმნას სახელმწიფოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან უნდა დაკომპლექტდეს და ჩამოყალიბდეს სპეციალური ინსტიტუცია, რომლებიც ერის გენოფონდის გადარჩენის გზებს შეიმუშავებს. ამდაგვარი ინსტიტუციის მიერ უნდა შემუშავდეს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, რითაც უზრუნველყოფილუნდა იქნას გლობალიზაციისა და ეროვნული ინტერესების შეხამება. ეს თანამედროვე მსოფლიოში ისედაც ურთულესი პრობლემაა. დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ეროვნული სულიერების მსხვრევა და ქართული სულიერი სამყაროს გადაგვარება.
 
დღეს საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, საფრთხე ემუქრება ქვეყნის ფიზიკურ არსებობას და ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა. დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების ღონისძიებათა სისტემაში უპირველესია სახელმწიფოს ჩარევა დემოგრაფიული პროცესების მსვლელობაში. 
 
უმნიშვნელოვანესია იმის სწორი გაგება, რომ 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ, რამაც, ყოველმხრივ, კიდევ უფრო მეტი სავალალო შედეგები მოიტანა, ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოებულმა ყველა სახის ომებმა, დევნილების გაჩენამ და, რა თქმა უნდა, სოციალურმა პრობლემებმა და ავადმყოფობის მაღალმა კოეფიციეტმა დემოგრაფიულ რეგრესს მისცა ,,რევოლუციური” ხასიათი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის შემცირების ტემპი არის კატასტროფულად მაღალი. ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა იზრდება, მაგრამ ეს არარეალურია, რამეთუ, ცნობილია, რომ მოსახლეობის მატება ხდება ორი ფაქტორით – ბუნებრივით, ან მიგრაციით, საქართველოში კი ორივე მაჩვენებელი კლებისკენაა. ასევე არასწორად ხდება გარდაცვლილთა დაფიქსირებაც. 
 
უნდა გამოცხადდეს გონიერი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების დეკლარაცია და ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცეს ეს საკითხი. სწორედაც, გონიერი და ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკით უნდა შევამციროთ მოსახლეობის კლება. აქაც მნიშვნელოვანია სახელმწიფო დონეზე ჩართულობა. სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის წარმოება საწინდარი იქნება ურთულესი დემოგრაფიული სირთულეების დაძლევისა და სახელმწიფოებრივი აღორძინებისა. 
 
მსოფლიოს ქვეყანათა სახელმწიფოებრიობის დონის ამაღლებისა და აღორძინების მიზნით, ახალი რეალობიდან გამომდინარე სასურველია დაიხვეწოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აქტები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და მსოფლიო კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხრითაც, რათა ახალ საუკუნეში სახელმწიფოებმა და ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიან, განვითარებად მსოფლიო თანამეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში. მსოფლიო სახელმწიფოებსა და პოლიტიკურ ძალებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ მოვლენათა შორის მუდმივი და უცილობელი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც დასტურდება ბუნებასა და საზოგადოების შემეცნების პროცესში.
 
უნდა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად შესაბამისი ახალი მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების წყობა, რომლის დროსაც, მთელს მსოფლიოში, დამყარებულია და პრაქტიკაში ხორციელდება ხალხის ხელისუფლების საშუალებები და ფორმები, რომლებიც გამაგრებული იქნება ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფლებებისა და თანასწორობის კანონებში. 
 
სახელმწიფოთა სამართლებრივ ურთიერთობათა ჩამოყალიბებისათვის ასევე აუცილებელია:
 
აღიარება, სინანული, მონანიების გზით უნდა მოხდეს სრული, ჭეშმარიტი თანხმობა და შერიგება სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების ძირითად პრინციპეპზე დაყრდნობით, რომელიც საჭიროა დაფიქსირდეს როგორც სახელმწიფოთა ძირითად კანონში – კონსტიტუციაში, ასევე სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობის დიდ ჩარჩო ხელშეკრულებებში და იგი უნდა წარმოადგენდეს ერთადერთ სავალდებულო პოზიციას სახელმწიფოთა ყველა მოქალაქისათვის, პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ორგანიზაციებისათვის;
 
სასურველია შემუშავდეს, მომზადდეს და რეფერენდუმის გზით მიღებულ იქნას სახელმწიფოს ახალი სახელმწიფოებრივი კონსტიტუცია, სადაც ასევე აღნიშნული იქნება სახელისუფლო კანონიერებისა და მისი სამართლებრივი უწყვეტობის საკითხი, რითაც ერთხელ  და სამუდამოდ გადაიჭრება ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული მოწყობის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა და იქნება გარანტი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ხელშეკრულებათა ნამდვილობისა და უწყვეტობისა.
 
თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად გადასინჯული იქნას ყველა ის ხელშეკრულებანი, რომლებმაც განსაზღვრული დაბრკოლებები შექმნა სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობის განვითარების სფეროებში.       
    
ერთა თანაარსებობის ზემოთ  მითითებულ ტრადიციებზე დაყრდნობით სახელმწიფოების მიერ ხელი უნდა შეეწყოს რელიგიური თვითმყოფადობის დაცვას. თავსებადობის ამ პრინციპთა ცხოვრებაში გატარება ქართული სახელმწიფოებრიობის, როგორც კავკასიური ახალი გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა გახდეს (მით უფრო, რომ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ თვითმყოფადობის დაცვის პრინციპებს კონსტიტუციური კანონის ძალა აქვს), რაც მისი საერთაშორისო  ავტორიტეტის გარანტადაც იქცევა.
 
      სახელმწიფო უნდა იბრძოდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, სახელმწიფოს სახელისუფლებო კანონიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, მისი მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ, დემოგრაფიული ექსპანსიის შესაჩერებლად, ეროვნული თანხმობისა და ერთიანობისათვის. მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ის ძირითადი უფლებანი, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. აღიარებულია, რომ არ არსებობს ადამიანის სამართალი. სახელმწიფოებს კი აუცილებელია ჰქონდეს შეფარდებითი სამართალი, რომელსაც საფუძვლად დაედება სულიერ ღირებულებათა უპირატესობის აღიარება. დრო სწორედ სულიერ ღირებულებებს ვერ ხელყოფს, რადგან მისი დაგროვება და სრულყოფა ხდება მხოლოდ დროში.
 
  მთავარი ამოცანაა ყველა სფეროში სახელმწიფოთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, მათი ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა  და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ყველა სახელმწიფოთა ღირსეული ადგილის დამკვიდრება;
 
 ამრიგად, სახელმწიფოს კეთილდღეობა უმაღლესი კანონია და მისთვის თავდადებული ზრუნვა ყოველი ეროვნული ღირსების მქონე ადამინისათვის აუცილებელი და საჭიროა. ეროვნული ღირსების იდეა ერისა და ეროვნებების ძირითადი მსოფლმხედველობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს, რითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა როგორც თეორიულ მსჯელობაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსების ამაღლება   – ერის, სახელმწიფოს სულიერი და მატერიალური განვითარების გარანტი უნდა იყოს.
 
უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება, მანამდე, სანამ საქართველო თავის თავისუფლებაში არ განმტკიცდბა ყველა ასპექტით: ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური. შესაბამისად უწყვეტია ისტორიულ-თემატური დრო და ამ ყოველივეს დამწყები პიროვნების როლი. მის მიერ დატოვებულია კვალი ამ ისტორიულ-თემატურ დროში, რომელიც გრძელდება მომავალში. საერთოდ პიროვნებები, რომლებიც ისტორიას ქმნიან მათი მოღვაწეობა არ მთავრდება ეგზისტენციალური დროის დასრულებით. მათი მოღვაწეობა სიუჟეტურ დროში გრძელდება და ყველა სიუჟეტი, რომელიც მათ ერს შესთავაზეს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. ამ დროს, მნიშვნელოვანია პირველადი განმარტება: საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს – სახალხო მოთხოვნით საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის მიერ სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზისა და მის საფუძველზე ქვეყანაში განხორციელებული კანონიერი საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას.
 
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” მიზანია დაანახოს და გააცნოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს მისი ხედვა ქვეყნის მოწყობის, მისი სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიღწევის, ერთიანობის უზრუნველყოფის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების გზით ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების, რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების შექმნა-განმტკიცებისა და მისი კანონიერი რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის ფუძემდებლური, ყოველმხრივი აღორძინების რეალური გეგმა და გზები, რომლითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება, ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფა და რომელიც დაფუძვნებული იქნება სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე, ზნეობის პრიმატისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით დაიცავს და დაამკვიდრებს ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის იდეალებს, პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას, მხარს დაუჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას. სახელმწიფოს ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.
 
ლეგიტიმური ხელისუფლება, არის და მუდამ იქნება ნამდვილი (ერის ნების გამომხატველი) რეალური ხელისუფლება და მთავრობა. ნებისმიერი ერი მხოლოდ მაშინაა თავისუფალი ერი საკუთარ მიწაზე, როცა მას ჰყავს საკუთარი ინტერესების გამომხატველი და მსახური ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერი თავად ხდება მსახური, ნიჰილისტური ფსიქო-ინტოქსიკაციითა და ტერორით იქცევა ვიტალისტურ მასად, რომელსაც არ გააჩნია ეროვნება და, აქედან გამომდინარე, არც – სამშობლო. ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი სამართლებრივ-პოლიტიკური ბაზა არის ნამდვილი საშუალება და გასაღები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადაც. ეს მომენტი უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც, 
 
საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის შინაგანი დინამიკა უნდა იყოს ,,ახალი მსოფლიო წესრიგის” არქიტექტონიკაში კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცისა და მისი ღერძული სახელმწიფოს – საქართველოს სუვერენობის საკითხის უცილობელი ჩასმა და აღდგენა და იმ ბარბაროსული კოსმოპოლიტური ოკეანედან გამოსვლა, სადაც პოსტინდუსტრიული ცივილიზაციის გენეზისის ეპოქაში ქართული ეროვნულობა შთაინთქა იმპერიალისტური ძალების არასამართლებრივი დროებითი გარიგებებით. უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ მთავარი არგუმენტი და უმოკლესი გზა მთელი კავკასიის რეკოლონიზაციისაკენ, დამოუკიდებელი და თავისუფალი კავკასიის, როგორც მსოფლიო ახალი რეგიონის ჩამოყალიბებისაკენ, საქართველოს სამართლებრივ და კანონიერ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე გადის.
 
ამასთანავე, დავძენთ, რომ ჩვენ არ უნდა გვამოძრავებდეს შურისძიების გრძნობა, თუ არა ქვეყნის გადარჩენის წმიდათაწმიდა იდეა, რაც გვავალებს, მოვთხოვოთ გზააბნეულთ – ზურგი შეაქციონ მორიგ პოლიტიკურ ავანტიურას, საქართველოს განადგურებით რომ ემუქრება და აღიარონ საჯაროდ, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი შეცდომები. მათ, ვინც გაითავისებს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნას, მიეცემა ტრიბუნა, თავისუფლების ტრიბუნა და შანსი საქმით გამოისყიდონ შეცდომები იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც თავისუფალი საქართველოს იდეა პირველადია და შეუცვლელი! 
 
აი, სწორედ ასე გვესახება ეროვნულ-სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის, ეროვნული იდეოლოგიისა და საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიმართულების ახალი ვექტორით სვლა და ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მზადა ვართ ხელი მოვაწეროთ ერთობლივ ჩარჩო-მემორანდუმს.
ამრიგად, ახალი რეალებიდან გამომდინარე:
 
1. ამ ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს შიგა სპეციალური სამართლებრივი კანონების საფუძველზე განმწმენდი აქტი – სრული პოლიტიკური, სამართლებრივი და ასევე, მორალურ-ზნეობრივი ლუსტრაციის განხორციელება.
 
საჭიროებისამებრ, დემოკრატიული, ლეგიტიმური და თავისუფალი ქვეყნის მიერ უნდა ჩატარდეს ასევე ურთიერთშეთანხმებითი, სახელმწიფოსა, თუ ნებისმიერ ორგანიზაციათა მიერ, ნებსით, თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომებისა და არასწორი გადაწყვეტილებების უთუო და აუცილებელი გამოსწორებებისათვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი ლუსტრაციის განხორციელება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე მთელს ცივილიზებულ სამყაროში ორმხრივი სინანულის, საჭიროებისამებრ მონანიებისა და თანხმობა-შერიგების გარდაუვალ პროცესებს;
 
2. აუცილებელია სამართლებრივი, კანონიერი და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის იდეა და მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების კონტექსტში გააზრება; 
 
3. ამ ახალ ეტაპზე, კანონიერი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის – საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის კანონიერი უფლებამოსილება და ვალდებულება ისაა, რომ იგი ამიერიდან სათავეში უნდა ჩაუდგეს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმართულ ბრძოლას, რამდენადაც მას ენიჭება დუალისტური ფუნქცია – ის თავის კანონიერ და სამართლებრივ სტრუქტურებთან (ინსტიტუციებთან) ერთად წარმოადგენს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ასევე კონსტიტუციურად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმმართველ ცენტრსაც, ფაქტობრივ არალეგიტიმურ გარემოში ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარ იურიდიულ ინსტიტუტს.
 
4. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” სამართლებრივი და კონსტიტუციური სტატუსითა და ეგიდით, ქვეყნისთვის მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილების ნაკლებად სარისკო უალტერნატივო გზაა სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა, მისი თანამედროვე დროში გასათვალისწინებელი ყველა სამართლებრივი ნიშნით, მცირე გარდამავალი პერიოდის გამოცხადება, სამართლებრივი, ლეგიტიმური, კანონიერი, საყოველთაო არჩევნების დანიშვნა-ჩატარება და მომავალი ხელისუფლების სამართლიანი, ლეგიტიმური გზით არჩევა, ანგაჟირებულად და დესტრუქციულ მხარეებად დაყოფილი საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გამთლიანება, სინანულის, მონანიებისა და რეალური ეროვნული თანხმობის მიღწევის შესაძლებლობა. ამასთან, ეს გზა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, ქვეყნის საბოლოო, საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანობისა და გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება. 
 
ეს ყოველივე საქართველოს სახელმწიფოებრიობის რეალური დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სამართლებრივად სწორ გზაზე დაყენების ერთადერთი მექანიზმია. ამ გზის დაუსაბუთებელი უარყოფა კი, მხოლოდ კონფრონტაციის, ქვეყნის გათიშულობის, ტერიტორიული მთლიანობის არაკეთილმოსურნე და საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების მსურველ ძალებს აწყობს. საჭიროა, კანონიერი და ფიქტიურ-ფაქტობრივი ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, ან საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მშვიდობიანი პოლიტიკური ზეწოლით, ფაქტობრივი ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფო გადატრიალების დღიდან დღემდე პერიოდი უნდა გამოცხადდეს უკანონოდ, სამართლებრივი და ლეგიტიმური საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაინიშნოს და ჩატარდეს მრავალპარტიული, დემოკრატიული და საყოველთაო არჩევნები. ამასთან, არჩევნებისათვის უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ლეგიტიმური ცენტრალური საარჩევნო კომისია, სამართლებრივად შეთანხმებული საარჩევნო კანონის მიხედვით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყოველივე ეს განხორციელდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სახელმწიფოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების კეთილი ნებისა და თანხმობის პირობებში.
 
აქედან ნათლად ჩანს, რომ აუცილებელია, მოხდეს სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რის შემდეგაც ქვეყანამ უნდა აირჩიოს ახალი ლეგიტიმური ხელისუფლება. სწორედაც კანონიერი ხელისუფლების (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის) მიერ დანიშნულმა დემოკრატიულმა, მრავალპარტიულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს არჩევნები. მხოლოდ ამ არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლება იქნება სამართლებრივი, კანონიერი, ლეგიტიმური, ასევე, უფლებამოსილი და ვალდებულიც, რომ იხელმძღვანელოს სამართლებრივი ბაზით;
 
5. საქართველოს სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობები და მსოფლიო თანამეგობრების ქვეყნებთან შეთანხმებით დამოუკიდებელი პოლიტიკურ დიპლომატიური აქტიურობანი;
 
6. უნდა შესრულდეს 1975 წლის ჰელსინკის საერთაშორისო ხელშეკრულების მისიის სამართლებრივად სწორი დასრულება და მასთან შესაბამისი მემკვიდროებით ფუნქციის მქონე ახალი რიგი მიზნებისა და ამოცანების დასახვა;
 
ამასთან, აუცილებელი თუ არა, სასურველია, დადგეს 1975 წლის ჰელსინკის საერთაშორისო ხელშეკრულების დეკლარაციაზე ხელისმომწერი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ასევე რიგ ქვეყნებში რეალური სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა-თავისუფლების დამკვიდრებისა და ამ გზით მათი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განვითარების უზრუნველყოფას. 
 
აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებას” მიაჩნია დაისვას შემდეგი საკითხები:
ა) 1975 წლის ჰელსინკის დეკლარაციაზე ხელისმომწერი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხი, მსოფლიოს ხალხებისა და ერების თვითმყოფადი განვითარების უზრუნველყოფის, ანუ ჰელსინკის საერთაშორისო დეკლარაციაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობების ვექტორით მოცემული გარანტიების აღსრულების საქმეში;
 
ბ) საკითხი, საქართველოს, როგორც კავკასიის პოლიტიკური რეგიონის, ცენტრისა და ევრაზიული გზაჯვარედინი ქვეყნის საერთაშორისო მისიის შექმნისას და ამასთან მისი ორგანიზაციული დაფუძნებისას, საკუთარი წვლილის გაღებისათვის მსოფლიოში სამშვიდობო ცხოვრების უზრუნველყოფის საქმეში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და მსოფლიო კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხრით იურიდიული და სამართლებრივი საერთაშორისო ხელშეკრულებათა აქტების დახვეწის გარდუვალობა და თანხმობა-შერიგების პროცესის აუცილებლობა;
 
7. უნდა აღდგეს და აღორძინდეს საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი;
 
8. უნდა აღსრულდეს მსოფლიოს ისტორიული მისია და ჩამოყალიბდეს განახლებული მსოფლიოს ერთა ანსამბლეა – ახალი გაერთიანებული ერთა ორგანიზაცია;
 
9. მპგ „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” შემოდის თქვენს წინაშე ინიციატივით უახლოეს, ყველასათვის მისაღებ დროს, ნებისმიერ ერთობლივად შერჩეულ ადგილას ჩატარდეს ,,ახალი ეროვნული ფორუმი” – ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის არსებული ,,ჰელსინკის ორგანიზაციების” წარმომადგენელთა ,,მსოფლიო ფორუმი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში”, საერთო, ერთობლივი ღონისძიებების, ურთიერთობების დამყარებისა და შემდგომი მოქმედებების შემუშავების მიზნით. მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს მსჯელობები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები. ,,ახალი მსოფლიოს ფორუმის” მონაწილეთა ისტორიული მისიაა საფუძველი ჩაუყარონ თვისობრივად ახალ ინსტიტუტს, რომლის უზენაესი მიზანი იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, მსოფლიო კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. მასთან, კავკასიის, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონული გაერთიანების შიგა მოწესრიგების პრინციპი კი ისტორიულ-ეთნიკური პროცესების განვითარებამ, მისმა ღრმა ფესვებმა უნდა განსაზღვროს, რაც საქართველოს იბერიულ-კავკასიურ ტომებთან ნათესაობით და ასევე შემდგომ ოთხი ზღვის (კასპიის, შავი ზღვის, აზოვისა, ხმელთაშუა ზღვის და შესაძლოდ პლიუს მინიმუმ ორი ოკეანის) აკვატორიათა და ნავსადგურთა გარკვეული ნაწილის შემდგომი მათი არეალის გაფართოებით, თანამშრომლობითა და კონტროლით განსაზღვრულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მას;
 
რა არის დღეის ამოცანა? კვლავაც ვიმეორებთ მრავალჯერ ნათქვამს: „- დღეის ამოცანა საკუთარი თავის ცნობაა. თავის ცნობისათვის საჭიროა ნათესავ-ტომობის ცნობა, ანუ იმის გარკვევა, ვინ რა გვარის სისხლ-ხორცისაგან და რა ტომის დედ-მამისაგან მოედინება. ვინც ამას გაარკვევს, იმასაც გაიგებს, შემდეგ რა გზით იაროს“ . . . თუ ეროვნულ-პოლიტიკური აზროვნება არ დაეფუძვნა ღვთის ჭეშმარიტ რწმენას, ეროვნულ-სარწმუნოებრივი და ჰუმანისტური აზროვნების მსოფლმხედველობისა, თუ ტრადიციების აღორძინება-დამკვიდრების შეუვალ სურვილს, ზნეობრივ ფასეულობათა ერთგულებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრიორიტეტს, ვეჭვობთ მივაღწიოთ ერის დარღვეული შინაგანი წონასწორობის, სახელმწიფოებრივი ეროვნულ-სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის, იდეოლოგიის, ტერიტორიული მთლიანობის, კანონიერების, სამართალმემკვიდრეობის აღდგენას, პოლიტიკურ-სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, კულტურისა და ეკონომიკის აღმავლობას! 
 
ოღონდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, სამართალი და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა საქართველოში, ესაა მთავარი კრედოც და მიზანიც.
 
რამეთუ:
უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით! 
სიცრუეს შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!
უკანონობას შეიძლება მოვერით მხოლოდ კანონით!
 
 
 
 
მპგ „საქართველოს ჰელსინკის კავშირი  – ეროვნული აღორძინების”          პრეზიდიუმი            
 
2022 წლის 1 ნოემბერი                                     
 
 
 
 
 
 
 

დატოვე კომენტარი